ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ზოგიერთი არსებული მილსადენი საშუალებების სრულყოფისა და განახლების, ახალი მილსადენი საშუალებების შექმნისა და ამ საშუალებებით ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ

მიღების თარიღი 08.03.1996
ძალაში შესვლა 08.03.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480010000.02.002.000463
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/01/2004
matsne.gov.ge 1,342 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.03.1996 მიღება
08.03.1996 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ზოგიერთი არსებული მილსადენი საშუალებების სრულყოფისა და განახლების, ახალი მილსადენი საშუალებების შექმნისა და ამ საშუალებებით ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ზოგიერთი არსებული მილსადენი საშუალებების სრულყოფისა და განახლების, ახალი მილსადენი საშუალებების შექმნისა და ამ საშუალებებით ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა (ერთად მთავრობები, ცალ-ცალკე კი – მთავრობა). სურთა რა განამტკიცონ მათი ეკონომიკური ურთიერთობები და მათი როგორც მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობები; და აღიარებენ რა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურვილს – განავითაროს თავის ტერიტორიაზე წამოებული ნავთობის უსაფრთხო, დაცული და ეფექტური საექსპორტო გზა საერთაშორისო ბაზრებისაკენ; და აღიარებენ რა მთავრობების სურვილს, მზადყოფნასა და მისწრაფებას – წაახალისონ და მხარდაჭერა აღმოუჩინონ ამ საშუალებების სრულყოფასა და მათ გამოყენებას თავიანთ ტერიტორიებზე ნავთობის გრძელვადიანი მიღების, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტირებისათვის; და იღებენ რა მხედველობაში საიმედო სამართლებრივი ბაზისა და ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას, რაც დაასაბუთებს პროექტისათვის სახსრების მოზიდვას; და აცნობიერებენ რა ეკონომიკურ და სხვა სარგებლიანობას, რასაც მთავრობები მიიღებენ პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში; წინამდებარით, ამ პროექტთან დაკავშირებული განსაზღვრული საკითხების მიმართ თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 თითოეული მთავრობა: ა) წაახალისებს და მხარს დაუჭერს პროექტის საკუთარ ტერიტორიაზე; ბ) მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა ხელი შეუწყოს პროექტის განხორციელებას საკუთარ ტერიტორიაზე, და არ განახორციელებს და არ დაუშვებს ისეთ ქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პროექტის რეალიზაციის შეფერხება, შეკვეცა, შეწყვეტა ან ჩაშლა; გ) შეასრულებს პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პირობებს, რომლებშიც იგი გამოდის როგორც მხარე ნავთობკომპანიებთან ერთად, და პატივი სცეს ამ ხელშეკრულებებით მინიჭებულ უფლებებს, ინტერესებს, სარგებელს, პრივილეგიებსა და შეღავათებს; დ) უზრუნველყოფს, თავისი კონტროლის ქვეშ არსებული წარმონაქმნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე და ამ ორგანიზაციების მიერ მინიჭებული უფლებების, ინტერესების, სარგებლისა და შეღავათების უზრუნველყოფას; ე) არ მოიმოქმედებს და არ დაუშვებს ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დებულებების და პირობების, ან ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული სარგებლის, უფლებების, პრივილეგიების, შეღავათების და წილების შესწორება ან შეცვლა.     მუხლი 2🔗 1) ეყრდნობა რა საქონლისა და მომსახურების დაუბრკოლებელი მოძრაობის პრინციპებს, თითოეული მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ იგი თავის ტერიტორიაზე არ შეწყვეტს და არ შეუქმნის დაბრკოლებებს საშუალებებით ნავთობის გადინებას, არ განახორციელებს, პირდაპირ და არაპირდაპირ, და არ დაუშვებს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც რაიმე გზით შეაფერხებს შეკვეცავს, ან დაუქვემდებარებს პირობებს ნავთობის გადინებას, ან სხვაგვარად დააბრკოლებს მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალებების ფუნქციონირება საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, საკუთრებას ან გარემოს, და ამდენად, მიზანშეწონილია აღნიშნული ქმედებების შესრულება (ან შესაძლოა, შეუსრულებლობა) და თანაც, მხოლოდ ისეთი მოცულობითა და დროით, როგორიც აუცილებელია ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. (2) თუ მთავრობა განახორციელებს, ან დაუშვებს ნებისმიერ ქმედებას, რაც შეწყვეტს, შეზღუდავს, დაუქვემდებარებს პირობებს ან სხვაგვარ დაბრკოლებებს შეუქმნის თავის ტერიტორიაზე საშუალებებში ნავთობის გადინებას, ეს მთავრობა ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მეორე მთავრობას ასეთი შეწყვეტის, შეზღუდვის, დაბრკოლების შექმნის მიზეზების შესახებ, და აგრეთვე აცნობოს მას აღნიშნულის დარეგულირების გრაფიკი, და (1) პარაგრაფის შესაბამისად, გამოიყენოს ყველა კანონიერი და გონივრული საშუალება იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რამაც გამოიწვია აღნიშნული შეწყვეტა ან შეზღუდვა, და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აღადგინოს თავის ტერიტორიაზე საშუალებებში ნავთობის შეუწყვეტელი, შუზღუდავი, უპირობო და დაუბრკოლებელი გადინება.     მუხლი 3🔗 (1) თითოეული მთავრობა იყენებს ყველა კანონიერ და გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს პროექტის უსაფრთხოება თავის ტერიტორიაზე, საშუალებების, მათში გამავალი ნავთობის, ყველა სხვა ქონებისა და პროექტში დასაქმებული პერსონალის ჩათვლით, (და არა მხოლოდ), და უზრუნველყოფს შესაბამისი უსაფრთხოების პერსონალით და მომსახურებით. (2) საშუალებების მშენებლობის დაწყებამდე და მის პროცესში, თითოეული მთავრობა, თავის ტერიტორიაზე, ნავთობკომპანიების მოთხოვნის შემთხვევაში მომავალი ან არსებული საშუალებების მდებარეობის ადგილას ატარებს ნაღმებისა და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების ძიებას, მათ უსაფრთხო ამოღებას ან ლიკვიდაციას.     მუხლი 4🔗 თითოეული მთავრობა უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე შეუზღუდავი შესვლისა და ამ ტერიტორიიდან გასვლის უფლებას, და უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეუზღუდავი გადაადგილების უფლებას პერსონალის თითოეული წევრისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისათვის, აღჭურვილობისათვის და სხვა ქონებისათვის, რაც გამოიყენება პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული უფლებები მოიცავენ შეზღუდვის გარეშე ამგვარი პერსონალის, სატრანსპორტო საშუალებების, აღჭურვილობისა და სხვა ქონების, რაც გამოიყენება პროექტის განსახორციელებლად, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით დაუბრკოლებელი გადაადგილების (და არა მხოლოდ) უფლებას თითოეული მთავრობის ტერიტორიაზე, პროექტის განხოციელების მიზნით.     მუხლი 5🔗 მთავრობები ითანამშრომლებენ ნავთობკომპანიებთან საშუალებების მშენებლობისა და მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო საყოვალთაოდ აღიარებული სტანდარტების (ტექნიკური, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტების ჩათვლით) დანარგვის მიზნით, რომლებიც შეესაბამება ნავთობის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტებსა და აღიარებულ პრაქტიკას.     მუხლი 6🔗 (1) წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების კონტროლისა და ხელშეწყობის მიზნით იქმნება კომისია, რომელშიც შევა თითოეული მთავრობის ერთი წარმომადგენელი. მთავრობები, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობებენ ერთმანეთს თავიანთი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. თითოეულ მთავრობას შეუძლია შეცვალოს თავის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, რის შესახებაც იგი წერილობით ატყობინებს მეორე მთავრობას. (2) კომისია იკრიბება ნებისმიერი მთავობის მოთხოვნის საფუძველზე, და ამგვარი მოთხოვნის საპასუხოდ, მთავრობები თანხმდებიან დაუყოვნებლივ გამართონ კონსულტაციები, რათა კეთილსინდისიერად გადაჭრან სადავო საკითხები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით, ან განიხილონ ნებისმიერი სხვა საკითხი ამ ხელშეკრულების ინტერპრეტაციის, გამოყენების ან შესრულების შესახებ.     მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს მანამ, სანამ არ შესრულდება პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება.     მუხლი 8🔗  წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულია შემდეგი განსაზღვრებები: (1) საშუალებები – ნიშნავს ნავთობის ტრანსპორტირების ამჟამად არსებულ საშუალებებს, რომელთა რეკონსტრუქცია და სრულყოფა სურთ ნავთობკომპანიებს, ნავთობის ტრანსპორტირების იმ ახალ საშუალებებთან და ტერმინალებთან ერთად, რომელთა მშენებლობაც მათ დაგეგმილი აქვთ მთავრობების ტერიტორიებზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კასპიის ზღვის სანაპიროდან, საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ერთიანი მილსადენი სისტემის განვითარების მიზნით; საშუალებები წარმოადგენს პროექტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებების საგანს. (2) ნავთობკომპანიები – ნიშნავს შემდეგ კომპანიებს: „ამოკო კასპიან სიი პეტროლიუმ ლიმიტედ“ (კომპანია რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე); „ბპ ექსფლორეიშნ (კასპიან სიი) ლიმიტედ“ (კომპანია რეგისტრირებულია ინგლისში); „დელტა ნიმირ ჰაზარ ლიმიტედ“ (კომპანია რეგისტრირებულია ბერმუდის კუნძულებზე); „დენ ნორსკე სტატს ოლჯესელსკაპ ა.ს.“ (კომპანია რეგისტრირებულია ნორვეგიაში); „ექსონ აზებაიჯან ლიმიტედ“ (კომპანია რეგისტრირებულია ბაჰამის კუნძულებზე); სააქციო საზოგადოება „ლუკოილ“ (კომპანია რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში); „მაკდერმოტ აზერბაიჯან ინკ.“ (კომპანია რეგისტრირებულია პანამას რესპუბლიკაში) პენზოილ კასპიან კორპორეიშნ“ (კომპანია რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე); „რამკო ჰაზარ ენერჯი ლიმიტედ“ (კომპანია რეგისტრირებულია შოტლანდიაში); „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია“ ტურკიე პეტროლლერი ა. ო.“ (კომპანია რეგისტრირებულია თურქეთში); და უნოკალ ჰაზარ, ლტდ“ (კომპანია რეგისტრირებულია ბერმუდის კუნძულებზე), რომლთაც სურთ პირდაპირ ან არაპირდაპირ დააფინანსონ პროექტი და მათ შესაბამის აგენტებს, სამართალმემკვიდრეებსა და ნდომით აღჭურვილ წარმომადგენლებს. (3) ნავთობი – ნიშნავს ნედლ ნავთობს, კონდენსატს და ყველა სახის თხევად ნახშირწყალბადს მათი კუთრი წონის მიუხედავად, ბუნებრივი სახით, ან კონდენსაციის ან გამოყოფის გზით, მიღებულს ბუნებრივი გაზიდან (ნორმალური წნევისა და ტემპერატურის პირობებში გაზობრივ მდგომარეობაში მყოფი ნახშირწყალბადები) თხევადი გაზისა და ნებისმიერი სახეობის ბიტუმის ან ოზოკერიტის ჩათვლით, და ზემოაღნიშნულთან ყველანაირ მინარევს ხსნადი (ან სუსპენზიის) სახით, ან ნებისმიერ ნახშირწყალბადოვან პროდუქტს, რაფინირებულს ან წარმოებულს ყველა ზემოთ აღნიშნულიდან. (4) პროექტი – ნიშნავს ნავთობკომპანიების მიერ საშუალებების მშენებლობას, ექსპლოატაციას, მოვლა-პატრონობას, განახლებას, გამოყენებას, მათთან დაკავშირებულ ყველა სხვა საქმიანობას, და აგრეთვე აღნიშნული საშუალებებით ნავთობის მიღებას, იმპორტს, დამუშავებას, ტრანსპორტირებას, შენახვას, მოვლას, მიწოდებას, და გაყიდვას, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით. (5) პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები – ერთობლივად ნიშნავს: „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო შეთანხმებას“ საქართველოს მთავრობასა და ნავთობკომპანიებს შორის; „მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებას“ ნავთობკომპანიებსა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას შორის, „მილსადენის სიმძლავრისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებას“ ნავთობკომპანიებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე საბადოებიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანპორტირებასთან დაკავშირებით. (6) ტერიტორია – მთავრობების მიმართ ნიშნავს, მიწის ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიულ ზღვასა და კონტინენტურ შელფს, მოქცეულს ამ მთავრობის იურისდიქციის ქვეშ, აგრეთვე ნებისმიერ ზონას, სადაც მთავრობას საერთაშორისო სამართლით აქვს ან შეუძლია სუვერენული უფლებების განხორციელება, ან ეს მთავრობა ფაქტობრივად ახორციელებს ასეთ სუვერენულ უფლებებს.     მუხლი 9🔗 წინამდებარე ხელშეკრულების ამოქმედებით ძალას კარგავს და უქმდება მთავრობებს შორის ადრე გაფორმებული ყველა ოქმი და ხელშეკრულება აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს ტერიტორიებზე ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ 1995 წლის ივნისში მთავრობებს შორის გაფორმებული ოქმის ჩათვლით. შესრულებულია 1996 წლის 8 მარტს, ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. თავიანთი არსითა და შინაარსით ტექსტები იდენტურია. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების მუხლების წაკითხვისას წარმოიშობა უთანხმოება, მაშინ უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენაზე შესრულებულ ხელშეკრულების ტექსტს. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად, უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს ვაწერთ წინამდებარე ხელშეკრულებას. საქართველოს სახელით - ედუარდ შევარდნაძე, პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით - ჰეიდარ ალიევი, პრეზიდენტი