„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016258
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280211, 28/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსმთავრობის

დადგენილება№97

2011წლის 23თებერვალი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმIII,2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 1. დადგენილების:

 ა) 16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 16. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება: სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმების არასამუშაო დროს განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ) ან საქონლის დეკლარირების არასამუშაო დროს განხორციელების შემთხვევაში. ამ დადგენილების მიზნებისათვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები. ამასთან, ოქროს სიის მონაწილე პირის მიმართ ან/და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება.“;

 ბ) 17 მუხლის „კ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:

 ა) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„54

სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 75-ე გრაფა:

 

„75

ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება

 

 

 

ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი.“.

 

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური