შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კონტრაბანდისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 07.05.1995
ძალაში შესვლა 10.08.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000467
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/01/2004
matsne.gov.ge 1,573 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.1995 მიღება
10.08.1996 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კონტრაბანდისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კონტრაბანდისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში შეთანხმების მხარეებად წოდებულნი, ითვალისწინებენ, რომ კანონმდებლობის დარღვევები ზიანს აყენებენ ორივე ქვეყნის ეკონომიკურ, საგადასახადო და საზოგადოებრივ ინტერესებს; ითვალისწინებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებების არა კანონიერი ბრუნვა, საშიშროებას უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას; აღიარებენ რა საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახადების სწორი გამოყენების აუცილებლობას საქონლის შემოტანის, გატანის და ტრანზიტის დროს, აგრეთვე დებულებების ზუსტ შესრულებას, რომელიც ეხება აკრძალვებს, შეზღუდვებსა და კონტროლს; ისწრაფვიან, რა განავითარონ თანამშრომლობა ამ დარგში; დარწმუნებულნი არიან, რომ საბაჟო კანონებისა და წესების დაცვა უფრო წარმატებით განხორციელდება საბაჟო სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში; საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 5 დეკემბრის 1953 წლის ადმინისტრაციის ურთიერთდახმარების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ნარკოტიკული საშუალებების საერთო კონვენციის (30 მარტი, 1961 წ., ნიუ–იორკი), ფსიქოტროპული ნივთიერებების კონვენციის (21 თებერვალი 1971 წ., ვენა) და ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების არაკანონიერი ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის (19 დეკემბერი, 1988 წ., ვენა) გათვალისწინებით. შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗. განსაზღვრებები ამ შეთანხმებაში: ა) „საბაჟო კანონმდებლობა“ – საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების დებულებები, რომლებიც არეგულირებენ სამართლის ნორმების ერთობლიობას, რომელიც ადგენს საქონლის შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის საბაჟო გადასახადებებისა და სხვა სახის გადასახადების, მოსაკრებლების ამოღების, აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის წესებს; ბ) „საბაჟო ადმინისტრაცია“ – საქართველოს რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში – სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი; გ) „საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები“ – საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის მცდელობა ტოლფასია საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისა; დ) „ტერიტორია“ – ტერიტორია, მათ შორის რესპუბლიკის ეკონომიკურ (საზღვაო) ზონაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობების ტერიტორიები, რომლის მიმართაც საბაჟო საქმის მხრივ საგანგებო იურისდიქცია გააჩნია.     მუხლი 2🔗. გამოყენების სფერო 1. მხარეები ამ შეთანხმების ფარგლებში და საბაჟო ადმინისტრაციის შუამდგომლობით დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს: ა) საბაჟო კანონმდებლობის ზუსტი დაცვის მიზნით; ბ) საბაჟო წესების დარღვევის თავიდან აცილების, გამოკვლევისა და აღკვეთის მიზნით; გ) იმ დოკუმენტების შეტყობინებაში, რომლებსაც საბაჟო კანონმდებლობასთან კავშირი აქვთ. 2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარება გაწეული იქნება კანონების შესაბამისობაში და მეორე მხარის მოთხოვნით საბაჟო ადმინისტრაციის შესაძლებლობის და კომპეტენციის ფარგლებში. 3. ხელშეკრულება არ ითვალისწინებს საბაჟო მოსაკრებლების, გადასახადებისა და საბაჟო გადასახადების კომპენსაციას.     მუხლი 3🔗. პირების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მეთვალყურეობა მხარეების საბაჟო ადმინისტრაციები თავიანთი ინიციატივით ან მეორე მხარის მოთხოვნის შესაბამისად თვალყურს ადევნებენ: ა) იმ პირებს, რომელთა შესახებ ცნობილია ან რომლებიც შემჩნეულები არიან მეორე მხარის საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში; ბ) იმ საქონლისა და საგადასახადო საშუალებების გადაადგილებას შესახებ, რომლებზეც შეთანხმების მონაწილე ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაცია აწოდებს მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ისინი ჩაბმულნი არიან არაკანონიერ ბრუნვაში; გ) ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც ეწევიან ერთი მხარის ტერიტორიაზე, არაკანონიერ გადაზიდვას ან შემჩნეულები არიან ასეთ ქმედებაში; დ) იმ ადგილებს, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ ისინი გამოყენებული არიან საქონლის შესანახად და გამიზნული არალეგალური ბრუნვისთვის მეორე მხარის ტერიტორიაზე. 2. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მხარეების საბაჟო ადმინისტრაციები არ დაუშვებენ: ა) იმ საქონლის გატანას, რომლებზეც არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ისინი გატანილი არიან მეორე მხარის ტერიტორიაზე სხვა მიზნებისათვის; ბ) იმ საქონლის გატანას, რომლის შეტანაც აკრძალულია მეორე მხარის სახელმწიფოში.     მუხლი 4🔗. ინფორმაციის გაცვლა მხარეების საბაჟო ადმინისტრაციები საკუთარი ინიციატივით ან მოთხოვნით წარუდგენენ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სინამდვილის დასადგენად: ა) საბაჟო გადასახადების ამოღებისა და სხვა იმპორტის და ექსპორტის გადასახადების და ბაჟის ამოღების შესახებ და განსაკუთრებით იმ ინფორმაციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დადგინდეს საქონლის შეფასების სისწორე და მათ სატარიფო კლასიფიკაცია საბაჟო მიზნებისათვის; ბ) აკრძალვების და შეზღუდვების შესახებ, რომლებიც გამოიყენება შემოტანის, გატანის და ტრანზიტის დროს; გ) იმ წესების გამოყენების თაობაზე, რომლებიც ადგენს საქონლის წარმოშობას თუ ანალოგიური წესი არ არის გათვალისწინებული სხვა ხელშეკრულებით.     მუხლი 5🔗 ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაცია მეორე მხარეს მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდის ინფორმაციას: მომთხოვნის სახელმწიფოდან საქონლის გატანის კანონიერების შესახებ მეორე მხარის ტერიტორიაზე შეტანის დროს. მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე საქონლის შეტანის კანონიერების შესახებ, რომლებიც მეორე მხარის ტერიტორიიდან გატანილია და იმ საბაჟო პროცედურების შესახებ, რაც ამ საქონელმა გაიარა.     მუხლი 6🔗 მხარეები საკუთარი ინიციატივით ან ერთი მხარის მოთხოვნით შეუძლიათ წარუდგინონ ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც გამოყენებული იქნება მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის მოკვლევაში: ა) იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა შესახებ ცნობილია, ან შემჩნეულები არიან მეორე მხარის საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში; ბ) იმ საქონელზე, რომელიც გამოიყენება არაკანონიერ ბრუნვაში; გ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა მიმართაც ცნობილია ან არსებობს საფუძველი ჩაითვალოს, რომ მათ იყენებენ მხარეების საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საქმეში; დ) იმ საშუალებებზე და ხერხებზე, რომელთა შესახებ ცნობილია ან არსებობს საფუძველი ჩაითვალოს, რომ ისინი გამოიყენებიან საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში.     მუხლი 7🔗 ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაცია თავისი ინიციატივით ან მოთხოვნით მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას მიაწვდის აქტებს, ოქმებს, დოკუმენტებს ან დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს, რომლებიც მოიცავენ მათ განკარგულებაში მყოფ სრულ ინფორმაციას დამტკიცებული ან დაგეგმილი მოქმედებების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ან შეიძლება შეეწინააღმდეგოს მეორე მხარის კანონმდებლობას.     მუხლი 8🔗 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება წარმოდგენილი იქნეს კომპიუტერული ინფორმაციის ან სხვა სახით. ამ ინფორმაციის განმარტებაზე და მოხმარებაზე საჭირო მონაცემები თან უნდა დაერთოს.     მუხლი 9🔗 1. დოკუმენტების დედანის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა დამოწმებული ასლები არასაკმარისია. 2. დოკუმენტების დედანი, რომლებიც მიღებულია ერთ-ერთი მხარის მიერ, პირველივე შესაძლებლობისას ექვემდებარება დაბრუნებას.     მუხლი 10🔗. მოკლევა 1. შეთანხმების მონაწილე ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მოთხოვნით მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციამ შეიძლება ჩაატაროს ოფიციალური მოკლევა, პირველი მხარის საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის, ან ასეთი ქმედების მცდელობის ფაქტზე. ასეთი მოკლევის შედეგები მიეწოდება მომთხოვნელ მხარეს. 2. ასეთი მოკლევა ტარდება მომთხოვნი მხარის კანონმდებლობის და კანონქვემდებარე აქტების გათვალისწინებით. 3. ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანამდებობის პირები განსაკუთრებულ შემთხვევებში, და მეორე მხარის საბაჟო ადმიისტრაციის ნებართვით, შეიძლება დაესწრონ უკანასკნელის ტერიტორიაზე საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე მოკლევას.     მუხლი 11🔗. ექსპერტები და მოწმეები ერთი მხარის სასამართლოების ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, რომელიც ეხება საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას, მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას შეუძლია დაავალოს თავის თანამდებობის პირს გამოვიდეს როგორც ექსპერტი, ასევე მოწმე სასამართლოში და სხვა კომპეტენტურ ორგანოში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს საქმის ზუსტ მონაცემებს და როგორ უნდა გამოვიდეს თანამდებობის პირი.     მუხლი 12🔗. თანამდებობის პირთა მივლინების პირობები ერთი მხარის თანამდებობის პირებს მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში უნდა გააჩნდეთ თავიანთი ოფიციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები და არ უნდა ატარებდნენ ფორმასა და იარაღს.     მუხლი 13🔗. მიღებული ინფორმაციის და დოკუმენტების გამოყენება 1. ინფორმაცია, შეტყობინება და დოკუმენტები, მოთხოვნის შემდეგ მოწოდებული, გამოიყენება მხოლოდ ამ ხელშეკრულების განხორციელების მიზნით და არ შეიძლება გადაცემულ იქნეს სხვისთვის და გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებისათვის მეორე მხარის ნებართვის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში არსებული ინფორმაცია არ ეხება იმ მონაცემებს, რომლებიც ეხება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების არაკანონიერ ბრუნვას. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიწოდებულ იქნეს იმ ორგანოებისათვის, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ნარკოტიკების არაკანონიერ ბრუნვასთან ბრძოლაში. 3. მხარეები შეთანხმების მიხედვით მიღებულ შეტყობინებას, ინფორმაციას, ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მონაცემებს დაიცავენ, როგორც არის გათვალისწინებული ეროვნული კანონმდებლობით.     მუხლი 14🔗 1. მხარეების საბაჟო ადმინისტრაციებს ამ ხელშეკრულების ფარგლებში შეუძლიათ გამოიყენონ წერილობითი განმარტებანი, მოწმეების ჩვენებები, დოკუმენტები და სხვა მონაცემები, როგორც მტკიცებანი მოკლევის მსვლელობის და სასამართლო გარჩევის დროს. 2. მტკიცების ძალა ამ დოკუმენტებისა და მონაცემებისა, აგრეთვე მათი გამოყენება სასამართლოში განისაზღვრება მიმღები მხარის ეროვნული კანონმდებლობით.     მუხლი 15🔗. გამონაკლისები ურთიერთდახმარების მოვალეობიდან 1. თუ ერთ–ერთი მხარე ჩათვლის, რომ დახმარება, რომელსაც მას სთხოვენ, შელახავს ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან სხვა ხასიათის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო ან კერძო სექტორის სავაჭრო ინტერესებს, ან მოქმედ კანონმდებლობას, მას შეუძლია უარი თქვას ასეთი დახმარების აღმოჩენაზე ან ნაწილობრივ შეასრულოს ასეთი მოთხოვნა. 2. დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება უარის თქმის მიზეზების თანხლებით მიეწოდება მომთხოვნ მხარეს დაუყოვნებლივ. 3. თუ ეგზავნება ისეთი დახმარების თხოვნა, მომთხოვნი მხარის მიერ, რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ შეასრულებდა ანალოგიური მოთხოვნის დროს, მაშინ მოთხოვნაში ეს ფაქტი უნდა აღინიშნოს. ასეთი მოთხოვნის შესრულების გადაწყვეტილება მიიღება მომთხოვნი საბაჟო სამსახურის მიერ.     მუხლი 16🔗. დოკუმენტების შეტყობინებანი 1. ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თხოვნით, მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაცია აცნობებს დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე, დოკუმენტებს, რომლებშიც ნაჩვენებია ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს საბაჟო კანონმდებლობის შესრულებას. 2. დოკუმენტების გაცნობა ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება მომთხოვნი მხარის კანონმდებლობის და პრაქტიკის გათვალისწინებით. 3. მომთხოვნი მხარის სურვილით, გაცნობა შეიძლება მოხერხდეს განსაკუთრებული წესით, თუ ეს წესი არ ეწინააღმდეგება მხარეების კანონმდებლობას. 4. დადასტურება გაფორმებული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი კომპეტენტური ორგანოს დასტური, რომელსაც ექნება ისეთი რეკვიზიტები, როგორიცაა თარიღი და ხელის მოწერა დაინტერესებული პირის და რომელშიც აღნიშნულია შეტყობინების საშუალებები თარიღი და გაცნობის ხერხი.     მუხლი 17🔗. ურთიერთდახმარებანი 1. ურთიერთდახმარებანი ხორციელდება უშუალოდ შეთანხმების მონაწილე მხარეების საბაჟო ადმინისტრაციების მეშვეობით. 2. მხარეების საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ უშუალოდ ორგანიზება გაუწიონ კავშირებს თავიანთ ცენტრალური და ადგილობრივი მოკლევის და მაკონტროლებელ სამსახურებს შორის.     მუხლი 18🔗. ხარჯები მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციები უარს ამბობენ იმ ხარჯების ანაზღაურებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების შესრულებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც გაწეულია მოწმეებისა და ექსპერტების მოწვევასთან, ამ შეთანხმების მე-11 მუხლის მიხედვით.     მუხლი 19🔗. ტერიტორიული გამოყენება, განხოციელება და განმარტება 1. ხელშეკრულება მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე. 2. სადავო საკითხები ხელშეკრულების განმარტებასთან დაკავშირებით, ხორციელდება მოლაპარაკებით ან მხარეებისათვის მისაღები სხვა ფორმით.     მუხლი 20🔗. ძალაში შესვლა და მოქმედების ვადის გასვლა ხელშეკრულება ძალაში შედის 30 დღის შემდეგ, იმ დღიდან, როდესაც წერილობით გაცვლიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყველა პროცედურა, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შესახებ დასრულებულია, მხარეების კანონმდებლობის გათვალისწინებით. ხელშეკრულება შეიძლება დენონსირებულ იქნეს შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ. შეთანხმება კარგავს ძალას 6 თვის შემდეგ, იმ დღიდან, როდესაც ერთი მხარე ასეთი თხოვნით წერილობით მიმართავს მეორე მხარეს. შესრულებულია ქალაქ ბაქოში, 1995 წლის 7 მაისს, სამ ეგზემპლარად თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ ხელშეკრულების წაკითხვისას წამოჭრილი უთანხმოების დროს, საფუძვლად აიღება რუსული ტექსტი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)