საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მიღების თარიღი 17.07.2002
ძალაში შესვლა 01.05.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480060000.03.030.000535
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 20/05/2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის
საკონსულო კონვენცია
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის
საკონსულო კონვენცია
საქართველოს მთავრობა (აღმასრულებელი ხელისუფლება) და იტალიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,
სურთ რა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას,
სურთ რა დააზუსტონ საკონსულო ფუნქციები, მოაწესრიგონ ორი ქვეყნის საკონსულო ურთიერთობები და ამგვარად ხელი შეუწყონ ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე მათ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას,
ეყრდნობიან რა საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის პრინციპებს, რომლითაც კვლავ მოწესრიგდება ის ურთიერთობები, რომლებიც არ არის რეგულირებული ამ კონვენციით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი
I
ზოგადი დებულებები
განსაზღვრებანი
მუხლი 1🔗
1. ამ კონვენციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს;
ბ) „ადგილსამყოფელი სახელმწიფო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის ტერიტორიაზე საკონსულო თანამდებობის პირები ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს;
გ) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;
დ) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას;
ე) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს ამ სახით;
ვ) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურს, რომელსაც ევალება შეასრულოს ამ სახით საკონსულო ფუნქციები;
ზ) „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მოვალეობებს საკონსულო დაწესებულებაში;
თ) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც ემსახურება საკონსულო დაწესებულებას;
ი) „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო მომსახურეებს და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
კ) „საკონსულო პერსონალის მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, აგრეთვე საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
ლ) „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკის კერძო სამსახურშია;
მ) „ოჯახის წევრი“ ნიშნავს მეუღლეს, შვილს ან მშობელს, რომელიც იმყოფება საკონსულო დაწესებულების მუშაკის კმაყოფაზე და ცხოვრობს მასთან ერთად;
ნ) „საკონსულო კარ-მიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების მომსახურე მიწის ნაკვეთს, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს მათზე საკუთრების უფლება;
ო) „საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, ვიდეო და აუდიო ჩანაწერს, დისკეტასა და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებისა და კოდების, კარტოთეკებისა და მათი დაცვის თუ შენახვისათვის განკუთვნილი საავეჯო საგნების ჩათვლით;
პ) „წარმდგენი სახელმწიფოს გემი“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, სამხედრო ხომალდების გარდა, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობის უფლება და რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში;
ჟ) „წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ საფრენ აპარატს, სამხედრო საფრენი აპარატის გარდა, რომელიც რეგისტრირებულია წარმდგენ სახელმწიფოში და აქვს უფლება ჰქონდეს ამ სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნები.
თავი
II
საკონსულო დაწესებულების გახსნა, საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნა და საკონსულო ფუნქციების შესრულება
მუხლი 2🔗. საკონსულო დაწესებულების გახსნა
1. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულება შეიძლება გაიხსნას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი და საკონსულო ოლქი, განისაზღვრება წარმდგენი სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეთანხმებით.
3. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფლის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის შემდგომი შეცვლა წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით. საჭიროა აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს აშკარა დასტური საკონსულო დაწესებულების ფილიალის გასახსნელად, რომელიც ამ უკანასკნელის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იქნება.
4. საკონსულო დაწესებულების პირთა ზუსტი რაოდენობის შესახებ სათანადო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი შეხედულებებისამებრ განსაზღვროს საკონსულო დაწესებულების პირთა საჭირო რაოდენობა, საკონსულო ოლქში არსებული მდგომარეობისა და პირობების, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗. საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშნვა და ფუნქციების შესრულება
1. ა) წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ან სხვა არხებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა ანალოგიურ დოკუმენტს საკონსულო მეთაურის დასანიშნავად. ამ დოკუმენტში აღინიშნება საკონსულო დაწესებულების მეთაურის სრული სახელი, გვარი, მისი მოქალაქეობა, საკონსულო დაწესებულების კლასი, საკონსულო ოლქი და ადგილსამყოფელი;
ბ) საკონსულო დაწესებულების მეთაურის დასანიშნავად საკონსულო პატენტის ან სხვა ანალოგიური დოკუმენტის მიღების შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო საკონსულო დაწესებულების მეთაურზე გასცემს ნებართვას, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს ასეთ ნებართვას, ანუ ეგზეკვატურას, რომელიც საჭიროა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო უარს აცხადებს ეგზეკვატურის გაცემაზე, იგი ვალდებული არ არის აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს ასეთი უარის მოტივები;
გ) საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი ფუნქციების შესრულებას მხოლოდ ასეთი ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემის შემდეგ, ამ მუხლის 1-(დ) და მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია თანხმობა მისცეს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემამდე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის დებულებანი.
2. საკონსულო თანამდებობის პირებს, გარდა საკონსულო დაწესებულების მეთაურისა, შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ. საკონსულო ფუნქციების შესრულების ნებართვაზე უარის თქმის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებული არ არის განმარტოს ასეთი უარის მიზეზები.
3. შტატიანი საკონსულო თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები შესაძლებელია იყვნენ წარმდგენი, ადგილსამყოფელი ან მესამე ქვეყნის მოქალაქეები.
მუხლი 4🔗. საკონსულო პერსონალის სხვა მუშაკების დანიშვნა
1. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხების მეშვეობით საკონსულოს პერსონალის მუშაკთა დანიშვნის შესახებ.
2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს საკონსულო პერსონალის მუშაკი ცნოს მიუღებლად ისე, რომ არ განუმარტოს წარმდგენ სახელმწიფოს ამის მიზეზები. ასეთ შემთხვევაში წარმდგენმა სახელმწიფომ უნდა გამოიწვიოს ეს პირი, ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები საკონსულო დაწესებულებაში.
მუხლი 5🔗. შეტყობინება საკონსულო ოლქის ხელისუფლებისადმი
როგორც კი საკონსულო დაწესებულების მეთაური შეუდგება, თუნდაც დროებით, თავისი ოფიციალური ფუნქციების შესრულებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს. გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულების მეთაურმა შეძლოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება და ისარგებლოს ამ კონვენციიდან გამომდინარე უპირატესობებით.
მუხლი 6🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინება ჩასვლისა და გამგზავრების შესახებ
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ:
ა) საკონსულო პერსონალის მუშაკთა დანიშვნის, შემდეგ საკონსულო დაწესებულებაში მათი ჩასვლის, საბოლოოდ გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტისა და ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;
ბ) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო პერსონალის მუშაკის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის წევრი;
გ) იმ პირთა დაქირავებისა თუ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცხოვრობენ, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკები ან კერძო შინამუშაკები და აქვთ უფლება პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე.
2. შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს წინასწარ.
მუხლი 7🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი შესრულება
1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ ძალუძს თავისი ფუნქციების შესრულება, ან ეს პოსტი ვაკანტურია, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ წარმდგენი სახელმწიფოს სხვა საკონსულო თანამდებობის პირს, საკონსულო მოსამსახურეს ან ამ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის წევრს.
2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას ატყობინებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი შეასრულებს თავის ფუნქციებს და ისარგებლებს ამ კონვენციით გათვალისწინებული დებულებებით, სანამ საკონსულო დაწესებულების მეთაური არ განაახლებს თავისი ფუნქციების შესრულებას ან არ იქნება დანიშნული ახალი საკონსულო დაწესებულების მეთაური.
3. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების შესასრულებლად დაინიშნა წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის ერთ-ერთი წევრი, თავისი დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეუცვლელად ის შეასრულებს თავის ფუნქციებს მოცემული მუხლის პირველი პუნქტის პირობების გათვალისწინებით.
თავი Ш
შეღავათები, პრივილეგიები და იმუნიტეტები
მუხლი 8🔗. კარ-მიდამო და საცხოვრებელი სათავსები
1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად:
ა) შეიძინოს საკუთრებად, სარგებლობის უფლებით ან ნებისმიერი სხვა იურიდიული ფორმით საკონსულო კარ-მიდამო, შენობები, შენობების ნაწილები და საკონსულო დაწესებულების მოწყობის და შენახვისათვის საჭირო მინაშენები, აგრეთვე საცხოვრებელი სათავსოები საკონსულო დაწესებულების მუშაკებისათვის;
ბ) ააშენოს ამავე მიზნებისათვის შენობები, შენობის ნაწილები ან შეძენილ კარ-მიდამოზე მინაშენები მოცემული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) გაასხვისოს უფლებები ან მოცემული პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონება.
2. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი წარმდგენ სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების კარ-მიდამოს შეძენაში, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, აგრეთვე დაეხმაროს წარმდგენ სახელმწიფოს კარ-მიდამოს მოძებნაში. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დეხმაროს საკონსულო დაწესებულებას თავიანთი მუშაკებისათვის საცხოვრებელი სათავსებით უზრუნველყოფაში.
3. ამ მუხლში აღნიშნული დებულებანი არ ათავისუფლებენ წარმდგენ სახელმწიფოს აუცილებლობისაგან დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები მშენებლობისა და დაგეგმარების შესახებ, იმ ადგილებში, სადაც მდებარეობს უძრავი ქონება.
მუხლი 9🔗. საკონსულო კარ-მიდამოს გათავისუფლება გადასახადისგან
1. წარმდგენი სახელმწიფო თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული ან მუნიციპალური გადასახადის მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, რომელიც ეხება:
ა) საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დაწესებულების მეთაურის ადგილსამყოფელისათვის მიწის და შენობების შესყიდვას, ფლობას ან სარგებლობას, შენობების მშენებლობას, შეკეთებას ან ტერიტორიის კეთილმოწყობას;
ბ) წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოძრავი ქონების, საკონსულო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, შეძენას, ფლობასა ან სარგებლობას. ამ შემთხვევაში ექსპორტსა და იმპორტზე დაწესებული გადასახადებისა და ბაჟისაგან გათავისუფლების პირობები მოცემულია ამ კონვენციის 27-ე მუხლში.
2. მოცემული მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადასახადისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება კონკრეტული სახის მომსახურებისათვის დაწესებულ გადასახადებსა და ბაჟზე.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საგადასახადო შეუვალობა არ ვრცელდება მოსაკრებელზე, ბაჟსა და გადასახადზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უნდა გადაიხადონ პირებმა, რომელთაც ხელშეკრულება დადეს წარმდგენ სახელმწიფოსთან ან მისი სახელით მოქმედ პირებთან.
მუხლი 10🔗. რეკვიზიციისგან გათავისუფლება
1. საკონსულო კარ-მიდამო, მისი ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება, აგრეთვე მისი გადაადგილების საშუალებები, თავისუფლდება ყველა სახის რეკვიზიციისგან.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წესების შესაბამისად, ზემოაღნიშნული კარ-მიდამო ექვემდებარება ექპროპრიაციას ეროვნული დაცვისა და სახელმწიფო ინტერესების აუცილებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მიზნებისათვის აუცილებელია ექსპროპრიაცია და თუ წარმდგენი სახელმწიფო არის საკონსულო კარ-მიდამოს მესაკუთრე, საჭიროა დადგენილ ვადებში სათანადო კომპენსაციის შეუფერხებლად გადაგზავნა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო იღებს ზომებს, რათა ხელი შეუწყოს წარმდგენი სახელმწიფოს ექსპროპრირებული კარ–მიდამოს მესაკუთრეს ან დამქირავებელს საკონსულოს ადგილსამყოფლის ხელახლა დაარსებაში, ისე რომ თავიდან აცილებულ იქნეს ყველა წინააღმდეგობა საკონსულო ფუნქციების შესრულებისას.
მუხლი 11🔗. საკონსულოს კარ-მიდამოს ხელშეუხებლობა, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციის ჩათვლით
1. საკონსულოს კარ-მიდამო, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციის ჩათვლით, ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ არ შეუძლიათ იქ შესვლა საკონსულო დაწესებულების მეთაურის, წარმდგენი სახელმწიფო დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის ნებართვის გარეშე.
2. ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს დაცვის სასწრაფო ზომების გატარებას, საკონსულოს კარ-მიდამოში შესვლისათვის საკონსულო დაწესებულების მეთაურის ნებართვა შეიძლება ნაგულისხმევად ჩაითვალოს.
3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს აკისრია სპეციალური ვალდებულება, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვას საკონსულო კარ-მიდამო ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან და თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.
მუხლი 12🔗. საკონსულო არქივისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა
საკონსულო არქივი და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი ან სარეგისტრაციო წიგნი ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს, ადგილმდებარეობის მიუხედავად და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებას არანაირი მიზეზით არ შეუძლია მისი შემოწმება ან ჩამორთმევა.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო დროშისა და გერბის გამოყენება
1. წარმდგენი სახელმწიფოს ეროვნული დროშა შეიძლება აღიმართოს საკონსულო დაწესებულების შენობასა და საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე.
2. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია აღმართოს წარმდგენი სახელმწიფოს დროშა მის სატრანსპორტო საშუალებებზე, როდესაც ეს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან არის დაკავშირებული.
3. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს დაამაგროს თავისი სახელმწიფო გერბი საკონსულო დაწესებულების შენობაზე, მის შესასვლელ კარზე, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, რომელზეც წარმდგენი და ადგილსამყოფელი სახელმწიფოების ოფიციალურ ენებზე გაკეთებულია წარწერა, რომ ეს შენობა წარმოადგენს წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას.
4. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მეორე მხარის სახელმწიფო დროშისა და გერბის პატივისცემა და დაცვა.
მუხლი 14🔗. ურთიერთობათა თავისუფლება
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს დაიცვას ყოველგვარი ოფიციალური მიზნით საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზების და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით. ამასთანავე, შესაძლებელია, რადიომიმღები და გადამცემი საშუალებების დამონტაჟება და გამოყენება საკონსულო დაწესებულებაში, მხოლოდ მიმღები სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულისხმება მთელი ის კორესპონდენცია, რომელიც ეხება საკონსულო დაწესებულებებსა და მის ფუნქციებს.
3. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება გახსნასა და დაკავებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ აქვთ სერიოზული საფუძველი ივარაუდონ, რომ ვალიზა ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული კორესპონდენციის, დოკუმენტების ან საგნების გარდა შეიცავს სხვა რამესაც, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის გახსნა წარმდგენი სახელმწიფოს რწმუნებული წარმომადგენლის მიერ, მათი თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხელისუფალნი უარს განაცხადებენ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, ვალიზას აბრუნებენ იმ ადგილზე, საიდანაც ის გაიგზავნა.
4. საკონსულო ვალიზის შემადგენელ ყველა შეკვრას უნდა ჰქონდეს მისი ხასიათის აღმნიშვნელი გარეგნული ნიშანი და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტებს ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს.
5. საკონსულო კურიერს ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მისი სტატუსი და საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრის რაოდენობა. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც არსებობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა, საკონსულო კურიერი არ შეიძლება იყოს არც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე და არც მასში მუდმივად მცხოვრები პირი, თუ ის არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე. თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო კურიერს იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იგი სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება არანაირი ფორმით დაპატიმრებას ან დაკავებას.
6. წარმდგენ სახელმწიფოს, მის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულო დაწესებულებებს შეუძლიათ დანიშნონ სპეციალური საკონსულო კურიერი ფვ რწს. ამ შემთხვევებში აგრეთვე გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებანი, იმ გამონაკლისით, რომ მასში აღნიშნული იმუნიტეტები წყვეტენ მოქმედებას ამ კურიერის მიერ მისთვის მინდობილი საკონსულო ვალიზის დანიშნულების ადგილზე მიტანისთანავე.
7. საკონსულო ვალიზა შეიძლება მიანდონ გემის ან სამოქალაქო თვითმფრინავის მეთაურს, რომელიც მიემართება იმ ნავსადგურსა ან აეროპორტში, სადაც ჩასვლა ნებადართულია. მას ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრის ოდენობა, მაგრამ იგი არ ითვლება საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს გააგზავნოს ერთ-ერთი მუშაკი, რომელსაც შეუძლია უშუალოდ და დაუბრკოლებლად გემის ან თვითმფრინავის მეთაურისგან მიიღოს ან გადასცეს მას ასეთი ვალიზა.
მუხლი 15🔗. საკონსულო მოსაკრებლები
1. საკონსულო დაწესებულებებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო აქტების შესრულებისათვის შეუძლიათ გადაახდევინონ წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით განსაზღვრული გადასახადი, მოსაკრებელი და ბაჟი.
2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ბაჟისა და მოსაკრებლის სახით შეგროვებული თანხები და აგრეთვე შესაბამისი ქვითრები, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს საკონსულო დაწესებულებას, რომ ამ მუხლის შესაბამისად საკონსულო მოსაკრებლების სახით მიღებული თანხა ჩარიცხოს ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 16🔗. საკონსულო დაწესებულების ფუნქციათა შესასრულებლად მინიჭებული შეღავათები
ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას საკონსულო დაწესებულებას თავისი ფუნქციების შესასრულებლად და მიიღოს სათანადო ზომები, რათა საკონსულო დაწესებულების მუშაკებს მიეცეს თავიანთი საქმიანობის შესრულებისა და მოცემული კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობის საშუალება.
მუხლი 17🔗. საკონსულო თანამდებობის პირთა ღირსების დაცვა
ადგილსამყოფელი სახელმწიფო პატივით ეპყრობა საკონსულო თანამდებობის პირებს და განახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას მათი პირადი თავისუფლებისა და ღირსების ყოველგვარი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად.
მუხლი 18🔗. მიმოსვლის თავისუფლება
რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, ზონებზე, სადაც შესვლა აკრძალულია, ან რეგულირდება სახელმწიფო უშიშროების მიზნით, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის მიმოსვლისა და მოგზაურობის თავისუფლება.
მუხლი 19🔗. საკონსულო თანამდებობის პირთა პირადი ხელშეუხებლობა
1. საკონსულო თანამდებობის პირები არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს კომპეტენტური სასამართლო ორგანოს განაჩენი, რომ ჩადენილია დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არანაკლებ ხუთი წლის ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საკონსულო თანამდებობის პირები არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ნებისმიერ ფორმას, თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი.
3. თუ საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იგი ვალდებულია გამოცხადდეს კომპეტენტურ ორგანოებში. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოებისას პატივისცემით უნდა მოეპყრან მისი ოფიციალური მდგომარეობის გამო და ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა გარდა, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეუშალონ ხელი საკონსულო ფუნქციების შესრულებაში. თუ აუცილებელია საკონსულო თანამდებობის პირის დაკავება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლო განხილვა უნდა დაიწყოს შესაძლო მოკლე ვადაში.
მუხლი 20🔗. შეტყობინება დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ
საკონსულო პერსონალის მუშაკის დაპატიმრების, წინასწარი დაკავების ან სისხლის-სამართლებრივი დევნის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ საკონსულო დაწესებულების მეათაურს. იმ შემთხვევაში, თუკი ზემოაღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება თავად მის მიმართ, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ატყობინებს ამის შესახებ წარმდგენ სახელმწიფოს დიპლომატიური არხებით.
მუხლი 21🔗. იმუნიტეტი იურისდიქციისაგან
1. საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულო მოსამსახურეები სარგებლობენ იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების იურისდიქციისაგან თავიანთი საკონსულო ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედებების მიმართ.
2. ამასთანავე, მოცემული მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დებულებები არ აგამოიყენება შემდეგ სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით:
ა) რომლებიც გამომდინარეობენ საკონსულო თანამდებობის პირების ან მოსამსახურეების მიერ დადებული ხელშეკრულებებიდან, რომლის თანახმადაც ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ არ მოქმედებენ წარმდგენი სახელმწიფოს სახელით;
ბ) როდესაც სარჩელი აღძრა მესამე მხარემ საგზაო-სატრანსპორტო საშუალების, გემის ან თვითმფრინავის უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალისათვის.
მუხლი 22🔗. მოწმის ჩვენების მიცემის მოვალეობა
1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მოწმედ სასამართლო ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს. საკონსულო მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევათა გარდა, არ შეუძლია უარი განაცხადოს ჩვენების მიცემაზე, თუ საკონსულო თანამდებობის პირი უარს აცხადებს მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ან დასჯის არანაირი ღონისძიებები.
2. ორგანო, რომელსაც ესაჭიროება საკონსულო თანამდებობის პირის ჩვენება, ვალდებულია თავიდან ააცილოს მას თავისი ფუნქციების განხორციელების ხელის შემშლელი ყველა დაბრკოლება, მიიღოს ჩვენება მის რეზიდენციაში ან საკონსულო დაწესებულებაში, ან მიიღოს წერილობითი განცხადება.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება თავიანთი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ან წარადგინონ ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია და დოკუმენტები. ისინი აგრეთვე არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება, რომელიც განმარტავს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
მუხლი 23🔗. პრივილეგიებზე და იმუნიტეტებზე უარის თქმა
1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ნებისმიერ პრივილეგიასა და იმუნიტეტზე, რომელიც გათვალისწინებულია 19,21 და 22 მუხლებით.
2. ასეთი უარი ყოველთვის უნდა იყოს გარკვევით გამოთქმული და წერილობით ეცნობოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს.
3. საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო მოსამსახურის მიერ საქმის აღძვრა იმ შემთხვევაში, როცა მას შეეძლო 21-ე მუხლის თანახმად იურისდიქციისადმი იმუნიტეტის გამოყენება, ართმევს მას უფლებას, ძირითად სარჩელთან უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე შეგებებული სარჩელის მიმართ იმუნიტეტი გამოიყენოს.
4. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე უარის თქმა არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, აღმასრულებელი მოქმედებისადმი იმუნიტეტზე უარის თქმას, ასეთ მოქმედებათა მიმართ აუცილებელია ცალკე უარი.
მუხლი 24🔗. რეგისტრაციისა და ცხოვრების ნებართვის მიღებისაგან გათავისუფლება
1. საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი ვალდებულებებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უცხოელთა რეგისტრაციის მიმართ და ცხოვრების ან ყოფნის ნებართვის მიღებისაგან.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება საკონსულოს იმ მოსამსახურის მიმართ, რომელიც არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მუდმივი მოსამსახურე ან ეწევა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შემოსავლის მიღების მიზნით კერძო საქმიანობას, აგრეთვე ასეთი მოსამსახურის ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ.
მუხლი 25🔗. მუშაობის ნებართვის მიღებისაგან გათავისუფლება
1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რაც შეეხება წარმდგენი სახელმწიფოსათვის სამუშაოს შესრულებას, თავისუფლდებიან მუშაობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებისაგან, რომელიც დადგენილია უცხოელთა სამუშაოზე დაქირავების შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით.
2. საკონსულო თანამდებობის პირებს და საკონსულო მოსამსახურეთა კერძო შინამუშაკებს, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად არ ცხოვრობენ მასში, არ აქვთ უფლება, აწარმოონ კერძო საქმიანობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შემოსავლის მიღების მიზნით. ისინი თავისუფლდებიან ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ვალდებულებისაგან. ამასთანავე, ასეთის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან დატოვონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორია და გაწყვიტონ საკონსულოს თანამდებობის პირთან ან საკონსულოს მოსამსახურესთან დადებული ხელშეკრულება იმ გამონაკლისით, თუ ისინი მიიღებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლებისაგან საცხოვრებელ ან სამუშაო სპეციალურ ნებართვას.
მუხლი 26🔗. შეუვალობა, რომელიც სოციალურ უზრუნველყოფას განეკუთვნება
1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ არ ვრცელდება საკონსულო დაწესებულების მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც სამუშაოს წარმდგენი სახელმწიფოსათვის ასრულებენ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა აგრეთვე ვრცელდება კერძო შინამუშაკებზე, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკებს ემსახურებიან, იმ პირობით, თუ:
ა) ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და არ ცხოვრობენ იქ მუდმივად;
ბ) მათზე ვრცელდება წარმდგენი ან მესამე სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა, რომლებიც დაიქირავებენ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა, უნდა შეასრულონ დამქირავებელზე დაკისრებული მოვალეობანი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის ნორმების შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებული შეუვალობა ხელს არ უშლის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას იმ პირობით, თუ ასეთი მონაწილეობა ნებადართულია ამ სახელმწიფოს მიერ.
მუხლი 27🔗. საკონსულო პერსონალის მუშაკების საგადასახადო შეუვალობა
1. საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურეები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი თუ ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადის, ბაჟისა და მოსაკრებლისაგან, გარდა:
ა) არაპირდაპირი გადასახადისა, რომელიც ჩვეულებრივ შედის საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში 28-ე მუხლში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით;
ბ) მე-9 მუხლის დებულებებით გათვალისწინებულ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებაზე მოსაკრებლებისა და გადასახადებისა,
გ) სამკვიდრო ქონების გადასახადის, სამკვიდრო ქონების ბაჟის ან ქონების გადასვლის გადასახადისა, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფო ახდევინებს 29-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებით;
დ) გადასახადებისა და მოსაკრებლებისა კერძო შემოსავალზე, მათ შორის კაპიტალიდან შემოსავალზე, რომლის წყაროც ადგილსამყოფელ სახელმწიფოშია, აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომერციულ და ფინანსურ დაწესებულებებში კაპიტალდაბანდებებზე გადასახადისა;
ე) კონკრეტული სახის მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლებისა;
ვ) სარეგისტრაციო, სასამართლო, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებლებისა, მე-9 მუხლში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით.
2. მოსამსახურე პერსონალის მუშაკები თავისუფლდებიან გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან ხელფასზე, რომელსაც იღებენ თავიანთი სამუშაოსათვის.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომლებიც დაიქირავებენ პირებს, რომელთა ხელფასი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ასრულებენ ვალდებულებებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს კანონებითა და წესებით ეკისრებათ დამქირავებლებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის საკითხში.
მუხლი 28🔗. საბაჟო გადასახადებისა და საბაჟო შემოწმებისაგან გათავისუფლება
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს შემოზიდონ, და ათავისუფლებს ყველა სახის საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და სხვაგვარი მომსახურების გაწევისათვის დადგენილი მოსაკრებლებისა:
ა) საკონსულო დაწესებულების ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს;
ბ) საკონსულო თანამდებობის პირის ან მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს, მათ შორის საყოფაცხოვრებო საგნებს ოჯახის მოსაწყობად. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების უშუალო მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.
2. საკონსულო მოსამსახურეები სარგებლობენ ამ მუხლი 1🔗-ლი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და შეღავათებით იმ საგნების მიმართ, რაც შემოზიდულია მათი თავდაპირველი საყოფაცხოვრებო მოწყობის დროს.
3. საკონსულო თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი ბარგი, რომელიც თან მიაქვთ ამ პირებს, თავისუფლდება საბაჟო შემოწმებისაგან. მისი შემოწმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ბარგი შეიცავს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ საგნებისაგან განსხვავებულ საგნებს, ან შეიცავს საგნებს, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან თუ ეს საგნები ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოს საკარანტინო კანონებსა და წესებს. ასეთი შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის თანდასწრებით.
მუხლი 29🔗. საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ან მათი ოჯახის წევრთა სამკვიდრო ქონება და მისი გადაგზავნა
საკონსულო თანამდებობის მუშაკთა ან მათი ოჯახის წევრთა გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო:
ა) ნებას რთავს, გატანილ იქნეს გარდაცვლილის მოძრავი ქონება, გარდა იმ ქონებისა, რომელიც იყო შეძენილი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და რომლის გატანა აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისათვის;
ბ) არ ახდევინებს არანაირ სახელმწიფო, რაიონულ თუ მუნიციპალურ სამემკვიდრეო გადასახადს ან იმ მოძრავი ქონების ბაჟს, რომელიც არსებობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვლილი პირი ამ სახელმწიფოში იმყოფებოდა როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი.
მუხლი 30🔗. საკონსულო პრივილეგიების დასაწყისი და დასასრული
1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ იმ მომენტიდან, როდესაც ისინი ჩადიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, ან თუ ისინი უკვე იმყოფებიან ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი მოვალეობის შესრულების დაწყების მომენტიდან.
2. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები და მისი კერძო შინამუშაკები სარგებლობენ ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით იმ მომენტიდან, როდესაც მათ მიენიჭებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ან მათი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩასვლის მომენტიდან, ან იმ მომენტიდან, როცა ისინი გახდნენ საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები ან მისი კერძო შინამუშაკები, იმისდა მიხედვით, ჩამოთვლილი გარემოებებიდან, რომელიც უფრო გვიან დადგა.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციების შეწყვეტისას, მისი, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებისა და კერძო შინამუშაკთა პრივილეგიები და იმუნიტეტები ჩვეულებრივ წყდება იმ შემთხვევაში, როცა ეს პირი დატოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, ან ამისთვის საჭირო გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ მომენტიდან რომელი დადგება უფრო ადრე, ამ დრომდე კი მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები ძალაში რჩება შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვვაშიც. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირების პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება მაშინ, როცა ისინი აღარ იქნებიან საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები ან დატოვებენ მასთან სამსახურს იმ პირობით, რომ თუ აღნიშნული პირები აპირებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებას გონივრული ვადის განმავლობაში, მაშინ მათ პრივილეგიები და იმუნიტეტები უნარჩუნდებათ გამგზავრების მომენტამდე.
4. მაგრამ საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო მოსამსახურის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედების მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტი გრძელდება ვადის შეუზღუდავად.
5. საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გამგზავრების მომენტამდე, ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასამაგზავრებლად საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ რას ჰქონდა ადგილი უფრო ადრე.
მუხლი 31🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების პატივისცემა
1. ყველა პირი, რომელსაც ამ კონვენციის მიხედვით მინიჭებული აქვს პრივილეგიები და იმუნიტეტები, ვალდებულია თავისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს.
2. საკონსულოს კარ-მიდამო უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად.
მუხლი 32🔗. მესამე პირთათვის მიყენებული ზიანისაგან დაზღვევა
საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა უნდა დაიცვან მესამე პირთათვის ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებით ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით ყველა ის სადაზღვევო მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით.
მუხლი 33🔗. შეღავათების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების განსაკუთრებული ნორმები
1. საკონსულო თანამდებობის პირები არ უნდა ეწეოდნენ პროფესიონალურ ან კომერციულ საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით.
2. საკონსულო პერსონალის მუშაკები, გარდა საკონსულო თანამდებობის პირებისა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ეწევიან კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებნი, არ სარგებლობენ მოცემულ თავში განსაზღვრული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც არ განეკუთვნება უშუალოდ მათ ფუნქციებს.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ავრცელებს თავის იურისდიქციას მოცემული მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულ პირებზე იმგვარად, რომ არ შეეშალოს ხელი საკონსულო დაწესებულების ფუნქციონირებას.
მუხლი 34🔗. საკონსულო ფუნქციების შესრულება დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ
1. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის დებულებები.
2. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომელსაც მიუთითებს ეს სამინისტრო.
3. საკონსულო ფუნქციათა შესრულებისას დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს:
ა) საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელისუფალთ;
ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას იმ ფარგლებში, როგორც ეს ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, წესებითა და ჩვეულებებით ან სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
4. დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ თანამშრომელთა პრივილეგიები და იმუნიტეტები კვლავ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რომლებიც დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხება. საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულოს მოსამსახურის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედების მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტი გრძელდება ვადის შეუზღუდავად.
მუხლი 35🔗. ადმინისტრაციულ მოთხოვნათა შესრულება
1. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები შეასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხელისუფლების მოთხოვნებს მესამე თავში მოცემული დებულებების გათვალისწინებით.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გასცენ საკონსულო თანამდებობის პირებსა და საკონსულოს მოსამსახურეებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, მათი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა.
თავი
IV
საკონსულო ფუნქციები
მუხლი 36🔗. ფუნქციების განსაზღვრა
საკონსულო თანამდებობის პირები:
ა) დაიცავენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირების) ინტერესებს საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში; ხელს შეუწყობენ წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული, საზოგადო, სამეცნიერო, კულტურული, ტექნიკური, საზღვაო და სამოქალაქო ავიაციის კავშირების განვითარებას, აგრეთვე მათ შორის მეგობრული ურთიერთობების სხვაგვარად განვითარებას;
ბ) დაეხმარებიან და ხელს შეუწყობენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს; ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა კანონიერი გზით აცნობებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებს ნებისმიერი ინცინდენტისა და ფაქტის შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების ინტერესებს;
გ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიღებული პრაქტიკისა და წესების დაცვით, წარმოადგენენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა ორგანოებში, აგრეთვე მიიღებენ შესაბამის ზომებს თავიანთი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, თუ ამ მოქალაქეებს ადგილზე არყოფნის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ დროულად განახორციელონ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
დ) ყველა კანონიერი გზით გაერკვევიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული, საზოგადო, სამეცნიერო, კულტურული და ტექნიკური ცხოვრების პირობებსა და მოვლენებში. აცნობებენ მათ შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობას და მიაწოდებენ ინფორმაციას სხვა დაინტერესებულ პირებს;
ე) ამ კონვენციის 73-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით, შეასრულონ სხვა ფუნქციები ამ კონვენციის, მხარეთა ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად.
მუხლი 37🔗. ურთიერთობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ხელისუფლებასთან
საკონსულო თანამდებობის პირებს თავიანთი საკონსულო ფუნქციების შესრულებისას შეუძლიათ მიმართონ:
ა) თავიანთი საკონსულო ოლქის ფარგლებში კომპეტენტურ ადგილობრივ ხელისუფლებას;
ბ) ადგილსაყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ცენტრალურ ორგანოებს, რამდენადაც ეს დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, წესებითა და ჩვეულებებით, ან მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
მუხლი 38🔗. მოქალაქეთა რეგისტრაცია
საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ თავიანთი საკონსულო ოლქის ფარგლებში:
ა) შეასრულონ თავიანთი მოქალაქეების რეგისტრაციის ფუნქციები და გასცენ სათანადო დოკუმენტები. შეუძლიათ დახმარება მიიღონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან იქ მცხოვრები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ, იმ პირობით, რომ ამ შემთხვევაში ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;
ბ) გამოაქვეყნონ პრესის საშუალებით შეტყობინებები, რომლებიც განკუთვნილია თავიანთი მოქალაქეებისათვის და გასცენ წარმდგენი სახელმწიფოს დადგენილებები ან დოკუმენტები, თუკი ეს შეტყობინებები, დადგენილებები ან დოკუმენტები წარმოადგენენ წარმდგენი სახელმწიფოს საშინაო საქმეს.
მუხლი 39🔗. პასპორტი და ვიზა
საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ გასცენ, განაახლონ, შეცვალონ ან გააუქმონ:
ა) წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების პასპორტები ან სამგზავრო დოკუმენტები; იტალიის საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ გასცენ სამგზავრო დოუმენტები ევროკავშირის სხვა წევრი-ქვეყნების მოქალაქეებზეც;
ბ) ვიზები და სხვა სათანადო დოკუმენტები.
მუხლი 40🔗. შეტყობინება სასამართლო დოუმენტების შესახებ
საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ გადასცენ თავიანთი მოქალაქეებისათვის განკუთვნილი სასამართლო ან სხვა დოკუმენტები, ან სამოქალაქო და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩამოართვან ჩვენებები თავიანთ მოქალაქეებს, ორ ქვეყანას შორის არსებული მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, ან ამგვარი ხელშეკრულებების არარსებობის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების გათვალისწინებით.
მუხლი 41🔗. ლეგალიზაცია და სხვა აქტები
1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ:
ა) გააკეთონ იმ დოკუმენტზე ხელმოწერის ლეგალიზაცია, რომლებიც გაცემულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების ან თანამდებობის პირების მიერ;
ბ) მიიღონ ნებისმიერი განცხადება, შეადგინონ აქტები, დაადასტურონ ხელმოწერა, გააკეთონ ვიზირება, დაამოწმონ ან თარგმნონ დოკუმენტები, თუკი ამას მოითხოვს წარმდგენი სახელმწიფოს კანონები და წესები;
გ) თარგმნონ და დაამოწმონ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების ან თანამდებობის პირის მიერ, თუ ეს ადგილსაყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს არ ეწინააღმდეგება.
2. საკონსულო პირის მიერ შედგენილი, დამოწმებული, დადასტურებული ან თარგმნილი აქტები ან დოკუმენტები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სარგებლობს ისეთივე ძალით, როგორც ადგილსაყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ შედგენილი, დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტები, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს აუცილებელი ფორმალობების გათვალისწინებით.
მუხლი 42🔗. დოკუმენტების გაცემა და არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობის ჩატარება
საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ:
ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ მათ მიერ შედგენილი ნებისმიერი დოკუმენტის ამონაწერი ან ასლი;
ბ) წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღონ განცხადებები ან გასცენ ცნობები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მათ კანონებსა და წესებს;
გ) გასცენ სერტიფიკატები საქონლის წარმოშობის შესახებ, ან სხვა მსგავსი დოკუმენტები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) გამოაქვეყნონ საკონსულო დაწესებულებაში შეტყობინებები, წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებების, მოვალეობების და ინტერესების შესახებ;
ე) შეასრულონ ყველა საჭირო ფორმალობა, რათა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს საშუალება მიეცეს მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქვეყნის რეფერენდუმებსა და არჩევნებში; იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსულო კარ-მიდამოს ტერიტორიაზე იხსნება საარჩევნო უბანი, რათა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ მათი სახელმწიფოს არჩევნებსა და რეფერენდუმებში, საკონსულო თანამდებობის პირები აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად აცნობებენ საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ხელისუფალთ. დამატებითი საარჩევნო უბნები საკონსულო კარ-მიდამოს ფარგლებს გარეთ შესაძლებელია გაიხსნეს საკონსულო ოლქის კომპეტენტური ორგანოების თანხმობით.
მუხლი 43🔗. მოქალაქეობასთან დაკავშირებული ფუნქციები და თანამშრომლობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან
1. საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირები იღებენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ გნცხადებებსა და დოკუმენტებს ამ სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირები თანამშრომლობენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, მათივე თხოვნის შესაბამისად, რათა დადგენილ იქნეს იმ პირთა მოქალაქეობა, რომელთაც არ გააჩნიათ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა მოწმობა, და რომლებიც სავარაუდოდ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. ამ პირთა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გასცემენ მასზე პასპორტს ან სხვა სამგზავრო დოკუმენტს.
მუხლი 44🔗. სანოტარო აქტები
ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ მიიღონ ნოტარიული მოქმედების შესასრულებლად შემდეგი დოკუმენტები:
ა) აქტები და გარიგებები, რომელიც წარმდგენ სახელმწიფოს მოქალაქეებს ერთმანეთთან სურთ დადონ, ცალმხრივი აქტების ჩათვლით, გარდა იმ აქტებისა და გარიგებებისა, რომლებიც ეხება ადგილსაყოფელ სახელმწიფოში მდებარე უძრავ ქონებაზე უფლებების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას;
ბ) აქტები და გარიგებები, მიუხედავად მხარეთა მოქალაქეობისა, რომელიც ეხება წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ქონებას ან საქმეს, რომელიც მიმდინარეობს წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან რომელიც ძალაში შედის ამ ტერიტორიაზე;
გ) წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების ანდერძები;
დ) საქორწინო აქტები და კონტრაქტები.
მუხლი 45🔗. სამოქალაქო აქტები
1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ:
ა) შეადგინონ, შეავსონ და გადააგზავნონ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა სამოქალაქო მდგომარეობასთან დაკავშირებული აქტები;
ბ) გააფორმონ ქორწინების აქტები, იმ პირობით, რომ ორივე მხარე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეა. აღნიშნული უნდა ეცნობოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებას, თუკი ამას მოითხოვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა;
გ) მიიღონ დაქორწინებაზე თანხმობასთან დაკავშირებული აქტები მხარეების სხვადასხვა მოქალაქეობის შემთხვევაში;
დ) გააფორმონ განქორწინების აქტები ან ანოტაცია წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარეების თანდასწრებით;
ე) გამოითხოვონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან ასლები და ამონაწერები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებანი არ ათავისუფლებენ შესაბამის პირებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებიდან და დადგენილებებიდან გამომდინარე მოვალეობებისაგან.
მუხლი 46🔗. საკონსულო დეპოზიტი
საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მიიღონ შესანახად ფულადი თანხა, დოკუმენტები, ანდერძების ჩათვლით და ნებისმიერი სხვა სახის ნებადართული ნივთები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისაგან ან მათი სახელით. ზემოაღნიშნული შენატანები შეიძლება გაგზავნილ იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან მხოლოდ ამ სახელმწიფოს კანონებისა და დებულებების შესაბამისად. ეს შენატანები არ სარგებლობენ მოცემული კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტით.
მუხლი 47🔗. ურთიერთობა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან
1. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან და შეხვდეს მათ. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც აქვთ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირებთან ურთიერთობისა და შეხვედრის ასეთივე თავისუფლება.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეძლებისდაგვარად გააკეთებენ ყველაფერს, რათა გაუადვილონ საკონსულო თანამდებობის პირებს წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქეებთან ურთიერთობა, რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და კატასტროფის ან უბედური შემთხვევის დროს განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები მათ დასახმარებლად.
მუხლი 48🔗. წარმდგენი სახელმწიფოს დაკავებულ მოქალაქეებთან ურთიერთობა
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებებს, რომ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დააპატიმრეს, მოათავსეს ციხეში ან დააკავეს სასამართლო გარჩევის მოლოდინში ამ ქვეყნის მოქალაქე, ასევე ამ მოქალაქის დაკავების ადგილი; საკონსულო დაწესებულებას არაუგვიანეს ორი დღის ვადისა უნდა ეცნობოს დაპატიმრებული, ციხეში მოთავსებული ან სასამართლო განხილვის მოლოდინში დაკავებული პირის მიმართ ასეთი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი; ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ წარმდგენი სახელმწიფოს დაპატიმრებული, დაკავებული, ციხეში მოთავსებული, სასამართლო გარჩევის მოლოდინში დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი მოქალაქის საკონსულო დაწესებულებასთან ურთიერთობის დაუბრკოლებლად განხორციელება. აღნიშნულმა ორგანოებმა უნდა გააცნონ ამ პირს ის უფლებები, რომლებიც მას გააჩნია ამ პუნქტის მიხედვით.
2. საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ მოინახულონ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც არის დაკავებული, წინასწარ პატიმრობაშია ან სხვა სახით აქვს თავისუფლება აღკვეთილი, შეუძლიათ ესაუბრონ მას მის მიერ შემოთავაზებულ ენაზე, იქონიონ მასთან მიმოწერა და გაუწიონ იურიდიული დახმარება. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მოინახულონ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე და ესაუბრონ მას 5 დღის განმავლობაში მისი დაპატიმრების, დაკავების ან სხვა სახით თავისუფლების აღკვეთის დღიდან.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები განხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს კანონები და წესები ხელს შეუწყობს იმ მიზნების სრულ განხორციელებას, რა მიზნითაცაა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები. აღნიშნული განხორციელდება იმ პირობით, რომ პირი, რომელსაც ეს ეხება, არ გამოთქვამს თავის წინააღმდეგობას.
მუხლი 49🔗. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირების დაცვა
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დროულად შეატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირებს ყოველი შემთხვევის შესახებ, როდესაც მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა შეესაბამება წარმდგენი სახელმწიფოს არასრულწლოვან ან ქმედუუნარო პირის ინტერესებს.
2. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მიიღონ განცხადებები შვილად აყვანის თაობაზე, დაიცვან წარმდგენი სახელმწიფოს არასრულწლოვანი და ქმედუუნარო პირების უფლებები და ინტერესები და ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, მიიღონ ზომები, რათა ამ პირებს დაენიშნოთ მეურვეები ან მზრუნველები და აგრეთვე კონტროლი გაუწიონ მათი მანდატის შესრულებას.
3. საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ სთხოვონ თანამშრომლობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ამ პირების წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნების ნებართვის მიღების მიზნით.
მუხლი 50🔗. გარდაცვალება და მემკვიდრეობა
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე და მიაწოდონ საკონსულო დაწესებულებას ინფორმაცია მემკვიდრეობისა და ანდერძის შესახებ, აგრეთვე იმ პიროვნების შესახებ, რომელსაც დაევალა ან დაევალება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სამკვიდრო ქონების განკარგვა.
2. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო დაწესებულება მიიღებს შეტყობინებას თავისი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, იგი სთხოვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ მას ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც ისინი მოიძიებენ და აგრეთვე აღწერონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გარდაცვლილის მიერ დატოვებული სამკვიდრო ქონება.
3. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია სთხოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს დაუყოვნებლივ განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენილი სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის.
4. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია შესთავაზოს თანამშრომლობა უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ დამცავი ღონისძიებების განხორციელებისას არ ესწრება მემკვიდრე ან მისი წარმომადგენელი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება იწვევს წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირს იმ მიზნით, რათა იგი დაესწროს დალუქვას და ლუქის მოხსნის, აგრეთვე ინვენტარის აღწერის ოპერაციებს.
6. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროცედურის შესრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო მოძრავი ან უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ეკუთვნის კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეს და ის არის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე და არ ცხოვრობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან არ იყო სათანადოდ უფლებამოსილი, მაშინ ზემოაღნიშნული ქონება ან მისი გაყიდვით მიღებული შემოსავალი გადაეცემა წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, თუ:
ა) დადგენილია კანონისმიერი თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეობა;
ბ) კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ ასეთი უფლებამოსილება სამკვიდრო ქონებაზე ან მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე;
გ) მემკვიდრეობით დარჩენილი ყველა ვალი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი დროის განმავლობაში იქნება გადახდილი ან გარანტირებული იქნება მისი გადახდა;
დ) სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებული გადასახადები იქნება გადახდილი ან გარანტირებული იქნება მათი გადახდა.
7. თუ წარმდგენი სახელმწიფოს რომელიმე მოქალაქე გარდაიცვალა ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს და მისი გარდაცვალების შემდეგ მას არ აღმოაჩნდა მემკვიდრე ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი პირადი ნივთები და ფულადი თანხა ყოველგვარი ფორმალობის გარეშე გადაეცემა წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას დროებითი შენახვისა და საკითხის საბოლოო მოგვარების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ და სასამართლო ხელისუფლებას უფლება აქვს დაადოს მას ყადაღა, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. პირადი ნივთებისა და ფულადი თანხის გადაგზავნა უნდა შესრულდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მუხლი 51🔗. გემებისათვის დახმარების გაწევა
1. საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირებს უფლება აქვთ გაუწიონ დახმარება წარმდგენი სახელმწიფოს გემებს, რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პორტებში, შიდა ან ტერიტორიულ წყლებში.
2. გემის კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები უფლებამოსილნი არიან კავშირი იქონიონ იმ საკონსულო ოლქის საკონსულო დაწესებულების მეთაურთან, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება გემი. ამ უკანასკნელს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების გარეშე შეუძლია სრულიად თავისუფლად განახორციელოს 36-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები. ამ ფუნქციების განსახორციელებლად საკონსულო დაწესებულების მეთაურს მისი სურვილისამებრ შეუძლია ავიდეს გემბანზე მარტო ან ერთი ან რამდენიმე საკონსულო დაწესებულების პერსონალის მუშაკის თანხლებით, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გემს ექნება პორტში თავისუფალი შესვლის ნებართვა.
3. საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დადებული ნებისმიერი საზღვაო შეთანხმებით გათვალისწინებული დებულების გარდა, გემის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში მივიდნენ იმ საკონსულო ოლქის საკონსულო დაწესებულებაში, სადაც იმყოფება გემი, რისთვისაც მათ უნდა ჰქონდეთ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ გაცემული საშვი. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება წინააღმდეგია იმის გამო, რომ პრაქტიკულად ვერ ხერხდება დაინტერესებული პირის დაბრუნება გემის გასვლამდე, მაშინ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ ატყობინებს კომპეტენტურ საკონსულო დაწესებულებას.
4. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია თხოვნით მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებას მოცემული მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება უწევს დახმარებას იმ გამონაკლისით, თუ არსებობს თხოვნის შეუსრულებლობის საფუძვლიანი მიზეზი.
მუხლი 52🔗. გემებთან და ეკიპაჟთან დაკავშირებული საკონსულო თანამდებობის პირის უფლებები
1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ:
ა) დახმარება გაუწიონ და ხელი შეუწყონ წარმდგენი სახელმწიფოს გემის შესვლას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიულ ან შიდა წყლებში, პორტში, აგრეთვე მის იქ ყოფნასა და გამგზავრებას;
ბ) გამოკითხონ გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ყველა წევრი;
გ) შეამოწმონ და დაამოწმონ გემის დოკუმენტები;
დ) მიიღონ ინფორმაცია გემის სვლაგეზისა და საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ;
ე) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელით გასცენ მგზავრობის გასაგრძელებლად ყველა საჭირო დოკუმენტი;
ვ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად გასცენ და განაახლონ ყველა საზღვაო დოკუმენტი;
ზ) განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიებები გემის კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების დაქირავებისა და დათხოვნის მიმართ;
თ) მიიღონ, შეადგინონ და დაამოწმონ განცხადებები, გადასცენ სხვა ნებისმიერი დოკუმენტი გემის მართვისა და მდგომარეობის, ეროვნულობის, კუთვნილებისა და რეალური გარანტიების შესახებ, ან მის ბარგთან დაკავშირებით, წარმდგენი სახელმწიფოს კანონებისა და წესების გათვალისწინებით;
ი) განახორციელონ ყველა აუცილებელი ღონისძიებანი გემბანზე წესრიგისა და დისციპლინის შენარჩუნების მიზნით;
კ) გადაწყვიტონ სადავო საკითხები ხელფასსა და დაქირავებულ მუშახელთან კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებით გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის;
ლ) გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების სამედიცინო მომსახურების, სამშობლოში დაბრუნებისა და საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევაში;
მ) მიიღონ მგზავრობის მსვლელობისას გემბანზე კაპიტნის მიერ შედგენილი დაბადების ან გარდაცვალების აქტები და ანდერძები;
ნ) აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს სასამართლოში ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა ორგანოებში, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი თარჯიმნით.
ო) უზრუნველყონ რომ გემბანზე დაცული იქნეს წარმდგენ სახელმწიფოში მოქმედი საზღვაო კანონები;
პ) აღწერონ ინვენტარი და გაატარონ სხვა აუცილებელი ღონისძიებები იმ ნივთებისა და ქონების შესანახად, რომელიც დარჩათ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს, მგზავრებს ან წარმდგენი სახელმწიფოს გემზე გარდაცვლილ მგზავრებს გემის პორტში შესვლამდე;
ჟ) წარმდგენი სახელმწიფოს კანონებისა და წესების გათვალისწინებით მიიღონ განცხადებები და გააფორმონ დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს გემის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.
მუხლი 53🔗. დანაშაულის აღკვეთა გემბანზე
1. საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების გარდა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ შეუძლიათ როგორც ხმელეთზე, ასევე წარმდგენი სახელმწიფოს გემბანზე მომხდარი დანაშაულის მიმართ აღძრან სისხლის სამართლის საქმე, იმ შემთხვევის გარდა, თუ:
ა) ჩადენილ იქნა დანაშაული ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ან მის წინააღმდეგ, ან რომელიმე პირის მიერ ან მის წინააღმდეგ, რომელიც არ არის კაპიტანი ან ეკიპაჟის წევრი;
ბ) ირღვევა სიმშვიდე და უსაფრთხოება, ან თუ ეს დანაშაული ისჯება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, როგორიც არის სახელმწიფოს უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ემიგრაცია, განსაკუთრებით არალეგალური ემიგრაცია, ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება, საბაჟო საკითხები ან წყლის დაბინძურება;
გ) ჩადენილი დანაშაული ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არანაკლებ ხუთი წლის ვადით;
დ) საკონსულო თანამდებობის პირმა მოითხოვა ან მისცა თანხმობა;
ე) ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს ხალხის უკანონო შემოყვანას, იარაღის, ნარკოტიკებისა და სხვა სახის ძლიერმოქმედი ნივთიერებების არაკანონიერად შემოზიდვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ეხება აგრეთვე იმ შემთხვევებს, როცა ადგილსამყოფელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები მოწმედ გამოიძახებენ გემთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმდგენი ქვეყნის გემის კაპიტნებსა ან ეკიპაჟის წევრებს.
მუხლი 54🔗. გემზე მოკვლევის ჩატარება
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ წარმდგენი სახელმწიფოს გემის საშინაო საქმეებში, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ან გემის კაპიტნის თხოვნის ან ნებართვის გარეშე.
2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ან გემის კაპიტნის თხოვნის ან ნებართვის გარეშე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ გემბანზე მომხდარ მოვლენებში გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამით ირღვევა სიმშვიდე და საზოგადოებრივი წესრიგი ან გამოწვეულია ჯანდაცვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების აუცილებლობით როგორც ხმელეთზე, ისე პორტში, ან უწესრიგობის მოგვარების მიზნით, როდესაც მასში არ მონაწილეობენ ეკიპაჟის წევრები.
3. 53-ე მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დააპატიმრონ ან დაკითხონ პიროვნება, რომელიც იმყოფება გემბანზე, დაადონ ყადაღა გემს, მის მთლიან ტვირთს ან ტვირთის ნაწილს ან ჩაატარონ გამოძიება გემზე. ზემოხსენებულმა ორგანოებმა უნდა შეატყობინონ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა ის დაესწროს გამოძიების, ყადაღის დადების ან დაპატიმრების პროცედურას. გემის კაპიტანს ან სხვა ოფიციალურ პირს თავის მხრივ უფლება აქვთ შეატყობინონ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა თვითონ ან მისი წარმომადგენელი დაესწროს გამოძიების, ყადაღის დადების, ან დაპატიმრების პროცედურას. თუ საკონსულო თანამდებობის პირი ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება ასეთ ღონისძიებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები აწვდიან მას ყოველგვარ ინფორმაციას ჩატარებული ღონისძიების შესახებ. დანაშაულის ფაქტზე წასწრების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს სასწრაფოდ ჩატარებული ღონისძიების შესახებ.
4. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება ჩვეულებრივი შემოწმების დროს, როგორიც არის საბაჟო შემოწმება, სანიტარიული კონტროლი, უცხოელების შესვლისა ან უშიშროების საერთაშორისო სერტიფიკატის შემოწმება, აგრეთვე ყადაღის დადება გემის ტვირთზე ან მისი ტვირთის ნაწილზე სამოქალაქო ან სავაჭრო ღონისძიებების დროს, რომლებიც ტარდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების თანდასწრებით.
მუხლი 55🔗. გემის დაზიანება, თავთხელზე გარიყვა და მარცხი
1. თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა განიცადა მარცხი, თავთხელზე გაირიყა ან დაიღუპა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლო მოკლე ვადაში უნდა შეატყობინონ საკონსულო თანამდებობის პირს ინცინდენტისა და იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ განახორციელეს გემის, ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთის, ინვენტარის და გემბანზე არსებული სხვა საგნების გადასარჩენად და დასაცავად.
2. ასეთ შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა გემის მარცხის, თავთხელზე გარიყვის ან დაღუპვის შემთხვევაში მისი ტვირთისა და გემბანზე არსებული სხვა ნივთების დასაცავად, აგრეთვე გემბანზე მყოფი პირების გადასარჩენად და გემზე მოროდიორობისა და უწესრიგობის ასალაგმავად. ზემოხსენებული ღონისძიებები ვრცელდება ყველა იმ საგანზე, რომელიც შეადგენს გემის ან მისი ტვირთის განუყოფელ ნაწილს და იმყოფება გემიდან მოშორებით. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ყოველგვარ დახმარებას გაუწევენ საკონსულო თანამდებობის პირებს გემის მარცხის, თავთხელზე გარიყვის ან დაღუპვის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღებაში. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ თხოვნით მიმართონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რათა ჩაატარონ ზემოაღნიშნული ზომები გემის კაპიტანთან ერთად.
3. თუ გემმა განიცადა მარცხი და მისი ტვირთი ან სხვა საგნები ნაპოვნია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნაპირზე ან მის ახლოს ან გადატანილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს რომელიმე პორტში, გემის კაპიტანს, გემისა და ტვირთის მფლობელს ან მის წარმომადგენელს და დამზღვევებს არა აქვთ საშუალება განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები გემისა და ტვირთის დაცვისა და გადასარჩენად, საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მფლობელის წარმომადგენლის სახელით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებსაც თვით მფლობელი განახორციელებდა ასეთ შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ აგრეთვე მიიღონ სათანადო ზომები, იმ შემთხვევაში, თუ გემზე არსებული ტვირთი ან ნივთები ეკუთვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეროვნებისა, გადატანილ იქნა რომელიმე პორტში ან ნაპოვნი იქნა ნაპირზე ან მის ახლოს ან გემის მარცხის, თავთხელზე გარიყვის ან დაღუპვის ადგილას. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლო მოკლე ვადაში უნდა შეატყობინონ საკონსულო თანამდებობის პირს ამ ნივთების არსებობის შესახებ.
5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დაესწროს გამოძიებას გემის მარცხის, თავთხელზე გარიყვის ან დაღუპვის მიზეზის დასადგენად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
6. გემის დაღუპვის ან თავთხელზე გარიყვის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ ახდევინებენ საიმპორტო საქონელზე დაწესებულ გადასახადს და მოსაკრებელს გემიდან გადმოტვირთულ საქონელზე ან მის ნაწილზე, იმ შემთხვევის გარდა, თუ მასზე არსებული საქონელი გადმოტვირთულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოყენებისა და მოხმარების მიზნით.
7. გემის მარცხის ან თავთხელზე გარიყვის შემთხვევაში, წინა პუნქტში მოცემული შემთხვევის გარდა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ ახდევინებენ არანაირ გადასახადს და მოსაკრებელს გემს ან მის ტვირთს, გარდა იმ სახის და ოდენობის გადასახადისა, რომელსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს გემს გადაახდევინებენ ანალოგიურ ვითარებაში.
მუხლი 56🔗. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ზომები გემბანზე გარდაცვალების შემთხვევაში
1. წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტნის ან ეკიპაჟის რომელიმე წევრის გარდაცვალების ან გემბანიდან გაუჩინარების შემთხვევაში, გემის კაპიტანს, მის მოადგილეს ან საკონსულო თანამდებობის პირს აქვთ განსაკუთრებული უფლება ჩაატარონ გარდაცვლილის ან გაუჩინარებულის მიერ გემბანზე დატოვებული ნივთების, ფასეულობებისა და სხვა ქონების აღწერა, აგრეთვე განახორციელონ სხვა აუცილებელი ღონისძიებები ზემოაღნიშნული ქონების შესანახად ან მემკვიდრისათვის გადასაცემად.
2. თუ გარდაცვლილი ან გაუჩინარებული იყო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, გემის კაპიტანი ან მისი მოადგილე, გარდაცვალების ან გაუჩინარებისთანავე ჩაატარებენ ქონების აღწერას, რომლის ერთი ზუსტი ეგზემპლარი მიეწოდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული უფლება განახორციელონ სხვა აუცილებელი ღონისძიებები ქონების შესანახად ან მემკვიდრისათვის გადასაცემად.
3. საკონსულო თანამდებობის პირმა, ამ მუხლით გათვალისწინებულ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით, თავისი უფლებების განხორციელებისას უნდა იმოქმედოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 57🔗. საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული დებულებები
ამ კონვენციის 51-ე–56-ე მუხლები აგრეთვე გამოიყენება წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების მიმართ, იმ პირობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, ან მხარეთა შორის მოქმედ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
მუხლი 58🔗. ნებართვა სხვა ფუნქციების შესრულებაზე
1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ შეასრულონ წარმდგენი სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სხვა ფუნქცია, თუ:
ა) ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას;
ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოები ინფორმირებული არიან ამის შესახებ და არ ეწინააღმდეგებიან ამას.
მუხლი 59🔗. ტერიტორიული იურისდიქცია
საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მხოლოდ თავის საკონსულო ოლქის ფარგლებში შეასრულონ საკონსულო ფუნქციები. ამასთანავე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ შეასრულონ ფუნქციები თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთ.
მუხლი 60🔗. საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოს სახელით
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამისი შეტყობინების შემდეგ, წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო წინააღმდეგი არ არის, შეუძლია შეასრულოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციები მესამე სახელმწიფოს სახელით.
2. საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საკონსულო თანამდებობის პირები ასრულებენ საკონსულო ფუნქციებს ევროკავშირის იმ წევრი-ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ საკონსულო დაწესებულება.
მუხლი 61🔗. საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოში
წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინების შემდეგ, დაავალოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გახსნილ საკონსულო დაწესებულებას საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოებში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ იქნება ამის წინააღმდეგი.
თავი
V
რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებისადმი და იმ საკონსულო დაწესებულებებისადმი, რომელთაც ეს თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ
მუხლი 62🔗. უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები
1. მოცემული კონვენციის მე
-8, მე
-13, მე
-14, მე
-15, მე
-16, მე
-18, 31
-ე, 37
-ე, 47
-ე, 48
-ე, 49
-ე, 50
-ე, 51
-ე, 52
-ე და 57
-ე მუხლები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. გარდა ამისა, ამგვარი საკონსულო დაწესებულებების უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება ამ კონვენციის 63
-ე, 64
-ე, 65
-ე და 66
-ე მუხლებით.
2. მე
-20, 21
-ე, 22
-ე (მე
-3 პუნქტი), 23
-ე, 30
-ე და 31
-ე მუხლები ვრცელდება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებზე. გარდა ამისა, ამგვარი საკონსულო თანამდებობის პირების უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 67
-ე, 68
-ე, 69
-ე, 70
-ე და 71
-ე მუხლებით.
3. ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ეძლევათ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ოჯახის წევრებს და საკონსულოს მოსამსახურეებს, რომლებიც მუშაობენ იმ საკონსულო დაწესებულებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი.
4. საკონსულო ვალიზების გაცვლა იმ ორ საკონსულო დაწესებულებას შორის, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები და იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოში, ნებადართული არ იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.
მუხლი 63🔗. საკონსულოს კარ
-მიდამოს დაცვა
ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი იღონოს საკონსულო დაწესებულების, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, შენობაში ყოველგვარი შეჭრისა და მისი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით და საკონსულო დაწესებულების სიმშვიდისა და მყუდროების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 64🔗. საკონსულო კარ
-მიდამოს გათავისუფლება გადასახადისაგან
1. იმ საკონსულო დაწესებულების კარ
-მიდამო, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი და რომლის მფლობელი ან დამქირავებელია წარმდგენი სახელმწიფო
, გათავისუფლებულია ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, გარდა ისეთისა, როგორიც კონკრეტულ სახეობათა მომსახურების ანაზღაურებაა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენებული გადასახადებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე, ბაჟსა და გადასახადზე, რომელიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად უნდა გადაიხადოს პირმა, რომელსაც ხელშეკრულება აქვს დადებული წარმდგენ სახელმწიფოსთან.
მუხლი 65🔗. საკონსულო არქივისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა
იმ საკონსულოს არქივი და საკონსულო დაწესებულების დოკუმენტები, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს და ადგილას იმ პირობით, რომ ის ინახება სხვა ქაღალდებისა და დოკუმენტების, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურისა და ყველა მასთან მომუშავე პირის პირადი კორესპონდენციის, აგრეთვე მათი პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო მასალების, წიგნებისა და დოკუმენტებისაგან განცალკევებით.
მუხლი 66🔗. საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება
ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, საკონსულო დაწესებულებას, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, ნებას რთავს შემოიტანოს შემდეგი საგნები და ათავისუფლებს მათ ყოველგვარი ბაჟის გადახდისა და მათთან დაკავშირებული მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და სხვა ამგვარი მომსახურების ხარჯებისა, იმ პირობით, რომ ისინი განკუთვნილია ამ დაწესებულების ოფიციალური მოხმარებისათვის: სახელმწიფო გერბი, დროშები, აბრები, ბეჭდები და შტამპები, წიგნები, ოფიციალური ნაბეჭდი მასალები, საკანცელარიო ავეჯი, საკანცელარიო მოწყობილობა და სხვა მსგავსი საგნები, რომლებსაც საკონსულო დაწესებულება იღებს სახელმწიფოსაგან, რომლის წარმომადგენელიცაა ის ან ამ უკანასკნელის მოთხოვნით.
მუხლი 67🔗. სისხლის სამართლის საქმეები
თუ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ეს პირი უნდა გამოცხადდეს კომპეტენტურ ორგანოში, ამის მიუხედავად საქმის წარმოების დროს მას პატივისცემით უნდა მოეპყრონ მისი ოფიციალური მდგომარეობის გამო. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ის დაპატიმრებული ან დაკავებულია, რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლებები უნდა შეუქმნან საკონსულო ფუნქციების შესრულებაში. როდესაც იქნება აუცილებლობა დააკავონ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, სასამართლო განხილვა უნდა დაიწყოს შესაძლო მოკლე ვადაში.
მუხლი 68🔗. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირთა დაცვა
ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი ისეთი დაცვით, როგორიც შეიძლება დასჭირდეს მას თავის ოფიციალურ თანამდებობასთან დაკავშირებით.
მუხლი 69🔗. უცხოელთა რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ნებართვის მიღებისაგან გათავისუფლება
საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები, მათ გარდა, რომლებიც პირადი შემოსავლის მიღების მიზნით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მისდევენ რაიმე პროფესიულ თუ კომერციულ საქმიანობას, თავისუფლდებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უცხოელთა რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ნებართვის მიღების შესახებ დადგენილი ყოველგვარი მოვალეობისაგან.
მუხლი 70🔗. საგადასახადო შეუვალობა
საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი თავისუფლდება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის წარმდგენი სახელმწიფოსაგან მიღებული გასამრჯელოსა და ხელფასიდან ყოველგვარი გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟის გადახდისაგან.
მუხლი 71🔗. პირადი ბეგარისა და დაბეგვრისაგან გათავისულება
ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი უნდა გაათავისუფლოს ყოველგვარი შრომითი და სახელმწიფო ბეგარისაგან, მათი ხასიათის მიუხედავად, აგრეთვე ისეთი სამხედრო ბეგარისაგან, როგორიცაა რეკვიზიცია, სამხედრო კონტრიბუცია და ჯარისათვის ბინის დათმობა.
თავი
VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 72🔗. იმ საკონსულო ფუნქციების შესრულება, რომლებიც არ არის შესული მოცემულ კონვენციაში
საკონსულო თანამდებობის პირებს, მოცემულ კონვენციაში აღნიშნული ფუნქციების გარდა, შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი სხვა საკონსულო ფუნქცია, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შეესაბამება მათ სტატუსს.
მუხლი 73🔗. ერთობლივი კომისიის დაარსება
ერთობლივი კომისია, რომელიც შედგება თითოეული სახელმწიფოს მიერ დანიშნული თანამდებობის პირებისაგან, შეიკრიბება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნისამებრ, რათა უზრუნველყოს მოცემული კონვენციის სრულყოფილად განხორციელება.
მუხლი 74🔗. სადავო საკითხების მოგვარება
ამ კონვენციის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდება დიპლომატიური არხების საშუალებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ სადავო საკითხები არ გადაწყდება ამ გზით, ისინი მიმართავენ საერთაშორისო სასამართლოს.
მუხლი 75🔗. კონვენციის რატიფიკაცია, მოქმედების ვადა და მოქმედების ვადის შეწყვეტა
1. მოცემული კონვენციის რატიფიკაცია და სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა მოხდება დაუყოვნებლივ. კონვენცია ძალაში შევა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს.
2. მოცემული კონვენცია ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მისი დენონსირება ნებისმიერ დროს. კონვენციის დენონსირება ძალაში შევა ერთი მხარის მიერ მეორე მხარისაგან შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო ექვსი თვის პირველ დღეს.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე მხარეს წარუდგენს წინადადებას მოცემულ კონვენციაში ერთი ან მეტი მუხლის შეცვლის, სრულყოფის ან კონვენციაში შეტანის შესახებ. თუ ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან მუხლის შეცვლის, სრულყოფის ან კონვენციაში შეტანის შესახებ, ყოველივე ეს შეტანილი იქნება ოქმში, რომელიც მოცემული კონვენციის განუყოფელ ნაწილს შეადგენს.
რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერებმა, ჩვენი მთავრობისაგან შესაბამისი რწმუნებით აღჭურვილებმა, ხელი მოვაწერეთ ამ კონვენციას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2002 წლის 17 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს იტალიის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)