საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ
მიღების თარიღი 10.01.2000
ძალაში შესვლა 27.10.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000538
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/05/2005
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო კონვენცია
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} 6. საერთაშორისო კონვენცია
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ
მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 9 დეკემბერის რეზოლუციაში
პრეამბულა - ამ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნების, სახელმწიფოთა შორის კეთილმეხობლური და მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ, უკიდურესად შეშფითებულნი არიან ყველა ფორმისა და სახის ტერორიზმის აქტების ესკალაციით მთელ მსოფლიოში, იცავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორმოცდაათი წლისათვის აღსანიშნავ იუბილეზე მიღებულ დეკლარაციას, რომელიც შედის გენერალური ასამბლეის 1995 წლის 24 ოქტომბრის 50/6 რეზოლუციაში.
აგრეთვე იცავენ, გენერალური ასამბლეის ყველა შესაბამის რეზოლუციას, მათ შორის 1994 წლის 9 დეკემბრის რეზოლუციას და მის დანართს საერთაშორისო ტერორიზმის აღმოსაფხვრელი ღონისძიებების შესახებ დეკლარაციაზე, რომლითაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა საზეიმოდ დაადასტურეს, რომ ერთმნიშვნელოვნად გმობენ ტერორიზმის ყველა აქტს, მეთოდსა და პრაქტიკას, მიაჩნიათ ისინი დანაშაულებრივ და სრულიად გაუმართლებელ ქმედებად, მიუხედავად იმისა სად და ვის მიერ ჩადენილია ის, მათ შორის იმ აქტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მეგობრულ ურთიერთობას ქვეყნებს და ხალხებს შორის, ემუქრებიან სახელმწიფოთა ერთიანობას და უშიშროებას.
აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციამ სტიმული მისცა სახელმწიფოებს, რათა სასწრაფოდ გადახედონ არსებულ საერთაშორისო სამართრებლივ ნორმებს ტერორიზმის ყველა ფორმისა და გამოვლენების თავიდან აცილების, აღკვეთისა და აღმოფხვრის შესახებ, იმ მიზნით, რომ ამ საკითხის ყველა ასპექტის შესაბამისად შეიქმნას ყოვლისმომცველი სამართრებლივი სისტემა.
იცავენ გენერალური ასამბლეის 1996 წლის 17 დეკემბრის 51/210 რეზოლუციის მე-3 პუნქტის (ე) ქვეპუნქტი, რომლითაც ასამბლეამ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს განახორციელოს ღონისძიებანი, კერძოდ სათანადო შიდა ღონისძიებანი, ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების თავიდან ასაცილებლად და მის საწინააღმდეგოდ. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს პირდაპირი გზით ხდება ეს დაფინანსება, თუ ორგანიზაციების საშუალებით, რომლებსაც აქვთ ან აცხადებენ, რომ აქვთ საქველმოქმედო, სოციალური ან კულტურული მიზნები, ან რომლებიც თავად არიან ჩაბმული არალეგალურ საქმიანობაში, როგორიც არის იარაღით არალეგალური ვაჭრობა, ნარკოტიკების გაყიდვა და რეტეკი, სხვა პირთა ექპლუატაცია ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების მიზნით. სადაც საჭიროა უნდა განახორციელდეს მარეგულირებელი ღონისძიებანი ტერორისტული მიზნებისათვის განკუთვლნილი ფულადი სახსრების შესაჩერებლად, რამაც არ უნდა შეაფერხოს ლეგალური კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, ან ინტენსიური სახე მიეცეს ინფორმაციის გაცვლას ამგვარი ფულადი სახსრების საერთაშორისო მოძრაობის შესახებ.
იცავენ, აგრეთვე, გენერალური ასამბლეის 1997 წლის 15 დეკემბრის 52/165 რეზოლუციას, რომლითაც ასამბლეა, კერძოდ, მოუწოდებს სახელმწიფოებს განიხილონ იმ ღონისძიებათა გატარების შესაძლებლობა, რომელიც დაფიქსირებულია მისი 1996 წლის 17 დეკემბრის 51/210 რეზოლუციის 3 (ა)-დან (ე) პუნქტამდე.
იცავენ აგრეთვე, გენერალური ასამბლეის 1998 ქლის 8 დეკემბრის 53/108 რეზოლუციას, რომლითაც ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება გენერალური ასამბლეის 1996 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციის საფუძველზე სექმნილ საგანგებო კომიტეტს შეემუშავებინა საერთაშორისო კონვენციის პროექტი, ტერორისტების დაფინანსების აღკვეთის შესახებ, რომელიც შეავსებდა ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართრებლივ აქტებს.
ითვალისწინებენ, რომ ტერორიზმის დაფინანსება მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
არნიშნავენ, რომ საერთაშორისო ტერორიზმის აქტების რაოდენობა და მათი სიძლიერე დამოკიდებულია იმ დაფინანსებაზე, რასაც ტერორისტები მოიპოვებენ.
აღნიშნავენ, აგრეთვე, რომ არსებული მრავალმხრივი სამართრებლივი აქტები სათანადოდ ვერ არეგულირებს ამგვარ დაფინანსებას.
დარწმუნებული არიან, რომ არსებობს აუცილებლობა განმტკიცდეს სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, რათა დაისახოს და განხორციელდეს ქმედითი ღონისძიებანი ტერორიზმის დაფინანსების თავიდან ასაცილებლად, ასევე მის აღსაკვეთად ამგვარი აქტების ჩამდენთა სამართალში მიცემისა და დასჯის გზით.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მოცემული კონვენციის მიზნებისათვის
1. ”ფონდები” ნიშნავს ყველა სახის და ნებისმიერი გზით მოპოვებულ, მატერიალურ და არამატერიალურ, მოძრავი და უძრავი აქტივებს, და ნებისმიერი ფორმის იურიდიულ დოკუმენტს, მათ შორის ელექტრონულსა და ციფრულს, რომელიც ამგვარ აქტივებზე საკუთრების უფლებას ან მათში წილობრივი მონაწილეობას მოწმობს, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საბანკო კრედიტებს, სამგზავრო ჩეკებს, საბანკო ჩეკებს, ფულად გზავნილებებს, აქციებს, ფასიან ქაღალდებს, ობლიგაციებს, ტრატებს, აკრედიტივებს.
2. ”სახელმწიფო ან სამთავრობო შენობა” ნიშნავს ნებისმიერ მუდმივ ან დროებით შენობას ან სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ან დაკავებულია სახელმწიფოს წარმომადგენლების, მთავრობის წევრების, საკანონმდებლო ხელისუფლების ან სასამართლოს წევრების, თანამდებობის პირების მიერ, ამ სახელმწიფო ან ხელისუფლების სხვა ორგანოების მოხელების თუ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციების თანამდებობის პირების მიერ, თავიანთ ოფიციალურ მოვალეობებთან დაკავშირებით.
3. ”შემოსავალი” ნიშნავს ნებისმიერ ფონდს წარმოებულს, ან მოპოვებულს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მე-2-ით გათვალისწინებული დანაშაულის ცადენის გზით.
მუხლი 2🔗
1) წინამდებარე კონვენციის თანახმად ნებისმიერი პირის მიერ დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ ეს პირი რაიმე გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკანონოდ და საკუთარი ნებით, უზრუნველყოფს ან აგროვებს ფონდებს ინ განზრახვით, რომ მათ გამოიყენებენ, ან იცის, რომ მათ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენებენ, რათა განახორციელონ:
a) აქტი, რომლებიც წარმოადგენს დანართში ჩამოთვლილი რომელიმე შეთანხმებით გათვალისწინებულ დანაშაულს; ან
b) ნებისმიერი სხვა აქტი, რომელიც გამოიწვევს მშვიდობიანი მოქალაქის ან სხვა ნებისმიერი პირის დაღუპვას, ან სხეულის სერიოზულ დაზიანებას, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ მონაწილეობას არ იღებს საომარ მოქმედებებში, თუკი ამგვარი აქტი თავისი ხასიათით, ან კონტექსტით, მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინების, ან მთავრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულებას, რომ მათ ჩაადენინოს ან არ ჩაადენინოს რაიმე ქმედება.
2) a) სარატიფიკაციო სიგელების შენახვის, მიღების, დამტკიცების ან ხელშეკრულებასთან შეერთების დროს სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს დანართში ჩამოთვლილი შეთანხმებების მონაწილე მხარეს, შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელწიფოს მიმართ გამოყენების დროს ეს შეთანხმება არ უნდა მიიჩნიონ იმ დანართში ჩართულად, რომელიც ნახსენებია პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტში. დეკლარაცია კარგავს თავის ძალას, როგორც კი ეს სახელმწიფო შეუერთდება შეთანხმებას და აცნობებს ამ ფაქტის შესახებ ნდობით აღჭურვილ პირს;
b) როდესაც შეთანხმების მონაწილე სახელმწიფო წყვეტს დანართში ჩამოთვლილი შეთანხმებაში მონაწილეობას, მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი განცხადება, როგორც ეს ამ შეთანხმებასთან მიმართებაში არის გათვალისწინებული წინამდებარე მუხლით.
3. ქმედებისათვის, რომელიც 1-ლი პუნქტის თანახმად დანაშაულს წარმოადგენს, აუცილებელი არ არის ფონდები ფაქტობრივად იყოს გამოყენებული იმ დანაშაულის ჩასადენად, რომელიც ნახსენებია 1-ლ პუნქტსა და a) და b) ქვეპუნქტებში.
4. ნებისმიერი პირის მიერ დანაშაული ჩადენილ ითვლება, თუ ის ცდილობს ჩაიდინოს დანაშაული, როგორც ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში.
5. ნებისმიერი პირის მიერ დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ ეს პირი:
a) არის დანაშაულის თანამონაწილე, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ ან მე-4 პუნქტებში;
b) ახდენს დანაშაულის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობს მას, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ ან მე-4 პუნქტებში;
c) წვლილი შეაქვს ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში ერთი მიზნით გაერთიანებული ხალხის ჯგუფის საშუალებით, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლი ან მე-4 პუნქტებში. ამგვარი წვლილის შეტანას წინასწარ განზრახული ხასიათი უნდა ჰქონდეს და:
i. მიზნად ისახავდეს ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობის ან დანაშაულებრივი მიზნის ხელშეწყობას, თუკი ამგვარი საქმიანობა ან მიზანი გულისხმობს დანაშაულის ჩადენას, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში; ან
ii. ეს წვლილი შეაქვს, როცა იცის რომ ჯგუფი მიზნად ისახავს დანაშაულის ჩადენას, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში;
მუხლი 3🔗
ეს კონვენცია არ ითვალისწინებს შემთხვევას, როცა დანაშაული ერთ სახელმწიფოშია ჩადენილი, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი ამ სახელწიფოს მოქალაქეა და იმყოფება მის ტერიტორიაზე და სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ გააჩნია საფუძველი მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, ან მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განახორციელოს იურისდიქცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოიყენება მე-12 და მე-18 მუხლების დებულებები.
მუხლი 4🔗
კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო განახორციელებს საჭირო ღონისძიებებს, რათა;
a) ამ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად აღიაროს სისხლის სამართლის დანაშაულის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულობანი;
b) მიუსადაგოს ამგვარ დანაშაულობებს შესაბამისი სასჯელი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება მათი სერიოზული ხასიათი.
მუხლი 5🔗
1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, განახორციელებს ღონისძიებებს, რათა თავის ტერიტორიაზე განლაგებულ იურიდიულ პირებს, ან ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძვნებულ იურიდიულ პირებს დააკისროს პასუხისმგებლობა, თუკი ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელმა ან მაკონტროლებელმა ორგანომ, ამ ფუნქციის შესრულების დროს ჩაიდინა მე-2 მუხლით გატვალისწინებული დანაშაული. მსგავსი პასუხისმგებლობა ატარებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ ხასიათს.
2. იურიდიულ პირებზე დაკისრებული პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩამდენ პირებს არ ათავისუფლებს პირადი პასუხისმგებლობისაგან.
3. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ 1-ლი პუნქტის თანახმად პასუხიმგებელი იურიდიული პირები დაექვემდებარონ სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სანქციებს, რომლებიც იქნება ქმედითი, თანაზომიერი და ხელს ააღებინებს მათ დანაშაულის ჩადენას. ამაში შეიძლება შევიდეს ფულადი სანქციები.
მუხლი 6🔗
კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, მიიღებს ზომებს შიდა კანონმდებლობის დონეზე, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციის ფარგლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის აქტებს არც ერთ შემთხვევაში არ მოეძებნოს გამართლება პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა მსგავსი მოსაზრებით.
მუხლი 7🔗
1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, მიიღებს ზომებს, რათა განახორციელოს თავისი იურისდიქცია მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულობებზე, როცა
a) დანაშაული ჩადენი;ლია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
b) დანაშაული ჩადენილია საჰაერო ხომალდზე, რომელიც მისი დროშით დაფრინავს, ან თვითმფრინავში, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის რეგისტრირებული იყო მისი კანონების შესაბამისად;
c) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქის მიერ.
2. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო გაავრცელებს თავის იურისდიქციას ამგვარი დანაშაულზე, როდესაც;
a) დანაშაული მიმართული იყო ან დასრულდა მე-2 მუხლით, 1-ლი მუხლის ა) ან ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მისი მოქალაქის წინააღმდეგ.
b) დანაშაული მიმართული იყო ან დასრულდა მე-2 მუხლით, 1-ლი მუხლის ა) ან ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით მისი სახელმწიფო ან სამთავრობო შენობის საზღვარდარეთ, მათ შორის ამ ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო შენობების დაზიანების მიზნით;
c) დანაშაული მიმართული იყო ან დასრულდა მე-2 მუხლით, 1-ლი მუხლის ა) ან ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ დანაშაულის ჩადენით, რომელიც მიზნად ისახავს აიძულოს ეს სახელმწიფო გააკეთოს ან არ გააკეთოს რაიმე;
d) დანაშაული ჩადენილია მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ, რომელიც ცხოვრობს ამ სახელმწიფოში;
e) დანაშაული ჩადენილია თვითმფრინავის ბორტზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ამ სახელმწიფოს მთავრობა.
3. ამ კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შემთხვევაში, კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მე-2 მუხლის თანახმად მის მიერ ჩამოყალიბებული იურისდიქციის შესახებ. მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო დაუყოვნებლივ შეატყობინებს გენერალურ მდივანს ამის თაობაზე.
4. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო გაატარებს ღონისძიებებს აუცილებელს მისი იურისდიქციის გასავრცელებლად მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, იმ პირობით, რომ სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და ეს სახელმწიფო არ მოახდენს ამ პიროვნების ექსტრადიციას სხვა სახელმწიფოში, რომელმაც თავისი იურისდიქცია ჩამოაყალიბა 1-ლი ან მე-2 მუხლების შესაბამისად.
5. თუკი ერთზე მეტი სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიას იურისდიქციის გავრცელებაზე 1-ლი ან მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დანაშაულზე, ეს სახელმწიფოები ესწრაფვიან, რომ მოახდინონ თავიანთი მოქმედების კოორდინაცია, კერძოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება სისხლისსამართრებლივ დევნას და ერთმანეთისთვის სამართრებლივი ხასიათის დახმარების გაწევის მეთოდებს.
6. საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებისათვის ზიანის მიუყენებლად, ეს კონვენცია არ გამორიცხავს ნებისმიერი სისხლის სამართლებრივ იურისდიქციის გამოყენებას, რომელიც კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოიღო.
მუხლი 8🔗
1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელწიფო, საკუთარი კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად, მიიღებს სათანადო ზომებს, რათა შესაძლო კონფისკაციის მიზნით გამოამჟღავნოს, მიაკვლიოს, გაყინოს ან ყადაღა დაადოს ნებისმიერ ფონდს, რომელიც გამოიყენება ანდა გამოყოფილია მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, ისევე როგორც ამგვარი დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებულ ფონდებს.
2. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საკუთარი კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად, მიიღებს სათანადო ზომებს, რათა მოახდინოს იმ ნებისმიერი ფონდის კონცისკაცია, რომელიც გამოიყენება ანდა გამოყოფილია მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით და ამგვარი დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებული ფონდების კონფისკაცია.
3. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო განიხილავს საკითხს ხელშეკრულების დადების შესახებ კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან ამ მუხლში ნახსენები ჩამორთმეული ფონდების გაყოფის შესახებ რეგულარულად ამ შემთხვევიდან შემთხვევებამდე.
4. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო განიხილავს შესაძლებლობას შექმნას ისეთი მექანიზმი, რომლის საშვალებითაც ამ მუხლში ნახსენები ჩამორთმეული ფონდები გამოყენებული იქნება მე-2 მუხლში და 1-ლი მუხლის a) და b) ქვეპუნქტში გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლთათვის ან მათი ოჯახის წევრებისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით.
5. ამ მუხლის დებულებები განხორციელდება იმ მესამე მხარისათვის ზიანის მიუყენებლად, რომელიც მოქმედებს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების თანახმად.
მუხლი 9🔗
1. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ინფორმაციას, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი შეიძლება მის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ეს სახელმწიფო მიიღებს სათანადო ზომებს, რათა თავისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად გამოიძიოს ინფორმაციაში მითითებული ფაქტები.
2. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო დარწმუნდება, რომ ამას გარემოება მოითხოვს, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე იმყოფება, განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს ამ პიროვნების სასამართლოსთვის გადაცემა ან ექსტრადიცია.
3. ნებისმიერი პირს, ვის მიმართაც განხორციელდება მე-2 პარაგრაფში ნახსენები ზომები, ყფლება აქვს:
a) დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს იმ ქვეყნის უახლოეს წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც არის ან რომელიც უფლებამოსილია რამენაირად დაიცვას მისი უფლებები, ან თუ ეს პირი მოქალაქეობის არმქონე ადამიანია, იმ სახელმწიფოს, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
b) შეხვდეს თავისი ქვეყნის წარმომადგენელს;
c) მიიღოს ინფორმაცია ამ მუხლის a) და b) ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
4. მე-3 პუნქტში ნახსენები უფლებების რეალიზაცია უნდა მოხდეს იმ სახელმწიფოს კანონებისა და ნორმების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე იმყოფება, იმ პირობით რომ აღნიშნული კანონები და ნორმები საშვალებას იძლევიან სრულად განხორციელდეს მიზნები, რასაც ემსახურება მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებები.
5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები უფლებას უტოვებს კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იურისდიქციის მიმართ მე-7 მუხლის, 1-ლი პუნქტის b) ქვეპუნქტის ან მე-2 პუნქტის b) ქვეპუნქტის თანახმად, მოიწვიოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც დაუკავშირდება და მოინახულებს სავარაუდო დამნაშავეს.
6. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო წინამდებარე მუხლის თანახმად აპატიმრებს გარკვეულ პირს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს უშუალოდ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც დაადგინეს იურისდიქცია მე-7 მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტების მიხედვით და თუ ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს ამ პირის პატიმრობაში ყოფნის ფაქტის და იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც ამ პიროვნების დაკავებას დაედო საფუძვლად, სახელმწიფომ, რომლებიც აწარმოებს გამოძიებას, როგორც 1-ლ პუნქტშია ჩამოყალიბებული, სასწრაფოდ უნდა შეატყობინოს მოკვლეული ფაქტების შესახებ კონვენციას მონაწილე სახელმწიფოებს და მიუთითოს, აპირებს თუ არა საკუთარი იურისდიქციის განხორციელებას.
მუხლი 10🔗
1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუკი არ ახდენს ასეთი პირის ექსტრადიციას, ვალდებულია გამონაკლისის გარეშე, იმის მიუხედავად, თუ რა დანაშაულია ჩადენილი და იყო თუ არა ეს დანაშაული ჩადენილი მის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ გადასცემს საქმეს კომპეტენტურ ორგანოებს სასამართლო პრიცესის მეშვეობით, მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით, რაც ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს. აღნიშნული ორგანოები მიიღებენ იგივე გადაწყვეტილებას, როგორსაც ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად მიიღებდნენ მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
2. ყოველთვის, როცა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა უფლებას ამიჭებს მოახდინოს თავისი მოქალაქის ექსტრადიცია აბ სხვაგვარი გადაცემა, იმ პირობით, რომ ამ პირს დააბრუნებენ აღნიშნულ ქვეყანაში სასამართლო პროცესის შედეგად დაკისრებული სასჯელის მოსახდელად, რისთვისაც ექსტრადიცია და დამნაშავის გადაცემა მოხდა. ხსენებული სახელმწიფო და ისიც, ვინც ექსტრადიციას ითხოვს, თანხმდებიან ამ და სხვა პირობებზე, რასად საჭიროდ მიიჩნევენ, ამგვარი პირობითი ექსტრადიცია ან გადაცემა საკმარისი უნდა იყოს პირველ პუნქტში ჩამოყალიბებული ვალდებულების შესასრულებლად.
მუხლი 11🔗
1. მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობანი მიიჩნევა ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებაში შესატან დანაშაულებად, რომელიც წინამდებარე კონვეციის ძალაში შესვლამდე დაიდო კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ექსტრადიციის შესახებ ყველა შეთანხმებაში, რომელიც მათ შორის გაფორმდება, ამგვარ დანაშაულებს მიაკუთვნებენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ექსტრადიციას ექვემდებარება.
2. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ექსტრადიციას ახდენს იმ პირობით, რომ არსებობს შესაბამისი შეთანხმება, იღებს მოთხოვნას ექსტრადიციის შესახებ კონვენციის მონაწილე მეორე სახელმწიფოსგან, რომელთანაც არა აქვს გაფორმებული შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ, პირველ სახელმწიფოს საკუთარი არჩევანის თანახმად შეუძლია წინამდებარე კონვენცია იურიდიულ საფუძვლად მიიჩნიოს ექსტრადიციის იმ დანაშაულობებთან მიმართებაში, რომელიც ჩამოყალიბებულია მე-2 მუხლში. ასეთ შემთხვევაში ექსტრადიცია უნდა დაექვემდებაროს პირობებს, რომლებიც გათვალისწინებულია პირველი სახელმწიფოს კანონმდებლობით.
3. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც ახდენენ ექსტრადიციას ისე, რომ მათ შორის არ არსებობს შესაბამისი შეთანხმება, აღიარებენ, რომ დანაშაულობანი, ჩამოყალიბებული მე-2 მუხლში, ექვემდებარება ექსტრადიციას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით, რომლებსაც მოსთხოვეს ექსტრადიცია.
4. თუ საჭიროა, მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობანი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ უნდა განიხილებოდეს როგორც ჩადენილად არა იმ ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა, არამედ იმ ქვეყნის ტერიტორიაზეც, რომელმაც მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრა თავისი იურისდიქცია.
5. ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების ყველა დებულება და კონვენციის მონაწილე ქვეყნების ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულობებთან უნდა შეიცვალოს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი შეუთავსებულია წინამდებარე კონვენციასთან.
მუხლი 12🔗
1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა დიდი დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს სისხლისსამართრებლივ გამოძიებაში, ან ექსტრადიციის პროცედურებაში მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულობებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს მათ ხელს არსებული და სასამართლო პროცესის ჩასატარებლად საჭირო მტკიცებულებების მიწოდებას.
2. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა არ უნდა უარყონ კანონიერი ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნა საბანკო საიდუმლოების დაცვის მოტივით.
3. მხარემ, რომელიც ითხოვს, არ უნდა გადასცეს სხვას ან გამოიყენოს ინფორმაცია ან მტკიცებულება, მოწოდებული მხარის მიერ, რომელსაც ეს მოთხოვნა წაუყენეს, გამოძიების, მართლმსაჯულების აღსრულების ან სასამართლო პროცესის მიზნებისათვის, გარდა ამ მიზნებისა, რომლებიც აღნიშნულია თხოვნაში. თუ არ არსებობს ინფორმაციის მომწოდებელი მხარის თანხმობა.
4. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ მექანიზმის შექმნის საკითხი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გაცვალონ ინფორმაცია ან მტკიცებულებები, დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან მე-5 მუხლის თანახმად.
5. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ დაკისრებული ვალდებულებები 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად და ყველა შეთანხმების თუ კანონიერი ურთიერთდახმარების შესახებ დაგეგმილი ღონისძიების შესაბამისად. თუ ასეთი შეთანხმება ან ღონისძიება არ არსებობს, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები დაეხმარებიან ერთმანეთს თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13🔗
ექსტრადიციის ან ერთმანეთისათვის იურიდიული დახმარების გაწევის მიზნებისათვის მე-2 მუხლში ჩამოყალობებული არს ერთი დანაშაული არ უნდა იყოს განხილული როგორც ფინანსური დანაშაული. შესაბამისად, კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა უარყოს მოთხოვნა ექსტრადიციის ან იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ იგი დაკავშირებულია ფინანსურ დანაშაულთან.
მუხლი 14🔗
ექსტრადიციის ან ერთმანეთისათვის იურიდიული დახმარების გაწევის მიზნებისათვის მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული არც ერთი დანაშაული არ განიხილება როგორც პოლიტიკური ან ისეთი დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ დანაშაულთან ან გამოწვეულია პოლიტიკური მოტივებით. შესაბამისად ექსტრადიციის ან იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელიც გამოწვეული ამგვარი დანაშაულით, არ უნდა იყოს უარყოფილი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ეხება პოლიტიკურ დანაშაულს ან დანაშაულს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ დანაშაულთან ან გამოწვეულია პოლიტიკური მოტივებით.
მუხლი 15🔗
ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ უნდა იყოს ისე გაგებული, როგორც ექსტრადიციის ან ერთმანეთისათვის იურიდიული დახმარების გაწევის ვალდებულების დაკისრება, თუკი სახელმწიფოს, რომლის მიმართაც მოთხოვნა გაკეთდა, საკმარისი საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ექსტრადიციის ან იურიდიული დახმარების მოთხოვნა მიზნად ისახავს პიროვნების სისხლისსამართლებრივ დევნას ან დასჯას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, ეთვიკური წარმოშობის, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან ეს მოთხოვნა ზიანს მიაყენებს ამ პიროვნებას ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მიზეზის გამო.
მუხლი 16🔗
1. ის პირი, რომელსაც აპატიმრებენ ან იხდის სასჯელს კონვენციის მ ონაწილე ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მის გადაცემას კონვენციის მონაწილე მეორე სახელმწიფო ითხოვს იდენტიფიკაციის. ჩვენების მიცემის ან სხვაგვარი სამსახურის გასაწევად, რათა მოიპოვოს მტკიცებულება გამოძიების, ან დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, როგორც ეს ჩამოყალიბებულია მე-2 მუხლში, შეიძლება გადაცემული იყოს თუკი დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:
a) აღნიშნულ პიროვნებას მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია და იგი თანახმაა;
b) ორივე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეთანხმდნენ შესაბამის პირობებზე.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის: a) სახელმწიფო, რომელსაც აღნიშნული პირი გადაეცა, უფლებამოსილი და ვალდებულია პატიმრობაში ამყოფოს გადაცემული პირი, თუ სახელმწიფო, რომელმაც იგი გადასცა სხვა რამეს არ ითხოვს;
b) სახელმწიფო, რომელსაც ზემოხსენებული პირი გადასცეს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაუყოვნებლივ ასრულებს ვალდებულებას, რომ დააბრუნოს იგი იმ სახელმწიფოს საპატიმროებში, საიდანაც მისი გადმოყვანა მოხდა, ან სხვაგვარად მოიქცეს, თუ ამ სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის სხვაგვარი შეთანხმება არსებობს;
c) სახელმწიფო, რომელსაც გადაეცა არნიშნული პირი, არ მოსთხოვს სახელმწიფოს, რომელმაც იგი გადასცა, რომ მის დასაბრუნებლად ექსტრადიციის პროცედურას მიმართოს;
d) გადაცემულ პირის სასჯელის მოხდის დროში ჩაეთვლება ის დრო, რომელიც მან მეორე სახელმწიფოს საპატიმროში გაატარა.
3. თუ სახელმწიფო, რომელმაც წინამდებარე მუხლის თანახმად ეს პირი მეორე სახელმწიფოს უნდა გადასცეს თანახმაა, ეს პირი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, არ დაექვემდებარება იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც იგი გადასცეს, სისხლისსამართლებრივ დევნას ან დაპატიმრებას, ან პირადი თავისუფლების მიმართ სხვაგვარი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას იმ ქმედებებთან ან ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ცადენილი იყო მანამ, სამან ეს პირი დატოვებდა იმ სახელმწიფოს ტერიტორიას, რომელმაც იგი გადასცა.
მუხლი 17🔗
ნებისმიერი პირი, რომელიც ამ კონვენციის თანახმად პატიმრობაშია აყვანილი, ან რომლის მიმართ სხვა ღონისძიებებია გატარებული ან სხვა მართლმსაჯულებრივი პროცედურაა განხორციელებული, გარანტირებული უნდა იყოს, რომ სამართლიანად მოექცევიან და ისარგებლებს ყველა უფლებითა და გარანტიით, რასაც უზრუნველყოფს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც ის იმყოფება და მასზე გავრცელდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი დებულებები, მათ შორის ადამიანთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კანონი.
მუხლი 18🔗
1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითანამშრომლებენ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობათა თავიდან ასაცილებლად და მიიღებენ ისეთ ზომებს, რომელთა მიღებაც პრაქტიკულად არის შესაძლებელი, რაც, სხვათა შორის გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში საშინაო კანონმდებლობის მიღებას მათ ტერიტორიებზე და მის ფარგლებს გარეთ დანაშაულების ჩადენის თავიდან ასაცილებლად და მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, კერძოდ:
a) ზომების მიღების თავიანთ ტერიტორიებზე იმ პირებისა და ორგანიზაციების არაკანონიერი საქმიანობის ასაკრძალად, რომლებიც შეგნებულად წაახალისებენ, უბიძგებენ, ორგანიზებას უკეთებენ ან ჩაბმული არიან მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულის ჩადენაში;
b) ზომების მიღებას, რაც ფინანსური დაწესებულებებისა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებისაგან, ვინც ფინანსურ გარიგებებთან არის დაკავშირებული, მოითხოვს ყველაზე ქმედითი ღონისძიებების გატარებას თავიანთი ჩვეულებრივი ან შემთხვევითი კლიენტების იდენტიფიკაციის მიზნით, აგრეთვე, იმ კლიენტების საიდენტიფიკაციოდ, ვისი ინტერესისთვისაც არის გახსნილი ანგარიშები და საგანგებო ყურადღება დაუთმონ უჩვეულო ან საეჭვო გარიგებებს და განაცხადონ გარიგებების შესახებ, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას უკავშირდება. ამ მიზნით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იმსჯელებენ:
i. ისეთი წესების შემოღებაზე, რომლებიც კრძალავს ანგარიშების გახსნას, თუკი მათი მფლობელები ან ბენეფიციარები დაუდგენელი პირები არიან, ან მათი იდენტიფიკაცია შეუძლებელია და ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს ზემოთხსენებული ინსტიტუტების მიერ მსგავსი გარიგებების მიღმა მდგომი პირების დადგენას და იდენტიფიკაციას;
ii. იურიდიული პირების იდენტიფიკაციის თაობაზე, რაც ფინანსური ინსტიტუტებისაგან ისეთი ზომების მიღებას მოითხოვს, რომლის ძალითაც შესაძლებელია კლიენტის იურიდიული არსებობის და სტრუქტურის დადგენა რეგისტრაციის შესახებ მტკიცებულების მოპოვებით სახელმწიფო რეესტრის, ან თავად კლიენტის, ან ამ ორივეს საშვალებით. ეს მოიცავს ინფორმაციას, დაკავშირებულს კლიენტის რეკვიზიტებთან: დასახელება, იურიდიული ფორმა, მისამართ, დირექტივები და დებულებები, რომლებიც სავალდებულოა ამ იურიდიული პირისთვის;
iii. წესების შემოღების თაობაზე, რომლებიც ფინანსურ ინსტიტუტებს ვალდებულებას აკისრებს სასწრაფოდ შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანოებს ყველა რთული, უჩვეულოდ მასშტაბური ან უცნაური გარიგების შესახებ, რომელიც არ ისახავს მიზნად აშკარად ეკონომიკურ ან თვალსაჩინოდ კანონიერ მიზნებს, ისე, რომ არ ჰქონდეთ სისხლის ან სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის შიში, თუკი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ წესს კეთილი განზრახვით დაარღვევენ;
iv. ფინანსური ინსტიტუტებისათვის მოთხოვნის თაობაზე, რომ სულ მცირე ხუთი წელი შეინახონ საშინაო და საგარეო გარიგებების შესახებ დოკუმენტები.
2. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კვლავაც ითანამშრომლებენ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და გაითვალისწინებენ აგრეთვე:
a) გარკვეული ზომების მიღება ზედამხედველობის დაწესების მიზნით, მაგალითად, ფულის გადარიცხვით დასაქმებული ყველა დაწესებულების ლიცენზირებას;
b) სათანადო ზომების მიღებას, რათა მეთვალყურეობა გაეწიოს ნაღდი ფულისა და წარმომდგენზე გაცემული დოკუმენტების საზღვარზე მოძრაობას მკაცრი კონტროლის დაწესებასთან ერთად უზრუნველყოფენ ინფორმაციის სწორ გამოყენებას და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლებას.
3. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კვლავაც ითანამშრომლებენ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობათა თავიდან ასაცილებლად, გაცვლიან ზუსტ ინფორმაციას თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად და მოახდენენ ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიებების კოორდინაციას, კერძოდ
a) დააარსებენ და აამუშავებენ კომუნიკაციის არხებს და სამსახურებს თავიანთ კომპეტენტურ დაწესებულებებს შორის, რათა ხელი შეუწყონ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას;
b) ითანამშრომლებენ ერთმანეთთან მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულებთან დაკავშირებული ცნობების შეკრების დროს, რომელიც ეხება:
i. იმ პირების ვინაობის, ადგილსამყოფელის დდა საქმიანობის დადგენას, ვიზეც ეჭვობენ, რომ ჩაბმული არიან მსგავს დანაშაულებრივ საქმიანობაში;
ii. ფონდების მოძრაობას, რომელიც დაკავშირებულია ამგვარი დანაშაულობათა ჩადენასთან.
4. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლი) საშუალებით.
მუხლი 19🔗
კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელშიც მიმდინარეობს პროცესი სავარაუდო დამნაშავის წინააღმდეგ, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ან სათანადო პროცედურების შესაბამისად შეატყობინებს პროცესის საბოლოო შედეგებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ხოლო ეს უკანასკნელი გადასცემს ინფორმაციას კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს.
მუხლი 20🔗
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები შეასრულებენ ამ კონვენციით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის და სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების სესაბამისად.
მუხლი 21🔗
ამ კონვენციის არცერთი დებულება არ ახდენს გავლენას სახელმწიფოებისა და პიროვნებების სხვა უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლით, კერძოდ, გაერთიანებული ერების ქარტიით, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით, სხვა მსგავსი კონვენციებით.
მუხლი 22🔗
ამ კონვენციის არცერთი დებულება არ ანიჭებს უფლებას კონვენციის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს, მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაავრცელოს იურისდიქცია ან შეასრულოს ფუნქცია, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს, მინიჭებულს მისი ქვეყნის კანონმდებლობით.
მუხლი 23🔗
1. დანართი შეიძლება შესწორდეს და მას შეიძლება დაემატოს სათანადო შეთანხმებები, რომლებიც:
a) გახსნილია მონაწილეობის მისაღებად ყველა სახელმწიფოსთვის;
b) ძალაშია შესული;
c) რატიფიცირებულია, მიღებულია, დამტკიცებულია, ან მიღებულია სულ მცირე ოცდაორი სახელმწიფოს მიერ, რომელიც მონაწილეობს წინამდებარე კონვენციაში
2. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია შეიტანოს წინადადება შესწორების შესახებ. ნებისმიერი წინადადება შესწორების შესახებ წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს დეპოზიტარს. ეს უკანასკნელი კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს გაუგზავნის წინადადებებს, რომლებიც შეესაბამება 1-ლი მუხლის მოთხოვნებს და შეაჯერებს მათ აზრს იმის თაობაზე, მიიღონ თუ არა შესწორება.
3. შემოთავაზებული შესწორება მიჩნეული იქნება მიღებულად, თუ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების სულ მცირე ერთი მესამედი არ წავა მისი მიღების წინააღმდეგ წერილობითი ფორმით არაუგვიანეს 180 დღისა მის ცირკულაციამდე.
4. დანართის დამტკიცებული შესწორება ძალაში შედის, რატიფიკაციის ოცდამეორე სიგელის დეპონირებიდან, და ამ შესწორების, მიღებიდან ან დამტკიცებიდან 30 დღის შემდეგ, კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოახდინა ამ სიგელის დეპონირება. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს შესწორების რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ოცდამეორე სიგელის დეპონირების შემდეგ, შესწორება ძალაში შედის ოცდამეათე დღეს სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის სიგელის დეპონირების, მიღების ან დამტკიცებიდან.
მუხლი 24🔗
1. ნებისმიერი დავა კონვენციის მონაწილე ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის, რომელიც ამ კონვენციის ინტერპრეტაციას ან გამოყენებას ეხება და მოლაპარაკების გზით დროულად ვერ მოგვარდა, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით უნდა გადაეცეს საარბიტრაჟო სასამართლოს. თუ განაცხადის შეტანიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის გამართვის ორგანიზაციულ საკითხებზე, რომელიმე მათგანს შეუძლია გადაიტანოს დავა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, აღნიშნული სასამართლოს წესდების თანახმად შედგენილი განაცხადით.
2. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ არ მიაჩნია თავი ვალდებულად პირველი პუნქტის თანახმად. არც სხვა სახელმწიფოები იქნებიან პირველი პუნქტის თანახმად ვალდებული იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ამგვარ პირობას წამოაყენებს.
3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც დამატებით შესწორებას აკეტებს მე-2 მუხლის მიმართ, შეუძლია ნებისმიერ დროს მოხსნას ეს შესწორება, რის სესახებაც შეატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 25🔗
1. ამ კონვენციაზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა სახელმწიფოს 2000 წლის 10 იანვრიდან 2001 წლის 31 დეკემბრამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნიუ-ორკის შტაბბინაში.
2. ეს კონვენცია უნდა იყოს რატიფიცირებული, მიღებული და დამტკიცებული. სარატიფიკაციო სიგელები, მიღებისა და დამტკიცების დოკუმენტები დეპონირებული უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
3. ამ კონვენციას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი სახელმწიფო და ამის შესაბამისი დოკუმენტები დეპონირებული უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
მუხლი 26🔗
1. ეს კონვენცია ძალაში შედის ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელის მიღების, დამტკიცების ან კონვენციასთან შეერთების დოკუმენტების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
2. თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელიც ახდენს ამ კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას, ან მასთან შეერთებას, კონვენცია ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან კონვენციასთან შეერთების დოკუმენტების დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 27🔗
1. კონვენციის მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსირება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის წერილობითი შეტყობინებების გაგზავნის გზით.
2. დენონსირება ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
მუხლი 28🔗
ამ კონვენციის დედანი, რომლის არსებული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირებულ უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელიც სერტიფიცირებულ ასლებს გაუგზავნის ყველა სახელმწიფოს.
შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას, რომელიც ნებადართულია ხელმოსაწერად 2000 წლის 10 იანვრამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნიუ-ორკის შტაბბინაში.
დამატება
1. 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში დადებული კონვენცია თვითმფრინავების უკანონო გატაცების აღკვეთის მიზნით.
2. 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში დადებული კონვენცია სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედობათა აღკვეთის მიზნით.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წლის 17 დეკემბერს მიღებული კონვენცია საერთაშორისო კანონებით დაცული პირების, მათ შორის დიპლომატების, წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით.
4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წლის 17 დეკემბერს მიღებული საერთაშორისო კონვენცია მძევლად აყვანის წინააღმდეგ.
5. 1980 წლის 3 მარტს ვენაში მიღებული კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ.
6. ოქმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტების აღსაკვეთად, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედობათა შესახებ 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში დადებული კონვენციის დამატებას.
7. 1988 წლის 10 მარტს რომში დადებული კონვენცია საზღვაო ნაოსნობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედობათა აღკვეთის მიზნით.
8. 1988 წლის 10 მარტს რომში ხელმოწერილი ოქმი კონტინენტურ შელფებზე განლაგებული ფიქსირებული პლატფორმის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის უკანონო აქტების აღკვეთის მიზნით.
9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1997 წლის 15 დეკემბერს მიღებული საერთაშორისო კონვენცია ტერორისტული დაბომბვის აღკვეთის მიზნით.