შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მიღების თარიღი 25.06.1993
ძალაში შესვლა 02.09.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000006
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/11/1997
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ
შინაარსი
მუხლი 1🔗 - ცნებათა განსაზღვრა;
მუხლი 2🔗 - მიმოსვლის უფლების მინიჭება;
მუხლი 3🔗 - დასახელება და წარმოების ნებართვა;
მუხლი 4🔗 - წარმოების ნებართვის შეწყვეტა ან შეზღუდვა;
მუხლი 5🔗 - თანაბარი დამოკიდებულება გადასახადების საკითხებში;
მუხლი 6🔗 - გათავისუფლება ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან;
მუხლი 7🔗 - შემოსავლის გადარიცხვა;
მუხლი 8🔗 - ურთიერთშეთანხმებული სამარშრუტო მიმოსვლის წარმოების პრინციპები;
მუხლი 9🔗 - საწარმო მაჩვენებლებისა და სტატისტიკური მონაცემების გადაცემა;
მუხლი 10🔗 - ტარიფები;
მუხლი 11🔗 - სამეწარმეო საქმიანობა;
მუხლი 12🔗 - უსაფრთხოება ჰაერში;
მუხლი 13🔗 - ჩამოსვლა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება;
მუხლი 14🔗 - აზრთა ურთიერთგაცვლა;
მუხლი 15🔗 - კონსულტაციები;
მუხლი 16🔗 - დაცვის მოგვარება;
მუხლი 17🔗 - მრავალმხრივი შეთანხმება;
მუხლი 18🔗 - რეგისტრირება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში;
მუხლი 19🔗 - რატიფიცირება, ძალაში შესვლა, მოქმედების ხანგრძლივობა;
მუხლი 20🔗 - დენონსირება.
საქართველოს რესპუბლიკა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
საერთაშორისო სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თაობაზე 1944 წლის 7 დეკემბრის ჩიკაგოში ხელმოსაწერად წარდგენილი შეთანხმების ხელმომწერი მხარეები
რომელთაც სურთ დადონ ხელშეკრულება საკუთარ ტერიტორიებსა და მათ ფარგლებს გარეთ საჰაერო სამარშრუტო მიმოსვლის მოწყობისა და წარმოების შესახებ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗 ცნებათა განსაზღვრა
(1) წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, სანამ მის ტექსტში რაიმე შეიცვლება, ნიშნავს:
(ა) შეთანხმება სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ _ 1944 წლის 7 დეკემბრის ჩიკაგოში ხელმოსაწერად წარდგენილ შეთანხმებებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ, მისი 90-ე მუხლით მიღებული დანართებისა და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით 90-ე და 94-ე მუხლებით მიღებული დანართებისა და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით, 90-ე და 94-ე მუხლების მიხედვით მიღებული დანართი ყველა ცვლილების ჩათვლით, თუ ეს დანართები და ცვლილებანი ძალაში შევიდა ორივე მხარისათვის, ანდა რატიფიცირებული იქნა მათ მიერ;
ბ) საჰაერო - სატრანსპორტო უწყება _ საქართველოს რესპუბლიკისათვის საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის _ ტრანსპორტის ფედერალურ მინისტრს, ან, ორივე შემთხვევაში, ყოველ სხვა პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ეს მოვალეობა;
გ) „დასახელებული საჰაერო-სატრანსპორტო საწარმო“ _ ყოველ საჰაერო-სატრანსპორტო საწარმოს, რომელიც ერთმა ხელმომწერმა მხარემ წერილობით დაუსახელა მეორე ხელმომწერ მხარეს მე-3 მუხლის მიხედვით, როგორც საჰაერო-სატრანსპორტო საწარმო, რომელმაც საერთაშორისო ავიასამარშრუტო მიმოსვლა უნდა აწარმოოს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დადგენილ ხაზებზე.
(2) ამ შეთანხმების გამოყენებისას ცნებებს „ტერიტორია“, „საჰაერო სამარშრუტო მიმოსვლა“, „საერთაშორისო ავიასამარშრუტო მიმოსვლა“ და „არასარეწაო დაჯდომა“, სამოქალაქო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების მე-2 და 96-ე მუხლებით დადგენილი მნიშვნელობა აქვთ.
(3) ცნება „ტარიფი“ ნიშნავს იმ ფასს, რომელიც მგზავრების ან ტვირთის (ფოსტის გარდა) საერთაშორისო გადაზიდვებისათვის (იგულისხმება გადაზიდვა ორ ან სამ სახელმწიფო პუნქტს შორის) იქმნება და მოიცავს;
(ა) ყოველ სატრანზიტო ტარიფს ან თანხას, რომელიც ერთი საერთაშორისო გადაზიდვისათვის გამოიანგარიშება, თუ იგი ასეთად იქნა გამოცხადებული და გაყიდული იმ სატრანსპორტო ტარიფების ჩათვლით, რომლებიც სხვა ტარიფების ან საერთაშორისო მარშრუტების შემადგენელი ქვეყნის შიდა მარშრუტების მონაკვეთებზე გადაზიდვისას მოქმედი შემაერთებელი ტარიფების ბაზაზე იქმნება;
ბ) საკომისიო თანხას, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მგზავრობის, გადაყვანის და მათი ბარგის გადასაზიდი ბილეთების გაყიდვისათვის ან ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებებისათვის;
გ) პირობებს, რომელთა მიხედვითაც ხდება ტარიფის, გადაზიდვის ფასის ან საკომისიო თანხის გადახდა;
იგი მოიცავს აგრეთვე:
დ) ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც გადაზიდვასთან კავშირში ხორციელდება;
ე) ყოველ ტარიფს, საერთაშორისო გადაზიდვაზე დამატებით გაყიდული გადაზიდვისათვის ქვეყნის შიდა მარშრუტების იმ მონაკვეთზე, რომელიც არ გამოიყენება შიდა ფრენებისათვის და რომელიც არ შეიძლება თანაბარი პირობებით მიეცეს საერთაშორისო გადაზიდვის ყოველ მწარმოებელსა და მისი მომსახურებით მოსარგებლეს.
მუხლი 2🔗. მიმოსვლის უფლებათა მინიჭება
(1) დასახელებულ საწარმოთა მიერ მე-2 პუნქტის მიხედვით დადგენილ ხაზებზე საერთაშორისო სამარშრუტო ავიამიმოსვლის საწარმოებლად ერთი ხელმომწერი მხარე უფლებას ანიჭებს მეორე ხელმომწერ მხარეს
ა) დაუჯდომლად გადაუფრინოს მის ტერიტორიას;
ბ) დაჯდეს მის ტერიტორიაზე არასარეწაო მიზნით;
გ) დაჯდეს მის ტერიტორიაზე მდებარე, მე-2 პუნქტის მიხედვით დადგენილი ხაზების მითითებულ ადგილებზე, რათა სარეწაო მიზნით მიიღოს ან გადმოსხას მგზავრები და ჩამოიტანოს ბარგი, ტვირთი და ფოსტა;
(2) ის ხაზები, რომლებითაც ხელმომწერ მხარეთა დასახელებულ საწარმოებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის წარმოება შეუძლიათ, მოგების გაცვლის გზით შეაქვთ საჰაერო მარშრუტების გეგმაში.
(3) 1-ლი პუნქტის მიხედვით, ერთი ხელმომწერი მხარის დასახელებულ საწარმოს არ ეძლევა უფლება, აიყვანოს მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მგზავრები, ან მიიღოს ბარგი, ტვირთი და ფოსტა და გადაიყვანოს ან გადაიტანოს ისინი ამ მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე (კაბოტაჟი).
მუხლი 3🔗. დასახელება და წარმოების ნებართვა
(1) საერთაშორისო სამარშრუტო ავიამიმოსვლის დაწყება მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ხაზებზე ყოველ დროს შეიძლება, თუ:
ა) ხელმომწერმა მხარემ, რომელსაც მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უფლებები ენიჭება ერთი ან რამდენიმე საწარმო წერილობით დაასახელა და
ბ) ხელმომწერმა მხარემ, რომელიც ამ უფლებას იძლევა, დასახელებულ საწარმოს ან საწარმოებს სამარშრუტო საჰაერო მიმოსვლის დაწყების ნებართვა მისცა.
(2) ხელმომწერი მხარე, რომელიც ამ ნებართვას იძლევა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობით დაუყოვნებლივ იძლევა საერთაშორისო სამარშრუტო ავიამიმოსვლის ნებართვას.
(3) ერთ ხელმომწერ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ დასახელებულ საწარმოს დადასტურება იმისა, რომ იგი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც პირველი ხელმომწერი მხარის კანონები და სხვა მითითებები შეიცავენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის წარმოების თაობაზე.
(4) პირველიდან მესამემდე პუნქტების შესაბამისად, ერთ ხელმომწერ მხარეს შეუძლია მის მიერ დასახელებული ერთი საწარმო რომელიმე სხვა საწარმოთი შეცვალოს, ახლად დასახელებულ საწარმოს იგივე უფლებები და მოვალეობები გააჩნია, რაც მის წინამორბედ საწარმოს ჰქონდა.
მუხლი 4🔗. წარმოების ნებართვის შეწყვეტა ან შეზღუდვა
ერთ ხელმომწერ მხარეს შეუძლია მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაცემული ნებართვის შეწყვეტა ან პირობით შეზღუდვა,თუ რომელიმე დასახელებული საწარმო არ იცავს მისთვის უფლების მიმნიჭებელი ხელმომწერი მხარის კანონებსა და სხვა მითითებებს, ან ამ შეთანხმების განმარტებებს, ანდა არ ასრულებს მათგან გამომდინარე ვალდებულებებს; გაუქმების ან შეზღუდვის წინ, მე-15 მუხლის თანახმად კონსულტაციები იმართება, თუკი კანონისა და სხვა მითითებების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად საწარმოს სასწრაფოდ გაჩერება ან მისთვის სასწრაფოდ პირობების დადგენა არაა საჭირო.
მუხლი 5🔗. თანაბარი დამოკიდებულება გადასახადების საკითხში
გადასახადი, რომელიც ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოს თვითმფრინავების მიერ აეროპორტებისა და საჰაერო მიმოსვლის სხვა ნაგებობათა გამოყენებისათვისაა დაწესებული, ან შეიძლება იყოს იმ გადასახადზე მაღალი, რომელიც მსგავს საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებზეა დაწესებული ქვეყნის შიდა რომელიმე საწარმოს თვითმფრინავებისათვის.
მუხლი 6🔗
(1) ერთი ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოს მიერ გამოყენებული თვითმფრინავები, რომლებიც მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე შედიან და იქიდან უკან გამოდიან, ან მასზე გადაიფრენენ, მათზე არსებული საწვავ-საპოხი მასალით, სათადარიგო ნაწილებით, აუცილებელი მოწყობილობის საგნებითა და სურსათის მარაგით, თავისუფალნი არიან ბაჟისა და საქონლის შეტანის, გატანის ან გადატანისათვის დაწესებული გადასახადებისაგან, ეს ვრცელდება აგრეთვე თვითმფრინავებზე არსებულ იმ საქონელზე, რომელიც მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე ფრენისას იხმარება.
(2) საწვავ-საპოხი მასალა, სათადარიგო ნაწილები, აუცილებელი მოწყობილობის საგნები და სურსათის მარაგი, რომლებიც დროებით შეაქვთ ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, რათა იქ გადაეცეს მეორე ხელმომწერი მხარის რომელიმე დასახელებულ საწარმოს თვითმფრინავებს ან დაიდგას მათში, ან სხვა სახით იქნეს კვლავ გატანილი პირველად დასახელებული ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, თავისუფალია 1-ელ პუნქტში აღნიშნული ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან, მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე შეტანისას 1-ლ პუნქტში აღნიშნული ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან თავისუფალია აგრეთვე ერთი ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოს სარეკლამო მასალა და გადაზიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
(3) საწვავ-საპოხი მასალა, რასაც ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოს თვითმფრინავები იღებენ და საერთაშორისო ავიახაზებზე ხარჯავენ, თავისუფალია 1-ლ პუნქტში აღნიშნული ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან, აგრეთვე რაიმე შესაძლო მოხმარების გადასახადებისაგან.
(4) ერთ ხელმომწერ მხარეს შეუძლია 1-ლ და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ საქონელზე საბაჟო მეთვალყურეობის დაწესება.
(5) ვინაიდან პირველიდან მესამე პუნქტებამდე დასახელებული საქონელი თავისუფალია ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან, ამ საქონელზე არ ვრცელდება ჩვეულებრივ შემთხვევაში მათი შეტანის, გატანისა და გადატანისათვის გათვალისწინებული სამეურნეო შეზღუდვები.
(6) ყოველი ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოსათვის მიწოდებულ საგნებს ან გაწეულ მომსახურებას, რაც ამ უკანასკნელის მუშაობისთვისაა საჭირო, ორმხრივ საფუძველზე განტვირთავს ბრუნვის გადასახადის ან რაიმე მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისაგან, გადასახადისაგან განტვირთვა შეიძლება გათავისუფლების ან ანაზღაურების მეშვეობით განხორციელდეს.
მუხლი 7🔗. შემოსავლის გადარიცხვა
ყოველი ხელმომწერი მხარე უფლებას ანიჭებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ დასახელებულ საწარმოს, მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო მიმოსვლის მომსახურების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი ყოველ დროს, ყველანაირი ფორმით თავისუფლად და რაიმე შეზღუდვის გარეშე, ყოველი თავისუფლად კონვერტირებული ვალუტით, ოფიციალური კურსის მიხედვით გადაურიცხოს თავის მთავარ უწყებას.
მუხლი 8🔗. ურთიერთშეთანხმებული სამარშრუტო მიმოსვლის წარმოების პრინციპები
(1) ყოველი ხელმომწერი მხარის ყოველ აღნიშნულ საწარმოს იაფი და თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მარშრუტების გამოსაყენებლად.
(2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მარშრუტებზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის წარმოებისას ერთი ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმო ითვალისწინებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოს ინტერესებს, რათა უნებლიე ზიანი არ მიაყენოს ამ საწარმოს მიერ იმავე ხაზებზე ან მათ მონაკვეთებზე საჰაერო მიმოსვლის წარმოებას.
(3) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მარშრუტებზე, უწინარეს ყოვლისა, გადაზიდვის ისეთ წინადადების გამომუშავებას ემსახურება, რომელიც საწარმოს დამასახელებელი ხელმომწერი მხარის მიერ წარმოდგენილ, მისი ტერიტორიის მიმართულებით და იქედან მიმოსვლის სავარაუდო მოთხოვნილებას შეესაბამება, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გეგმაზომიერი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს საწარმოები ისე უნდა სარგებლობდნენ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ხაზებზე, მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განლაგებულ პუნქტებსა და მესამე სახელმწიფოთა პუნქტებს შორის გადაზიდვის თავიანთი უფლებით, რომ წინადადება გადაზიდვის შესახებ შეესაბამებოდეს:
ა) მოთხოვნას საწარმოს დამსახელებელი ხელმომწერი მხარის ტერიტორიის მიმართულებით და იქედან მიმოსვლაზე;
ბ) ფრენის გზაზე განლაგებულ პუნქტებში არსებულ მოთხოვნას მიმოსვლაზე, ადგილობრივი და რეგიონალური საჰაერო სამარშრუტო მიმოსვლის გათვალისწინებით;
გ) სატრანზიტო მიმოსვლის ავიახაზების ეკონომიური გამოყენების მოთხოვნებს.
(4) ყოველი დასახელებული საწარმოს იაფი და თანასწორი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ფრენის სამსახურების სიხშირეები და თვითმფრინავების გათვალისწინებული მოდელები, მათი სიმძლავრის მითითებით, აგრეთვე ფრენის განრიგები, ნებადართული უნდა იქნენ ხელმომწერ მხარეთა საჰაერო მიმოსვლის უწყების მიერ.
(5) საჭიროების შემთხვევაში ხელმომწერ მხარეთა საჰაერო მიმოსვლის უწყებებმა დამაკმაყოფილებლად უნდა მოაგვარონ გადაზიდვისა და სიხშირეთა საკითხი.
მუხლი 9🔗. საწარმოო მაჩვენებლებისა და სტატისტიკური მონაცემების გადაცემა
(1) ყოველი აღნიშნული საწარმო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ხაზებზე საჰაერო სამარშრუტო მიმოსვლის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აცნობებს ხელმომწერ მხარეთა საჰაერო მიმოსვლის უწყებებს მომსახურების სახეობებს, თვითმფრინავების გათვალისწინებულ მოდელებსა და ფრენის განრიგებს, იგივე ეხება აგრეთვე შემდგომ ცვლილებებს.
(2) ერთი ხელმომწერი მხარის საჰაერო მიმოსვლის უწყება სათანადოდ ფორმულირებული მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს მეორე ხელმომწერი მხარის საჰაერო მიმოსვლის უწყებით დასახელებულ საწარმოთა ყველა რეგულარულ ან სხვა სტატისტიკურ დოკუმენტაციას გადაზიდვის შესახებ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხაზებისათვის მომზადებული წინადადებების შესამოწმებლად. ეს დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომელიც მიმოსვლის მოცულობის, წარმომავლობისა და დანიშნულების დასადგენადაა საჭირო.
მუხლი 10🔗. ტარიფები
(1). ტარიფები, რომლებსაც ერთი დასახელებული საწარმო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ხაზებზე იყენებს მგზავრებისათვის, საჭიროებენ იმ ხელმომწერი მხარის საჰაერო უწყების ნებართვას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მგზავრობის საწყისი პუნქტი (გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშვნის შესაბამისად).
(2). დასახელებული საწარმოები თავიანთ ტარიფებში ითვალისწინებენ საწარმოო ხარჯებს, სათანადო მოგებას, არსებულ კონკურენციასა და ბაზრის პირობებს, აგრეთვე მომსახურებით მოსარგებლეთა ინტერესებს. საჰაერო მიმოსვლის შესაბამის უწყებას მხოლოდ მაშინ შეუძლია უარი განაცხადოს ნებართვის გაცემაზე, თუ ტარიფი ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.
(3). დასახელებული საწარმოები ნებართვის მისაღებად ტარიფებს წარადგენენ არა უგვიანეს ერთი თვისა მათი ძალაში შესვლის გათვალისწინებულ დღემდე.
(4). თუ ერთი ხელმომწერი მხარის საჰაერო მიმოსვლის უწყებას მისაღებად არ მიაჩნია მისთვის ნებართვის მისაცემად წარდგენილი რომელიმე ტარიფი, მაშინ იგი ტარიფის წარდგენიდან ოცდაოთხი დღის მანძილზე აცნობებს ამის შესახებ შესაბამის საწარმოს. ამ შეთანხმებაში შემდგომ უნდა იქნეს გამოყენებული აქამდე მოქმედი ტარიფი, რომელიც ახლით უნდა შეცვლილიყო.
მუხლი 11🔗. სამეწარმეო საქმიანობა
(1) ყოველი ხელმომწერი მხარე ორმხრივ საფუძველზე ანიჭებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ საწარმოს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში იქონიოს მის ტერიტორიაზე ფილიალები და იყოლიოს მმართველი, კომერციული და ტექნიკური პერსონალი.
(2) პირველი პუნქტის მიხედვით, ფილიალების მოწყობისა და პერსონალის დასაქმებისას დაცული უნდა იქნეს შესაბამისი ხელმომწერი მხარის კანონები და სხვა განკარგულებანი, აგრეთვე კანონები და სხვა განკარგულებანი შესაბამისი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლისა და ყოფნის შესახებ.
(3) ყოველი ხელმომწერი მხარე ორმხრივ საფუძველზე ანიჭებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ დასახელებულ საწარმოს უფლებას, მეორე ხელმომწერი მხარის დასახელებული საწარმოსა ან საჰაერო მიმოსვლის სხვა საწარმოსათვის თვითონ აწარმოოს მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვის მომზადება, ეს უფლება არ ვრცელდება აეროპორტების კომპეტენციაში შემავალ მიწისზედა ავიასამსახურებზე (თვითმფრინავების მომზადება ფრენის წინ).
(4) ყოველი ხელმომწერი მხარე უფლებას ანიჭებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ დასახელებულ საწარმოს საკუთარი დოკუმენტებით, უშუალოდ საკუთარ სავაჭრო სათავსებში, საკუთარი აგენტების მეშვეობით მიყიდოს თავისი მომსახურება მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე ყოველ მყიდველს ყოველგვარ ვალუტაზე.
მუხლი 12🔗. უსაფრთხოება ჰაერში
(1) საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავიანთი უსაფრთხოებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელმომწერი მხარეები ადასტურებენ თავიანთ ურთიერთვალდებულებას, უკანონო ხელყოფისაგან დაიცვან სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის უშიშროება. საერთაშორისო სამართლის თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების საყოველთაო ხასიათის შეუზღუდავად ხელმომწერი მხარეები მოქმედებენ, განსაკუთრებით, თვითმფრინავზე ჩადენილი დანაშაულებრივი და განსაზღვრული სხვა ქმედებისათვის 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი ხელშეკრულების, თვითმფრინავების უკანონოდ მითვისების წინააღმდეგ სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან ბრძოლის შესახებ 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი შეთანხმების და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან ბრძოლის შესახებ 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი შეთანხმების დამატების, საერთაშორისო სამოქალაქო მიმოსვლის მომსახურე აეროპორტებში კანონსაწინააღმდეგო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმის შესაბამისად.
(2) ხელმომწერი მხარეები თხოვნის საფუძველზე ყოველგვარ საჭირო დახმარებას უწევენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო თვითმფრინავების უკანონოდ დაუფლება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ამ თვითმფრინავების, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის დაწესებულების უშიშროების წინააღმდეგ, აგრეთვე ყოველი სხვა საშიშროება სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების წინააღმდეგ.
(3) სამოქალაქო თვითმფრინავის უკანონოდ ხელში ჩაგდების, ან თვითმფრინავის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აგრეთვე აეროპორტების და საჰაერო ნავიგაციის დაწესებულების უშიშროების კანონსაწინააღმდეგო ხელყოფის შემთხვევაში, ანდა ამგვარი მუქარის არსებობისას, ხელმომწერი მხარეები დახმარებას უწევენ ერთმანეთს კავშირგაბმულობის გაადვილებითა და სხვა შესაბამისი ღონისძიებებით, რათა ამგვარი ინციდენტები ან მათი განხორციელების მუქარა ადამიანის სიცოცხლისათვის შეძლებისდაგვარად ნაკლები რისკით იქნეს მოგვარებული.
(4) ყოველი ხელმომწერი მხარე ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც მიაჩნია მას საჭიროდ, რათა დაადგინოს, არის თუ არა თვითმფრინავი, რომელიც უკანონოდ იქნა მითვისებული, ან რომლის მიმართაც სხვა კანონსაწინააღმდეგო ხელყოფა განხორციელდა და რომელიც მის ტერიტორიაზე მიწაზე იმყოფება, ძალით დაკავებული, თუ საჭირო არ გახდა მისი აფრენა, როგორც სასწრაფო ღონისძიება ეკიპაჟისა და მგზავრების სიცოცხლის გადასარჩენად, ამგვარი ღონისძიებანი შესაძლებლობის ფარგლებში ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
(5) თავიანთი ურთიერთობის ფარგლებში ხელმომწერი მხარეები საჰაერო მიმოსვლის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულების დანართებად აღიარებული ჰაერში უსაფრთხოების მითითებების შესაბამისად მოქმედებენ, თუკი უსაფრთხოების ეს მითითებები მისაღებია მხარეთათვის; ისინი მოითხოვენ, რომ მათ რეგისტრში შეტანილი თვითმფრინავების მფლობელებმა და იმ თვითმფრინავების მფლობელებმა, რომელთა ძირითადი სამუშაო ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა განლაგებული, ისევე როგორც მათ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტებით მოსარგებლეებმა, ჰაერში უსაფრთხოების ამ მითითებათა შესაბამისად იმოქმედებენ.
(6) ყოველი ხელმომწერი მხარე თანახმაა იმაზე, რომ თვითმფრინავის ყოველ ამ მფლობელს მოეთხოვოს მე-5 პუნქტში აღნიშნული ჰაერში უსაფრთხოების იმ მითითებების დაცვა, რომლებიც მეორე ხელმომწერმა მხარემ შეიმუშავა მის ეტრიტორიაზე შესვლის, მისი ტერიტორიიდან გამოსვლის ან მის ტერიტორიაზე ყოფნის თაობაზე. ყოველი ხელმომწერი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე თვითმფრინავების დაცვის და მგზავრების, ეკიპაჟისა და ხელბარგის სხივებით შემოწმების, აგრეთვე უსაფრთხოების მიზნით ბარგის, ტვირთისა და თვითმფრინავზე არსებული მარაგის სათანადო კონტროლის ეფექტურ განხორციელებას ჩასხდომამდე ან დატვირთვამდე. ყოველი ხელმომწერი მხარე სათანადო ყურადღებით მოეკიდება მეორე მხარის ყოველ თხოვნას რაიმე საშიშროების თავიდან ასაცილებლად გონივრული, განსაკუთრებული ღონისძიებების თაობაზე.
(7) თუ ერთმა ხელმომწერმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის მითითებებს ჰაერში უსართხოების შესახებ, მაშინ მეორე ხელმომწერი მხარე საჰაერო მიმოსვლის უწყებასთან სასწრაფო კონსულტაციებს მოითხოვს. თუ ამ მოთხოვნის წაყენების დღიდან ერთი თვის მანძილზე არ მოხერხდა საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა, მაშინ არსებობს საფუძველი იმისა, რომ პირველად დასახელებული ხელმომწერი მხარის საჰაერო მიმოსვლის ერთ ან რამდენიმე საწარმოს ჩამოერთვას, გაუუქმდეს, შეეზღუდოს ან პირობით განესაზღვროს წარმოების უფლება. თუ ვითარება განსაკუთრებით სერიოზულია, მაშინ ერთ ხელმომწერ მხარეს ამ თვის გასვლამდეც შეუძლია წინასწარ ღონისძიებათა მიღება.
მუხლი 13🔗. ჩამოსვლა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება
(1) ერთი ხელმომწერი მხარის თხოვნით მეორე ხელმომწერი მხარე უფლებას აძლევს ორივე სახელმწიფოში საჰაერო მიმოსვლის ნებართვის მქონე საწარმოებს, განახორციელონ ღონისძიებანი მისთვის, რათა მხოლოდ მთხოვნელ სახელმწიფოში შესვლისას ან ტრანზიტით გავლისათვის საჭირო დოკუმენტების მქონე მგზავრები იქნენ გადაყვანილი.
(2) ყოველი ხელმომწერი მხარე შესამოწმებლად აკავებს იმ პირს, რომელიც არ იქნა მიღებული დანიშნულების ადგილის მიერ, როცა იქ დადგენილ იქნა, რომ მას არ აქვს შესვლის უფლება, თუკი ეს პიროვნება გამგზავრების წინ არა მხოლოდ უშუალო ტრანზიტით იმყოფებოდა ამ ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე. ხელმომწერი მხარეები არ გზავნიან ასეთ პიროვნებას უკან იმ ქვეყანაში, რომელშიც დადგენილი იქნა, რომ ამ პირს არა აქვს შესვლის უფლება.
(3) ამგვარი განსაზღვრა ხელს უშლის ხელისუფალთ იმაში, რომ ეს, ქვეყანაში შესვლის უფლების არმქონე პიროვნება კვლავ შეამოწმონ, რათა დაასკვნან, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მისი მიღება, ან საჭიროა თუ არა ზომების მიღება მისი შემდგომ გადაყვანის, გაშვების ან იმ ქვეყანაში წასვლის იძულებისათვის, რომლის მოქალაქეცაა იგი, ან რომელმაც შეიძლება მიიღოს იგი რაიმე მოსაზრებით. თუ პიროვნებამ, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფოში შესვლაზე, დაკარგა სამგზავრო დოკუმენტები, ანდა მას გაუფუჭდა ისინი, მაშინ ერთი ხელმომწერი მხარე მის ნაცვლად სცნობს დოკუმენტს, რომელშიც გაფრენისას ჩასვლის გარემოებებია მითითებული და რომელიც იმ ხელმომწერი მხარის მიერაა გაცემული, რომელმაც დაადგინა, რომ ამ პიროვნებას არა აქვს ქვეყანაში შესვლის უფლება.
მუხლი 14🔗. აზრთა ურთიერთგაცვლა
საჭიროების შემთხვევაში ხელმომწერ მხარეთა საჰაერო მიმოსვლის უწყებებს შორის აზრთა ურთიერთგაცვლა ხდება, რათა მიღწეულ იქნეს მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთგაგება ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.
მუხლი 15🔗. კონსულტაციები
ამ შეთანმხებაში ცვლილებების ან სამარშრუტო გეგმის, ანდა განმარტებითი საკითხების განსახილველად, ყოველ ხელმომწერ მხარეს ყოველ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები, იგივე, ეხებეა აგრეთვე შეთანხმების გამოყენების განხილვას. თუ ერთი ხელმომწერი მხარის აზრით, მე-14 მუხლის მიხედვით გამართულმა აზრთა ურთიერთგაცვლამ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ გამოიღო, კონსულტაციები იწყება მეორე ხელმომწერი მხარის მიერ განცხადების მიღებიდან ორი თვის ვადაში.
მუხლი 16🔗. დაცვის მოგვარება
(1) იმ შემთხვევაში, თუ არ ხორციელდება ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე წარმოშობილი დაცვის მე-15 მუხლით მოგვარება, მაშინ იგი ერთი ხელმომწერი მხარის სურვილით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცემა.
(2) საარბიტრაჟო სასამართლო ცალკე იქმნება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის. ყოველი ხელმომწერი მხარე ნიშნავს თითო წევრს, ეს ორივე წევრი ურთიერთშეთანმხების საფუძველზე თავმჯდომარეობას სთხოვს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც ორივე ხელმომწერ მხარეთა მთავრობები ნიშნავენ. წევრები ინიშნებიან ორი თვის ვადაში, თავმჯდომარე კი სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა ერთმა ხელმომწერმა მხარემ მეორე ხელმომწერ მხარეს შეატყობინა, რომ სურს დავის თაობაზე საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.
(3) თუ დაცული არ იქნა მე–2 პუნქტში მითითებული ვადა, რაიმე სხვა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ყოველი ხელმომწერი მხარე სთხოვს საერთაშორისო სამოქალაქო ავიამიმოსვლის ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან განახორციელოს საჭირო დანიშვნები. თუ პრეზიდენტი ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის მოქალაქეა, ან თუ მისი რაიმე სხვა გარემოება უშლის ხელს, მაშინ დანიშვნებს მისი მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი ახორციელებს.
(4) საარბიტრაჟო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებს, მისი გადაწყვეტილებანი სავალდებულოა ორივე მხარისათვის. ყოველი ხელმომწერი მხარე თვითონ იხდის თავისი წევრისა და საარბიტრაჟო სასამართლოში თავისი ინტერესების დამცველის ხარჯებს, თავმჯდომარის გასამრჯელოსა და სხვა ხარჯებს თანაბრად ინაწილებენ ხელმომწერი მხარეები. ჩვეულებრივ, საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს თავის პროცედურას.
მუხლი 17🔗. მრავალმხრივი შეთანხმებანი
ერთ-ერთი მხარის მიერ საჰაერო მიმოსვლის შესახებ საყოველთაო მრავალმხრივი შეთანხმების მიღებისთანავე პრიორიტეტი მის დებულებებს ენიჭება, განხილვები იმის თაობაზე, თუ რამდენად ასრულებს რაიმე სანაცვლოს გვთავაზობს, ცვლის თუ ავსებს მრავალმხრივი შეთანხმება წინამდებარე შეთანხმებას, ეწყობა მე-15 მუხლის მიხედვით.
მუხლი 18🔗. რეგისტრირება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში
ეს შეთანხმება, ყოველი ცვლილება მასში და ნოტების ყოველი გაცვლა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე რეგისტრირებისათვის უნდა გადაეცეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.
მუხლი 19🔗. რატიფიცირება, ძალაში შესვლა, მოქმედების ხანგრძლივობა
(1) წინამდებარე შეთანმხება რატიფიცირებას საჭიროებს; სარატიფიკაციო სიგელების ურთიერთგაცვლა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
(2) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლიდან ერთი თვის შემდეგ.
(3) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი დროით.
მუხლი 20🔗. დენონსირება
ერთ ხელმომწერ მხარეს ყოველ დროს შეუძლია შეატყობინოს მეორე ხელმომწერ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების დასრულების შესახებ. იმავე დროს ცნობა დენონსირების შესახებ ეგზავნება სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის საერთაშორისო ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში. შეთანხმება ძალას კარგავს მეორე ხელმომწერი მხარის მიერ ცნობის მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე მორიგების საფუძველზე არ განხორციელდა დენონსირების გაუქმება. თუ მეორე მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ საწყის დღედ ითვლება მეთოთხმეტე დღე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღებიდან.
შესრულებულია ქ. ბონში, 1993 წლის 25 ივნისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული გერმანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან. ყოველ ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. გერმანული და ქართული ტექსტების განსხვავებული განმარტებისას სახელმძღვანელო ტექსტი ინგლისურია.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)