დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110224008, 02/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3-11

2011 წლის 23 თებერვალი       

 ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებით „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულებაში „მუხლი 3. დასკვნითი დებულებები” შეიცვალოს “მუხლი 5. დასკვნითი დებულებები”.

2. დებულებას დაემატოს მე-3 და მე-4 მუხლ ებ ი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის სტრუქტურ ა შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის მოხელეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურ ული ქვედანაყოფია დასუფთავების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებითა და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების დამხმარე მოსამსახურეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.

6. განყოფილების მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით.

7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 4. დასუფთავების განყოფილება

1. დასუფთავების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ემსახურება მოქალაქეთა ლეგიტიმურ ინტერესს, ხელსაყრელ,სამართლიან და ეფექტურ მომსახურებას მყარი ნარჩენების მართვის საკითხებში.

2. განყოფილების ფუნქციაა უზრუნველყოს მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურება.

3. განყოფილება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტებით.

4. განყოფილების ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:

ა) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა;

ბ) ქუჩების დასუფთავება;

გ) ქალაქის ცენტრში არსებული სკვერების გამწვანება;

დ) ნაგვის გატანა, უტილიზაცია;

ე) ნაგავსაყრელების მოწყობა და მათი მოვლა-პატრონობა;

ვ) სანიაღვრე არხების გასუფთავება;

ზ) სისტემატური მონიტორინგი დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე;

თ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. განყოფილებას უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურებისაგან;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა დაზუსტების მიზნით,ითანამშრომლოს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტში არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსთხოვოს მათ საჭირო ინფორმაცია.

6. განყოფილების მუშაობის ორგანიზაცია:

ა) განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;

ბ) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;

გ) განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ დებულებით;

დ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს,გამგებლის დავალებით,ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.

7. განყოფილების მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები, მათი ვალდებულება განისაზღვრება ამ დებულებით ა და შრომითი ხელშეკრულებით.”.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია 1 მარტიდან.

      საკრებულოს თავმჯდომარე          ბ. მგელაძე