„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№86
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 02/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2005 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართვე­ლოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შე­სახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილებით დამტკცებულ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 328) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სამინისტროს ცენტრალური აპარატი და მის სახელ­მწი­ფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირი ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.”.

2. მე-3 მუხლში:

ა) ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ზ” ქვეპუნქტი;

ბ) ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატე­სი ათვისების ენერგოეფექტიან ღონისძიებათა ხელშეწყობა, რომლებიც უკავშირდება წარმოების ეფექტიანობის გაზრდას;”;

გ) ,,კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ენერგეტიკის სექტორში ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;”;

დ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს” ქვეპუნქტი:

,,ს) ენერგეტიკის სექტორის უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფის სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომხდარ ავარიათა და ტექნიკურ უწესივრობათა სხვა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება.”.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში:

ა) ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამო­ცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს კონ­ტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის საქმიანობას, აწესრიგებს სამინისტროს გამგე­ბლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;”;

ბ) ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვე­დანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდება­რებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, ახორ­ციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედვე­ლობას;”;

გ) ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­დიული პირის ხელმძღვანელს;”;

დ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ე”, ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები;

ე) ,,ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვე­დანაყოფთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშე­წონილობას, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამ­სახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სამინისტროს სისტე­მაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისადმი. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს თა­­­ვის პირველ მოადგილეს;”;

ვ) ,,ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთა აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;”;

ზ) ,,ს” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­დიული პირის დებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;”;

თ) ,,უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შორის.”.

4. მე-7 მუხლში:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ” ქვეპუნქტი:

,,ვ) გენერალური ინსპექცია.”;

ბ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს მე-2 პუნქტი;

გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს მე-6 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი:

დ) მე-7 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ამ საკითხებზე პერიოდული (წლიური, კვარტალური) ინფორმაციის მომზადება;”;

ე) მე-8 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდე­ბარებული სსიპ იურიდიული სამსახურის მუშაობის კოორდი­ნაცია;”;

ვ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

,,9. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედებების კანო­ნიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;”;

ბ) სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი მოკვლევა და მინისტრისათვის შესაბამისი დას­კვნის წარდგენა;

გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სა­მინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანო­ნიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეუ­ლობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონ­ტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;

დ) სამინისტროს მოხელეთა და მის კონტროლს დაქვე­მდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმო­ჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფ­ხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ე) სამინისტროს მოხელეთა და მის კონტროლს დაქვე­მდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვ­ლენა და მათი თავიდან აცილება;

ვ) დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამ­ჭვირ­ვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;

ზ) მომხდარ ავარიათა და სხვა ტექნიკურ უწესივრობათა (მათ შორის საბითუმო დონეზე ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა) მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება;

თ) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრა და წინასაავარიო შემთ­ხვევის დაფიქსირებისას მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენ­დაციების მომზადება;

ი) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავა­ლებათა შესრულება.”.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                 ზ. ნოღაიდელი