შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ

მიღების თარიღი 14.06.2004
ძალაში შესვლა 24.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480270000.03.030.000518
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 07/12/2004
matsne.gov.ge 1,372 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.2004 მიღება
24.11.2004 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები საქართველოს მხრიდან
შპს საქართველოს რკინიგზა; აზერბაიჯანის მხრიდან – აზერბაიჯანის სახელმწიფო რკინიგზა.
მუხლი 1

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ეყრდნობიან რა თანასწორუფლებიანი პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს, ანიჭებენ რა მნიშვნელობას ორივე სახელმწიფოს სარკინიგზო ტრანსპორტის ერთობლივ საქმიანობასა და კოორდინაციას, აღიარებენ რა მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ორი მიმართულებით, ასევე ტრანზიტით მესამე ქვეყნებში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: 1. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები საქართველოს მხრიდან – შპს საქართველოს რკინიგზა; აზერბაიჯანის მხრიდან – აზერბაიჯანის სახელმწიფო რკინიგზა. 2. მხარეთა მომსახურე პერსონალი მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მუშაკები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ შეთანხმებიდან გამომდინარე ამოცანებს.     მუხლი 2🔗 1. მხარეები, ორივე ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის შემდგომი განვითარების მიზნით, ახორციელებენ თანამშრომლობას, ერთმანეთს უწევენ აუცილებელ დახმარებას და იღებენ აუცილებელ ზომებს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვების სრულყოფისათვის. 2. მხარეები მიზანშეწონილად თვლიან მხარი დაუჭირონ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში რეგულარულ საწარმოო -ტექნიკურ, ეკონომიკურ და სამეცნიერო თანამშრომლობას . 3. თითოეული მხარე, მათი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობათა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში, უზრუნველყოფენ აუცილებელ პირობებს მგზავრთა გადაყვანის, ტვირთების, ბარგისა და ფოსტის ტრანსპორტირების, მოძრავი შემადგენლობის გადაადგილებისათვის, როგორც ორივე სახელმწიფოს შორის, ასევე ტრანზიტით მათ ტერიტორიაზე მესამე ქვეყნებში.     მუხლი 3🔗 1. მხარეები შეთანხმდნენ, დაიცვან მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის სარკინიგზო ტრასპორტზე მოქმედი განაწესი, სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებად ისინი ითვლებიან. 2. რკინიგზათა ტექნიკური ექსპლუატაციის წესები, მნიშვნელოვანი ნაგებობების, მოწყობილობების, მოძრავი შემადგენლობების შენახვის ნორმა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები, გადასაზიდი ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები, ორივე სახელმწიფოს რკინიგზაზე სიგნალიზაციის პრინციპები და მატარებლების მოძრაობის ორგანიზაციის სისტემა, რეგულირდება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ შეთანხმებული ნორმატიული დოკუმენტებით.     მუხლი 4🔗 1. მხარეები უზრუნველყოფენ მხარეთა სახელმწიფოს რკინიგზაზე მოძრავი სატრანზიტო ტვირთების დაუბრკოლებრივ მიღებასა და გადაადგილებას. ანგარიშსწორების წესი, ტარიფები რეგულირდება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეებად ითვლებიან მხარეები. 2. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რკინიგზაზე ალტერნატიული დერეფნებიდან სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის მიზნით მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაავრცელონ „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქმენეთსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის კოორდინაციის შესახებ ხელშეკრულების“, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 13 მაისს, ქ. სერახსში, პირობა, გამოიყენონ 50% შეღავათი მოქმედი ტარიფების მიმართ იალამა-ბეიუკი-კიასიკი-ფოთი, ბათუმისა და უკუმიმართულებით ტვირთების გადასაზიდად. 3. ქართული და აზერბაიჯანული წარმოშობის ტვირთები, ასევე მესამე სახელმწიფოთა ტვირთები, რომლებიც გადაადგილდება ტრანზიტით ორივე მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, არ უნდა შეიცვალოს მესამე ქვეყნისათვის თითოეული მხარის სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ.     მუხლი 5🔗 მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას მოძრავი შემადგენლობის დანადგარების, მანქანების, მექანიზმების, სათადარიგო ნაწილების, ლიანდაგის ზედნაშენის, რკინიგზის მოთხოვნებისათვის ნავთობპროდუქტებისა და რკინიგზისათვის მოთხოვნისათვის საჭირო სხვა მატერიალური რესურსების ურთიერთხელსაყრელი პირობებით მიწოდებას მხარეთა სახელმწიფოების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 6🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ ერთმანეთის დაუყოვნებლივ ინფორმირებას თავიანთ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე ორივე ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელებისას დაბრკოლებების წამოჭრას, ასევე ამ დაბრკოლებათა აღმოფხვრის შესახებ.     მუხლი 7🔗 მხარეები ითანამშრომლებენ ინჟინრების, ტექნიკოსების, ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტის სხვა მასობრივი პროფესიის მუშაკთა მომზადების სფეროში და აღიარებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს სასწავლო დაწესებულებების დამთავრების შესახებ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკვალიფიკაციო დოკუმენტების თანაბარ იურიდიულ ძალას.     მუხლი 8🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები სისტემატურად განახორციელებენ ერთობლივ მარკეტინგულ გამოკვლევას საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებისა და სასაქონლო ბაზრებში მიმდინარე ცვლილებებზე ადეკვატური რეაგირების მიზნით სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად და ტვირთების მოსაზიდად.     მუხლი 9🔗 1. მხარეები აუცილებლად აღიარებენ, რომ ორივე სახელმწიფოს სარკინიგზო ტრანსპორტზე განახორციელონ კოორდინირებული და შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკა. 2. პრობლემათა განხილვისა და შეთანხმების დებულებათა რეალიზაციასთან დაკავშირებული წამოჭრილი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისათვის მხარეებს აუცილებლობისას შეუძლიათ დააფუძნონ ერთობლივი კომისია, ასევე, ერთი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია გახსნას თავისი წარმომადგენლობა მეორე მხარის ტერიტორიაზე.     მუხლი 10🔗 1. მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ მიავლინონ მომსახურე პერსონალი თითოეული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეთანხმებიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად. 2. შეთანხმებიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად მხარეთა მომსახურე პერსონალის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება დადგენილ გამშვებ პუნქტებში მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებად მხარეები ითვლებიან. 3. ერთი მხარის მომსახურე პერსონალი: a) მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას თავის მოვალეობებს ასრულებს საერთაშორისო ნორმების, მხარეთა კანონმდებლობისა და შეთანხმებული სამსახურებრივი ინსტრუქციების შესაბამისად; b) მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, უკან გამომგზავრებისას და ტერიტორიაზე ყოფნისას ვალდებულია დაიცვას იქ მოქმედი სამართლებრივი ნორმები; c) მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას უფლება აქვს ატაროს თავისი ქვეყნის საფორმო ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები. 4. ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო კისრულობს ვალდებულებას თავის მომსახურე მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას შესრულებულ სამუშაოზე და ახორციელებს მისი საქმიანობის კონტროლს. 5. მომსახურე პერსონალი ურთიერთკონტაქტებისას გამოიყენებს ქართულ და/ან აზერბაიჯანულ ენას, ან, მხარეთა თანხმობით ნებისმიერ ენას. 6. მხარეები ერთი მხარის მომსახურე პერსონალს უსასყიდლოდ აღმოუჩენენ პირველად სამედიცინო დახმარებას, რომელიც დროებით იმყოფება მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომელიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს.     მუხლი 11🔗 თითოეული მხარე თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას, მეორე მხარის ქონების დაცვას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საწარმოო და ტექნიკური აუცილებლობისათვის.     მუხლი 12🔗 მატერიალური პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, მხარეები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით: 1. ერთი მხარის მომსახურე პერსონალისათვის მეორე მხარის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტზე მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებულ ზარალს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურებს ის რკინიგზა, რომელსაც წარმოადგენს დაზარალებული მუშაკი და რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება. 2. პასუხისმგებლობას ზარალზე, რომელიც მიყენებულია ერთი მხარის მომსახურე პერსონალისათვის მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო შიდა კანონმდებლობის შესაბამისად კისრულობს იმ მხარის რკინიგზა, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდა უბედური შემთხვევა. 3. პასუხისმგებლობას უბედური შემთხვევის გამო, რომელიც მოხდა გადაზიდვის პროცესში, მგზავრისათვის მიყენებულ ზარალზე შიდა კანონმდებლობის შესაბამისად კისრულობს იმ მახრის კომპეტენტური ორგანო, რომლის ტერიტორიაზე მოხდა უბედური შემთხვევა, თუ არ არის დადგენილი, რომ ზარალი წარმოიშვა გადაულახავი ძალის ან დაზარალებულის განზრახვის შედეგად. 4. პასუხისმგებლობას ზარალზე, რომელიც მიყენებულია ტვირთის, ბარგისა და ფოსტის მფლობელისათვის, მათი დადგენილი წესით მიღების მომენტიდან მიმღების მიერ მისი მიღების მომენტამდე კისრულობს იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდა ტვირთის დაუცველობა. 5. ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო კისრულობს ვალდებულებას მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს წინაშე იმ ზარალზე, რომელიც მიყენებულია თავისი მომსახურე პერსონალის დანაშაულის შედეგად. ასევე, მოძრავი შემადგენლობის, სარკინიგზო მოწყობილობის, დანადგარისა და სხვა ტექნიკური საშუალების არასწორი გამოყენების ან შენახვის, გადაზიდვის პროცესის დადგენილი წესებისა და რეგლამენტის დარღვევის მიზეზით. 6. თითოეული მხარის კომპეტენტური ორგანო კისრულობს ჩადენილი დანაშაულისა და მის შედეგად მიყენებული ზარალის ხარისხის პროპორციულ პასუხისმგებლობას. 7. თითოეული მხარის კომპეტენტურ ორგანოს გააჩნია მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს წინააღმდეგ რეგრესის უფლება, თუ სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებული შეიქმნა აენაზღაურებინა ან, მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით, ნებაყოფლობით აანაზღაურა ამ უკანასკნელის მიზეზით მიყენებული ზარალი. 8. დაუძლეველი ძალის ქმედების შედეგად წარმოშობილი ზარალი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ან, მხარეთა სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობისას, ანაზღაურებას არ ექვემდებარება. 9. ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებით.     მუხლი 13🔗 1. შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა უფლებებს, გააფორმონ შეთანხმებები იმ საკითხებზე, რომლებიც ითვლება შეთანხმების საგნად და არ ეხება მხარეთა ვალდებულებებსა და უფლებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მათ მიერ გაფორმებული სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან. 2. მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის გააფორმონ შეთანხმება, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს შეთანხმების რეალიზაციის განაწესს.     მუხლი 14🔗 1. შეთანხმების შესრულებასა და განმარტებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. 2. მხარეთა თანხმობით შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, გაფორმებული ცალკეული ოქმებით, რომელიც შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და რომელიც ძალაში შედის შეთანხმების მე-15 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.     მუხლი 15🔗 1. შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზე ბოლო შეტყობინების დღიდან. 2. 1993 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“ წყვეტს მოქმედებას შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან. 3. შეთანხმება მოქმედებს ხუთი წლის ვადით და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. 4. მხარეებს შეუძლიათ შეწყვიტონ შეთანხმების მოქმედება. შეთანხმების მოქმედება შეწყდება ერთ-ერთი მხარის წერილობითი ფორმით მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მხარეები შესაძლო მოკლე ვადაში დაარეგულირებენ საფინანსო და სხვა ვალდებულებებს, რომელიც წამოიჭრა მისი მოქმედების დროს. ­ შესრულებულია ქ. თბილისში, 2004 წლის 14 ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. შეთანხმების გამოყენებისა და განმარტებისას წამოჭრილი განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)