შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საწარმოო კოოპერაციის შესახებ
მიღების თარიღი 08.03.1996
ძალაში შესვლა 10.08.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480010000.02.002.000464
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/01/2004
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საწარმოო კოოპერაციის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მთავრობას შორის საწარმოო კოოპერაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მონაწილე მხარეებად წოდებულნი,
აცნობიერებენ რა, რომ ეკონომიკური, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა წარმოადგენს სტაბილური და გრძელვადიანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან და აუცილებელ ელემენტს,
ითვალისწინებენ რა მათი სახელმწიფოების საწარმოო და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოტენციალებს შორის არსებულ ტექნოლოგიურ ურთიერთკავშირებს,
აღიარებენ რა საბაზრო ურთიერთობების საფუძველზე ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნაში მონაწილე მხარეთა სახელმწიფოების სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების პირდაპირი საწარმოო ურთიერთობების გადამწყვეტ როლს,
ისწრაფვიან რა უზრუნველყონ ხელსაყრელი პირობები დაწესებულებებსა და დარგებს შორის საწარმოო კოოპერაციის მხარდაჭერისა და ურთიერთსასარგებლო განვითარების ხელშეწყობისათვის,
ეყრდნობიან რა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთქმედების მიღწეულ დონეს,
გამოხატავენ რა მზადყოფნას ხელი შეუწყონ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის განმტკიცებას და განავითარონ ურთიერთობები ვაჭრობის სფეროში ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმების და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად,
ხელმძღვანელობენ რა განუხრელი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის, თავიანთ მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების, დასაქმების ზრდის, მატერიალურ, და ადამიანთა რესურსების ეფექტური გამოყენებისა და გარემოს დაცვის მიზნებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ საკუთრების ნებისმიერი ფორმის საწარმოებს, დარგობრივ და დარგთაშორის კომპლექსებს შორის პირდაპირი საწარმოო კავშირების საფუძველზე კოოპერაციის განხორციელებასა და განვითარებას.
მუხლი 2🔗
მონაწილე მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს წარმოების საერთაშორისო სპეციალიზაციისა და წარმოების კოოპერაციის განვითარების, მათი განხორციელების პირობების უზრუნველყოფის, მრეწველობის დარგებში პრიორიტეტების განსაზღვრის, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის, წარმოების კოორდინაციის განსახორციელებლად, სამხედრო მრეწველობის დარგების კონვერსიის სფეროს ჩათვლით.
მუხლი 3🔗
მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ:
კოოპერაციის საშუალებით საქონლის მიწოდებაში იგულისხმება ნედლეულის, მასალების, კვანძების, დეტალების, სათადარიგო ნაწილების, ნაკეთობების, ნახევარფაბრიკატების, დარგობრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობის მაკომპლექტებელი და სხვა ტექნოლოგიურად ურთიერთდაკავშირებული და საბოლოო ერთობლივი პროდუქციის დამზადებისათვის აუცილებელი ნაწარმის მიწოდება.
მომსახურების გაწევაში იგულისხმება საპროექტო, სარემონტო სამუშაოები, ტექნიკური მომსახურება და ტექნოლოგიური ოპერაციები.
საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის ფარგლებში მიწოდებებში იგულისხმება საქონლის მიწოდება მონაწილე მხარეთა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებზე.
მუხლი 4🔗
მონაწილე მხარეები საწარმოო კოოპერაციისა და პირდაპირი კავშირების ძირითად პრინციპად თვლიან ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს), რომლებიც იდება სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების მიერ შესაბამისი დარგობრივი და დარგთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ საწარმოო კოოპერაციის შესახებ დარგობრივი და დარგთაშორისი შეთანხმებების დადებას.
მუხლი 6🔗
მონაწილე მხარეები პრიორიტეტულად თვლიან საწარმოო კოოპერაციის შესახებ შეთანხმებების დადებას შემდეგ დარგებში:
სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი;
მეტალურგია, ქიმიური, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა;
მანქანათმშენებლობა და სამხედრო მრეწველობა;
ტრანსპორტი;
სამედიცინო და ფარმაკოლოგიური მრეწველობა;
სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა.
მუხლი 7🔗
საწარმოო კოოპერაციის შესახებ დარგობრივ და უწყებათაშორისო შეთანხმებებში განსაზღვრული იქნება საწარმოებისა და ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ კოოპერაციაში და ინარჩუნებენ პროდუქციის წარმოების (მომსახურეობის გაწევის) სპეციალიზაციას, აგრეთვე პროდუქციის (მომსახურების გაწევის) კოოპერირებული მიწოდებების ნომენკლატურა და მოცულობა.
მუხლი 8🔗
საწარმოო კოოპერაციის შესახებ დარგობრივი და დარგთაშორისი შეთანხმების რეალიზაცია განხორციელდება მათ საფუძველზე ხელშეკრულების (კონტრაქტები) დადების გზით მონაწილე მხარეთა საწარმოებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ მონაწილე მხარეთა საბაჟო საზღვარზე პროდუქციის საბაჟო გაფორმებისა და გატარების საფუძველს.
საწარმოო კოოპერაციის ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის (მომსახურების) დეკლარირება და აღრიცხვა ხორციელდება მონაწილე მხარეთა საბაჟო ორგანოების მიერ, მათი კანონმდებლობების შესაბამისად.
მუხლი 9🔗
მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას არ გამოიყენონ საექსპერტო და საიმპორტო საბაჟო გადასახადები, აქციზები და ბეგარები საქონელთან მიმართებაში, დარგობრივი და დარგთაშორისი შეთანხმებების ჩამონათვალის თანახმად და გადამუშავების საბაჟო რეჟიმის ფარგლებში.
კოოპერაციით მიწოდებული საქონლის საბაჟო გაფორმებაზე (მომსახურების გაწევაზე) ანაკრებები ამოღებული იქნება საერთო პირობებზე მონაწილე მხარეთა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
გადაცემული ნედლეულისაგან კოოპერაციით წარმოებული პროდუქციის მიწოდება განხორციელდება მონაწილე მხარეთა ქვეყნებში გადაცემული ნედლეულის ოპერაციების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
საწარმოო კოოპერაციის ფარგლებში მიწოდებული ნედლეული, მასალები და მაკომპლექტებელი ნაწარმი არ ექვემდებარება რეექსპორტს მესამე ქვეყნებში, იმ მონაწილე მხარის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რომლის ტერიტორიიდანაც საწარმოო კოოპერაციის ფარგლებში იქნა მიწოდებული ნედლეული, მასალები და მაკომპლექტებელი ნაწარმი.
მონაწილე მხარეები წარმოების სფეროში ინტეგრაციული პროცესების განვითარების მიზნით შეთანხმდნენ, ჩაატარონ თანმიმდევრული მუშაობა თავიანთი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის ნორმების კოორდინაციისა და დაახლოებისათვის სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების მიმართ დაწესებულებებსა და დარგების კოოპერაციული კავშირების დარეგულირების ნაწილში.
მუხლი 12🔗
მონაწილე მხარეები საჭიროების შემთხვევაში შეათანხმებენ კრედიტებისა და ინვესტიციების გამოყოფის პირობებს, რაც სტიმულს მისცემს კოოპერაციის განვითარებას მეცნიერებატევად წარმოებებში და საექსპორტოდ ორიენტირებულ დარგებში, აგრეთვე იმპორტშემცვლელი პროდუქციის გამოშვებაში.
მუხლი 13🔗
მონაწილე მხარეები ორგანიზაციას გაუწევენ პრობლემების ერთობლივ დამუშავებას, რომელთა განხორციელება დაევალება დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს:
– მარკეტინგული, ლიზინგური გამოკვლევების ჩატარება და გამოფენების ორგანიზაცია, მომსახურების გაწევა;
– თავიანთ ქვეყნებს შორის თანამედროვე საინფორმაციო კომუნიკაციების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფენ დახმარებას პარტნიორების მოძებნაში, ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მომზადებაში, დადებასა და შესრულებაში;
–სპეციალისტების მოსამზადებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.
მუხლი 14🔗
ეს შეთანხმება შეიძლება იქნეს შევსებული ან შეცვლილი მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 15🔗
ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები პირველ რიგში გადაწყდება მონაწილე მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 16🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შეტყობინების მიღების დღიდან.
შეთანხმება ძალას კარგავს მონაწილე მხარის მიერ მეორე მონაწილე მხარისაგან ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის „–––" მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ამ შეთანხმების განმარტების მიზნით უპირატესობა გააჩნია ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)