შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მეურნეობისა და სურსათის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 08.03.1996
ძალაში შესვლა 10.07.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480290000.02.002.000476
გამოქვეყნების წყარო სსმ, -, 30/01/2004
matsne.gov.ge 679 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.03.1996 მიღება
10.07.1997 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მეურნეობისა და სურსათის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მეურნეობისა და სურსათის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი, განზრახული აქვთ ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე თანამშრომლობის განვითარება სოფლის მეურნეობის სფეროში, ითვალისწინებენ რა სოფლის მეურნეობის ქვედარგებში ინიციატივის განმტკიცებისა და გაფართოების აუცილებლობას, სურთ რა თავისი სახელმწიფოების შიდა ბაზრების უფრო სრული გაჯერების უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის პროდუქტებითა და სურსათით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მონაწილე მხარეები ითანამშრომლებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, მოსავლის აღების, შენახვისა და გადამუშავების სფეროში, კერძოდ: მეჩაიეობის, მიწათმოქმედების, მეთამბაქეოეობის, მეცხოველეობის, კვების მრეწველობის, მელიორაციის, მცენარეთა დაცვისა და სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის სფეროში; სამეცნიერო ტექნიკური ინფომაციის, სოფლის მეურნეობის ხაზით შემუშავებული სამეცნიერო პრობლემატიკის გაცვლა; მემცენარეობისა და მეცხოველეობის გენეტიური და სელექციური მასალების გაცვლა; აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროს ექსპერტების გაცვლა; სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება; კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის რეალიზაციისათვის ურთიერთსასარგებლო პირობების შექმნა, აგრეთვე, ერთობლივი საწარმოების შექმნა და სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის პროდუქციის საქმიანობის სრულყოფა.     მუხლი 2🔗 მეჩაიეობის სფეროში მონაწილე მხარეები ერთობლივად გაატარებენ ეფექტურ ღონისძიებებს ჩაის პლანტაციების აღდგენისათვის (ჩაის ბუჩქის აღდგენა, ფორმირება). საქართველოს მხარე აზერბაიჯანის რესპუბლიკას მიაწვდის გრანულებული ჩაის წარმოებისათვის ერთ კომპლექტ ნაკადურ ხაზს და სათადარიგო ჩაის პირველადი გადამუშავების საწარმოების დანადგარებისათვის. სათადარიგო ნაწილების, ნაკადური ხაზებისა და დანადგარების მიწოდება განხორციელდება კონკრეტულ საწარმოებს შორის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მათთვის შესაბამისი საბაჟო და საგადასახადო შეღავათების მინიჭების გზით.     მუხლი 3🔗 მემცენარეობის სფეროში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ ყოველწლიურად მსოფლიო ფასებში პარიტეტული პირობებით, ერთმანეთს მიაწოდონ აზოტოვანი სასუქები, თივისა და ნამჯის საწნეხი კანაფი ბამბის ბოჭკოს სანაცვლოდ. საქართველოს მხარე უზრუნველყოფს მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეურნეობებს მიაწოდოს თესლები: მწვანე ხახვის – 4 ტონა; თალგამის ზამთრის ჯიშების – 0,5 ტონა; გოგრის – 0,5 ტონა; სტაფილოს – 1 ტონა. აზერბაიჯანის მხარე უზრუნველყოფს მიმდინარე წელს საქართველოს მიაწოდოს ბოსტნეული კულტურების თესლები; თეთრთავიანი კომბოსტოს საადრეო და საგვიანო ჯიშების – 2 ტონა; „ალმასის“ ჯიშის ბადრიჯანის – 1 ტონა; წიწმატის – 0,5 ტონა; სუფრის ჯიშის საზამთროს – 1 ტონა; რეპროდუქციისათვის ტკბილი წიწაკის – 20 კილოგრამი; „ვოლგოგრადის“ ჯიშის ტომატის – 50 კილოგრამი. მიწოდება მოხდება „ბოსტანჯიშთესლის“ გაერთიანებებს შორის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე.     მუხლი 4🔗 მეთამბაქოეობის სფეროში აზერბაიჯანის მხარე თანახმაა ყოველწლიურად მიაწოდოს საქართველოს 3 ათას ტონამდე ფერმენტირებული თამბაქო. ფერმენტირებული თამბაქოს მიწოდება შეიძლება გაიზარდოს იმ პირობით, თუ საქართველოს მხარე მონაწილეობას მიიღებს თამბაქოს მწარმოებლების დაფინანსებაში.     მუხლი 5🔗 მეცხოველეობის სფეროში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანის მხარე ყოველწლიურად მიაწვდის 150 სულ კამეჩს და 1000 ტონა გაურეცხავს მატყლს. საქართველოს მხარე უზრუნველყოფს ვეტერინარული პრეპარატებისა და ვაქცინების მიწოდებას. მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები შემდგომში დააზუსტებენ მიწოდების ნუსხას, ვადასა და რაოდენობას.     მუხლი 6🔗 ამ შეთანხმების პირველ მუხლში აღნიშნული თანამშრომლობის მიმართულებათა რეალიზაციის, აგრეთვე, შემდგომი კონტაქტების უზრუნველყოფის მიზნით, მონაწილე მხარეები შექმნიან ერთობლივ ჯგუფს სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებზე სამუსაოდ. სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება თითოეული მხარის 4-4 წარმომადგენლისაგან, მოამზადებს წინადადებებს მომავლისათვის და განსაზღვრავს თითოეული მხარის კონკრეტულ ამოცანებს. ეს სამუშაო ჯგუფი რიგ-რიგობით გამართავს სესიებს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. სატრანსპორტო ხარჯებს გაიღებს გამგზავნი, ხოლო სასტუმროსა და კვების ხარჯებს, მიმღები მხარე.     მუხლი 7🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როცა მონაწილე მხარეები წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს, რომ მათ შეასრულეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებელია შეთანხმების ძალაში შესასვლელად. შეთანხმება ძალადაკარგულად ჩაითვლება 6 თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა ერთ-ერთი მონაწილე მხარე წერილობით შეატყობინებს მეორეს, რომ განზრახული აქვს შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება. შეთანხმება შესრულებულია ქ. თბილისში, 8 მარტი 1996 წ., 2 პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)