შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2004
ძალაში შესვლა 02.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.101.000506
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/08/2004
matsne.gov.ge 985 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2004 მიღება
02.07.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა, ორმხრივ მისწრაფებას ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისა და განვითარებისაკენ მხარეების საგანმანათლებლო სისტემათა თანასწორუფლებიანობის, დამოუკიდებლობისა და მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, აღიარებენ რა, საგანმანათლებლო პოლიტიკაში ურთიერთობისას ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, საერთაშორისო ნორმების პრინციპების უცილობელ პრიორიტეტს და მიისწრაფვიან რა მათი პრაქტიკული რეალიზაციისაკენ, ანიჭებენ რა, დიდ მნიშვნელობას განათლების სფეროში ჰუმანიზმისა და დემოკრატიზმის უზრუნველყოფას, ორი ქვეყნის ხალხთა კულტურულ–საგანმანათლებლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, მოსწავლეთა მოქალაქეობრივი და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას ზოგადი, პროფესიულ–ტექნიკური, საშუალო სპეციალური, უმაღლესი და დიპლომის შემდგომი განათლების სფეროში.     მუხლი 2🔗 აღნიშნული შეთანმხმების მიზანი: – პირდაპირი კავშირების დამყარება მსგავსი პროფილის მქონე უმაღლეს, საშუალო–სპეციალურ სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში, აგრეთვე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისათვის საჭირო პიორბების შექმნა; – ურთიერთსაინტერესო თემატიკის მიხედვით ერთობლივი სამეცნიერო კვლევის ჩატარება, სასწავლო–მეთოდური ლიტერატურის დამუშავება; – პედაგოგიური კადრების ურთიერთგაცვლა უმაღლეს სასწავლებლებში, საშუალო–სპეციალურ სასწავლებლებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის მიზნით, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან საფუძველზე.     მუხლი 3🔗 მხარეები მიზანშეწონილად მიიჩნევენ: – მხარი დაუჭიროს ერთმანეთს განათლების საკითხებზე თანამშრომლობის განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში; – გამოუყონ ადგილები მხარეთა უმაღლეს და საშუალო–სპეციალურ სასწავლებლებში სპეციალისტთა მოსამზადებლად იმ დარგებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს; – მხარი დაუჭირონ ერთმანეთს უმაღლესი სასწავლებლების პერიოდულ სამეცნიერო გამოცემებში ორივე მხარის მეცნიერთა სამეცნიერო შრომებისა და სტატიების გამოქვეყნების საქმეში; – ორგანიზაცია გაუწიონ სპეციალიზებული კურსების შექმნას ქართული და აზერბაიჯანული ენების შესასწავლად; – გაცვალონ ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები; – ითანამშრომლონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელთა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში.     მუხლი 4🔗 მხარეები თანამშრომლობენ მაღალკვალიფიციური კადრებისა და სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და სრულყოფის საკითხებში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეების მიერ ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო პოტენციალის მონაწილეობის საკითხებში, მხარს დაუჭერენ მხარეების სასწავლო დაწესებულებათა შორის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებას მოსწავლეთა, სტუდენტთა, სტაჟიორთა, ასპირანტთა, დოქტორანტთა, მასწავლებელთა, მეცნიერთა გაცვლების, სწავლების ხარისხის ამაღლებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ყველა ღონიძიების ჩატარება წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სამინისტროებს შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით.     მუხლი 5🔗  მხარეები შეთანმხდნენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში და მათ კანონიერ საფუძველზე მოქმედ ფილიალებში საკუთარი ხარჯებით სწავლის მსურველ მოქალაქეთათვის შესაბამისი კვოტების გამოყოფის შესახებ. ადგილების რაოდენობა და მიღების პირობები დარეგულირდება სპეციალური ოქმებით.     მუხლი 6🔗 მხარეები განახორციელებენ განათლების საკითხებზე ნორმატიულ–სამართლებრივი დოკუმენტაციის გაცვლას ერთიანი მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების, სამეცნიერო–პედაგოგიური კვლევების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და გაცვლას, ასევე საგანმანათლებლო პრობლემატიკაზე ერთობლივი სამეცნიერო პროგრამების დამუშავებას.     მუხლი 7🔗 მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული მხარე ქართული ენის სახელმძღვანელოებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნელყოფს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ იმ ქართულ სკოლებს, სადაც სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო აზერბაიჯანის მხარე აზერბაიჯანული ენის სახელმძღვანელოებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, სადაც სწავლება მიმდინარეობს აზერბაიჯანულ ენაზე. აღნიშნული სკოლების სხვა სახელმძღვანელოებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გააფორმებენ დამატებით ოქმს.     მუხლი 8🔗 მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის მომენტის და მისი ძალაში შესვლის შემდეგ გაცემული საშუალო და პროფესიულ ტექნიკური განათლების, საშუალო–სპეციალური და უმაღლესი განათლების დოკუმენტთა, აგრეთვე სამეცნიერო ხარისხებისა და წოდების მინიჭების დამადტკიცებელი დოკუმენტების ურთიერთაღიარების შესახებ.     მუხლი 9🔗 მხარეები განახორციელებელ თანამშრომლობას ჰუმანიტარულ სფეროში, ერთობლივი სოციოლოგიური კვლევების ჩათვლით, ხელს შეუწყობენ ტურიზმისა და დასვენების სისტემის განვითარებას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, ხელს შეუწყობენ მათ ერთობლივი შრომისა და დასვენებისათვის, ჩაატარებენ შეჯიბრებებს.     მუხლი 10🔗 განათლების სისტემის სრულყოფისა და განვითარების საკითხების შესწავლის, განათლების მენეჯერების მომზადების, მასწავლებელთა ატესტაციისა და მოწინავე გამოცდილების გაზიარების პრობლემათა გაცნობის მიზნით, მხარეები განახორციელებენ დელეგაციათა გაცვლებს სამინისტროს განათლების მართვის ორგანოებისა და სასწავლო დაწესებულებათა თანამშრომლების დონეზე, აგრეთვე მოაწყობენ ერთობლივ თეორიულ, სამეცნიერო–პრაქტიკულ კონფერენციებს, სემინარებს, თათბირებს.     მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებებიდან გამომდინარე, განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები, მათი რეალიზაციის ვადები და პირობები განისაზღვრება ოქმებით, რომლებიც შედგება ყოველწლიურად. წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის მხარეთა კოორდინაციისა და ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, პარიტეტულ საფუძველზე შეიქმნება მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც შეიკრიბება ერთ–ერთი მხარის თხოვნით წელიწადში ერთხელ ქ. თბილისში ან ქ. ბაქოში. საქართველოს მხრიდან კომისიას უხელმძღვანელებს განათლებისა და და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან განათლების მინისტრის მოადგილე.     მუხლი 12🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება იქნეს შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმებით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე–13 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 13🔗 წინამდებარე შეთანხმება გაფორმდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ძალაში შევა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ დიპლომატიური არხებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების მომენტიდან. შეთანხმების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთი) წლის ვადით, თუ ერთ–ერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის სურვილს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება არა ნაკლებ 6 (ექვსი) თვით ადრე შესაბამისი ვადის დასრულებამდე. წინამდებარე შეტანხმება ხელმოწერილია ქ. ბაქოში, 2004 წლის 4 მარტს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისას არსებული განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება რუსულ ტექსტს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სახელით