ოქმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის და ბინადრობის უფლების არმქონე პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების შესახებ

მიღების თარიღი 27.05.2009
ძალაში შესვლა 27.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000731
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/08/2009
matsne.gov.ge 2,564 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2009 მიღება
27.05.2009 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
გვარი: სახელი:
დაბადების თარიღი დაბადების ადგილი:
შესვლის თარიღი და დრო: ყოფნის ხანგრძლივობა:
შესვლის თარიღი და დრო ყოფნის ხანგრძლივობა
დაბრუნების თარიღი: დაბრუნების საათი:
თარიღი დრო
გადაწყვეტილება მიღება
თარიღი: დრო:

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის და ბინადრობის უფლების არმქონე პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; background:navy; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.7in .7in .5in .7in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოქმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ბინადრობის უფლების არმქონე პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ქართული მხარე) ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ლატვიური მხარე), (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც ხელშემკვრელი მხარეები) ეყრდნობიან რა „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ბინადრობის უფლების არმქონე პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლს, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 11 ივლისს, ქ. რიგაში (შემდგომში მოხსენიებული როგორც შეთანხმება), შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. მოქალაქეობის დადგენა ან ვარაუდი 1. შეთანხმების მე-2 მუხლის თანახმად, თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედი დოკუმენტის არსებობა ასაბუთებს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობას: a) ქართული მხარისათვის: – დიპლომატიური პასპორტი; – სამსახურებრივი პასპორტი; – მოქალაქის პასპორტი; – მოქალაქის პირადობის მოწმობა. b) ლატვიური მხარისათვის: – დიპლომატიური პასპორტი; – სამსახურებრივი პასპორტი; – მოქალაქის პასპორტი; – მოქალაქის პირადობის მოწმობა. 2. შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად მეორე ხელშემკვრელი მხარის რეადმისიის ვალდებულებას ამ პირებთან დაკავშირებით განაპირობებს შემდგომი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: a) ქართული მხარისათვის: – ვიზა, ტრანზიტული ვიზის გარდა; – დროებითი ბინადრობის ნებართვა; – მუდმივი ბინადრობის ნებართვა; – სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შესაბამისობაშია ნიუ იორკის 1967 წლის 31 იანვრის ოქმით შესწორებულ, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციასთან, რომელიც აძლევს ამ დოკუმენტის მფლობელს, მისი მოქმედების ვადაში, საქართველოში დაბრუნების უფლებას. – მოქალაქეობის არმქონე პირის პირადობის მოწმობა. b) ლატვიური მხარისათვის: – მუდმივი ბინადრობის ნებართვა; – დროებითი ბინადრობის ნებართვა; – ვიზა, ტრანზიტის ვიზის გარდა; – ლატვიური უცხოელის პასპორტი (nepilsona pase); – სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შესაბამისობაშია ნიუ იორკის 1967 წლის 31 იანვრის ოქმით შესწორებულ, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციასთან, რომელიც აძლევს ამ დოკუმენტის მფლობელს, მისი მოქმედების ვადაში, ლატვიის რესპუბლიკაში დაბრუნების უფლებას. – მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი, ლატვიის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მოქმედ ბინადრობის ნებართვასთან ან შესვლის ვიზასთან (სატრანზიტო ვიზის გარდა) ერთად. 3. შეთანხმების მე-2 მუხლის მიხედვით, იმ პირის მოქალაქეობა, რომელიც ექვემდებარება რეადმისიას, ივარაუდება შემდგომი დოკუმენტებიდან ერთერთის საფუძველზე: a) ქართული მხარისათვის: – ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები რომელთა მოქმედების ვადაც გასულია; – სამხედრო ბილეთი ან მისი ასლი; – მართვის მოწმობა ან მისი ასლი; – დაბადების მოწმობა ან მისი ასლი; – სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული მოწმობა (ცნობა) ან მისი ასლი; b) ლატვიური მხარისათვის: – ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები რომელთა მოქმედების ვადაც გასულია; – ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების ასლები; – დოკუმენტები ან საბუთები, რომლებიც ადასტურებენ ლატვიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ან სამართალდამცავი ორგანოებისადმი კუთვნილებას; – სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ასეთი პიროვნების მოქალაქეობის დადგენა; – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; – ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელის წერილობითი დადასტურება პირის ვინაობის შესახებ. 4. შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად მეორე ხელშემკვრელი მხარის რეადმისიის ვალდებულებას ამ პირებთან დაკავშირებით ივარაუდება შემდგომი ერთ -ერთი დოკუმენტიდან: – ამ მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, რომელთა მოქმედების ვადაც გასულია; – ამ მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების ასლები . 5. მოთხოვნის წარმდგენი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს იმ პირის დაგეგმილი უკან დაბრუნების შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის ან ასაკის გამო საჭიროებს ზრუნვას. მოთხოვნის მიმღები მხარე აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ტრანსპორტირების დროისა და ადგილის შესახებ დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი (5) დღის ვადაში. 6. მხარეებს ეკისრებათ რეადმისიის ვალდებულება, თუ ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილი დოკუმენტი ყალბი ან ფალსიფიცირებულია, ან გაცემულია ყალბი ან ფალსიფიცირებული დოკუმენტის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. უკანონო შესვლის ან ყოფნის დამტკიცება 1. სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო შესვლას და ყოფნას ამტკიცებს შემდეგი ფაქტები: – სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლის დამადასტურებელი შტამპის და/ან მსგავსი ნიშნის არარსებობა სამგზავრო დოკუმენტში; – სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლის დამადასტურებელი შტამპი ფალსიფიცირებულ პასპორტში; – სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლის დამადასტურებელი ყალბი შტამპი სამგზავრო დოკუმენტში; – სხვა დოკუმენტები ან ფაქტები, რომელთა საფუძველზეც საბუთდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და/ან უკანონოდ ყოფნა. 2. სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო შესვლა ან დარჩენა ივარაუდება შემდგომი ფაქტების საფუძველზე: – რეადმისიას დაქვემდებარებული პირის განცხადება, წარდგენილი მოთხოვნის წარმდგენი მხარის ორგანოებისადმი და რომელიც შეტანილია ოქმში; – ორგანოების წარმომადგენელთა და სხვა პირების განცხადებები; – დოკუმენტაცია, რომელიც იძლევა მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე საჯარო და კერძო მომსახურებით სარგებლობის უფლებას (ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები, საბუთები რომლებიც უზრუნველყოფენ სოციალურ დახმარებას, გამოყენებული მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები და სხვა); – მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ რეადმისიას დაქვემდებარებული პირისთვის, მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი სამოგზაურო ან მგზავრთა ტრანსპორტირების აგენტის მიერ გაწეულ მომსახურებას; – სამგზავრო ბილეთები; – კომპეტეტნტური ორგანოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მონაცემები; 3. ამ მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილია დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მათი დამატებით შემოწმება.     მუხლი 3🔗. რაედმისიის პროცედურა 1. შეთანხმების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში განმარტებული რეადმისია განხორციელებული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურების შესაბამისად და შესაბამისი დოკუმენტაცია ასევე უნდა იქნეს შევსებული: a) თუ რეადმისიისათვის საჭირო პირობები შესრულებულია, მოთხოვნის წარმდგენი მხარე წინამდებარე ოქმის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზრვრულ კომპეტენტურ ორგანოს წარუდგენს კონკრეტული პირის შესახებ რეადმისიის მოთხოვნას. რეადმისიის შესახებ მოთხოვნის ფორმის ნიმუში წარმოდგენილია ამ ოქმის პირველ დანართში (რეადმისიის მოთხოვნა); b) შეთანხმების მე-9 მუხლში მითითებულ მონაცემებთან ერთად, მოთხოვნა ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: – რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერას და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელ მკურნალობას; – რეადმისიის ადგილს, დროს და თარიღს; – საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გარემოებებს: თარიღი, ადგილი, მეთოდი და სხვა, ისევე როგორც ამ ყველაფრის დამასაბუთებელი დამაჯერებელ და პირად მტკიცებულებას. – ენა, რომელზეც საუბრობს რეადმისიას დაქვემდებარებული პირი. c) რეადმისიის შესახებ მოთხოვნაზე პასუხი იგზავნება წერილობითი ფორმით, შეთანხმების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადებში ; d) მოთხოვნის მიმღები მხარე ვალდებულია შეთანხმების მე-6 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვადებში დაუშვას იმ პირის რეადმისია, რომლის რეადმისიაზეც მან განაცხადა თანხმობა. e) პირთა რეადმისია უნდა განხორციელდეს ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში. რეადმისიის განხორციელება დასტურდება მოთხოვნის წარმდგენი მხარის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ. 2. რეადმისიის პროცედურის განხორციელებისას, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ დაუშვან ერთდროულად განსაკუთრებულად მრავალრიცხოვან პირთა ჯგუფების (15-ზე მეტი ადამიანი) რეადმისია. ეს ვალდებულება არ მოქმედებს, იმ შემთხვევაში, როდესაც რეადმისია ეხება პირთა ჯგუფს, რომლებმაც მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია გადაკვეთეს ერთსა და იმავე დროს.     მუხლი 4🔗. ტრანზიტი რეადმისიის დროს 1. მოთხოვნის წარმდგენი მხარე ამ ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ კომპეტენტურ ორგანოებს წარუდგენს კონკრეტული პირების ტრანზიტის შესახებ მოთხოვნას. ამ მოთხოვნის და ამ მოთხოვნაზე პასუხის ნიმუშები მოცემულია ამ ოქმის მე-2 დანართში (ტრანზიტის მოთხოვნა). 2. შეთანხმების მე-9 მუხლში მითითებულ მონაცემებთან ერთად, ტრანზიტის შესახებ მოთხოვნა ასევე უნდა შეიცავდეს: – განცხადებას, რომ შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები დაცულია და რომ არ არის ცნობილი შეთანხმების მე-7 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის უარყოფის მიზეზები; – რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერას და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელ მკურნალობას; – გამგზავრების ადგილს, დროს და თარიღს; – სატრანზიტო ქვეყანაში ჩასვლის დროს, თარიღს და ადგილს; – სატრანზიტო ქვეყნიდან შემდეგი დანიშნულების ქვეყანაში გამგზავრების დროს, თარიღს და ადგილს; – საჭიროებისამებრ, აუცილებელი უსაფრთხოების ზომებს უცხოელის გამცილებელი ოფიციალური პირებისათვის; – რაედმისიას დაქვემდებარებული პირის ტრანსპორტირების დამსწრე, მოთხოვნის წარმდგენი მხარის წარმომადგენლის – გვარს, სახელს და თანამდებობას. 3. რაიმე მიზეზების გამო, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ტრანზიტის ჩაშლის შემთხვევაში, განმეორებითი მოთხოვნა რეადმისიის შესახებ იგზავნება ამ ოქმის მე-2 დანართის შესაბამისად შეთანხმების მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის დებულებების საფუძველზე. 4. სხვა ქვეყანაში მიმავალი, რეადმისიას დაქვემდებარებულ სხვა ქვეყნის მოქალაქეების გადაყვანა/მიღება, ხორციელდება შეთანხმების მე-6 მუხლში ჩამოთვლილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში.     მუხლი 5🔗. კომპეტენტური ორგანოები 1. ხელშემკვრელი მხარეთა მოქალაქეების და სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიის შესახებ მოთხოვნის წარდგენაზე და მიღებაზე, კომპეტენტურად ითვლებიან შემდეგი ორგანოები; a) ქართული მხარისათვის: მოქალაქეობისა და ბინადრობის საკითხებზე ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. მისამართი: თბილისი 0154, აკ. წერეთლის გამზ. №67 ა. ტელ.: +995 32 35 79 51 ფაქსი: +995 32 35 79 97 ელ. ფოსტა: press@cra.gov.ge პირთა იდენტიფიკაციაზე პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მისამართი: თბილისი 0154, აკ. წერეთლის გამზ. №67 ა. ტელ.: +995 32 35 79 29 ფაქსი: +995 32 35 79 30 ელ. ფოსტა: press@cra.gov.ge – საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში მისამართი: ქ. რიგა, რაინას გამზ. 3 ტელ.: +371 67 22 58 12 ფაქსი: +371 67 22 58 12 ელ. ფოსტა: riga.emb@mfa.gov.ge – პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის თაობაზე ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მისამართი: 0131, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ ტელ.: (+995 32) 41 30 56 ფაქსი: (+995 32) 41 30 58 ელ. ფოსტა: patrol.police@mia.gov.ge b) ლატვიური მხარისათვის: Immigration Board of the Central Board of the State Border Guard (სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის უწყების მთავარი საბჭოს საემიგრაციო საბჭო) მისამართი; Rudolfa st. №5, Riga, LV-1012 ფაქსი: (+371) 67 07 56 71 ტელ.: (+371) 67 07 56 86  (+371) 67 07 56 41 ელ. ფოსტა: imigracija@rs.gov.lv 2. სხვა ქვეყნის მოქალაქეების სხვა ქვეყანაში ტრანზიტის განსახორციელებლად საჭირო ტრანზიტის შესახებ მოთხოვნის წარდგენისა და მიღებისათვის კომპეტენტურად ითვლებიან შემდეგი ორგანოები: a) ქართული მხარისათვის: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მისამართი: 0160, თბილისი, ს. კანდელაკის ქ.12 ტელ.: (+995 32) 94 15 53 ფაქსი: (+995 32) 38 13 96 ელ. ფოსტა: gbg_interaffair@yahoo.com b) ლატვიური მხარისათვის: Immigration Board of the Central Board of the State Border Guard (სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის უწყების მთავარი საბჭოს საემიგრაციო საბჭო) მისამართი; Rudolfa st. №5, Riga, LV-1012 ფაქსი: (+371) 67 07 56 71 ტელ.: (+371) 67 07 56 86  (+371) 67 07 56 71 ელ. ფოსტა: imigracija@rs.gov.lv     მუხლი 6🔗. რეადმისიისათვის განკუთვნილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები 1. რეადმისია და ტრანზიტი ხორციელდება შემდეგ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში. a) ქართული მხარისათვის: საერთაშორისო აეროპორტი „თბილისი“ ტელ.: +995 32 43 32 48 ფაქსი: +995 32 43 31 31 b) ლატვიური მხარისათვის Riga International Airport (რიგის საერთაშორისო აეროპორტი) ტელ.: (+371) 67 20 72 08 ფაქსი: (+371) 67 20 73 08     მუხლი 7🔗. ხარჯები 1. შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებების თანახმად, მოთხოვნის წარმდგენი მხარე ურიცხავს რეადმისიის ან ტრანზიტის განხორციელებისათვის საჭირო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ოდენობის თანხას მეორე ხელშემკვრელ მხარეს, ანგარიშფაქტურის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოთხოვნისამებრ, ტრანზიტის დროს, შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ ოფიციალური გამცილებლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება, ხორციელდება, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებით განსაზღვრული ხარჯთა ანაზღაურების წესების მიხედვით. 3. ხელშემკვრელი მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა ღონე, რათა რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა გაცილებასთან დაკავშირებული ხარჯები იყოს მაქსიმალურად რაციონალური და ეკონომიური, საჭირო და სათანადო უსაფრთხოების ზომის გათვალისწინებით.     მუხლი 8🔗. კომუნიკაციის საშუალება, განხორციელების შეფასება 1. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, შეთანხმების და ამ ოქმის განხორციელებისას, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას რუსულ და ინგლისურ ენებზე. 2. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნული ექსპერტები აფასებენ შეთანხმების და ამ ოქმის შესრულებასთან დაკავშირებულ გამოცდილებას საჭიროებისამებრ გამართული შეხვედრების ფარგლებში.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დიპლომატიური არხების მეშვეობით. 2. წინამდებარე ოქმის დანართებში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დიპლომატიური არხების მეშვეობით. 3. წინამდებარე ოქმში ძალაში შედის შეთანხმებასთან ერთად. რაც შეეხება შეჩერებასა და შეწყვეტას, წინამდებარე ოქმს ექნება ასეთივე იურიდიული ძალა, როგორც შეთანხმებას. შესრულებულია ქ. რიგაში, 2009 წლის 27 მაისს, ორ პირად, ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე და სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა                  ლატვიის რესპუბლიკის შინაგან სამინისტროს სახელით                        საქმეთა სამინისტროს სახელით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით დანართი 1 რეადმისიის მოთხოვნა საქმის ნომერი: მოთხოვნის წარდგენის თარიღი --– დღე --– თვე ---– წელი --– საათი მომთხოვნი უწყება ტელეფონი: -------------– ფაქსი: --------------- მოთხოვნის მიმღები უწყება: ტელეფონი: --------------– ფაქსი: --------------- a. პირის ვინაობა გვარი: სახელი: სხვა სახელები: დაბადების თარიღი დაბადების ადგილი: მოქალაქეობა: სასაუბრო ენა: b. დოკუმენტები და ვიზები 1. დოკუმენტები (1) (სამგზავრო, პირადობის დამადასტურებელი, მოქალაქეობის, ყოფნის) 2. ვიზები (1) (გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სხვა) 3. შესვლის/გამოსვლის შტამპი (1) 4. სხვა დოკუმენტები (1) c. მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე ყოფნა შესვლის თარიღი და დრო: ყოფნის ხანგრძლივობა: გაჩერების ადგილი: საბუთების ოფიციალური შემოწმების ადგილი და დრო: ყოფნის პირობები: მარშრუტი: მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიმართულებით d. მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე ყოფნა (სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით) შესვლის თარიღი და დრო ყოფნის ხანგრძლივობა გაჩერების ადგილი: სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა: 1. გადაკვეთის დრო; 2. მარშრუტი; 3. გადაკვეთის ადგილი  4. საზღვრის გადაკვეთის ფაქტის დამადასტურებელი დეტალები: (1) e. რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მიერ მოთხოვნის წარმდგენი მხარის ორგანოებისადმი წარდგენილი განცხადება. ლტოლვილის სტატუსის აღიარების შესახებ განაცხადების ჩათვლით, ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ----------------------------- ------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------- f. შესაბამისი პირების მიერ შექმნილი კონკრეტული საფრთხე (მაგალითად, მძიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვი, აგრესიული ქცევა) -------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------- g. უკან დაბრუნების დეტალები დაბრუნების თარიღი: დაბრუნების საათი: ფრენის ნომერი: ოფიციალური პირის სახელი და რანგი: ოფიციალური პირის ხელმოწერა: h. განმეორებითი რეადმისია მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში დაბრუნების მიზეზები; ტრანზიტული ქვეყნები, თუ ასეთი არსებობს: უზრუნველყოფილია თუ არა გადაჯდომა ტრანზიტულ ქვეყანაში?  დიახ/არა  (ხაზი გაუსვით შესაბამისს) არის თუ არა შესაძლებელი შესაბამისი პირის დაბრუნება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაძლებელი? განმეორებითი რეადმისიის ადგილი, დრო და თარიღი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- i. დამატებები (1) დოკუმენტის ნომერი: მოთხოვნის წარმდგენი მხარის ორგანოს ოფიციალური პირის სახელი და რანგი: ოფიციალური პირის ხელმოწერა: j. მოთხოვნის მიღების დადასტურება თარიღი დრო გადაწყვეტილება მიღება უარი (2) სხვა (3) : ოფიციალური პირის სახელი და რანგი: ოფიციალური პირის ხელმოწერა: (1) ასლი თან უნდა დაერთოს (2) უარის შემთვევაში, უარის მიზეზები გაცხადებული უნდა იქნეს დანართში (3) რეკომენდაციები შეცვლის შესახებ საჭიროების შემთხვევაში – უნდა იქნეს აქ მითითებული შენიშვნა: წინამდებარე დანართში მითითებული მონაცემები უნდა გაეგზავნოს კომპეტენტურ ორგანოებს. იმ შემთხვევაში თუ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი უკანონო შესვლის ან ყოფნის დადგენის განხორციელების შემდეგაც. ეს კომპეტენტური ორგანოები უნდა დაუკავშირდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს მათ ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე. დანართი 2 ტრანზიტის მოთხოვნა საქმის ნომერი: მოთხოვნის წარდგენის თარიღი --– დღე --– თვე ---– წელი --– საათი მომთხოვნი უწყება ტელეფონი: -------------– ფაქსი: --------------- მოთხოვნის მიმღები უწყება: ტელეფონი: --------------– ფაქსი: --------------- a. პირის ვინაობა გვარი: სახელი: სხვა სახელები: დაბადების თარიღი დაბადების ადგილი: მოქალაქეობა: ეთნიკური ჯგუფი: მშობლიური ენა: მისამართი წარმოშობის ქვეყანაში: b. ტრანზიტული ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის გარემოებები სახელმწიფო საზღვარზე შესვლისას წარმოდგენილი დოკუმენტების ნომერი და ტიპი გამცემი ორგანოები, საშვების მოქმედების ვადა: შესვლის დრო და თარიღი შესვლის ადგილი: შესვლის სხვა გარემოებები: c. ტრანზიტული ქვეყნიდან გამგზავრების გარემოებები გამგზავრების თარიღი და დრო: გამგზავრების ადგილი: გამგზავრების სხვა გარემოებები: d. დანიშნულების ქვეყანა დანიშნულების ქვეყნის დასახელება: შესვლის თარიღი და დრო: შესვლის ადგილი: მარშრუტი დანიშნულების ქვეყნის სახელმწიფო საზღვრამდე: დანიშნულების ქვეყნის ადმისიის განცხადება ხელმისაწვდომია  დიახ/არა e. სხვა გარემოებები გასამგზავრებელი პირის შესახებ განსაკუთრებული ინფორმაცია: თარჯიმნის საჭიროება ------------------– ენაზე პირადი ნივთების ნუსხა (დოკუმენტები, ნაღდი ფული და სხვა): პირის მიერ გამოწვეული განსაკუთრებული საფრთხე: (მაგალითად მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილობა, აგრესიული ქცევა) ჯანმრთელობის მდგომარეობა (ნებისმიერი მიმდინარე სამედიცინო მკურნალობა) ტრანსპორტი ოფიციალურ ესკორტთან ერთად, მისი მონაცემები: f. სხვა ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე განმეორებითი დაბრუნება (შეთანხმების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) დაბრუნების მიზეზები: დანიშნულების ქვეყანა: უზუნველყოფილია თუ არა გადაჯდომა ტრანზიტულ ქვეყნებში ან დანიშნულების ქვეყანაში? დიახ/არა (ხაზი გაუსვით შესაბამისს) გადაჯდომის ადგილი, დრო და თარიღი: g. დამატებები (1) დოკუმენტების ნომერი: მოთხოვნის წარმდგენი მხარის ორგანოს ოფიციალური პირის სახელი და რანგი: ოფიციალური პირის ხელმოწერა: ----------------------- h. მოთხოვნის მიღების დადასტურება თარიღი: დრო: გადაწყვეტილება მიღება უარი (2) სხვა (3): ოფიციალური პირის სახელი და რანგი: ოფიციალური პირის ხელმოწერა: (1) ასლი თან უნდა დაერთოს (2) უარის შემთხვევაში, უარის მიზეზები გაცხადებული უნდა იქნეს დანართში (3) რეკომენდაციები შეცვლის შესახებ საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნეს აქ მითითებული შენიშვნა: წინამდებარე დანართში მითითებული მონაცემები უნდა გაეგზავნოს კომპეტენტურ ორგანოებს. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი უკანონო შესვლის ან ყოფნის დადგენის განხორციელების შემდეგაც, ეს კომპეტენტური ორგანოები უნდა დაუკავშირდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს მათ ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე.