საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია

მიღების თარიღი 12.07.1999
ძალაში შესვლა 08.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480060000.03.030.000518
გამოქვეყნების წყარო სსმ, -, 01/04/2005
matsne.gov.ge 4,869 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.1999 მიღება
08.03.2005 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია საქართველო და ლიტვის რესპუბლიკა, შემდომში ,,ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი. ხელმძღვანელობენ რა სურვილით განავითარონ თავიანთი საკონულო ურთიერთობები, ხელი შეუწყონ ორივე სახელმწიფოსა და მათი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ხელშემკვრელ მხარეებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას, ,,საკონსულო ურთიერთობათა შესახებ” ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის დებულებების განსავითარებლად, გადაწყვიტეს დადონ წინამდებარე კონვენცია და შეთანხმდნენ შემდეგზე: ნაწილი I. განსაზღვრებანი     მუხლი 1🔗 წინამდებარე კპონვენციაში ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1) ,,საკონსულო დაწესებულება” ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს; 2) ,,საკოპნსულო ოლქი” ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო დაწესებულბას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად; 3) ,,საკონსული დაწესებულების მეთაური” ნიშნავს პიროვნებას, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს ამ სახით; 4) ,,საკონსულო თანამდებობის პირი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურს, რომელსაც ამ სახით დავალებული აქვს საკონსულო ფუნქციების შესრულება; 5) ,,საკონსულოს მოსამსახურე” ნიშნავს პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულებაში ასრულებს ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს; 6),,მომსახურე პერსონალის მუშაკი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობას; 7) ,,საკონსულო დაწესებულების მუშაკი” ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულოს მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს; 8) ,,ოჯახის წევრი” ნიშნავს საკონსულო დაწესებულების მუშაკის მეუღლეს, შვილებს, მშობლებს და აგრეთვე სხვა პირებს, რომლებიც ცხოვრობენ მასთან ერთად და რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან; 9) ,,საკონსულო კარ-მიდამო” ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს მათზე საკუთრების უფლება; 10) ,,საკონსულო არქივები” გულისხმობს ყველა იმ ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, დაგროვების ტექნიკურ საშუალებას, ინფორმაციის შენახვისა და გამოყენების საშუალებას, საკონსულო დაწესებულების რეესტრს შიფრების, კოდების, კარტოთეკებისა და მათი დაცვისა და შენახვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საავეჯო საგნების ჩათვლით; 11) ,,ხომალდი” ნიშნავს ყველა იმ საქალაქო ხომალდს, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშის აღმართვის უფლება; 12) ,,საჰაერო ხომალდი” ნიშნავს ნებისმიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაცაქვს წარმდგენი სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების უფლება. ნაწილი II. საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ზოგადი დებულებები     მუხლი 2🔗. საკონსულო დაწესებულების გახსნა 1.ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. 2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი, საკონსულო ოლქი, ასევე ამ მიმართებით რაიმე ცვლილება განისაზღვრება მხოლოდ წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.     მუხლი 3🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა 1. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნისათვის წარმდგენმა სახელმწიფომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოსაგან უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამაზე თანახმა არ არის, იგი ვალდებული არ არის შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების მოტივი. 2. წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელ;მწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს საკონსულო პატენტს ან შეტყობინებას საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნის შესახებ. 3. საკონსულო პატენტის წარდგენის შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გასცემს ეგზეკვატურას საკონსულო დაწესებულების მეთაურზე. 4. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ, როცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო გასცემს მასზე ეგზეკვატურას. 5. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ეგზეკვატურის გაცემამდე შეუძლია ნება დართოს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები. 6. საკონსულო დაწესებულების მეთაურზე ეგზეკვატურის ან თავისი ფუნქციების დროებითი განხორციელბის შესახებ ნებართვის გაცემის შემდეგ, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ ატყობინებს საკონსულო ოლქის ხელისუფლებას და იღებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, რათა საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუქმნას თავისი მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობა და სარგებლობდეს ყველა უფლებებით, შეღავათებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც გათვალისწინებული წინამდებარე კონვენციით.     მუხლი 4🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი შესრულება 1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს, არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები, ან თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციები დროებით შეუძლია სრულდებოდეს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალოების შემსრულებლის მიერ. 2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის სრული სახელი და გვარი ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ, ან თუ მას არ ძალუძს ამის გაკეთება. წარმდგენი სახელმწიფო ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ. როგორც წესი ეს შეტყობინება ხდება წინასწარ. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემრსულებელს აღმოუჩენენ მფარველობასა და დახმარებას, სანამ იგი ასრულებს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობას, მასზე ვრცელდება წინამდებარე კონვენციის დებულებები ისევე, როგორც საკონსულო დაწესებულების მეთაურზე.     მუხლი 5🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინება დანიშვნის, ჩამოსვლისა და გამგზავრების თაობაზე წარმდგენი სახელმწიფო, თავისი კომპეტენტური ორგანოების სახით წინასწარ წერილობით ატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგს: 1) საკონსულო დაწესებულების მუშაკთა გვარს, სახელს, მოქალაქეობას, რანგს, თანამდებობას, მათი ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტის თარიღს, ასევე საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მანძილზე მათი სტატუსის ნებისმიერ ცვლილებას. 2) საკონსულო დაწესებულების ნებისმიერი მუშაკის ოჯახის წევრთა გვარს, სახელს, მოქალაქეობას, მათი ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების თარიღს, ასევე ამა თუ იმ პირის ოჯახის ასეთ წევრად გახდომის ან შეწყვეტის შესახებ. ადგილსამყოფელი სახელწმიფოს კომპეტენტური ხელისუფლება ამ სახელმწიფოს დადგენილი წესის თანახმად, საკონსულო დაწესებულების მუშაკებზე, მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ იქ, უფასოდ გასცემს მოწმობებს.     მუხლი 6🔗. საკონსულო თანამდებობის პირთა მოქალაქეობა საკონსულო თანამდებობის პირები უნდა იყვნენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები.     მუხლი 7🔗. ,,Persona non grata” - დ ან მიუღებლად გამოცხადებული პირები ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხებით აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს იმის შესახებ, რომ ესა თუ ის საკონსულო თანამდებობის პირი გამოცხადებული ,,Persona non grata”-დ ან საკონსულო დაწესებულების ნებისმიერი მუშაკი მიუღებელია ამასთანავე ვალდებული არ არის შეატყობინოს თავისი გადაწყვეტილების მოტივები. ასეთ შემთხვევაში, წარმდგენი სახელმწიფო ვალდებულია გამოიძახოს შესაბამისი პიროვნება. თუ წარმდგენი სახელმწიფო მიღებულ ვადაში არ შეასრულებს ამ მოვალეობას, მაშინ ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უფლება აქვს უარი თქვას აღნიშნული პიროვნების საკონსულო დაწესებულების მუშაკად აღიარებაზე.     მუხლი 8🔗. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები თითოეული ხელშემკვრელ მხარეთაგანი თავისუფალია გადაწყვიტოს, მიიღებს ან დანიშნავს თუ არა საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებს. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნის საკითხი, მისი სტატუსისა და ფუნქციონალური მოვალეობების განსაზღვრა ხდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური გზით. ნაწილი III. საკონსულო ფუნქციები     მუხლი 9🔗. ზოგადი დებულებები საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: 1. დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს, თავისი მოქალაქეების, ასევე იურიდიული პირების უფლებები, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ საერთაშორისო სამართლისა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით დაშვებულ ფარგლებში. 2. ხელი შეუწყოს სავაჭრო, ეკონომიკური, სამართლებრივი, ტურისტული, კულტურული, ეკოლოგიური, სამეცნიერო-ტექნიკური, ინფორმაციული, ჰუმანიტარული კავშირების და ურთიერთობების განვითარებას წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის განათლების სფეროში, ასევე ხელი შეუწყოს მეგობრულ ურთიერთობებს სხვა საშუალებითაც. 3. ყველა კანონიერი საშუალებით დაადგინოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო ცხოვრების მოვლენები და პირობები და აცნობოს მათ შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობას. 4. შეასრულოს საკონსულო დაწესებულებაზე წარმდგენი სახელმწიფოს მიერ დაკისრებული სხვა ფუნქიცები, რომლებიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.     მუხლი 10🔗. მოქალაქეობასთან და მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკისრებული ფუნქციები საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: 1.1.აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების აღრიცხვა. 1.2. მიიღოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება. 1.3 ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღოს ცნობები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ, რეგისტრაცია გაუკეთოს ასეთი მოქალაქეების დაბადებასა და გარდაცვალებას და შეადგინოს შესაბამისი აქტები. 1.4. რეგისტრაცია გაუკეთოს ქორწინებას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობასთან შესაბამისად. 1.5. რეგისტრაცია გაუკეთოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის განქორწინებას წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობასთან შესაბამისად. 2. მოცემული მუხლის 1 პუნქტის დებულებანი არ ათავისუფლებენ დაინტერესებულ პირებს მოვალეობისაგან დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები.     მუხლი 11🔗. პასპორტებთან და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები საკონსულოს თანამდებობის პირს უფლება აქვს: 1.გასცეს, განაახლოს, ამოიღოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა პასპორტები, გააგრძელოს მათი მოქმედების ვადები, შეიტანოს მათში აუციელებელი აღნიშვნები, აგრეთვე გასცეს მოქალაქეებზე სხვა დოკუმენტები, რომლებიც იძლევიან საზღვრის გადაკვეთის უფლებას. 2. გასცეს, ვადა გაუგრძელოს, ანულირება გაუკეთოს წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავლის უფლებას.     მუხლი 12🔗. ლეგალიზაცია და დადასტურება საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი მოქმედებანი: 1.1.ნებისმიერი მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეადგინოს აქტები და დოკუმენტები მათი წარმდგენ სახელმწიფოსა და მის საზღვრებს გარეთ გამოყენებისათვის; 1.2. გადათარგმნოს ოფიციალური აქტები და დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენაზე და დაადასტუროს, რომ ეს თარგმანი შეესაბამება ორიგინალს; 1.3. შეასრულოს ნებისმიერი სხვა სანოტარო ფუნქცია დავალებული წარმდგენი სახელმწიფოს მიერ; 1.4. ლეგალიზება გაუკეთოს ოფიციალურ დოკუმენტებს, ამ დოკუმენტების ასლებს, ამონაწერებსა და თარგმანებს; 1.5. დაადასტუროს დოკუმენტებზე წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმოწერების და ბეჭდების სინამდვილე; 2. საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ შედგენილ, ლეგალიზებულ ან დამოწმებულ დოკუმენტებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და ნორმებს, ექნებათ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც დოკუმენტებს შედგენილს, ლეგალიზებულს ან დამოწმებულს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.     მუხლი 13🔗. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების ან ნებისმიერი სხვა სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. იმავდროულად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ გადასცემენ ამ პირის ნებისმიერ ცნობას, რომელიც განკუთვნილია საკონსულო დაწესებულებისათვის. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ მაგრამ არა უგვიანეს ოთხი დღისა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის მომენტიდან, უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის უფლებას მოინახულოს ან დაუკავშირდეს ასეთ მოქალაქეს. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის მოქალაქეს ატყობინებენ მისი უფლებების შესახებ, ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად. 4. მოცემული მუხლის 1 და 2 პუნქტებში მითითებული უფლებები ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ზემოთხსენებული კანონები და წესები არ უნდა აუქმებდნენ ამ უფლებებს.     მუხლი 14🔗. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა 1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: 1.1. ურთიერთობა ჰქონდეს და მოინახულოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფება საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ დააბრკოლებს ურთიერთობებს საკონსულოსა და წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის და არ შეზღუდავს მათ დაშვებას საკონსულო დაწესებულებაში. 1.2. დროებით შესანახად მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქისა და იურიდიული პირის ფულადი სახსრები, ფასეულობები და დოკუმენტები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და წესებს. 1.3. მოითხოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის დაუყოვნებლივი მოწოდება, ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომლის შედეგადაც სახეზეა ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაკავება და უბედური შემთხვევები, რომლებთანაც დაკავშირებულნი არიან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები. 1.4. დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წარმდგენი სახელმწიფოს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ძებნაში. 2. იმ შემთხვევაში, თუკი წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს არ შეუძლია დროულად დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს წარმოადგინოს იგი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში ან უზრუნველყოს მისთის ადეკვატური წარმომადგენლობა მანამ, სანამ იგი არ დანიშნავს თავის წარმომადგენელს ან არ შეძლებს თავად დაიცვას უფლებები და ინტერესები.     მუხლი 15🔗. მეურვეობა და მზრუნველობა 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფალნი გადაუდებლად ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქეზე მეურვის ან მეთვალყურის დანიშვნის აუცილებლობის შესახებ, რომელიც არაქმედუნარიანია ან გააჩნია შეზღუდული ქმედუნარიანობა, იმისათვის რომ იმოქმედოს საკუთარი სახელით. 2. საკონსულო თანამდებობის პირს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად უფლება აქვს დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქის უფლებები და ინტერესები, რომელიც არაქმედუნარიანი ან გააჩნია შეზღუდული ქმედუნარიანობა იმისათვის, რომ იმოქმედოს საკუთარი სახელით და აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდაცია გაუწიოს ან დაუნიშნოს მეურვე ან მზრუნველი ამგვარ პირს და თვალყური ადევნოს იმ მოქმედებებს, რომლებიც ეხება მეურვეობასა და მზრუნველობას.     მუხლი 16🔗. შეტყობინება გარდაცვალების შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის შესახებ საკონსულო დაწესებულებას. საკონსულო დაწესებულების თხოვნის საფუძველზე ისინი გადასცემენ მას მოწმობას ან სხვა დოკუმენტებს გარდაცვალების შესახებ.     მუხლი 17🔗. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფუნქციები 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, აგრეთვე საკონსულო თანამდებობის პირს აწვდიან ინფორმაციას სამკვიდრო ქონების, ანდერძის არსებობის შესახებ, აგრეთვე ამა თუ იმ პიროვნების, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ქონების განმკარგველად დანიშვნის შესახებ. 2. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია ამ მუხლის 1 პუნქტის გათვალისწინებით, ქონების არსებობის შემთხვევაში, დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ქონების აღწერას და მის დალუქვას. 3. იმ შემთხვევაში, როცა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს იმ პირის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება, რომელიც გარდაიცვალა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მიუხედავად გარდაცვლილი პირის მოქალაქეობისა, ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ ამის შესახებ საკონსულო დაწესებულებებს. 4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს უფლება ან პრეტენზია უფლებაზე, რომ მიიღოს მემკვიდრეობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მაგრამ არც მას და არც მის წარმომადგენელს არ შეუძიათ მონაწილეობა მიიღონ მემკვიდრეობის შესახებ საქმის განხილვაში, საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობოთ წარმოადგინოს ეს მოქალაქე სასამართლოში, ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებში. 5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მიიღოს ამ მოქალაქისათვის გადასაცემად ნებისმიერი სახის მემკვიდრეობა, რომელიც მას ეკუთვნის. 6. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდაიცვლება ამ სახელმწიფოში, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დროებითი შენახვის მიზნით მიიღოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები და გარდაცვლილის პირადი ქონება მათ მემკვიდრეებზე, განმკარგველებზე, ან სხვა უფლებამოსილ პირებზე გადასაცემად. 7. საკონსულო თანამდებობის პირს, წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, თუკი ეს მოქალაქე არ იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეუძლია სასამართლოსაგან, ხელისუფლებისაგან და სხვა ცალკეული პირებისაგან მიიღოს ფული ან სხვა სახის საკუთრება, რომელზედაც მოცემულ მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მათ შორის სამკვიდრო ქონების, უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის გადასახადების, აგრეთვე სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული სადაზღვევო პოლისების გადასახადების ჩათვლით. 8. წინამდებარე მუხლის 4, 5, 6, 7 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქიცების განხორციელებისას საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები.     მუხლი 18🔗. დახმარება, გაწეული წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდებისადმი 1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დახმარება გაუწიოს წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდებს, რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში, ამ ხომალდების კაპიტნებს და ეკიპაჟის წევრებს, აგრეთვე: 1.1. ავიდეს ხომალდის გემბანზე, გამოკითოს კაპიტანი და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია ხომალდის საქმიანობის, ნაოსნობისა და ტვირთის შესახებ. 1.2.ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების უფლებებისათვის ზიანის მიუყენებლად, გამოიძიოს ნებისმიერი უბედური შემთხვევა, რომელიც მოხდა ნაოსნობის დროს. 1.3. გადაწყვიტოს დავები კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, იმ დავების ჩათვლით, რომლებიც ეხება ხელფასსა და იმ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია დაქირავების ხელშეკრულებით, აგრეთვე მიიღოს ზომები ხომალდის გემბანზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 1.4. მიიღოს ზომები ხომალდის კაპიტანისა და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრისათვის სამედიცინო დახმარების, რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად. 1.5. მიიღოს, განიხილოს, შეადგინოს, ხელი მოაწეროს, ან დაადასტუროს დოკუმენტები, რომლებიც ეხებიან ხომალდს. 1.6. გადაწყვიტოს სხვა პრობლემები, რომლებიც ეხება ხომალდს წარმდგენი სახელმწიფოს დავალებით. 2. კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს უფლება აქვთ უშუალოდ დაუკავშირდნენ საკონსულო თანამდებობის პირს, ამასთან ისინი არ უნდა არღვევდნენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს.     მუხლი 19🔗. წარმდგენი სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის წინააღმდეგ იძულების ღონისძიების შემთხვევაში ხომალდის დაცვა 1. იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანოები აპირებენ გამოიყენონ ამა თუ იმ სახის იძულებითი ღონისძიებანი ან დაავალონ აწარმოონ რაიმე სახის გამოძიება წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდის გემბანზე, ისინი აღნიშნულის შესახებ წინასწარ ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას იმისათვის, რომ საკონსულო თანადებობის პირი ან მისი წარმომადგენელი ესწრებოდეს ამ მოქმედებების განხორციელებას. თუ დროში სიმცირის შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია, საკონსულო დაწესებულება დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინფორმირებული იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც განახორციელეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა, ხოლო საკონსულო თანამდებობის პირის თხოვნის შემთხვევაში მას აცნობონ მიღებული ზომების შედეგებიც. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დებულებანი შესაბამისად ვრცელდება იმ მოქმედებებზეც, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ ხმელეთზე ხომალდის კაპიტანის ან ეკიპაჟის რომელიმე წევრის მიმართ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ გამოიყენება უბრალო ინსპექციების გატარებისას, რომლებსაც ახორციელებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები საბაჟოების, პორტების ადმინისტრაციის, კარანტინის, სასაზღვრო კონტროლის ხაზით, აგრეთვე იმ ზომების მიღებისას, რომლებიც მიმართულია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან წყლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. 4. ხომალდის კაპიტნის ან წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირის პირადი თხოვნის ან თანხმობის გარეშე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ შეუძლიათ ჩაერიონ წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდის საშინაო საქმეებში, თუ არ ირღვევა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს, სიმშვიდე, უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი.     მუხლი 20🔗. დახმარება ხომალდებისადმი, რომლებმაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში განიცადეს ავარია, დაჯდნენ მეჩეჩზე ან სხვა რომელიმე მიზეზით არ ძალუძთ დამოუკიდებლად განაგრძონ ცურვა 1. თუ ხომალდი, რომელიც დაცურავს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით, განიცდის ავარიას, დაჯდება მეჩეჩზე ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად განაგრძჴს ცურვა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო დაწესებულებას, ხომალდის გემბანზე არსებული ეკიპაჟისა და მგზავრობის, ტვირთის და სხვა ქონების გადასარჩენად მიღებული ზომების შესახებ. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ აბრკოლებენ საკონსულო თანამდებობის პირს რათა მან დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერ ხომალდს, რომელმაც მარცხი ან ავარია განიცადა, დაჯდა მეჩეჩზე ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განაგრძოს ცურვა , აგრეთვე მის ეკიპაჟს და მგზავრებს და ამ მიზნით მას შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალნი დაუყოვნებლივ ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას, თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდი განიცდის ავარიას, დაჯდება მეჩეჩზე ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ცურვის გაგრძელებას, ან ნებისმიერი საგანი, აგრეთვე ტვირთი რომელიც ეკუთვნის ხომალდს, ნაპოვნი იქნება ნაპირზე ან მიტანილი იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პორტში, თუ კაპიტანი, მფლობელი ან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი არ ესწრება , ან არ შეუძლია მიიღოს ზომები ზემოაღნიშნული ქონების შენახვისა და განკარგისათვის, ამ შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მიიღოს აუცილებელი ზომები მათი სახელით. 4. წარმდგენი სახელმწიფოს ხომალდისაგან, რომელმაც განიცადა ავარია, დაჯდა მეჩეჩზე ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლო დამოუკიდებლად ცურვის გაგრძელება, ტვირთისა და ხომალდის ქონებაზე არ აიკრიფება რაიმე სახის საბაჟო გადასახადი, იმ შემთხვევების გარდა, როცა მათი რეალიზება და გამოყენება ხდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. 5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ხომალდის ავარიის, მისი მეჩეჩზე დაჯდომის, ან მის მიერ ცურვის დამოუკიდებლად გაგრძელების შეუძლებლობის მიზეზების გამოკვლევას.     მუხლი 21🔗. წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი წინამდებარე კონვენციის დებულებანი წარმდგენი სახელმწიფო ხომალდების შესახებ შესაბამისად გამოიყენებიან წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდებზეც, იმ პირობით, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან სხვა ორმხრივი შეთანხმების დებულებებს წარმდგენი და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებს შორის ან მრავალმხრივ შეთანხმებებს, რომელთა მონაწილეც არის ორივე სახელმწიფო.     მუხლი 22🔗. სამართლებრივი დოკუმეტების გადაცემა საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს გადასცეს სასამართლო და არასასამართლო დოკუმეტები, თუ ეს ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით. თუ წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედებს სხვა ხელშეკრულებანი, გამოყენებული უნდა იყოს მათი დებულებანი.     მუხლი 23🔗. საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გათვალისწინებული ტერიტორია საკონსულო თანამდებობის პირი საკონსულო ფუნქციებს ასრულებს საკონსულო ოლქის ფარგლებში. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, მას შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთაც.     მუხლი 24🔗. ურთიერთობები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს მიმართოს: 1. თავისი საკონსულო ოლქის ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანოებს; 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოებს, რამდენადაც ეს ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, წესებითა და ტრადიციებით ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.     მუხლი 25🔗. შეტყობინება ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან ადგილსამყოფელი სახელმწიფო ატყობინებს საკონსულო დაწესებულებას კანონმდებლობაში იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებებთან და ინტერესებთან. ნაწილი IV     მუხლი 26🔗. საკონსულო დაწესებულების და საკონსულო დაწესებულების მუშაკების შერავათები 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ხელს უწყობს საკონსულო დაწესებულებას მისი ფუნქციის შესრულებაში. 2. წინამდებარე კონვენციის თანახმად ადგილსამყოფელი სახელმწიფო საკონსულო დაწესებულების მუშაკებს მოეპყრობა სათანადო ყურადღებით და მიიღებს სათანადო ზომებს მათი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად.     მუხლი 27🔗. საკონსულო და საცხოვრებელი სათავსოები 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია თავის ტერიტორიაზე ხელი შეუწყოს წარმდგენ სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებებისათვის სათავსოების შეძენაში, მის კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად, ან გაუწიოს დახმარება შენობა-ნაგებობის სხვა გზით მიღებაში. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ასევე ვალდებულია აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება გაუწიოს საკონსულო დაწესებულებას მისი მუშაკებისათვის საცხოვრებელი ნაგებობის მიღებაში. 3. ამ მუხლში არაფერი არ შეიძლება განმარტებულ იქნას ისე, თითქოს წარმდგენი სახელმწიფო თავისუფლდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დაცვის პასუხისმგებლობისაგან, რომლებიც არეგულირებენ შენობათა განლაგებასა და კონსტრუქციას, ასევე კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ საქალასო დაგეგმარებასა და რაიონირებას.     მუხლი 28🔗. სახელმწიფო დროშითა და ღერბით სარგებლობა 1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი სახელმწიფოს დროშითა და ღერბით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ამ მუხლის დებულებების თანახმად. 2. წარმდგენი სახელმწიფოს სახელმწიფო დროშა შეიძლება იყოს გამოფენილი და მისი სახელმწიფო ღერბი მიმაგრებული შენობაზე, რომელიც დაკავბეულია საკონსულო დაწესებულების მიერ, მის შესასვლელ კარებზე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, გადაადგილების საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება ოფიციალური ფუნქციების შესრულების დროს.     მუხლი 29🔗. საკონსულო კარ-მიდამო და საკონსულო თანამდებობის პირების საცხოვრებელი სათავსოების ხელშეუხებლობა 1.საკონსულო ნაგებობანი და საკონსულო თანამდებობის პირების საცხოვრებელი სათავსოები ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ არ შეუძლიათ შევიდნენ საკონსულო კარ-მიდამოში და საცხოვრებელ სათავსოებში საკონსულო დაწესბულების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობის გარეშე, ან იმ პირის თანხმობის გარეშე, რომელიც დანიშნულია ერთ-ერთი მათგანის მიერ. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ყველა ღონეს იხმარს საკონსულო ნაგებობებისა და საკონსულო თანამდებობის პირების საცხოვრებელ სათავსოებში ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან დასაცავად. აგრეთვე, საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის ყველგვარი დარღვევისა და მისი ღირსების შელახვის თავიდან ასაცილებლად.     მუხლი 30🔗. საკონსულო კარ-მიდამოს იმუნიტეტი რეკვიზიციისაგან საკონსულო კარ-მიდამო, საკონსულო დაწესებულებების მთელი ქონება, აგრეთვე მისი კუთვნილი გადაადგილების საშუალებები სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი სახის რეკვიზიციისაგან სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი მოთხოვნილებების მიზნით.     მუხლი 31🔗. საკონსულო არქივების ხელშეუხებლობა საკონსულო არქივები ხელშეუხებელია დროისა და ადგილმდებარეობის მიუხედავად.     მუხლი 32🔗. გადაადგილების თავისუფლება რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება კანონებს და წესებს იმ ზონების შესახებ, სადაც შესვლა აკრძალულია ან რეგულირდება სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის გადაადგილების ან მოგზაურობის თავისუფლება. ამასთანავე, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას.     მუხლი 33🔗. ურთიერთობის თავისუფლება 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს და იცავს საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლებას ყველა ოფიციალური მიზნისათვის. წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია ისარგებლოს ყველა სათანადო საშუალებით, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო კურიერებით, კოდირებული და დაშიფრული დეპეშებით, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზებით. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია დააყენოს და ისარგებლოს რედიოგადამცემებით მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებართვით. 2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება გახსნას ან დაკავებას. მას უნდა ჰქონდეს გარეგანი ნიშნები, რაც მიუთითებს მის ხასიათზე და უნდა შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას, ოფიციალურ დოკუმენტებს და საგნებს, რაც განსაზღვრულია მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის. 3. საკონსულო კურიერი უნდა იყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ არა პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოში. ის სარგებლობს იგივე შეღავათებით, პრივილეგიებით და იმუნიტეტით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, როგორც დიპლომატიური კურიერი. 4. წარმდგენი სახელმწიფო ან საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია დანიშნოს საკონსულო კურიერები ad hoc. ასეთ შემთხვევებში ამ მუხლის მე-3 პუნქტი გამოიყენება იმ განსხვავებით, რომ მასში აღნიშნული იმუნიტეტი წყდება ასეთი კურიერის მიერ მისთვის მინდობილი საკონსულო ვალიზების დანიშნულების ადგილას მიტანის მომენტიდან. 5. საკონსულო ვალიზა შეიძლება მინდობილ იქნას წარმდგენი სახელმწიფოს საზღვაო გემის ან საჰაერო ხომალდის კაპიტნისათვის, რომელსაც უნდა ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრების რაოდენობა, მაგრამ ის არ ჩაითვლება საკონსულო კურიერად. საკონსულო დაწესებულების მუშაკებს შეუძლიათ თავისუფლად და პირადად გადასცენ საზღვაო ან საჰაერო ხომალდების კაპიტანს და მიიღონ მათგან საკონსულო ვალიზა.     მუხლი 34🔗. საკონსულო ბაჟი და მოსაკრებელი 1. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია აკრიფოს მოსაკრებელი და ბაჟი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო მომსახურებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოსაკრებელი და ბაჟი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისფულდება ნებისმიერი გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან.     მუხლი 35🔗. საკონსულო თანამდებობის პირების ხელშეუხებლობა საკონსულო თანამდებობის პირები სარგებლობენ პირადი ხელშეუხებლობით და არ შეიძლება მათი დაკავება ან დაპატიმრება. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ატარებს სათანადო ღონისძიებებს თავისფულებაზე და ღირსებაზე ყველანაირი თავდასხმის ასაცილებლად.     მუხლი 36🔗. იმუნიტეტი იურისდიქციისადმი 1. საკონსულო თანადმებობის პირები სრული მოცულობით სარგებლობენ დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, როგორც დიპლომატიური აგენტები, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. 2. საკოსნულო მუშაკები და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ახორციელებენ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული დებულებები არ გამოიყენება იმ სამოქალაქო სარჩელის მიმართ: 3.1. გამომდინარე, იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც დადებულია საკონსულო მუშაკის ან საკონსულო დაწესებულების მომსახურე პერსონალის მუშაკის მიერ, რომლითაც მან პირდაპირ ან ირიბად საკუთარ თავზე არ აიღო მოვალეობები როგორც წარმდგენი სახელმწიფოს აგენტმა, ან 3.2. რომელიც აღძრულია მესამე მხარისათვის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში უბედური შემთხვევით მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემით ან საჰაერო ხომალდით.     მუხლი 37🔗. მოწმის ჩვენების მიცემის ვალდებულება 1. საკონსულო თანამდებობის პირები ვალდებულნი არ არიან მისცენ მოწმის ჩვენება. 2. საკონსულო მოსამსახურე და საკონსულოს მომსახურე პერსონალის მუშაკები შეიძლება გამოძახებულ იქნან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებისას მოწმის ჩვენების მისაცემად. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მათ არ შეუძლიათ უარი განაცხადონ მოწმის ჩვენების მიცემაზე. 3. საკონსულოს მოსამსახურე და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება მათ სამსახურებრივ ფუნქიცებთან დაკავშირებულ საკითხებზე ან წარმოადგინონ მათ ფუნქციებთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია ან დოკუმენტები. მათ უფლება აქვთ მისცენ მოწმის ჩვენება როგორც წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის ექსპერტებმა, თუ არსებობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა, თუმცა მათ უფლება აქვთ უარი თქვან მოწმის ჩვენების მიცემაზე როგორც ექსპერტებმა. 4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ, რომელთაც სჭირდებათ საკონსულო დაწესებულების რომელიმე მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის ჩვენება, არ უნდა შეუშალონ ხელი ამ პირს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ამ ხელისუფალთ შეუძლიათ მოისმინონ ეს ჩვენებები, როცა ეს შესაძლებელია, ამ პირის საცხოვრებელ ადგილას, საკონსულო დაწესებულების შენობაში ან მიიღონ წერილობითი ჩვენება.     მუხლი 38🔗. ვალდებულებებისაგან გათავისუფლება საკონსულო დაწესებულების მუშაკი თავისუფლდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ყველა პირადი, საზოგადოებრივი და სამხედრო ვალდებულებისაგან, აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებული რაიმე მოთხოვნის შესრულებისაგან, რომლებიც ეხება უცხოელთა რეგისტრაციას და ცხოვრების ნებართვის მიღებას.     მუხლი 39🔗. გათავისუფლება გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან 1.ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს გადასახადებისა და მოსაკრებლისაგან: 1.1. საკონსულო კარ-მიდამოს და საკონსულო დაწესებულების მუშაკების საცხოვრებელ სათავსოებს, რომლის მფლობელი ან დამქირავებელი წარმდგენი სახელმწიფო, რომელიც მიღებულია წარმდგენი სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლის სახელით, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსა და აქტებს. 1.2. მოძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც კანონიერად შეძენილია საკონსულო დაწესებულების მიერ ოფიცილური მიზნებისათვის, აგრეთვე მათ ყიდვას, ფლობასა და შენახვას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებანი არ გამოიყენება: 2.1. იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების მიმართ, რომლებიც აიკრიფება როგორც სპეციალური მომსახურების საფასური. 2.2. იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით იმ პირთაგან, რომლებმაც დადეს ხელშეკრულება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მის წარმომადგენელთან.     მუხლი 40🔗. საკონსულო მუშაკის გათავისუფლება გადასახადებისაგან 1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ მათთან ერთად, თავისფულდებიან ყველა სახის პირადი და ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისა და ბაჟისაგან, გარდა: 1.1. არაპირდაპირი გადასახადებისა, რომლებსაც ჩვეულებრივ შეიცავს საქონლისა და მომსახურების ღირებულება. 1.2. გადასახადებისა და ბაჟისა კერძო უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, 39-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა. 1.3. გადასახადებისა სამკვიდრო ქონებაზე, მათ შორის ბაჟი მემკვიდრეობაზე, გადასახადი დაკავშირებული ქონების გადაცემასთან, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულის გარდა. 1.4. გადასახადისა და ბაჟისა კერძო შემოსავალზე, მათ შორის შემოსავალზე იმ კაპიტალთან, რომლის წყარო მდებარეობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ფინანსურ და კომერციულ საწარმოებში გაკეთებული კაპიტალდაბანდებების გადასახადისა. 1.5. გადასახადებისა და ბაჟისა, რომელიც გადაიხდება რაიმე კონკრეტული მომსახურებისათვის, სასამართლო და სარეესტრო გადასახადი, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებელი, 39-ე მუხლში გათვალისწინებულის გარდა. 2. საკონსულო დაწესებულების მუშაკები თავისუფლდებიან გადასახადების, ბაჟისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებიც გადაიხდევინება საკონსულო მუშაობისათვის მიღებული ხელფასიდან. 3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომლებიც ქირაობენ პირებს, რომელთა ხელფასიც არ არის გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადებისაგან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დამქირავებელზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რომლებიც ეხება საშემოსავლო გადასახადების აკრეფას.     მუხლი 41🔗. გათავისუფლება საბაჟო კონტროლისა და ბაჟისაგან 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების გათვალისწინებით, ნებას რთავს შემოტანასა და გატანაზე საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გადასახადის გარეშე, გარდა იმისა, რომლებიც გადაიხდევინება შენახვაზე, გადაზიდვასა და სხვა ამგვარ მომსახურებაზე: 1.1. საგნები, რომლებიც განკუთვნილია საკონსულო დაწესებულების ოფიციალური გამოყენებისათვის. 1.2. საგნები, რომლებიც განკუთვნილია საკონსულო თანამდებობის პირების პირადი სარგებლობისათვის. 1.3. საგნები, რომლებიც შეტანილია საკონსულო მუშაკების და მომსახურე პერსონალის პირველ ჩამოსვლასთან დაკავშირებით საყოფაცხოვრებო საგნების ჩათვლით. 2. საგნები, აღნიშნული ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და ,ე-3 ქვეპუნქტებში არ უნდა აჭარბებდნენ შესაბამისი პირების პირადი სარგებლობისათვის საჭირო რაოდენობას. 3. საკონსულო თანამდებობის პირის პირადი ბარგი თავისფულდება საბაჟო კონტროლისაგან, ის შეიძლება შემოწმდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ იგი შეიცავს სხვა საგნებს გარდა ამ მუხლის 1 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული საგნებისა, ან საგნების, რომელთა შემოტანა და გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან საკარანტინო წესებით. ამ შემთხვევაში სემოწმება ხდება საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით.     მუხლი 42🔗. ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტი 1. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები სარგებლობენ იგივე პრივილეგიებით და იმუნიტეტით, რითაც საკონსულო დაწესებულების შესაბამისი მუშაკი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე, ან დაკავებული არიან პროფესიული ან კომერციული საქმიანობით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, რომელიც დაკავშირებულია კერძო შემოსავლების მიღებასთან.     მუხლი 43🔗. პირები, რომლებიც არ სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტით 1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მომსახურე პერსონალი, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში, არ სარგებლობენ იმ პრივილეგიებით და იმუნიტეტით, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით, გარდა 37-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა. 2. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ მასთან ერთად, სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტით, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შესვლის ან იმ მომენტიდან როდესაც ისინი გახდნენ ოჯახის წევრები. 3. როდესაც საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციები წყდება, მისი და მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება იმ მომენტიდან, როდესაც ეს პირი დატოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ან ამოიწურება ამის გასაკეთებელი შესაბამისი დრო. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება, როდესაც ისინი აღარ არიან ოჯახის წევრები. იმ შემთხვევაში, თუ პირები აპირებენ დატოვონ ადგილსამყოფელი სახელმწიფო შესაბამის ვადაში, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები შეუნარჩუნდებათ გამგზავრების მომენტამდე. 4. საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მასთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას მათ მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებამდე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებისათვის საჭირო შესაბამისი ვადის გასვლამდე.     მუხლი 44🔗. უარის თქმა პრივილეგიებსა და იმუნიტეტზე 1. წარმდგენმა სახელმწიფომ შეუძლია უარი თქვას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე, რომლებითაც სარგებლობენ შესაბამისი პირები. ყველა შემთხვევაში ამგვარი უარი უნდა იყოს განსაზღვრულად გამოხატული და მის შესახებ წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს. 2. სარჩელის აღძვრა ნებისმიერი პირის მიერ მაშინ, როცა მას შეეძლო ესარგებლა იმუნიტეტით იურისდიქციისადმი წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ართმევს პირს უფლებას იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე იმ შემთხვევაში თუ არსებობს შემხვედრი სარჩელი, რომელიც დაკავშირებულია ძირითად სარჩელთან. 3. უარის თქმა იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე, რაც დაკავშირებულია სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებთან, არ ნიშნავს იმუნიტეტზე უარის თქმას სასამართლო განაჩენისადმი, რომლის მიმართ საჭიროსა წერილობით გამოხატული ცალკე უარი.     მუხლი 45🔗. საკონსულო ფუნქციების შესრულება დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ 1. წინამდებარე კონვენციის დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, თუ საკონსულო ფუნქციებს ასრულებენ დიპლომატიური წარმომადგენლობები იმდენად, რამდენადაც ეს გამომდინარეობს კონტექსტიდან. 2. დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაკების გვარები, რომელთაც აკისრიათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ორგანოს, რომელსაც მიუთითებს ეს სამინისტრო. 3. საკონსულო ფუნქციების შესრულების დროს დიპლომატიური წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს: 3.1. საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებას; 3.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს, წესებს და ჩვეულებებს, ან შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებს. 4. დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ მუშაკების პრივილეგიები და იმუნიტეტი, რომლებზეც საუბარია ამ მუხლის მე-3 პუნქტში, რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რომლებიც დაკავშირებულია დიპლომატიურ ურთიერთობებთან. ნაწილი V. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების პატივისცემა     მუხლის 46 1. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიების იმუნიტეტის დარღვევის გარეშე, პირებმა, რომლებიც სარგებლობენ ამ პრივილეგიებით და იმუნიტეტით, პატივი უნდა სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, მათ შორის საგზაო მოძრაობის წესებს. 2. საკონსულო დაწესებულების შენობების გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნებისათვის, რომელიც შეუთავსებელია საკონსულო ფუნქციების შესრულებასთან. 3. საკონსულო დაწესებულება, საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, რომლებიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას. 4. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მუშაკებს არ შეუძლიათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პროფესიული ან კომერციული საქმიანობა პირადი შემოსავლის მიღების მიზნით იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც დაკავშირებულია მათი ოფიციალური ფუნქციების შესრულებასთან. ნაწილი VI. დასკვნითი დებულებები     მუხლი 47🔗. რატიფიკაცია, ძალაში შესვლა, დენონსაცია 1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლიდან 30-ე დღეს. 2. წინამდებარე კონვენცია იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში იქნება 6 თვიანი ვადის გასვლამდე იმ დღიდან, როცა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის გადაწყვეტილებას კონვენციის დენონსირების შესახებ წერილობითი ფორმით. შესრულებულია ქ. ვილნიუსში 1999 წლის 12 ივლისს ორ ეგზემპლიარად. თითოეული ქართულ, ლიტვურ და რუსულ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართული და ლიტვური ტექსტების განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები უპირატესობას აძლევენ რუსულ ტექსტს. საქართველოს სახელით ლიტვის რესპუბლიკის სახელით