"ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, ერთი ქვეითი ბატალიონისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ" საქართველოს პარლამეტის 2009 წლის 6 აგვისტოს №1608-რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, ერთი ქვეითი ბატალიონისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 აგვისტოს №1608-რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, ერთი ქვეითი ბატალიონისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 აგვისტოს №1608-რს დადგენილებ აში (სსმ III, №98, 07.08.2009, მუხ. 1082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდეგი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე:
ა) საფრანგეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში – ერთი ქვეითი ასეულისა და არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფისა;
ბ) ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში – ერთი ქვეითი ბატალიონისა;
გ) თურქეთის კონტინგენტში – ორი სამხედრო მოსამსახურისა.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4224 – Iს