შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2004
ძალაში შესვლა 02.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.001.000504
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/07/2004
matsne.gov.ge 788 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2004 მიღება
02.07.2004 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს მთავრობის სახელით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 76.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ისწრაფვიან რა ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების მიზნით, ხელმძღვანელობენ რა 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტისა და 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დებულებებით, სურთ რა ხელი შეუწყონ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის 1975 წლის შეხვედრის დასკვნითი აქტისა და ეუთოს მიერ საინფორმაციო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მიღებული მომდევნო დოკუმენტების დებულებების შესრულებას, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის ფართო და თავისუფალი გავრცელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ორი სახელმწიფოს ხალხთა ცხოვრების შესახებ ცოდნის შემდგომი გაღრმავების მიზნით.     მუხლი 2🔗 თითოეული მხარე ხელს შეუწყობს ინფორმაციის ფართო და თავისუფალ გაცვლას ორი ქვეყნის საინფორმაციო სამსახურებს შორის, არ შეაფერხებენ მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პროდუქციის გავრცელებას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და მოქმედებენ კანონის საფუძველზე მეორე მხარის სახელმწიფოში იმ პირობით, რომ ცნობებისა და მასალების გავრცელება, რაც ასეთ პროდუქციას ქმნის, არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.     მუხლი 3🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთი სახელმწიფოების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, აგრეთვე შესაბამის უწყებათა და ორგანიზაციათა შორის თანაშრომლობის განვითარებას. ამგვარი თანამშრომლობის კონკრეტული პირობები და ფორმები განისაზღვრება თავად მონაწილე მხარეების მიერ კონკრეტული შეთანხმებების დადების გზით.     მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანასწორუფლებიან და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას მხარეთა სახელმწიფოების ჟურნალისტთა და ჟურნალისტთა პროფესიულ გაერთიანებებს შორის, აგრეთვე შეხვედრების, სემინარების და კონფერენციების ჩატარებას. თანამშრომლობის ფორმები და პირობები განისაზღვრება ორივე სახელმწიფოს შესაბამის ორგანიზაციათა შორის კონკრეტული შეთანხმებების საფუძველზე.     მუხლი 5🔗 თითოეული მხარე თავიანთი კანონმდებლობის ფარგლებში და ნაცვალგების საფუძველზე, ხელს შეუწყობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად ხელსაყრელი პირობების შექმნაში, მათ შორის, ინფორმაციისა და მისი წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის თვალსაზრისით და უზრუნველყოს ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაციის შეუფერხებელ მოპოვებას.     მუხლი 6🔗 მხარეები თავიანთი სახელმწიფოების კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ხელს შეუწყობენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე გავრცელებული ტელე და რადიოპროგრამების, ორივე სახელმწიფოს ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემების ტრანსლაციას საკომუნიკაციო საშუალებების შესაბამისი სისტემის გამოყენებით. ამ მიზნით, მხარეები დადებენ კონკრეტულ შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს ტელე და რადიოპროგრამების ურთიერთგაცვლის პირობებსა და წესებს.     მუხლი 7🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის სფეროში მოღვაწე სპეციალისტთა გაცვლას. მხარეები ურთიერთდახმარებას გაუწევენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში კადრების მომზადებას და ხელს შეუწყობენ ამ სფეროში დასაქმებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას.     მუხლი 8🔗 მხარეები, სახელწიფო სტრუქტურების შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, ითანამშრომლებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფუნქციონირებისა და სამართლებრივი რეგულირების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, აგრეთვე გაცვლიან სტატისტიკურ და სხვა მონაცემებს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების შესახებ, რომელთა სარეგისტრაციო მოწმობები ბათილად არის ცნობილი მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობით.     მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ზღუდავენ მხარეთა უფლებებს და მათ მიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმების კოორდინაციისა და პრაქტიკული რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, შექმნიან დროებით ან მუდმივ საფუძველზე მოქმედ ორმხრივ მუშა ჯგუფებს ან კომისიებს.     მუხლი 11🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლოა შეტანილ იქნეს დამატებები და ცვლილებები ოქმების სახით, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება და ძალაში შევა შეთანხმების მე-12 მუხლის თანახმად.     მუხლი 12🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. წინამდებარე შეთანხმება იდება სამი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო სამწლიანი პერიოდით, თუ ერთ-ერთი მხარე შესაბამისი პერიოდის გასვლამდე 6 თვით ადრე არ გაუგზავნის მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. ამასთანავე დარეგულირებული იქნება შეთანხმების მოქმედების დროს წარმოქმნილი ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები. შესრულებულია ქ. ბაქოში, 2004 წლის 4 მარტს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერილია ხელმოწერილია