⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.06.2015)

საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2011
ძალის დაკარგვა 04.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,420 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2011 მიღება
04.06.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:GEO-LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება № 92 2011 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს დადგენილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრავს საგა­დასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილებებს, საქმიანობის ძი­რი­თად პრინციპებსა და ფორმებს.     მუხლი 2🔗. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. საგადასახადო ომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხე­ლ­მ­ძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერ­ძოებ­ლობისა და კანონიერების პრინციპებით. 2. განცხადების ან საჩივრის განხილვისას საგადასა­ხა­დო ომბუდსმენი ნეიტრალურია და არ წარმოადგენს გადამ­ხდელს ან იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის გადაწყვე­ტი­ლების მარ­თლზომიერებაც ეჭვქვეშ არის დაყენებული. 3. საგადასახადო ომბუდსმენი ინტერესთა ბალანსის სა­შუ­­­ალებით ცდილობს, მიაღწიოს ყველა მოდავე მხარისათვის მი­საღებ კონსენსუსს.     მუხლი 3🔗. საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი 1. საგადასახადო ომბუდსმენი შეიძლება იყოს მხოლოდ სა­ქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იური­დიული ან ეკონომიკური განათლება. 2. საგადასახადო ომბუდსმენს ნიშნავს საქართველოს პრე­მიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს­თან შეთანხმებით. 3. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება წყდე­ბა: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაც­ვლილად ცნობის შემთხვევაში; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობის შემთხვევაში;  ე) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;  ვ) დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში მის საქმიანობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გაგრძელების შემთხვევაში; ზ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში უფლებამოსი­ლე­ბის განუხორციელებლობის შემთხვევაში; თ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.     მუხლი 4🔗. საგადასახადო ომბუდსმენისათვის შეუთავსებელი საქმიანობა 1.  საგადასახადო ომბუდსმენი არ შეიძლება ასრულებ­დეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. 2.  საგადასახადო ომბუდსმენი არ შეიძლება იყოს რომე­ლი­მე პოლიტიკური პარტიის წევრი.     მუხლი 5🔗. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელება 1. საგადასახადო ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. 2. საგადასახადო ომბუდსმენი გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას ახორციელებს ინდივიდუალურ ან/და ჯგუ­ფურ საჩივრებზე რეაგირებით, კანონმდებლობაში ან/და პრაქ­ტი­კაში სისტემური ხარვეზების გამოვლენითა და საგანმანათ­ლებლო საქმიანობის განხორციელებით. 3. საგადასახადო ომბუდსმენს თავისი საქმიანობის გან­ხორციელების პროცესში უფლება აქვს, კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით სახელმწიფო ორგანოებიდან მოითხოვოს და მიიღოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორ­მა­ცია/დო­კუმენტაცია. 4. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, არ გათქვას ის ინფორმაცია, რომელიც თავისი საქმიანობის ფა­რ­გლებში აქვს მიღებული. 5. საგადასახადო ომბუდსმენი, ასევე: ა) ხელმძღვანელობს აპარატს და წარმართავს მის საქ­მიანობას; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუ­ფ­­ლებს აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს თანამშრომ­ლე­ბ­თან შრო­მით ხელშეკრულებებს; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით იწვევს სპეციალისტებს ერთჯე­რადი ხელშეკრულების საფუძველზე; დ) კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუ­ალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას, თანამშრო­მელთა შრომითი ანაზღაურების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;    ვ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაც­ვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის; ზ) განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს; თ) ამტკიცებს აპარატში კონკურსის ჩატარების წესს;      ი) თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი 1. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის უზრუნველსა­ყოფად იქმნება საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი (შემ­დგომ­­ში – აპარატი), რომლის სტრუქტურასა და მუშაობის წესს გან­საზღვრავს საგადასახადო ომბუდსმენი, აპარატის დე­ბულებით. აპარატი მოქმედებს საგადასახადო ომბუდსმენის სა­ხელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით. 2. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს საგადასახადო ომბუდსმენი. 3. აპარატი: ა) ხელს უწყობს საგადასახადო ომბუდსმენს კა­ნონ­მდებ­ლობით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორ­ცი­ელე­ბა­ში; ბ) ასრულებს საგადასახადო ომბუდსმენის ცალკეულ და­ვა­­ლე­ბებს. 4. აპარატის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.     მუხლი 7🔗. საჩივრის/განცხადების განხილვა 1. საგადასახადო ომბუდსმენი განიხილავს პირთა საჩივ­რებ­სა და განცხადებებს, რომლებიც შეეხება გადასახადის გა­დამხდელის უფლებების დარღვევას საგადასახადო და სხვა სა­ხელმწიფო ორგანოთა მხრიდან.  2. მომჩივანი ან განცხადების ავტორი უნდა იყოს გადა­სა­ხადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომად­გე­ნელი, რომლის უფლებებზეც უშუალოდ ახდენს გავლენას მის მიერ მითითებული გადაწყვეტილება. 3. საგადასახადო ომ­ბუდსმენის წინაშე მომჩივანი ან გან­­ცხადების ავტორი შეიძლება წარდგენილ იქნეს თავისი უფლე­ბა­­მო­სილი წარმომადგენლის მიერ. 4. საგადასახადო ომბუდსმენის წინაშე გადამხდელის ინ­ტე­რე­სების დასაცავად დანიშნული წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 5.  საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, არსები­თად არ განიხილოს საჩივრები/განცხადებები, თუ: ა) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში არსებობს საჩივარში/განცხადებაში მითითებული დარღვევის გამოსწორე­ბის საშუალება, რომელიც არ ყოფილა გამოყენებული; ბ) მომჩივანს/განცხადების ავტორს აღარ სურს წარმოების გაგრძელება; გ) საჩივარი/განცხადება წარდგენილია არაუფლებამოსი­ლი პირის მიერ; დ) საჩივრიდან/განცხადებიდან არ ირკვევა გადასახადის გა­დამხდელის უფლების დარღვევის ფაქტი; ე) საჩივარი/განცხადება განმეორებითია, გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, თუ წარდგენილია ახლად გამოვლენილი გარემოებე­ბი ან მტკი­ცე­ბუ­ლებები. 6. საგადასახადო ომბუდსმენი საჩივარს ან განცხადებას გა­ნიხილავს საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენ­დარული დღის განმავლობაში. 7. საჩივრის ან განცხადების განხილვა შეიძლება შე­ჩერ­დეს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების სა­ფუძ­­ვლით. 8. საჩივრის/განცხადების შესახებ ინფორმაციის მოსა­პო­­­ვებლად საგადასახადო ომბუდსმენი წერილობით მიმართავს იმ ორგანოს/ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვა­ნელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომჩივ­ნის/გან­ცხა­დების ავტორის აზრით, გადასახადის გადამხდელის უფლე­ბებს ლახავს. 9. ზეპირი განმარტების მისაღებად საგადასახადო ომ­ბუდ­­სმენი ხვდება იმ ორგანოს/ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მო­მ­ჩივნის/განცხადების ავტორის აზრით, გადასახადის გადამ­ხდე­ლის უფლებებს ლახავს. 10. გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ომბუდსმენი მი­­მართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფ­ლებების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესა­ხებ. 11. საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა მო­იცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მომჩივნის/განცხადების ავტორის დასახელებასა და მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტი­ლე­ბის რეკვიზიტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) საჩივრის/განცხადების რეგისტრაციის თარიღს; დ) დარღვეული უფლების აღწერას; ე) ფაქტების აღწერას; ვ) მომჩივნის/განცხადების ავტორის არგუმენტაციას; ზ) სახელმწიფო ორგანო(ები)დან მოპოვებულ ინფორმა­ცი­ას; თ) საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაციას დარღვე­ული უფლების აღდგენის საშუალებების შესახებ. 12. საჩივრის/განცხადების განხილვის შედეგების შესახებ ეცნობება მომჩივანს/განცხადების ავტორს. 13. საგადასახადო ომბუდსმენი ახორციელებს მონიტო­რინგს თავის მიერ გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულებაზე, რის­თვი­საც გამოითხოვს ინფორმაციას სათანადო სახელმწი­ფო ორგანოდან.     მუხლი 8🔗. კანონმდებლობის ანალიზი 1. გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით საგადა­სახადო ომბუდსმენი აანალიზებს როგორც მოქმედ კანონმდებ­ლობას, ისე კანონპროექტებს. 2. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, მიიღოს რო­გორც წერილობითი, ისე ზეპირი განმარტება იმ სახელ­მწი­ფო ორგანოს წარმომადგენლისაგან, რომელიც ამზადებს კა­ნონ­პროექტს. 3. კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასა­ხადო ომბუდსმენი ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. 4.  სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, გამო­ყონ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისა­ღე­ბად. 5. ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერის ან კანონპროექტის ნორ­მის აღმოჩენისას, რომელმაც შესაძლოა შელახოს გადამ­ხდელის უფლება, საგადასახადო ომბუდსმენი წარუდგენს დას­კვნას სათანადო სახელმწიფო ორგანოს. 6. დასკვნა უნდა მოიცავდეს ნორმატიული აქტის/კანონ­პრო­­ექტის დასახელებასა და იმ საფუძვლებს, რომლის გამოც სა­გადასახადო ომბუდსმენი თვლის, რომ ნორმატიული აქ­ტის/კა­ნონპროექტის არსებული რედაქცია არღვევს გადამხდე­ლის უფლებებს.     მუხლი 9🔗. პრაქტიკის ანალიზი 1. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, მიიღოს ზე­პირი ან წერილობითი განმარტებები იმ ორგანოს წარმო­მადგენლისგან, რომლის ქმედებაც შესაძლოა ლახავდეს გადამ­ხდელთა უფლებებს. 2. პრაქტიკის ანალიზის დასაწყებად საგადასახადო ომ­ბუდ­სმენს უფლება აქვს, გამოიყენოს როგორც ინდივიდუ­ალუ­რი/ჯგუფური საჩივარი, ისე მასობრივი საინფორმაციო სა­შუ­ა­ლებებით გავრცელებული ინფორმაცია. 3. პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი წერილობითი რეკომენდა­ციით მიმართავს სათანადო სახელმწიფო ორგანოს. 4. პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზ­­ნით საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარ­მომადგენლები. 5. რეკომენდაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ანალიზის დაწყების მიზეზს; ბ) საგადასახადო ომბუდსმენის ან/და სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; გ) მიზეზს, რომლის გამოც საგადასახადო ომბუდსმენი თვლის, რომ არსებულ პრაქტიკას ნაკლი აქვს და მოითხოვს დახვეწას. 6. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, გა­მოყონ წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად.     მუხლი 10🔗. საგანმანათლებლო საქმიანობა გადამხდელთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და ექსპერ­ტების მოწვევის საშუალებით.     მუხლი 11🔗. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის ანგარიში 1.  საგადასახადო ომბუდსმენის მიერ განხორციელე­ბუ­ლი საქმიანობის შესახებ საგადასახადო ომბუდსმენი ამზა­დებს ყოველწლიურ ანგარიშს.  2. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგადა­სა­ხადო ომბუდსმენის მიერ გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით განხილული საჩივრებისა და განცხადებების, საგადა­სახადო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ნაკ­ლოვა­ნებების, მომზადებული რეკომენდაციებისა და რეკომენ­დაციებზე სახელმწიფო ორგანოების რეაგირების, საგადა­სახადო სისტემაში გადამხდელთა უფლებების დაცვის ზოგადი ტენდენციებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაო­ბაზე.  3. საგადასახადო ომბუდსმენის ანგარიში წარედგინება სა­ქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.     მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებები 1. აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების და­ფი­ნანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სა­გადასახადო ომბუდსმენის მიერ წარდგენილი წინადადე­ბების სა­ფუძველზე მოამზადოს შესაბამისი პროექტი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე. 2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ უზრუნველ­ყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარ­ჯების დაფინანსება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლი­ლების შეტანამდე. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რე­ბის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს აპა­რატს ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება. 4. საგადასახადო ომბუდსმენმა ერთი თვის ვადაში უზრუნ­ველყოს აპარატის დებულების დამტკიცება და მისი ფუნ­ქცი­ონირებისათვის საჭირო სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტე­ბის მიღება. მუხლი 13🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნა­ვე. პრემიერ-მინისტრი                                                                                      ნ. გილაური