შეთანხმება საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 18.10.2001
ძალაში შესვლა 01.03.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000488
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/03/2004
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მხრიდან (ხელმოწერილია) | ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ
საქართველო და ავსტრიის რესპუბლიკა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
სურთ რა, ხელსაყრელი პირობები შეუქმნან ხელშემკვრელი მხარეების ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობას,
აცნობიერებენ რა, რომ ინვესტიციების წახალისება და დაცვა განამტკიცებს ამგვარი ინვესტირებისათვის მზადყოფნას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორი სახელმწიფოს ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას,
განამტკიცებენ რა საერთაშორისო შრომის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი 1. ძირითადი დებულებები
მუხლი 1🔗. განმარტებანი
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
(1) „ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი“ გულისხმობს:
a) ფიზიკურ პირს, რომელიც ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, ითვლება მის მოქალაქედ; ან
b) საწარმოს, რომელიც დაფუძნებული ან შექმნილია ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და აპირებს ან უკვე მოახდინა ინვესტიცია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
(2) „ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია“ გულისხმობს ყველა სახის ქონებას, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით ფლობს ან აკონტროლებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, კერძოდ:
a) საწარმოს, რომელიც დაფუძნებული ან შექმნილია პირველი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად;
b) აქციებს, წილობრივ კაპიტალს ან „
a“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საწარმოში მონაწილეობის სხვა ფორმას და აქედან გამომდინარე უფლებებს;
c) ობლიგაციებს, დებენტურებს, სესხებს და სხვა სახის დავალიანებებს და აქედან გამომდინარე უფლებებს;
d) კონტრაქტებით, მათ შორის, სრულფასოვან ჩაბარებასთან, კონსტრუქციასთან, მენეჯმენტთან, წარმოებასთან ან შემოსავლის განაწილებასთან დაკავშირებული კონტრაქტებით გათვალისწინებულ უფლებებს;
e) მოთხოვნებს თანხაზე ან, კონტრაქტის თანახმად, ეკონომიკური ღირებულებების მქონე საქმიანობის შესრულებაზე;
f) ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებებს, როგორც ეს განსაზღვრულია მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ეგიდით დადებული მრავალმხრივი შეთანხმებებით, მათ შორის, საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, პატენტებს, სამრეწველო პროექტებს და ტექნიკურ პროცესებს, ნოუ-ჰაუს სამეწარმეო საიდუმლოს, სავაჭრო სახელწოდებებს და გუდვილს;
g) კანონით ან კონტრაქტით მინიჭებულ უფლებებს, როგორც არის კონცესიები, ლიცენზიები ან ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებამოსილება და ნებართვები;
h) ნებისმიერ სხვა სახის მატერიალურ და არამატერიალურ, მოძრავ და უძრავ ქონებას ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე ქონებრივ უფლებას, როგორიცაა იჯარა, იპოთეკა, ქონების განკარგვის უფლება, გირაო ან უზუფრუქტი.
კონმერციული გარიგებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ საქონლით ან მომსახურებით ვაჭრობისათვის, და სამ წელიწადზე ნაკლებვადიანი კომერციული გარიგებების დასაფინანსებლად გამოყოფილი კრედიტები, სხვა სახის სამ წელზე ნაკლებვადიანი კრედიტები, ისევე როგორც სახელმწიფოსათვის ან სახელმწიფო საწარმოსათვის გამოყოფილი კრედიტები, არ არის მიჩნეული ინვესტიციად.
თუმცა ზემოხსენებული პირობა არ ეხება იმ კრედიტსა და სესხს, რომელსაც ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოს გამოუყოფს, რომელიც ამ ინვესტორის საკუთრებაშია ან მის კონტროლს ექვემდებარება.
(3) „საწარმო“ გულისხმობს იურიდიულ პირს ან ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც დაფუძნებულია ან შექმნილია მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, შემოსავლიანია თუ არა იგი, ან კერძო საწარმოა თუ სახელმწიფო; ეს ტერმინი მოიცავს ასევე კორპორაციას, ტრესტს, ამხანაგობას, ინდივიდუალურ საწარმოს, ფილიალს, ერთობლივ საწარმოს, ასოციაციას ან ორგანიზაციას.
(4) ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს ინვესტიციიდან მიღებულ თანხებს და, კერძოდ, მოიცავს მოგებას, პროცენტებს, კაპიტალის ამონაგებს, დივიდენდებს, როიალტის, სალიცენზიო და სხვა სახის გადასახადებს.
(5) ტერმინი „დროულად“ გულისხმობს პერიოდს, რომელიც საჭიროა საკომპენსაციო გადასახდელების სავალდებულო ფორმალობათა შესასრულებლად ან გადასახდელების გადარიცხვისათვის. საკომპენსაციო გადასახდელებისათვის ეს პერიოდი დაიწყება ექსპროპრიაციის დღეს, ხოლო გადასახდელების გადარიცხვისთვის იგი დაიწყება გადარიცხვის მოთხოვნის წარდგენის დღეს. ეს პერიოდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
(6) თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს მიწას ტერიტორიულ წყლებს, საზღვაო და საჰაერო სივრცეს მისი სუვერენიტეტის შესაბამისად, მათ შორის ექსკლუზიურ-ეკონომიკურ ზონებს და კონტინენტურ შელფს, სადაც ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და იურისდიქციას საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ინვესტიციების წახალისება და დაშვება
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს და აღიარებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს მისი კანონებისა და წესების შესაბამისად.
(2) ინვესტიციის კანონიერი გაფართოება, ცვლილება ან ტრანსფორმაცია უნდა ჩაითვალოს ახალ ინვესტიციად.
მუხლი 3🔗. ინვესტიციებისადმი დამოკიდებულება
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორცილებული ინვესტიციებისათვის სამართლიან და თანაბარ რეჟიმს, ასევე მათ სრულ და მუდმივ დაცვას და უსაფრთხოებას.
(2) უმიზეზოდ ან დისკრიმინაციული ღონისძიებებით ხელშემკვრელი მხარე ზიანს არ მიაყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მართვას, მოქმედებას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობას, გაყიდვას და ლიკვიდაციას.
(3) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმით, ვიდრე იგი ანიჭებს თავის საკუთარ ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებს ან მათ ინვესტიციებს ინვესტიციის მართვასთან, მოქმედებასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, სარგებლობასთან, გაყიდვასთან და ლიკვიდაციასთან მიმართებაში, ანუ ისეთი რეჟიმით, რომელიც უფრო ხელსაყრელია ინვესტორისათვის.
(4) ამ შეთანხმების არცერთი დებულება არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ხელშემკვრელი მხარის დავალდებულება, რომ მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს არსებული ან მომავალი ნებისმიერი სახის რეჟიმი, უპირატესობა ან პრივილეგია, რომელიც წარმოიქმნება:
ა) თავისუფალ სავაჭრო ზონაში, საბაჟო კავშირში, საერთო ბაზარზე, ეკონომიკურ ორგანიზაციაში ან ინვესტიციის შესახებ ნებისმიერ მრავალმხრივ შეთანხმებაში ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მონაწილეობიდან გამომდინარე;
ბ) დაბეგვრასთან დაკავშირებული ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების ან ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 4🔗. გამჭვირვალობა
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს ან, სხვაგვარად, საჭიროს გახდის თავის კანონებს, წესებს, პროცედურებს, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ შეთანხმების განხორციელებაზე.
(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოეხმაურება კონკრეტულ შეკითხვებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელ მხარეს 1-ლ პუნქტში მითითებული საკითხების შესახებ ინფორმაციით.
(3) არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ მოეთხოვება წარადგინოს ან ხელმისაწვდომი გახადოს ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ ინვესტორებთან ან ინვესტიციებთან, და რომლის გახმაურება ხელს შეუშლის კანონის მოქმედებას ან არ შეესაბამება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს, რომლებიც ითვალისწინებენ კონფიდენციალურობას.
მუხლი 5🔗. ექსპროპრიაცია და კომპენსაცია
(1) ხელშემკვრელი მხარე, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, არ განახორცილებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის, ინვესტიციის ექსპროპრიაციას ან ნაციონალიზაციას ან სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებიც ამის ტოლფასი იქნება (შემდგომში „ექსპროპრიაციად“ წოდებული), გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება:
ა) საზოგადოებრივი ინტერესებისათვის;
ბ) არადისკრიმინაციულ საფუძველზე;
გ) შესაბამისი კანონის თანახმად; და
დ) სწრაფი, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გადახდის საფუძველზე, ქვემოთ მოყვანილი მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად.
(2) კომპენსაცია უნდა:
ა) ანაზღაურდეს დროულად. დაყოვნების შემთხვევაში სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეული დანაკარგი უნდა აანაზღაუროს მასპინძელმა ქვეყანამ;
ბ) ტოლფასი იყოს ექსპროპრირებული ინვესტიციის რეალური საბაზრო ღირებულებისა, რომელიც მას ჰქონდა ექსპროპრიაციამდე. რეალური ღირებულება არ უნდა ასახავდეს ღირებულების რაიმე ცვლილებას, რომელიც მოხდა იმის გამო, რომ ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი;
გ) აუნაზღაურდეს და თავისუფლად გადაერიცხოს დაინტერესებულ ინვესტორს და გადაყვანილ იქნეს მისი ქვეყნის ვალუტაში ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, მასპინძელი ქვეყნისა და დაინტერესებული ინვესტორის ურთიერთშეთანხმების თანახმად;
დ) შეიცავდეს პროცენტს გადასახდელი ვალუტის სავაჭრო კურსით, რომელიც დადგენილია ბაზრის საფუძველზე ექსპროპრიაციის თარიღიდან რეალურად გადახდის თარიღამდე.
(3) კანონით განსაზღვრული პროცედურა მოიცავს ხელშემკვრელი მხარის ექსპროპრიაციის შედეგად დაზარალებული ინვესტორის უფლებას, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის სასამართლომ ან სხვა კომპეტენტურმა დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ განიხილოს მისი საქმე, რაც გულისხმობს მისი ინვესტიციის შეფასებას და კომპენსაციის გადახდას ამ მუხლის დებულებების თანახმად.
მუხლი 6🔗. ზარალის კომპენსაცია
1. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომლის ინვესტიციამ ზარალი განიცადა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის ან ნებისმიერი სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის, რევოლუციის, აჯანყების ან სხვა მსგავსი შემთხვევების, სტიქიური უბედურების და ფორსმაჟორის გამო, მეორე ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს ისეთ რეჟიმს, რომელიც გულისხმობს ზარალის აღდგენას, კომპენსაციას ან სხვა ფორმით ანაზღაურებას. ამასთან, ეს რეჟიმი უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე ის, რომელსაც იგი ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს, ანუ ისეთ რეჟიმს, რომელიც უფრო ხელსაყრელია მისთვის.
2. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი, რომელიც 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი შემთვევების დროს განიცდის ზარალს, რაც გამოწვეულია:
ა) ინვესტორის ინვესტიციის ან მისი ნაწილის რეკვიზიციის შედეგად, რაც განხორციელებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ხელისუფლების ან სხვა ძალების მიერ, ან
ბ) ინვესტორის ინვესტიციის ან მისი ნაწილის განადგურების შედეგად, რაც განხორციელდა მეორე ხელშემკვრელი მხარის ხელისუფლების ან სხვა ძალების მიერ და რაც არ იყო ვითარების აუცილებლობით განპირობებული.
ინვესტორს მეორე ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ, ადეკვატურად და ეფექტიანად უნაზღაურებს ზარალს ან ახდენს კომპენსაციას მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნული პირობების თანახმად.
მუხლი 7🔗. ტრანსფერტი
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დროულად უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციასთან დაკავშირებული გადახდის თავისუფალ ტრანსფერტს თავის ტერიტორიაზე ან მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, ასეთი ტრანსფერტი ეხება;
) საწყის კაპიტალს და დამატებით თანხებს ინვესტიციის განმტკიცებისა და გაზრდის მიზნით;
ბ) შემოსავლებს;
გ) გადასახდელს, რომელიც დაკავშირებულია კონტრაქტის თანახმად არსებულ სესხებთან;
დ) ინვესტიციის მთლიანად ან მისი ნაწილის გაყიდვის ან ლიკვიდაციის შედეგად ამონაგებ თანხებს;
ე) მე-5 და მე-6 მუხლში აღნიშნული კომპენსაციის გადახდას;
ვ) დავის მოგვარების შედეგად მიღებულ თანხებს;
ზ) ინვესტიციასთან დაკავშირებით საზღვარგარეთიდან დაქირავებული პერსონალის ანაზღაურების თანხებს და სხვა სახის შემოსავალს;
(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ასეთი ტრანსფერტის განხორციელებას თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, იმ ბაზრის გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომელიც დომინირებს ტრანსფერტის განხორციელების თარიღისათვის იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომლიდანაც ხორციელდება ტრანსფერტი. ბანკის საკომისიო თანხა მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისათვის.
(3) უცხოური ვალუტის ბაზრის უქონლობის შემთხვევაში, გადახდა ხდება ვალუტის კონვერტირების არსებული კურსით „სესხების სპეციალური უფლებების“ თანახმად.
(1) წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის „
b“ ქვეპუნქტის დებულების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეზღუდოს ნატურით შემოსავლის ტრანსფერტი იმ შემთხვევაში, თუ GATT 1994-ის თანახმად ხელშემკვრელ მხარეს უფლება ეძლევა შეზღუდოს ან აკრძალოს იმ პროდუქციის ექსპორტი ან გაყიდვა, რომელიც წარმოადგენს ნატურით შემოსავალს, თუმცა ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ნატურით შემოსავლის ტრანსფერტი განხორციელდეს იმ საშუალებით, რომელიც ნებადართულია და განსაზღვრულია საინვესტიციო შეთანხმებით ან სხვა წერილობითი შეთანხმებით, რომელიც დადებულია ამ ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის.
(2) 1-ლი-მე-4 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეაჩეროს ტრანსფერტის პროცესი, რისთვისაც გამოიყენებს სამართლიან, არადისკრიმინაციულ და კეთილსინდისიერ ზომებს კრედიტორთა უფლებების დაცვის მიზნით. აღნიშნული ზომები დაკავშირებული უნდა იყოს ან უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისობას კანონებთან და წესებთან ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და წარმოებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების, ვაჭრობის და გარიგების შესახებ. იგივე ეხება ტრანსფერტთან დაკავშირებულ ანგარიშებს, ჩანაწერებს ან კრიმინალურ დანაშაულს, ადმინისტრაციულ და სასამართლო საქმეში საგადასახადო საკითხების, განკარგულებების და სასამართლო გადაწყვეტილებების ან სასამართლო გადაწყვეტილებების ჩათვლით. ზემოაღნიშნული განხორციელდება იმ პირობით, თუ ამგვარი ზომებისა და მათი გამოყენების საფუძველზე ხელშემკვრელი მხარე თავს არ აარიდებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მისი ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 8🔗. სუბროგაცია – კრედიტორის შეცვლა
თუ ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული უწყება გადაიხდის თანხას დანაკარგების ანაზღაურების, გარანტიის ან დაზღვევის შესახებ იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ეხება ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციას, უკანასკნელი მეორე (მეორე თავის პირველ ნაწილში განსაზღვრული ინვესტორის უფლებებისათვის ზიანის მიუყენებლად) აღიარებს აღნიშნული ინვესტორის ნებისმიერი უფლებისა და პრეტენზიის გადაცემას პირველი მხარისათვის ან მის მიერ დანიშნული უწყებისათვის, რათა მან მიმართოს ნებისმიერი ასეთი უფლებისა და პრეტენზიის სუბროგაციას ასეთივე ზომით, რისი უფლებაც ჰქონდა მის წინამორბედს უფლებრივი ტიტულით.
მუხლი 9🔗. სხვა ვალდებულებები
(1) თუ ორივე ხელშემკვრელი მხარის კანონის დებულებები ან საერთაშორისო ველდებულებები, რომლებიც ამჟამად არსებობს ან შესაბამისად წინამდებარე შეთანხმებაში ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიტანეს, მოიცავს დებულებას, ზოგადს თუ კონკრეტულს, რომლის თანახმადაც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებს ენიჭებათ უფრო ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ამ შეთანხმებით არის გათვალისწინებული, მაშინ ასეთი დადგენილება, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უფრო ხელსაყრელია, სარგებლობს უპირატესობით აღნიშნულ შეთანხმებასთან შედარებით.
(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს ნებისმიერ სხვა ვალდებულებას, რომელიც მას აქ ეკისრება მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებთან დაკავშირებით.
მუხლი 10🔗. უპირატესობის უარყოფა
ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს ან მის ინვესტიციას მიანიჭოს ამ შეთანხმებით განსაზღვრული პრივილეგია იმ შემთხვევაში, თუ იმ მხარის ინვესტორი, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ მხარეს, ფლობს ან აკონტროლებს პირველხსენებულ ინვესტორს და არ აწარმოებს ბიზნესს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომლის კანონმდებლობის თანახმადაც არის იგი ჩამოყალიბებული ან შექმნილი.
თავი 2. დავის მოგვარება
ნაწილი 1. ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი
მხარის ინვესტორს შორის დავის მოგვარება
მუხლი 11🔗. დავის სფერო და ხანგრძლივობა
ეს თავი შეეხება ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის არსებულ დავას, რომლიც დაკავშირებულია ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების ვალდებულებათა დარღვევასთან, რაც იწვევს ინვესტორის ან მისი ინვესტიციის ზარალს.
მუხლი 12🔗. დავის მოგვარების საშუალება და პერიოდი
(1) ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დავის მოგვარების მიზნით, შეძლებისდაგვარად უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ან კონსულტაციები. დავის ამ გზით მოგვარების წარუმატებლობის შემთხვევაში ინვესტორს შეუძლია თავისი არჩევანის თანახმად დავა გადასაწყვეტად გადასცეს:
ა) დავის მონაწილე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალს;
ბ) დავის მოგვარების ადრინდელი პროცედურის შესაბამისად; ან
გ) ამ მუხლის შესაბამისად;
I) საინვესტიციო დავის მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ცენტრი), რომელიც შეიქმნა სახელმწიფოებსა და მეორე სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავის მოგვარების შესახებ კონვენციის საფუძველზე („ICSID კონვენცია“), თუ ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე და დავის მონაწილე ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენენ ICSID კონვენციის მხარეებს;
II) ცენტრის სამდივნოს მიერ საქმეთა ადმინისტრირების დამატებითი საშუალებების მმართველი წესების ცენტრს, ან ინვესტორის ხელშემკვრელ მხარეს ან დავის მონაწილე ხელშემკვრელ მხარეს, მაგრამ ორივე არ წარმოადგენს „ICSID კონვენციის“ მხარეს;
III) ცალკეულ არბიტრს ან სპეციალურ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის კანონის შესახებ გაერთიანებული ერების კომისიის საარბიტრაჟო წესების თანახმად („UNCITRAL“);
IV) საერთაშორისო სავაჭრო პალატას, სადაც დავას გადაწყვეტს ერთი არბიტრი ან სპეციალური ტრიბუნალი, შექმნილი საარბიტრაჟო წესების თანახმად.
(1) ამ შეთანხმების 1 პუნქტის „
c“ ქვეპუნქტის თანახმად, დავა შეიძლება გადასაწყვეტად გადაეცეს დავის მეორე მონაწილე ხელშემკვრელი მხარისათვის ამ განზრახვის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 50 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი წლისა იმ დღიდან, როდესაც ინვესტორს პირველად აცნობეს დავის გამომწვევი მოვლენების შესახებ.
მუხლი 13🔗. ხელშემკვრელი მხარის თანხმობა
(1) ამ ნაწილის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე უპირობოდ აცხადებს თანხმობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსათვის დავის წარდგენის შესახებ.
(2) (1) პუნქტში აღნიშნული თანხმობა გულისხმობს შიდა ადმინისტრაციული ან სამართლებრივი ზომების სრული გამოყენების შესახებ მოთხოვნის უარყოფას.
(3) მე-12 მუხლის (1) პუნქტის „
c“ ქვეპუნქტის თანახმად, ინვესტორს შეუძლია, თავისი არჩევანის თანახმად დავა გადასაწყვეტად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება სასამართლო წარმოების პირველ ინსტანციაში იმყოფება, მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „
a“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს გამართვის ადგილი
დავის მონაწილე რომელიმე მხარის მოთხოვნით, შეთანხმების ამ ნაწილში აღნიშნული საარბიტრაჟო სასამართლო გაიმართება იმ სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენს საზღვარგარეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და განხორციელების შესახებ 1958 წლის 10 ივნისს ნიუ-იორკში ხელმოწერილი კონვენციის („ნიუ-იორკის კონვენცია“) მონაწილე მხარეს. შეთანხმების ამ ნაწილის საფუძველზე საარბიტრაჟო სასამართლოსათვის წარდგენილი სარჩელი კომერციული ურთიერთობის ან გარიგებების შედეგად წარმოქმნილ სარჩელად ჩაითვლება ნიუ-იორკის კონვენციის 1-ლი მუხლის შესაბამისად.
მუხლი 15🔗. კომპენსაცია
ხელშემკვრელმა მხარემ თავის დაცვის, შესაგებელის, სასამართლო ჩათვლის მიზნით ან სხვა მიზეზით არ უნდა განაცხადოს, რომ მთლიანი ზარალის ან მისი ნაწილის კომპენსაცია ან სხვა სახის ანაზღაურება მიღებულია ან მიიღება მომავალში საგარანტიო ან სადაზღვევო წერილის შესაბამისად.
მუხლი 16🔗. შესაბამისი კანონი
(1) შეთანხმების ამ ნაწილის საფუძველზე შექმნილი სასამართლო გადაწყვეტს დავას ამ შეთანხმებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი წესებისა და პრინციპების თანახმად.
(2) მე-9 მუხლის თანახმად, დავის საკითხები გადაწყდება დავის მონაწილე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის, შეთანხმებისა ან უფლებამოსილების მმართველი კანონის და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი წესების თანახმად.
მუხლი 17🔗. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები და მათი სისრულეში მოყვანა
(1) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მნიშვნელოვან ჯარიმას, საბოლოო და სავალდებულო იქნება თითოეული ხელშემკვრელი მხარისათვის და უზრუნველყოფს ჯარიმისგან განთავისუფლების შემდეგ ფორმებს:
ა) დეკლარაციას იმის შესახებ, რომ ხელშემკვრელმა მხარემ ვერ შეასრულა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
ბ) ფულად კომპენსაციას, რასაც ემატება პროცენტი, ზარალის ან ზიანის მიყენების დღიდან გადახდის დღემდე;
გ) ზარალის ანაზღაურებას ნატურით შესაბამის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ხელშემკვრელ მხარეს სანაცვლოდ შეუძლია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, თუ ზარალის ანაზღაურება არ არის შესაძლებელი;
დ) ჯარიმისაგან განთავისუფლების სხვა ნებისმიერ ფორმას, დავის მონაწილე მხარეების შეთანხმებით.
(2) თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ზომები ამ მუხლის თანახმად მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედებისა და დაუყოვნებლივი განხორციელებისათვის.
ნაწილი 2. ხელშემკვრელი მხარეების დავის მოგვარება
მუხლი 18🔗. დავის სფერო, კონსულტაციები, შუამავლობა და არბიტრაჟული შერიგება
ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავა შეძლებისდაგვარად უნდა მოგვარდეს მეგობრული გზით ან კონსულტაციების ან არბიტრაჟული შერიგების საშუალებით.
მუხლი 19🔗. სამართლო საქმის დაწყება
(1) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ამ შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციის და გამოყენების თაობაზე წარმოქმნილი დავა შეძლება გადასაწყვეტად წარუდგინონ საარბიტრაჟო სასამართლოს ამ მოთხოვნის შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუადრეს 60 დღისა.
(2) წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია არ აღძრას სასამართლო საქმე ინვესტორის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის გამო, რომელიც ინვესტორმა ამ შეთანხმების მეორე თავის პირველი ნაწილის თანახმად წარუდგინა საარბიტრაჟო სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეორე ხელშემკვრელმა მხარემ ვერ გადაიხადა ჯარიმა, რომელიც მას დაეკისრა დავის განხილვისას ან იმ შემთხვევაში, თუ ამასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები ინვესტორის სარჩელის შესახებ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე დასრულდა.
მუხლი 20🔗. სასამართლოს ფორმირება
(1) საარბიტრაჟო სასამართლო განსაკუთრებული მიზნით დაფუძნდება შემდეგი სახით: საარბიტრაჟო სასამართლოში გამოცხადების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოდავე მხარეები შეთანხმების საფუძველზე დანიშნავენ საარბიტრაჟო სასამართლოს სამ წევრს და ერთ-ერთ მათგანს თავმჯდომარედ აირჩევენ. თუ სხვა იძულებითი საფუძველი არ არსებობს, წევრები ICSID-ის გენერალურმა სამდივნომ უნდა დაასახელოს.
(2) თუ 1-ლ პუნქტში განსაზღვრული პერიოდი არ არის დაცული, სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, თითოეულ მხარეს შეუძლია მოიწვიოს ICSID-ის გენერალური მდივანი აუცილებელი დანიშვნის განსახორციელებლად.
(3) საარბიტრაჟო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი.
მუხლი 21🔗. შესაბამისი კანონი, სტანდარტული წესები
(1) საარბიტრაჟო სასამართლო დავას გადაწყვეტს ამ შეთანხმების, შესაბამისი კანონებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპების თანახმად.
(2) თუ დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ, პერმანენტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საარბიტრაჟო დავის საარბიტრაჟო არასავალდებულო წესებით უნდა მოაგვაროს ისეთი საკითხები, რომლებსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმების ამ ნაწილის სხვა დებულებები.
მუხლი 22🔗. სასამართლოს გადაწყვეტილებები
(1) სასამართლომ, თავის გადაწყვეტილებებში, უნდა ჩამოაყალიბოს კანონის და ფაქტების საგამოძიებო მონაცემები, შესაბამის მიზეზებთან ერთად, და ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის თანახმად, შეუძლია დააწესოს ჯარიმისაგან განთავისუფლების შემდეგი ფორმები:
ა) დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქმედება ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ ვალდებულებებს;
ბ) რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი მოქმედება ამ შეთანხმებით დადგენილ ვალდებულებებთან;
გ) ფულადი კომპენსაცია მოსარჩელე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორისათვის ან მისი ინვესტიციისადმი ზარალის ან ზიანის მიყენების სანაცვლოდ; ან
დ) ჯარიმისაგან განთავისუფლების სხვა ნებისმიერი ფორმა, რომელზეც თანხმობას აცხადებს ხელშემკვრელი მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება. ერთ-ერთ ასეთ ფორმას წარმოადგენს ინვესტორისათვის დანაკარგის ანაზღაურება ნატურით.
(2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა დავის თითოეული მონაწილე მხარისათვის.
მუხლი 23🔗. ხარჯები
თითოეული ხელშემკვრელი მხარე გაიღებს სასამართლო საქმეში თავისი წარმომადგენლობის ხარჯებს. სასამართლოსთან დაკავშირებულ ხარჯებს ხელშემკვრელი მხარეები გაიღებენ თანაბრად, თუ სასამართლო სხვაგვარად არ მოითხოვს.
მუხლი 24🔗. განხორციელება
ფულადი გადასახდელები, რომლებიც არ განხორციელდება გადასახდელის დაწესების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სასამართლოში, შეიძლება იძულების წესით დაეკისროს ქონებაზე იურისდიქციის განხორციელებით იმ მხარეს, რომელიც არ იხდის გადასახდელს.
თავი 3. დასკვნითი დებულებები
მუხლი 25🔗. შეთანხმების გამოყენება
(1) ეს შეთანხმება გამოიყენება რომლიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციების მიმართ მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ, როგორც ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ასე ძალაში შესვლის შემდეგ.
(2) ეს შეთანხმება არ გამოიყენება მის ძალაში შესვლამდე დაკმაყოფილებული ან შემოღებული პროცედურების მიმართ.
მუხლი 26🔗. კონსულტაციები
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შესთავაზოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს კონსულტაციები ამ შეთანხმების საკითხებთან დაკავშირებით. ეს კონსულტაციები გაიმართება დიპლომატიური არხებით შეთანხმებულ ადგილას და დროს.
მუხლი 27🔗. შეთანხმების ძალაში შესვლა და ხანგრძლივობა
(1) წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს რატიფიკაციის საგანს და ძალაში შევა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის თვიდან მესამე თვის პირველივე რიცხვიდან. სარატიფიკაციო სიგელები შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიცვლება ვენაში.
(2) ეს შეთანხმება ძალაში დარჩება ათი წლის განმავლობაში: მისი მოქმედება გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით და ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს მისი დენონსირება დიპლომატიური არხებით, წერილობითი ფორმით თორმეტთვიანი შეტყობინების განხორციელებით.
(3) წინამდებარე შეთანხმების დასრულებამდე განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში, ამ შეთანხმების 1-ლი-25-ე მუხლების დებულებები ძალაში დარჩება ამ შეთანხმების დასრულების თარიღიდან შემდგომი ათი წლის განმავლობაში.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელის მომწერებმა, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
ხელმოწერილია თბილისში, 2001 წლის 18 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. თითოეულ ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. ინტერპრეტაციის დროს განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მხრიდან
(ხელმოწერილია)
ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან
(ხელმოწერილია)