შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის სფეროში

მიღების თარიღი 20.05.2009
ძალაში შესვლა 29.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000733
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/08/2009
matsne.gov.ge 619 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2009 მიღება
29.07.2009 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის სფეროში p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის სფეროში საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა განავითარონ სავაჭრო–ეკონომიკური, სამრეწველო და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობა, აღიარებენ რა, რომ ასეთი თანამშრომლობის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური დაცვა, აცნობიერებენ რა სამრეწველო საკუთრების ავტორთა და მფლობელთა უფლებების დაცვისათვის ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას, ხელმძღვანელობენ რა ქვეყნებს შორის სუვერენული თანამშრომლობის პრინციპებით, საერთო ინტერესებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით , შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები ახორციელებენ და ანვითარებენ თანამშრომლობას გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე, სამრეწველო ნიმუშებზე, სასაქონლო ნიშნებზე და გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტებზე უფლებების დაცვისა და გამოყენების სფეროში, ურთიერთსარგებლობისა და თანასწორობის საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილენიც არიან ან იქნებიან საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა.     მუხლი 2🔗 მხარეთა თანამშრომლობა მიმართული იქნება: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უფლებების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებაზე. ინფორმაციის გაცვლაზე ნორმატიული აქტებითა და სხვა დოკუმენტებით და აგრეთვე სპეციალისტების გამოცდილების გაცვლა ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობას. მხარეთა შორის შეთანხმებული თანამშრომლობის სხვა ფორმებზე.     მუხლი 3🔗 წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი მხარეთა კომპეტენტური ორგანოები: საქართველოში – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში – აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და პატენტების სახელმწიფო კომიტეტი და საავტორო უფლებების სააგენტო; კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობის წესი და პირობები განისაზღვრება მათ შორის გაფორმებული სპეციალური შეთანხმებით.     მუხლი 4🔗 მხარეები, მათი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, ცვლიან საქონელზე ტრადიციულად გამოყენებული აღნიშვნების სიებს, რომლებიც დაცულია მხარე სახელმწიფოების კანონმდებლობების შესაბამისად და წარმოადგენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებს, სასაქონლო ნიშნის სახით ან მათ შემადგენლობაში მხარე სახელმწიფოების კანონმდებლობების შესაბამისად მათი უკანონო რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით.     მუხლი 5🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ჩატარების, კადრების მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე.     მუხლი 6🔗 ერთი სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირები ისარგებლებენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საპატენტო ფონდებით, ბიბლიოთეკებითა და მონაცემთა ბაზებით, იმ სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია წინამდებარე შეთანხმებაში შესწორებებისა და დამატებების შეტანა, რომელიც გაფორმდება ცალკეული ოქმით. ოქმები წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით.     მუხლი 8🔗 ნებისმიერი დავა და უთანხმოება, წარმოშობილი მხარეთა შორის ამ შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 9🔗 შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხებით ორივე მხარის მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების თარიღიდან. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 5-წლიანი პერიოდებით, იმ შეთხვევაში, თუ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, არც ერთი მხარე დიპლომატიური არხებით არ შეატყობინებს წერილობით მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება. შესრულებულია ქ. ბაქოში, 2009 წლის -- მაისს, ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტი ორ ორიგინალ ეგზემპლარად, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა. წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება რუსულენოვანი ტექსტი. საქართველოს მთავრობის                                                        აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით                                                                                       მთავრობის სახელით ხელმოწერილია                                                                                             ხელმოწერილია