დამატებითი ოქმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.1999
ძალაში შესვლა 01.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480010000.02.002.000495
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 24/05/2004
matsne.gov.ge 2,072 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.1999 მიღება
01.05.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

დამატებითი ოქმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დამატებითი ოქმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები – ალბანეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბულგარეთი, თურქეთის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთის რესპუბლიკა და უკრაინა: ითვალისწინებენ რა, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქარტიის 1 მუხლის შესაბამისად, დამფუძნებელმა წევრებმა შექმნეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია; ითვალისწინებენ რა, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ქარტიის 28-ე მუხლის შესაბამისად ორგანიზაციის წევრებმა უნდა მოამზადონ დამატებითი ოქმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ; ითვალისწინებენ რა, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ქარტიის 28-ე მუხლის შესაბამისად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, მისი წევრი ქვეყნების თანამდებობების პირები და წარმომადგენლები წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ისარგებლებენ იმ იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით, რომლებიც დადგენილია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვალს მიღებული კონვენციით „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ და რომლებიც აუცილებელია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად მათი ფუქნციების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის; შეთანხმდნენ შემდეგზე: თავი I. განსაზღვრებანი     მუხლი 1🔗 მოცემული ოქმის მიზნებისათვის: ა) „ქარტია“ ნიშნავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქარტიას, რომელსაც ხელი მოეწერა იალტაში 1998 წლის 5 ივნისს; ბ) „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა“ ნიშნავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას; გ) „წევრი სახელმწიფოები“ ნიშნავს ქარტიასთან და მოცემულ ოქმთა, მიერთებულ სახელმწიფოებს; დ) „საბჭო“ ნიშნავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს; ე) „წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლები“ ნიშნავს შვი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და მისი ორგანოების საქმიანობაში მონაწილე ყველა დელეგატს, დელეგატთა მოადგილეებს, მრჩევლებს, ტექნიკურ ექსპერტებსა და ეროვნული დელეგაციების მდივნებს; ვ) „PERMIS“ ნიშნავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედ საერთაშორისო სამდივნოს; ზ) „გენერალური მდივანი“ ნიშნავს PERMIS-ის გენერალურ მდივანს; თ) „PERMIS-ის პერსონალი“ ნიშნავს PERMIS-ის დირექტორთა შტატს, სპეციალისტთა პერსონალს და დამხმარე პერსონალს; ი) „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საკუთრება“ ნიშნავს მთელ საკუთრებას, მათ შორის ფონდებსა და სხვა სახის საკუთრებას, რომელიც ეკუთვნის და რომლებსაც განაგებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და/ან რომელსაც მეთვალყურეობას უწევს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ოფიციალურ ვალდებულებათა შესაბამისად; კ) „ნაგებობა“ ნიშნავს შენობას ან შენობის ნაწილს, მათ შორის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, რომლებიც გამოიყენება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიზნებისათვის, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის მფლობელი; ლ) „არქივები“ ნიშნავს ჩანაწერებს, კორესპონდენციას, დოკუმენტებს, საბუღალტრო ჩანაწერებსა და ყველა ფინანსურ დოკუმენტს, ხელნაწერებს, სურათებსა და ფილმებს, აუდიოჩანაწერებს, კომპიუტერულ პროგრამებს, წერილობით მასალებს, ვიდეოკასეტებს ან დისკებს, დისკებს ან კასეტებს, რომლებიც შეიცავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის კუთვნილ ან მის მფლობელობაში არსებულ მონაცემებს. თავი II. ოქმის შესრულება     მუხლი 2🔗 მოცემული ოქმის შესრულების მიზნით, გენერალური მდივანი მოქმედებს საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებით და/ან საბჭოს თანხმობით.     მუხლი 3🔗 გენერალური მდივანი ყველა შემთხვევაში ითანამშრომლებს წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას, უზრუნველყოს პოლიციის შინაგანაწესის შესრულება და აღმოფხვრას მოცემულ ოქმში ჩამოთვლილ პრივილეგიებთან, იმუნიტეტებთან, გადასახადისაგან გათავისუფლებასა და შეღავათებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დარღვევა. თავი III. საკუთრება     მუხლი 4🔗 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაზე, მის საკუთრებასა და აქტივებზე, იმის მიუხედავად, თუ სად მდებარეობს ის ან ვის მფლობელობაშია, ვრცელდება იმუნიტეტი ყველა სახის სამართალწარმოებისაგან, იმ ცალკეულ შემთხვევათა გარდა, როცა საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოცემული იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმუნიტეტის მოხსნა არ შეიძლება ნიშნავდეს საკუთრების ჩამორთმევის ან დაყადაღების რაიმე ღონისძიების განხორციელებას.     მუხლი 5🔗 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ნაგებობანი ხელშეუხებელია. მის საკუთრებასა და აქტივებზე, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს ის ან ვის მფლობელობაშია, ვრცელდება იმუნიტეტი ჩხრეკის, აღკვეთის ღონისძიებასთან, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის ან სხვა ფორმის ჩარევასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ორგანო ახორციელებს ამ ღონისძიებებს – აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლო თუ საკანონმდებლო.     მუხლი 6🔗 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის არქივები, აგრეთვე მისი კუთვნილი ან მის მფლობელობაში არსებული ყველა დოკუმენტი ხელშეუხებელია მათი შენახვის ადგილის მიუხედავად.     მუხლი 7🔗 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის დროშა და ემბლემა წარმოდგენილი უნდა იყოს მის ნაგებობებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება ოფიციალური მიზნით. წევრ სახელმწიფოთა დროშები გამოფენილი უნდა იყოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ნაგებობებზე.     მუხლი 8🔗 ფინანსური პოლიტიკის, ნორმებისა ან ნებისმიერი სახის მორატორიუმის პირობების შეუზღუდავად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუძლია: ა) იქონიოს ფონდები, ოქრო ან ნებისმიერი სახის ვალუტა, აგრეთვე იქონიოს და აწარმოოს საბანკო ანგარიშებზე ოპერაციები ნებისმიერი ვალუტით თავისი მიზნების მისაღწევად; ბ) აწარმოოს თავისი ფონდების თავისუფალი ტრანსფერი ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ნებისმიერი ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მოახდინოს მის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ვალუტის კონვერტირება.     მუხლი 9🔗 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, მისი აქტივები, შემოსავალი და სხვა საკუთრება გათავისუფლებულია: ა) ყველა პირდაპირი გადასახადისაგან; ამასთან, იგულისხმება, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა არ მოითხოვს იმ ტარიფების, გადასახადების ან ბაჟისაგან გათავისუფელბას, რომლებიც შეადგენს კომუნალური მომსახურების ხარჯებს; ბ) ყველა სახის საბაჟო გადასახადებისაგან და დამატებითი ფინანსური ვალდებულებებისაგან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოფიციალური გამოყენებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, გარდა საქონლის დასაწყობებასა და საბაჟო დამუშავებასთან დაკავშირებული საფასურისა, ისეთ ადგილებში, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით არ არის განსაზღვრული და საბაჟო ორგანოების არასამუშაო საათებში. ამასთან, ასეთი გამონაკლისი წესით იმპორტირებული საქონელი არ გაიყიდება იმ ქვეყანაში, რომელშიც ხდება მისი იმპორტი, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს შეთანხმებულია წევრ სახელმწიფოებთან; გ) ყველა ბაჟისაგან და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პუბლიკაციების იმპორტსა და ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვისა და შეზღუდვისაგან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია ამ საქონლის შენახვასა და საბაჟო დამუშავებასთან ისეთ ადგილებში, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით არ არის განსაზღვრული და ტარდება საბაჟო ორგანოების მიერ არასამუშაო საათებში.     მუხლი 10🔗 მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, როგორც წესი, არ მოითხოვს მოძრავ და უძრავ ქონებაზე დადგენილი აქციზური და ბრუნვის გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომელიც შეადგენს გადახდილი ღირებულების ნაწილს, იმ შემთხვევაში, თუ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია აწარმოებს ოფიციალური გამოყენებისათვის განკუთვნილი იმ ქონების მნიშვნელოვანი ოდენობით შესყიდვას, რომელსაც ერიცხება აღნიშნული გადასახადები, ან რომელიც ექვემდებარება ამ გადასახადის დარიცხვას, წევრ სახელმწიფოები, სადაც შესაძლებელია, განახორციელებენ ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების ან გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით. თავი IV. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის კომუნიკაციები და პუბლიკაციები     მუხლი 11🔗 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოფიციალური კომუნიკაციის სისტემა თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმით, როგორსაც ეს სახელმწიფო ანიჭებს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური მისიების შესაბამის სისტემებს. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოფიციალური კორესპონდენცია, აგრეთვე სხვა სახის კომუნიკაციები, არ ექვემდებარება ცენზურას. ცენზურა არ ვრცელდება ასევე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პუბლიკაციებზე, სურათებზე, ფილმებსა და აუდიოჩანაწერებზე. თავი V. წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლები     მუხლი 12🔗 წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, თავიანთი ფუნქციების შესრულებისას, და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლების შეხვედრის ადგილებზე გამგზავრების ან იქიდან გამომგზავრების დროს ისარგებლებენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით: ა) იმუნიტეტი დაპატიმრებისა და დაკავებისაგან, პირადი ტვირთის ჩამორთმევისაგან, ასევე მათი, როგორც წარმომადგენლის მიერ წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვების, ასევე ჩადენილი ქმედებისათვის აღძრული ნებისმიერი სახის სამართალწარმოებისაგან; ბ) ყველა იმ საბუთისა და დოკუმენტის, მათ შორის კომპიუტერული პროგრამების, ვიდეოკასეტების ან დისკების ხელშეუხებლობა, რომლებიც შეიცავს წარმომადგენლების კუთვნილ მონაცემებს; გ) კოდების გამოყენებისა და საბუთების ან კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით ან დაბეჭდილი პაკეტებით მიღების უფლება; დ) წარმომადგენლების, მათი მეუღლეების და მათ კმაყოფაზე მყოფი პირების უფლება, გათავისუფლდნენ იმ სახელმწიფოში მოქმედი საიმიგრაციო შეზღუდვებისაგან, უცხოელთა რეგისტრაციის და სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული ვადლებულებისაგან, სადაც ისინი ჩადიან ან რომლის ტერიტორიასაც გაივლიან თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად; ე) ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებული იმავე შეღავათებით სარგებლობის უფლება, რომლებიც ვრცელდება დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის წევრებზე; ვ) პირად ტვირთთან დაკავშირებით იმავე იმუნიტეტებით და შეღავათებით სარგებლობის უფლება, რომლებითაც სარგებლობენ დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის წევრები; ზემოთ აღნიშნული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების გარდა, წევრ სახელმწიფოთა ის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური რანგი, აგრეთვე მათი მეუღლეები და მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, სარგებლობენ იმავე სახის პრივილეგიებით და იმუნიტეტებით, გადასახადებისაგან გათავისუფლებით და შეღავათებით, რომლებიც ენიჭება დიპლომატიურ აგენტებს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციით.     მუხლი 13🔗 წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლების სიტყვის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით უზრუნველყოფის მიზნით, იმუნიტეტი, რომელიც იცავს ამ პირებს სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულების დროს, წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან ან განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით აღძრული სამართალწარმოებისაგან, ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პირი შემდგომში აღარ შეასრულებს თავის მოვალეობებს.     მუხლი 14🔗 პრივილეგიები და იმუნიტეტები წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ენიჭებათ არა პირადი სარგებლობისათვის, არამედ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოს არამარტო უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა თავის წარმომადგენელს მოუხსნას იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ამ წევრი სახელმწიფოს აზრით, იმუნიტეტმა შეიძლება ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას და როცა ამ იმუნიტეტის მოხსნა არ ზღუდავს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებისთვისაც ეს იმუნიტეტი იყო გათვალისწინებული.     მუხლი 15🔗 მე-12, მე-13 და მე-14 მუხლების დებულებები არ გამოიყენება წარმომადგენელსა და იმ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში, რომელსაც იგი წარმოადგენს. თავი VI. მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნოს პერსონალი.     მუხლი 16🔗 PERMIS-ის პერსონალი: ა) სარგებლობს სასამართლო იმუნიტეტით ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში წარმოთქმულ და დაწერილ ნებისმიერ სიტყვასთან ან განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით; ბ) თავისუფლდება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ მასზე გაცემული ხელფასის ან გასამრჯელოს დაბეგვრისაგან; გ) მეუღლეებთან და კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად სარგებლობს იმუნიტეტით საიმიგრაციო შეზღუდვებთან და უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვალდებულებებთან დაკავშირებით; დ) ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით, სარგებლობს ისეთივე პრივილეგიებით, რომლებიც ვრცელდება დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის მოხელეებზე; ე) საერთაშორისო კრიზისების დროს მეუღლეებთან და კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად სარგებლობს რეპატრიაციის ისეთივე შესაძლებლობებით, რომლებითაც სარგებლობენ დიპლომატიური მისიის შესაბამისი რანგის მოხელეები; ვ) მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, სარგებლობს უფლებით მიმღებ სახელმწიფოში თანამდებობის პირველად დაკავების დროს, დაუბეგრავად განახორციელოს ავეჯის და პირადი ის, მათ შორის ავტომობილის იმპორტი, აგრეთვე სარგებლობს უფლებით დაუბეგრავად განახორციელოს აღნიშნული ნივთების ექსპორტი PERMIS-ში თავისი ფუნქციების შეწყვეტის შემდეგ. ამასთან, არ უნდა მოხდეს იმ ქონების მუდმივ ან დროებით საფუძველზე გადაცემა, გაქირავება, სესხის სახით გაცემა ან გაყიდვა, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისაგან ამ პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.     მუხლი 17🔗 გარდა მე-16 მუხლში ჩამოყალიბებული იმუნიტეტებისა და პრივილეგიებისა, გენერალურ მდივნებზე და მათ მოადგილეებზე, აგრეთვე მათ მეუღლეებსა და მათ კმაყოფაზე მყოფ ნათესავებზე ვრცელდება ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, გადასახადებისაგან გათავისუფლება და შეღავათები, რომლებითაც სარგებლობენ დიპლომატიური აგენტები დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის შესაბამისად.     მუხლი 18🔗 PERMIS-ის პერსონალი, რომელიც შედგება მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეების ან მუდმივი ადგილსამყოფლის მქონე პირებისაგან, ისარგებლებს მხოლოდ სასამართლო იმუნიტეტით და ხელშეუხებლობით მხოლოდ სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულებისას განხორციელებულ აქტებთან დაკავშირებით.     მუხლი 19🔗 პერსონალისათვის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება ემსახურება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესებს და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირადი სარგებლობისათვის. საბჭო უფლებამოსილია და მოვალეა გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე იმუნიტეტი გაუუქმოს დირექტორთა და სპეციალისტთა პერსონალის წევრს ნებისმიერ შემთხვევაში, როცა, მისი აზრით, იმუნიტეტის არსებობა ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როცა იგი შეიძლება გაუქმდეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ინტერესებისათვის ზიანის მიუყენებლად. გენერალურ მდივანს უფლება აქვს, აგრეთვე ვალდებულია იმუნიტეტი გაუუქმოს დამხმარე პერსონალის ნებისმიერ მუშაკს ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როცა, მისი აზრით, იმუნიტეტის არსებობა აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას და მისი გაუქმება ზიანს არ მიაყენებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესებს.     მუხლი 20🔗 მოცემული თავის დებულებათა სათანადო შესრულების უზრუნველსაყოფად გენერალური მდივანი ადგენს PERMIS-ის პერსონალის მუშაკთა სახელებისა და თანამდებობების ნუსხას, რომელიც უნდა გადაეცეს ყველა წევრ სახელმწიფოს. თავი VII. სადავო საკითხების გადაწყვეტა     მუხლი 21🔗 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრ სახელმწიფოთა შორის მოცემული ოქმის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყველა სახის სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეები სადავო საკითხს წარუდგენენ საბჭოს, განხილვისა და შესაბამის ღონისძიებათა გატარების მიზნით. თავი VIII. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 22🔗 მოცემული ოქმი ღიაა ხელმოსაწერად შვი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა დამფუძნებელი წევრისათვის. მოცემული ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. მოცემულ ოქმს შეუძლია მიუერთდეს ქარტიაზე ხელის მომწერი ნებისმიერი სახელმწიფო. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტები დეპოზიტართან ინახება.     მუხლი 23🔗 მოცემული ოქმთან დაკავშირებით არ შეიძლება არავითარი პირობის დათქმა.     მუხლი 24🔗 მოცემულ ოქმი ძალაში შევა იმ თარიღის მომდევნო თვის პირველ დღეს, როცა დეპოზიტარს გადაეცემა მისი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ ცხრა ხელმომწერი სახელმწიფოს დოკუმენტები. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს მოცემული ოქმის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან მიუერთდება მას მისი ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ, მოცემული ოქმი ძალაში შევა იმ დღეს, როცა ეს სახელმწიფო დეპოზიტარს გადასცემს შესაბამის დოკუმენტებს.     მუხლი 25🔗 ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება მოცემულ ოქმში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი შესწორების ტექსტი გავრცელდება წევრ სახელმწიფოთა შორის PERMIS-ის მეშვეობით, შემდეგ კი გადაეცემა საბჭოს განხილვისა და დამტკიცებისათვის. მოცემული ოქმის შესწორებები, დამტკიცებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ექვემდებარება წევრი სახელმწიფოების მიერ რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას და ძალაში შევა 24-ე მუხლში ჩამოყალიბებული პროცედურის შესაბამისად.     მუხლი 26🔗 PERMIS არის მოცემული ოქმის დეპოზიტარი. მოცემული ოქმის ინგლისურ ენაზე შესრულებული ორიგინალი ინახება დეპოზიტართან, ერთადერთ, ეგზემპლარის სახით. ზემოთქმულის დასტურად, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს მოცემულ ოქმს. ხელმოწერილია თბილისში, ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი წლის აპრილის ოცდამეათე დღეს. ალბანეთის რესპუბლიკის სახელით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით ბულგარეთის სახელით თურქეთის რესპუბლიკის სახელით მოლდოვის რესპუბლიკის სახელით რუმინეთის სახელით რუსეთის ფედერაციის სახელით საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით საქართველოს სახელით სომხეთის რესპუბლიკის სახელით უკრაინის სახელით