შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2004
ძალაში შესვლა 11.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000483
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/02/2004
matsne.gov.ge 525 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2004 მიღება
11.02.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთვრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, სურთ რა განავითარონ სავაჭრო-ეკონომიკური, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა, აღიარებენ რა, რომ ასეთი თანამშრომლობის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური დაცვა, აცნობიერებენ რა ავტორთა და სამრეწველო საკუთრების მფლობელთა უფლებების დაცვისათვის ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები ახორციელებენ და ავითარებენ თანამშრომლობას გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე, სამრეწველო ნიმუშებზე, სასაქონლო ნიშნებზე, მომსახურების ნიშნებსა და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებებზე, ასევე საავტორო სამართლისა და მომიჯნავე უფლებების ობიექტებზე უფლებების დაცვისა და გამოყენების სფეროში, ურთიერთსარგებლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილენიც არიან ან იქნებიან მხარე სახელმწიფოები.     მუხლი 2🔗 მხარეთა თანამშრომლობა მიმართულია: ეროვნული ნორმატიული აქტების ჰარმონიზაციისაკენ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რომელთა მონაწილენიც არიან ან ესწრაფვიან იყვნენ მხარე სახელმწიფოები; ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის გაცვლისაკენ; სპეციალისტების სტაჟირებების ორგანიზებისაკენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში გამოცდილების შესწავლის მიზნით; მხარეთა შორის შეთანხმებული თანამშრომლობის სხვა ფორმებზე.     მუხლი 3🔗 წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციაზე პასუხისმგებელნი არიან მხარეთა კომპეტენტური ორგანოები: საქართველოში _ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”. რუსეთის ფედერაციაში _ რუსეთის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების სააგენტო; მხარეთა კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობის წესი და პირობები განისაზღვრება სპეციალური შეთანხმებით მათ შორის.     მუხლი 4🔗 მხარეები თავიანთი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით ცვლიან საქონელზე ტრადიციულად გამოყენებული აღნიშვნების სიებს, რომლებიც დაცულია მხარე სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოადგენენ მხარე სახელმწიფოების ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებს, სასაქონლო ნიშნების სახით ან მათ შემადგენლობაში მხარე სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად მათი უკანონო რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით.     მუხლი 5🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ხელს უწყობენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ჩატარებას, კადრების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.     მუხლი 6🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი მხარის სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უზრუნველყოფენ უფლებას მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისარგებლონ საპატენტო ფონდებით, ბიბლიოთეკებითა და მონაცემთა ბანკებით ინტელექტუალური საკუთრების სფეროში იმავე პირობებით, რომლებიც ენიჭებათ მის საკუთარ ფიზიკურ და იურიდიული პირებს.     მუხლი 7🔗 საჭიროების შემთხვევაში მხარეები ერთმანეთს შორის ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებში რთავენ დებულებებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე.     მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხარეთა და მათ კომპეტენტურ ორგანოთა მიერ ერთმანეთისათვის გაგზავნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია რუსულ ენაზე.     მუხლი 9🔗 უთანხმოებებსა და დავებს საკითხებზე, რომლებიც შეეხება წინამდებარე შეთანხმებას ან დაკავშირებულია მის შესრულებასთან, მხარეები წყვეტენ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს 5 წლის განმავლობაში და გაგრძელდება ავტომატურად მომდევნო 5-წლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარე მორიგი პერიოდის ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. შესრულებულია ქ. მოსკოვში, 2004 წლის 11 თებერვალს, ორ პირად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)