შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ

მიღების თარიღი 15.10.2007
ძალაში შესვლა 20.06.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480180000.03.030.000702
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 05/08/2008
matsne.gov.ge 3,478 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2007 მიღება
20.06.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.abzacixml0 { } span.tarigixml0 { font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 45.0pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში “ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი, გააჩნიათ რა საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის გზით მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების სურვილი, ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო სამართალდარღვევები ზიანს აყენებენ ხელშემკვრელ მხარეთა უსაფრთხოებას, მათ ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო, სოციალურ და კულტურულ სფეროებთან დაკავშირებულ ინტერესებს; გამოთქვამენ რა რწმენას, რომ საბაჟო კანონმდებლობის დაცვა და საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მეტი წარმატებით განხორცილედება ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურებს შორის თანამშრომლობის შემთხვევაში, ითვალისწინებენ რა საბაჟო გადასახდელების ზუსტი განსაზღვრისა და ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურების მიერ ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფთან დაკავშირებით აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის ზომების სათანადოდ გატარების მნიშვნელობას; ეყრდნობიან რა “სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკას შორის საბაჟო საქმის სფეროში ურთიერთობების საფუძვლების შესახებ” 1993 წლის 24 ივნისის შეთანხმებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: თავი I  განსაზღვრებები     მუხლი 1🔗 ამ შეთანხმების მიზნებისათვის: ა) “საბაჟო სამსახური” ნიშნავს: საქართველოს მთავრობისათვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისათვის: სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს; ბ) “საბაჟო მოთხოვნა” ნიშნავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ საბაჟო გადასახდელს, ასევე დამატებით გადასახდელებსა და მოსაკრებლებს, ვადაგადაცილებულ გადასახადებს, საურავებს და აღნიშნულ გადასახდელებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა თანხებს, რომელთა გადახდევინება ვერ ხერხდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ; გ) “საბაჟო კანონმდებლობა” ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობით დაწესებულ ნორმათა ერთობლიობას, რომლითაც რეგულირდება საქონლის, მგზავრთა ხელბარგის და ტვირთის შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის, ვალუტისა და სხვა ფასეულობების, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების, საბაჟო გადასახადებისა და სხვა საბაჟო გადასახდელების გადახდის, შეღავათების მინიჭების, აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესების, აგრეთვე ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო საზღვრებზე საქონლის გადაადგილებაზე კონტროლთან დაკავშირებული წესები; დ) “საბაჟო სამართალდარღვევა” ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას; ე) “ინფორმაცია” ნიშნავს ნებისმიერ დამუშავებულ მონაცემებს ან პირველად ინფორმაციას, აგრეთვე დოკუმენტეს, ანგარიშებს და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის მათ ელექტრონულ ვერსიებს ან დამოწმებულ ასლებს; ვ) “თანამდებობის პირი” ნიშნავს საბაჟო სამსახურების მოხელეს; ზ) “პირი” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს; თ) “პირადი მონაცემები” ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს; ი) “თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, რომელმაც წარადგინა თხოვნა დახმარების აღმოჩენის თაობაზე; კ) “თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, რომელსაც მიმათავს დახმარების თხოვნით; ლ) “ნარკოტიკები” ნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც შეტანილია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის ნუსხაში, შემდგომი შესწორებებითა და დამატებებით; მ) “ფსიქოტროპული ნივთიერებები” ნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც შეტანილია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ გაეროს 1971 წლის ერთიანი კონვენციის ნუსხაში შემდგომი შესწორებებითა და დამატებებით; ნ) “პრეკურსორები” ნიშნავს ქიმიურ მასალებს, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლირებადი წარმოებისათვის და რომლებიც შეტანილია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს 1988 წლის კონვენციის ნუსხაში; ო) “კონტროლირებადი მიწოდება” ნიშნავს მეთოდს, რომლის შესაბამისად ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე დაიშვება ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების ან სხვა უკანონო ან საეჭვო ტვირთების შეტანა, გატანა ან ტრანზიტი, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ნებართვითა და კონტროლით იმ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც მონაწილეობენ ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში. თავი II შეთანხმების მოქმედების ფარგლები     მუხლი 2🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების საფუძველზე, თავიანთი საბაჟო სამსახურების მეშვეობით და მათი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლებენ შემდეგი ძირითადი მიზნების მისაღწევად: ა) ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის დროს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, მგზავრთა ხელბარგისა და საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სრულყოფა; ბ) საბაჟო გადასახდელებით სწორად დაბეგვრის უზრუნველყოფა, აგრეთვე საბაჟო შეღავათების გამოყენება; გ) საბაჟო სამართალდარღვევების პროფილაქტიკა, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება; დ) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან ექსპორტირებული და მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე იმპორტისთვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო გაფორმების პროცედურის გამარტივება. 2. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის ადრე დადებულ ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ შეთანმხებებზე, აგრეთვე სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე. თავი III  გამოცდილების გაზიარება და ადმინისტრაციული დახმარების გაწევა     მუხლი 3🔗 1. საბაჟო სამსახურებს, მიღებული თხოვნის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით, შეუძლიათ ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთი შეტყობინება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ; ბ) საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით იმ ახალი საშუალებების გამოყენების შესახებ, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა; გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ახალი ტენდენციების, საშუალებების ან მეთოდების შესახებ; დ) იარაღის, ასაფეთქებელი და რადიაქტიული ნივთიერებების, აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის საფრთხის შემცველი სხვა ნივთიერებების უკანონო გადაადგილების შესახებ; ე) მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური ფასეულობების მქონე ნივთების გადაადგილების შესახებ; ვ) იმ საქონლის გადაადგილების შესახებ, რომლებზეც დაწესებულია საბაჟო გადასახდელების მაღალი განაკვეთები; ზ) იმ პირების შესახებ, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო სამართალდარღვევა ან რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო სამართალდარღვევის მცდელობაში; თ) ნებიმსიერ სხვა მონაცემებსა და სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც დახმარებას გაუწევს ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურებს რისკის შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში. 2. საბაჟო სამსახური, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის ინტერესების სფეროში შემავალი ოპერატიულ-სამძებრო დ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს მის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას თხოვნით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენის მიზნით და იმოქმედებს, ისე როგორც იგი იმოქმედებდა საკუთარი ინტერესების შემთხვევაში. თავი IV ინფორმაცია     მუხლი 4🔗. ბრძოლა ნარკოტიტების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ 1. ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურები ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის პროფილაქტიკის, გამოძიებისა და აღკვეთის ღონისძიებების აქტივიზაციის მიზნით, წინასწარი თხოვნის გარეშე, შესაძლებლობის ფარგლებში მოკლე დროში, ერთმანეთს მიაწვდიან მონაცემებს; ა) პირთა შესახებ, რომლებიც მხილებულნი ან ეჭვმიტანილნი არიან ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბურნვასთან კავშირში; ბ) სატრნასპორტო საშუალებების, კონტეინერების ჩათვლით და საფოსტო გზავნილების შესახებ, რომელთა თაობაზე ცნობილია, რომ ისინი გამოიყენება ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნისათვის, აგრეთვე მათი კონტროლის ახალი მეთოდების შესახებ. 2. ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურები წინასწარი თხოვნის გარეშე ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის მიზნით გამოყენებული მეთოდების, აგრეთვე მათი კონტროლის ახალი მეთოდების შესახებ. 3. ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, შეტყობინება და დოკუმენტები შესაძლოა გადაეცეთ სხვა სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.     მუხლი 5🔗. საბაჟო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია 1. საბაჟო სამსახურები, თხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ისეთი დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციების შესახებ, რომლებიც შეიცავენ ან შესაძლებელია შეიცავდნენ საბაჟო სამართალდარღვევას. 2. ისეთ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგენს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარის ეკონომიკას, მოსახლეობის ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესს, მხარეთა საბაჟო სამსახურები, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ მიაწვდიან ერთმანეთს ამგვარ ინფორმაციას.     მუხლი 6🔗. ინფორმაცია საბაჟო გადასახდელების შესახებ 1. თხოვნის საფუძველზე, თხონვის მიმღები საბაჟო სამსახური, საბაჟო დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს მიაწვდის აუცილებელ ინფორმაციას, თუ ამ უკანასკნელს წარმოეშვა ეჭვი საბაჟო დეკლარაციის გაყალბებასთან ან მის სწორად შევსებასთან დაკავშირებით. 2. თხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახურები ცვლიან ინფორმაციას საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების შესახებ, კერძოდ ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო მიზნებისათვის ტვირთის ღირებულების შეფასებას და მისი სატარიფო კლასიფიკაციის დადგენას;     მუხლი 7🔗. ინფორმაციის კერძო სახეები 1. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს მიაწვდის შემდეგ ინფორმაციას: ა) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი კანონიერად არის თუ არა ექსპორტირებული თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან; ბ) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან ექსპორტირებული საქონელი კანონიერად არის თუ არა იმპორტირებული თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე; ასევე იმ საბაჟო პროცედურების შესახებ, რომლებიც ვრცელდება საქონელზე. 2. გადაცემულ ინფორმაციაში უნდა მიეთითოს საბაჟო რეჟიმის სახე და შედეგი, რომლის შესაბამისად მოხდა საქონლის გაფორმება. აღნიშნული ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც ხდება მეორე ხელშემკვრელი მხარის საელმწიფო ტერიტორიიდან რეექსპორტი. 3. საბაჟო სამსახურები, თხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს აცნობებენ, რომ მათი თანამდებობის პირების მიერ გადაცემული შეტყობინება, ინფორმაცია ან სხვა დოკუმენტები არის ნამდვილი და შეიცავენ ყველა აუცილებელ მონაცემებს.     მუხლი 8🔗. ინფორმაციის გაცვლა 1. თხოვნის საფუძველზე, დოკუმენტის დედნების გადაცემა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურად დამოწმებული ასლები არასაკმარისია თხოვნის შესასრულებლად. 2. დოკუმენტების დედნები თხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს უკან უნდა დაუბრუნდეს შესაძლებლობის ფარგლებში მოკლე ვადაში. 3. ამ მუხლის დებულებების გამოყენების დროს არ უნდა მოხდეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ან ამ შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს უფლებების ან კანონერი ინტერესების შელახვა. 4. ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილ ნებისმიერ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს მისი განმარტების ან გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაცია. თავი V დახმარების სპეციალური სახეები     მუხლი 9🔗. შეტყობინება თხოვნის შემთხევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური, მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, აცნობებს იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან რეგისტრირებულია თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მასთან დაკავშირებით თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ.     მუხლი 10🔗. დახმარების გაწევა საბაჟო გადასახდელზე მომთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს დამხარებას აღმოუჩენს საბაჟო გადასახდელზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. ზედამხედველობა თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური განახორციელებს ზედამხედველობას და უზრუნველყოფს თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეეხება: ა) სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულ ან დასაწყობებულ ტვირთს, რომელიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო სამართალდარღვევების დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე; ბ) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო სამართალდარღვევების დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე; გ) შენობებს, რომლებიც გამოყენებული იქნა არ არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო სამართალდარღვევების დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე; დ) პირებს, რომლებმაც დარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილი არიან საბაჟო საკნონმდებლობის დარღვევაში თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან.     მუხლი 12🔗. კონტროლირებადი მიწოდება 1. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმებით და მათი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოთა კონტროლით, მიიღონ გადაწყვეტილება კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენების თაობაზე. 2. თუ კონტროლირებადი მიწოდების განხორციელება არ შედის საბაჟო სამსახურის კომპეტენციაში, მაშინ ეს საბაჟო სამსახური თანამშრომლობის მიზნით მიმართავს სხვა სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია. 3. გადაწყვეტილება კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენების შესახებ მიიღება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. 4. უკანონო ტვირთები, რომელთა მიმართ გამოიყენება კონტროლირებადი მიწოდება, შესაძლოა ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოთა ურთიერთთანხმობით შეჩერებულ იქნეს. ამ ორგანოებს შეუძლიათ გასცენ ნებართვა ამგვარი ტვირთების გადაადგილების თაობაზე ხელუხლებლად, მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლილი სახით.     მუხლი 13🔗. ექსპერტები და მოწმეები 1. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემვკრელი მხარის საბაჟო სამსახური განსახილველ საბაჟო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი თხოვნით მიმართავს მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, ამ უკანასკნელს შეუძლია თავისი თანამდებობის პირებს მიანიჭოს ექსპერტის ან მოწმის სახით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესებზე გამოსვლის უფლებამოსილება. 2. ეს თანამდებობის პირები იძლევიან ჩვენებას ან წარმოადგენენ დასკვნას საბაჟო სამართალდაღვევებზე მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დადგენილი ფაქტების მიხედვით. 3. სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობის თაობაზე წარმოდგენილ თხოვნაში უნდა აღინიშნოს რომელ საქმეში და რა სტატუსით უნდა მიიღოს მონაწილეობა თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის თანამდებობის პირმა. 4. საბაჟო სამსახურების თანამდებობის პირთა გამოსვლა ექსპერტის ან მოწმის სახით უნდა მოხდეს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესაბამსიად, რომელთა მონაწილეებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოები. 5. თხოვნის მიმღემა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა თანამდებობის პირთა პირადი უსაფრთხოებისა და მათი ჩვენებების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მათი ყოფნის განმავლობაში. თავი VI თხოვნის გადაცემა და შესრულება     მუხლი 14🔗. თხოვნის ფორმა და შინაარსი 1. ამ შეთანხმების ფარგლებში თხოვნა დახმარების შესახებ გადაეცემა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. თხოვნა წარდგენილი უნდა იქნას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით რუსულ ენაზე და თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი თხოვნის წერილობითი დადასტურება. გარკვეულ გარემოებებში, თხოვნა შესაძლებელია გადაიცეს ზეპირი ფორმით. ასეთი თხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის სახელწოდება; ბ) ამ შეთანხმებაზე მითითება; გ) საკითხის არსის მოკლე შინაარსი და მისი სამართლებრივი კომპონენტების მიმოხილვა, დახმარების ფორმა; დ) დანართი (დოკუმენტების ასლები, რომლებიც მითითებულია თხოვნის ტექსტში, აგრეთვე კონტრაქტების, ანგარიშების (ანგარიშ-ფაქტურების), საბაჟო დეკლარაციების, სატრნასპორტო და სხვა დოკუმენტების ასლები); ე) კონკრეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებას ითვალისწინებს თხოვნა; ვ) საბაჟო რეჟიმის სახე; ზ) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ თხოვნა, თუ ცნობილია მათი ვინაობა; თ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თხოვნის შესასრულებლად. 3. მიმოწერა და თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა წარმოებს რუსულ ენაზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური თხოვნის შესრულებას ითხოვს გარკვეული პროცედურის შესაბამისად, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის ასეთ თხოვნას შეასრულებს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.     მუხლი 15🔗. თხოვნის შესრულება 1. ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურები თხოვნის შესრულებაში ერთმანეთს დახმარებას აღმოუჩენენ თავიანთი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 2. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა გაიწყოს ამ ინფორმაციის მოძიება თავისი სახელმწიფოს მოქმედი კანონმებლობის შესაბამისად. 3. თუ დახმარება გაწეული უნდა იქნეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს სხვა ორგანოების მიერ, თხოვნის მიმღებმა საბაჟო სამსახურმა უნდა მიუთითოს ამ ორგანოების და შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახებ.     მუხლი 16🔗. თანამდებობის პირთა ყოფნა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის მიერ სპეციალურად დანიშნულ თანამდებობის პირებს, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის ნებართვით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო სამართალდარღვვაზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით შეუძლიათ: ა) თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის ოფისებში გაეცნონ დოკუმენტებს, ასევე საბაჟო სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას; ბ) დაესწრონ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ იმ ოპერატიულ-სამძბრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესს, რომელიც შედის თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის ინტერესებში.     მუხლი 17🔗. თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის თანამდებობის პირთა ყოფნა თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიწვევით როდესაც თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური მიზანშეწონილად ან აუცილებლად მიიჩნეს თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამახურის თანამდებობის პირის დასწრებას დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების ჩატარების დროს, მან აღნისნულის შესახებ უნდა ცნობოს თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსხურს და მიიწვიოს მისი თანამდებობის პირი. ამგვარი მონაწილეობა ექვემდებარება ამ შეთანხმების მე-16 და მე-18 მუხლების დებულებებს და თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ წაყენებულ პირობებს.     მუხლი 18🔗. დებულებები მიწვეული თანამდებობის პირებისათვის 1. როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის თანამდებობის პირები, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. ამ პირებს გააჩნიათ მხოლოდ სათათბირო ფუნქცია, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 2. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს თანამდებობის პირები ისარგელებენ ისეთივე დაცვის უფლებით, როგორითაც სარგებლობენ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის თანამდებობის პირეი და პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VII ინფორმაციის გამოყენება, მისი კონფიდენციალურობა და დაცვა     მუხლი 19🔗. ინფორმაციის გამოყენება და კონფიდენციალურობა 1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ან საგამოძიებო მასალა საბაჟო სამსახურების მიერ გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი საბაჟო სამსახური სპეციალურად დაადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის ან სხვა ორგანოების მიერ. 2. ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ან საგამოძიებო მასალა მიიჩნევა კონფიდენციალურად და ისარგებლებს იმავე დონის დაცვით, როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის მიერაც ეს ინფორმაცია იქნა მიღებული.     მუხლი 20🔗. პირადი მოანცემების დაცვა 1. ამ შეთანხმების საფუძველზე პირადი მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების მე-19 მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემებს ექნებათ დაცვის სულ მცირე ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან კანონმდებობას პირადი მონაცემეის დაცვის შესახებ. 3. პირადი მოანცემების დაცვის საბაზრო პრინციპები მოცემულია წინამდებარე შეთანხმების 1 დანართში, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. თავი VIII გამონაკლისები     მუხლი 21🔗 1. თუ ამ შეთანხმების საფუძველზე დახმაების თაობაზე წარმოდგენილი თხოვნის შესრულება არღვევს ან ლახავს თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსფრთხოებას, სახელმწიფო პოლიტიკას ან ეწინააღმდეება მის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს, მას შეუძლია უარი თქვას თხოვნის შესრულებაზე, ან სიტუაციიდან გამომდინარე, შესრულება შეზღუდოს გარკვეული პირობებით. 2. თხოვნის შესრულებაზე უარისა და ამ უარის გამომწვევი მიზეზების შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ ეგზავნება თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს. 3. თხოვნის შესრულება შეიძლება გადაიდოს თუ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ან სასამართლო წარმოებას. ასეთ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურთან. თავი IX ხარჯების ანაზღაურება     მუხლი 22🔗 1. შეთანხმების შესრულების დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის მიერ. 2. თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური აანაზღაურებს ექსპერტების, მოწმეებისა და თარჯიმნების ხარჯებს, რომლებიც არ მუშაობენ თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურში. 3. თუ თხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის ხარჯებს ან გააჩნია განსაკუთრებული ხასიათი, მხარეების საბაჟო სამსახურები გამართავენ კონსულტაციებს ამგვარი თხოვნის შესრულებისა და ხარჯების ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით. თავი X შეთანხმების შესრულება     მუხლი 23🔗 1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა ხორციელდება უშუალოდ ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურებს შორის. 2. ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, საბაჟო სამსახურები (საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კოორდინაციით), ერთობლივად შეიმუშავებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ შორის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ნორმატიულ აქტებს. 3. ამ შეთანხმების შესრულების მიზნით შესაძლებელია ცალკეული უწყებათაშორისო შეთანხმებების გაფორმება საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე. 4. თხოვნის გაგზავნისა და ინფორმაციის გაცვლის პროცესის ორგანიზაციის მიზნით ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურები ცვლიან ინფორმაციას ამ შეთანხმების დებულებების განხორციელებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესახებ. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ამ თანამდებობის პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის მისამართი. 5. ხელშემკვრელ მხრეთა ურთიერთშეთანმხმებით ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკეული ოქმების სახით. ეს ოქმები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან ამ შეთანხმების 27-ე მუხლით დადგენილი წესით. თავი XI ტერიტორიული მოქმედების ფარგლები     მუხლი 24🔗 ამ შეთანხმების მოქმედება ვრცელდება ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც ეს განსაზღვრულია მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდელობით. თავი XII დავების მოგვარება     მუხლი 25🔗 ამ შეთანხმების დებულებათა ინტერპრეტაციის დროს ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო საკითხები გადაწყდება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 26🔗 ხელშემკვრელი მხარეების საბაჟო სამსახურები ამ შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელი კონსულტაციების ჩატარების მიზნით ერთმანეთს შეხვდებიან საჭიროების მიხედვით, მაგრამ სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც, თუ ისინი წინასწარ არ შეთანხმდებიან, რომ ამგვარი შეხვედრის ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენს. თავი XIII დასკვნითი დებულებები     მუხლი 27🔗. ძალაში შესვლა 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით წერილობითი ფორმით უკანასკნელი შეტყობინების დღიდან. 2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვლება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს შორის ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახე 1993 წლის 19 მაისისა და საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამმართვლოს შორის საბაჟო საქმეებში თანამშრომლობის შესახებ 1993 წლის 15 ივნისის შეთანხმებები.     მუხლი 28🔗. მოქმედების შეწყვეტა 1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს მისი მოქმედება დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის კალენდარული წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გზით. 2. ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს იმ პროგრამებისა და თხოვნების შესრულებაზე, რომლებიც შეთანხმებული იყო მისი მოქმედების პერიოდში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შესრულებულია ქ. ერევანში 2007 წლის 15 ოქტომბერს , ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ქართულ და სომხურ ტექსტებს შორის განმარტების დროს განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს                                                         სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით                                            მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                             (ხელმოწერილია) დანართი პირადი მონაცემების დაცვა 1. ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ მითითებული მიზნით და იმ საბაჟო სამსახურის მიერ დადგენილი პირობების დაცვით, რომელიც გადასცემს ასეთი სახის ინფორმაციას. 2. თხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახური, რომელიც იღებს პირად მონაცემებს, ამ მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურს აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ. 3. პირადი მონაცემები გადაეცემა მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. პირადი მონაცემების გადაცემა ნებისმიერი სხვა ორგანოსათვის დასაშვებია მხოლოდ მონაცემების გადამცმი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის წინასწარი თანხობის შემდეგ. 4. პირადი მონაცემების გადამცემი საბაჟო სამსახური უზრუნველყოფს, რომ ასეთი მონაცემები იყოს ზუსტი, გადაცემის მომენტისთვის განახლებული და არ აჭარბებდეს იმ მიზნებს, რისთვისაც იგი იქნა წარდგენილი. დაცული უნდა იქნეს ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახლმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვები. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პირადი მონაცემები უზუსტოა ან მისი გაცვლა არ არის შესაძლებელი, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. ის საბაჟო სამსახური, რომელიც მიიღებს ასეთ მონაცემებს, შესწორებებს შეიტანს მათში ან გააუქმებს მათ. 5. თხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ ფიზიკურ პირზე უნდა გაიცეს ინფორმაცია მის შესახებ არსებული პირადი მონაცემებისა და მათი შესაძლო გამოყენების შესახებ. პირისათვის ამგვარი ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც ეწინააღმდეგება ინფორმაციის გადაცემას, აღემატება ინფორმაციის მიმღები კონკრეტული პირის დაინტერესებას. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღების უფლება რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, სადაც წარდგენილი იქნა ინფორმაციის გადაცემის თხოვნა. პირადი მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურთან კონსულტაცია უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირის ეძლევა განმარტება. 6. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები აღმოჩნდება არაზუსტი, მოძველებული ან გადაჭარბებული, იგი შესწორედება ან გაუქმდება. სხვა ორგანოებისათვის მონაცემების გადაცემის შემთხვევაში, მათ ეცნობებათ ამგვარი შესწორების ან გაუქმების შესახებ. 7. თუ ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პირადი მონაცემების გამოყენებით ჩატარებული გამოძიების შედეგად ფიზიკურ პირს მიადგება ზიანი, ის საბაჟო სამსახური, რომელმაც გამოიყენა ეს მონაცემები, პაუხისმგებელია მიყენებულ ზიანზე ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდელობის შესაბამისად. საბაჟო სამსახურს არ შეუძლია პასუხისმგებლობის მოხსნა იმ მოტივით, რომ ზიანი გამოწვეული იქნა სხვა საბაჟო სამსახურის ქმედების შედეგად, რომელმაც გადასცა პირადი მონაცემები. 8. ამ შეთანხმების ფაგლებში გაცვლილი პირადი მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის შესრულების მიზნისათვის. 9. საბაჟო სამსახურები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების გადაცემის ან მიღების რეგისტრაციას. 10. საბაჟო სამსახურები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ორგანოებიც, მიიღებენ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, შეცვლის ან გავრცელებისაგან.