შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
მიღების თარიღი 08.03.1996
ძალაში შესვლა 10.07.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480390000.02.002.000472
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/01/2004
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი,
სურთ რა მხარი დაუჭირონ და განავითარონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და განამტკიცონ ურთიერთთანამშრომლობა საზღვაო ნაოსნობის სფეროში,
სურთ რა ხელი შეუწყონ ერთმანეთს შორის სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის ეკნომიკური თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მონაწილე მხარეები თანხმდებიან:
– განავითარონ საზღვაო კავშირები ორ ქვეყანას შორის;
– ხელი შეუწყონ უსაფრთხოებას ზღვაზე;
– თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებებისაგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ნაოსნობის ნორმალურ განვითარებას;
– ითანამშრომლონ გემთმშენებლობასა და გემების რემონტის სფეროში;
– ხელი არ შეუშალონ ერთი მონაწილე მხარის გემებს მონაწილეობა მიიღონ მეორე მონაწილე მხარის პორტებსა და მესამე ქვეყნების პორტებს შორის გადაზიდვებში;
ხელი შეუწყონ მონაწილე მხარეთა გემების მონაწილეობას საზღვაო გადაზიდვებში ამ ქვეყნების პორტებს შორის.
ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ ზღუდავს მესამე ქვეყნის გემების უფლებებს მონაწილეობა მიიღონ მონაწილე მხარეთა პორტებს შორის გადაზიდვებში.
მუხლი 2🔗
მონაწილე მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს სავაჭრო ნაოსნობის თავისუფლების პრინციპის განხორციელებას და თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ აღნიშნულ პრინციპებს.
მუხლი 3🔗
1. ტერმინი „მონაწილე მხარის ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ სავაჭრო გემს, რეგისტრირებულს მხარის სახომალდო რეესტრში და მისი კანონმდებლობის შესაბამისად ცურავს მისი დროშის ქვეშ. ეს ტერმინი არ მოიცავს:
ა) სამხედრო გემებსა და სხვა სახელმწიფო გემებს, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით;
ბ) სპორტულ გემებსა და სასეირნო იახტებს.
2. ტერმინი „გემის ეკიპაჟის წევრი“ ნიშნავს – კაპიტანს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც ხომალდის რეისის დროს ნამდვილად დაკავებულია ხომალდის ექსპლუატაციასთან, მომსახურებასთან დაკავშირებულ მოვალეობათა შესრულებით და ჩართულია ხომალდის როლში.
მუხლი 4🔗
ეს შეთანხმება ვრცელდება ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული წყლების ჩათვლით, ერთი მხრივ, და ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვაო ტერიტორიის ჩათვლით, მეორე მხრივ.
ამ შეთანხმების დებულებები არ ვრცელდება პორტებზე ან პორტების ნაწილებზე, რომლებიც არ არის ღია და უცხო გემების შესვლისათვის.
არ ვრცელდება თითოეული მონაწილე მხარის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარეზერვო საქმიანობის მიმართ, კერძოდ საპორტო მომსახურების გაწევა, ჩაძირული გემების ამოყვანა, ლოცმანის აუცილებელი თანხლება, დახმარება ზღვაზე, თითოეული მონაწილე მხარის ტერიტორიულ წყლებში თევზჭერა და შიდა წყლებში სავაჭრო ნაოსნობა.
მუხლი 5🔗
1. თითოეული მონაწილე მხარე მიანიჭებს მეორე მონაწილე მხარის გემებს ისეთივე რეჟიმს, როგორსაც იგი ანიჭებს თავის გემებს პორტებში თავისუფალ შესვლასთან, ნავსაყუდელის ადგილის გამოყოფასთან, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციებისათვის საპორტო მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით.
2. თითოეული მონაწილე მხარე მიანიჭებს მეორე მონაწილე მხარის გემებს ისეთივე ეროვნულ რეჟიმს, საპორტო ასაკრებლებთან და გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართ.
3. მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას მიიღონ აუცილებელი ზომები თავიანთ პორტებში გემების დგომის დროის შეძლებისდაგვარად შემცირებისათვის და ამ პორტებში მოქმედი ადმინისტრაციული, საბაჟო, სანიტარიული და სხვა ფორმალობების გაადვილებისათვის.
მუხლი 6🔗
თითოეული მონაწილე მხარე სცნობს:
– მეორე მონაწილე მხარის გემების ეროვნულ კუთვნილებას, რომელიც დადასტურებულია ასეთი ხომალდის გემბანზე არსებული დოკუმენტებით და რომლებიც გაცემულია მეორე მონაწილე მხარის უფლებამოსილი ხელისუფლების მიერ, კანონებისა და წესების შესაბამისად;
– გემის დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია ან აღიარებულია მეორე მხარის უფლებამოსილი ხელისუფლების მიერ იმ გემებისათვის, რომლებიც დაცურავენ მისი დროშის ქვეშ;
– მოწმობა გემის გაზომვის შესახებ, რომელიც გაცემულია გემების გაზომვის შესახებ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად და რომელიც ათავისუფლებს თავის პორტებში ხელმეორედ გაზომვისაგან.
მუხლი 7🔗
თითოეული მონაწილე მხარე მიანიჭებს მეორე მონაწილე მხარის უფლებამოსილი ხელისუფლების მიერ გაცემულ მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი ეროვნული მოწმობის მფლობელს იმ უფლებებს, რომელიც განსაზღვრულია მე-8 და მე-9 მუხლებით.
ასეთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობად ითვლება:
საქართველოსათვის – „მეზღვაურის პასპორტი“;
აზერბაიჯანის რესპუბლიკისათვის – „მეზღვაურის პასპორტი“.
მუხლი 8🔗
მე-7 მუხლში მითითებული პირადობის დამადასტურებლი ეროვნული მოწმობის მფლობელ ნებისმიერ პირს შეუძლია ვიზის გარეშე ნაპირზე ჩასვლა და დროებით შვებულებაში ყოფნა მეორე მონაწილე მხარის პორტში გემის შესვლის დროს იმ პირობით, თუ მისი სახელი შეტანილია კაპიტნის მიერ პორტის ხელისუფლებისადმი გადაცემულ გემის ეკიპაჟის სიაში.
ნაპირზე ჩასვლისა და გემბანზე დაბრუნების შემთხვევაში ეს პირები უნდა ემორჩილებოდნენ კონტროლის დადგენილ წესებს.
მუხლი 9🔗
1. მე-7 მუხლში მითითებული პირადობის დამადასტურებელი ეროვნული მოწმობის მფლობელ ნებისმიერ პირს უფლება აქვს:
ა) შევიდეს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე თავის გემზე მისვლის, მეორე გემზე გადასვლის, სამშობლოში დაბრუნების მიზნით;
ბ) იმგზავროს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ტრანზიტით, განსაზღვრულ გემზე მისვლის, მეორე გემზე გადასვლის, სამშობლოში დაბრუნების მიზნით.
2. იმ შემთხვევაში, თუ მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი ეროვნული მოწმობის მფლობელი არ წარმოადგენს რომელიმე მონაწილე მხარის მოქალაქეს, ვიზები მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან ტრანზიტით გავლისათვის გაიცემა მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი ვიზა უნდა გაიცეს, რაც შეიძლება სწრაფად.
3. იმ შემთხვევაში, როცა ეკიპაჟის წევრი, რომელსაც აქვს მე-7 მუხლში მოხსენებული პირადობის დამადასტურებლი მოწმობა, ჩადის ნაპირზე მეორე მონაწილე მხარის პორტში ავადმყოფობის გამო, მისი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამსახურეობრივი მიზნებისათვის ან სხვა მიზნებისათვის, რომელსაც დამაჯერებლად მიიჩნევენ კომპეტენტური ხელისუფალნი, ეს უკანასკნელნი დაინტერესებულ პირს აძლევენ ნებართვას მათ ტერიტორიაზე ყოფნისა და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისათვის, ან ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით სხვა პორტში მისვლისათვის.
4. ამ შეთანხმების მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების და ზემოთ აღნიშნული 1-4 პუნქტების დაურღვევლად, მონაწილე მხარეთა ტერიტორიაზე მოქმედი წესები შესვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ ძალაში რჩება.
5. მონაწილე მხარეები იტოვებენ უფლებას აუკრძალონ თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა ზემოაღნიშნული მეზღვაურის მოწმობის მფლობელ ნებისმიერ პირს, რომელსაც ჩათვლიან არასასურველად.
მუხლი 10🔗
მე-8 და მე-9 მუხლების დებულებები გამოიყენება ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც არ არიან არც საქართველოს, არც აზერბაიჯანის მოქალაქეები, მაგრამ ფლობენ პირადობის მოწმობას, რომელიც შეესაბამება 1965 წლის კონვენციას საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის შემსუბუქების შესახებ და მის დამატებას ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №108 კონვენციას მეზღვაურების პირადობის ეროვნული მოწმობების შესახებ. ასეთი პირადობის მოწმობა უნდა გასცეს სახელმწიფომ, რომელიც არის შესაბამისი კონვენციის მონაწილე, ამასთან უზრუნველყოს მისი მფლობელის იმ სახელმწიფოში დაბრუნება, რომელმაც ეს მოწმობა გასცა.
მუხლი 11🔗
1. ერთი მონაწილე მხარის სასამართლო ხელისუფალნი არ მიიღებენ განსახილველად სარჩელებს, რომლებიც გამომდინარეობენ მეორე მონაწილე მხარის გემის ეკიპაჟის წევრის საზღვაო სამსახურის კონტრაქტიდან.
2. როდესაც ერთი მონაწილე მხარის გემის ეკიპაჟის წევრი ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ამ ხომალდის გემბანზე მეორე მონაწილე მხარის შიდა წყლებში გემის ყოფნისას, მეორე მხარის ხელისუფალნი არ სდევნიან მას კანონის მიხედვით, იმ სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის თანხმობის გარეშე, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავს ეს გემი, გარდა შემთხვევებისა, როცა:
ა) სამართალდარღვევის შედეგები ვრცელდება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფება ხომალდი;
ბ) სამართალდარღვევა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას;
გ) სამართალდარღვევა ჩადენილია პირის მიმართ, რომელიც არ არის ამ გემის ეკიპაჟის წევრი;
დ) სასამართლო საქმის აღძვრა აუცილებელია, რათა აღკვეთილ იქნეს ნარკოტიკული საშუალებებით ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებით არ უნდა მოხდეს კომპეტენტურ ხელისუფალთა უფლებების შელახვა ყველა იმ საკითხებში, რომლებიც ეხება უცხოელთა შესვლის, საბაჟოს, ჯანდაცვის, ხომალდებისა და პორტების უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე, ტვირთების შენახვაზე და ზღვის ფსკერის დაცვაზე კონტროლის სხვა ზომების მიმართ კანონებისა და წესების ცხოვრებაში გატარებას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საზღვრისპირა სახელმწიფო, რაიმე ღონისძიებების მიღებამდე, ხომალდის კაპიტნის თხოვნით ატყობინებს იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირს, რომლის დროშითაც დაცურავს ეს გემი და ხელს უწყობს აღნიშნული თანამდებობის პირის დაკავშირებას გემის ეკიპაჟთან. განსაკუთრებით გადაუდებელ შემთხვევაში ეს შეტყობინება შეიძლება მოხდეს იმ დროს, როდესაც ტარდება მითითებული ღონისძიებები.
მუხლი 12🔗
1. თუ ერთი მონაწილე მხარის გემი დაჯდა რიფზე, განიცადა უბედურება ან დაიღუპა მეორე მხარის ტერიტორიულ წყლებში ან მის მახლობლად, მაშინ ამ მხარის კომპეტენტური ხელისუფლების წარმომადგენლებმა:
– უნდა აცნობონ იმ ქვეყნის დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენელს, რომლის დროშის ქვეშაც იმყოფება ეს გემი, რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები;
– უნდა გაუწიოს ისეთივე დაცვა და დახმარება ეკიპაჟს, მგზავრებს, გემს და მის ტვირთს, როგორსაც გაუწევენ საკუთარი დროშის ქვეშ მყოფ გემს.
2. გემის დაზიანების შემთხვევაში მისი ტვირთი და ქონება არ უნდა დაიბეგროს საბაჟო გადასახადებით, თუ ისინი გადაცემული არ არის მეორე მხარის ტერიტორიაზე მოხმარების ან გამოყენებისათვის.
3. ოპერაციები ეკიპაჟის, ქონებისა და ტვირთის გადასარჩენად ხორციელდება საერთაშორისო კონვენციისა და (IMO 1979) და შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 13🔗
1. თითოეული მონაწილე მხარე მეორე მონაწილე მხარის სანაოსნო კომპანიებს აძლევს შემოსავლებისა და მოგების გამოყენების უფლებას, რომელიც მიღებულია მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე საზღვაო გადაზიდვებით გადასახადების წარმოების მიზნით.
2. თითოეული მონაწილე მხარე იმავე კომპანიებს აძლევს უფლებას მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ამ მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად გამოიყენონ, ყველა გადასახადების გამორიცხვის შემდეგ ზემოაღნიშნული შემოსავლები და მოგება.
3. თითოეული მონაწილე მხარე ხელს უნდა უწყობდეს ასეთ გადარიცხვებს.
მუხლი 14🔗
1. მონაწილე მხარეების საზღვაო კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ:
– საქართველოს მხრიდან – საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი;
– აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან – კასპიის საზღვაო სანაოსნო.
თითოეული მონაწილე მხარე თავის კომპეტენტურ ხელისუფალთ უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატარონ მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტურ ხელისუფლებასთან კონსულტაციები, მიიღონ აუცილებელი ზომები ამ შეთანხმების შესასრულებლად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მონაწილე მხარეები თავის თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ზიანის მიუყენებლად შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე:
ა) განავითარონ საზღვაო კავშირები სანაოსნო კომპანიებს შორის;
ბ) მოახდინონ პერსონალის გაცვლა და მომზადება სხვადასხვა საზღვაო ოპერაციებში;
გ) მოახდინონ ტვირთბრუნვის დაჩქარებისა და შემსუბუქების მიზნით აუცილებელი ინფორმაციის გაცვლა;
დ) აღმოფხვრან დაბრკოლებანი და სხვა პირობები, რომლებიც ხელს უშლიან ურთიერთ- საზღვაო გაცვლებს;
ე) ამ შეთანხმების ეფექტურად შესრულებისა და ნაოსნობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთინტერესის საგანს, შეიქმნას შერეული კომისია. კომისია იკრიბება ერთ-ერთი მონაწილე მხარის თხოვნით.
მუხლი 15🔗
გაუგებრობანი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ამ შეთანხმების გამოყენებისა და ინტერპრეტაციის დროს, უნდა მოწესრიგდეს მონაწილე მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთგაგების სულისკვეთებით.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, იგი უნდა დარეგულირდეს დიპლომატიური არხებით.
მუხლი 16🔗
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მონაწილე მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურების დასრულებისა და დიპლომატიური არხებით ურთიერთცნობის შემდეგ.
2. ეს შეთანხმება მოქმედებს 3 წლის ვადით ძალაში შესვლის შემდეგ და ავტომატურად გრძელდება მომდევნო პერიოდსი ერთი წლის ვადით, თუ ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე 6 თვით ადრე ერთ-ერთი მონაწილე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ამ შეთანხმების დენონსაციის შესახებ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 8 მარტს, ორ პირად, ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ქართული და აზერბაიჯანული ტექსტების შეუთანხმებლობის შემთხვევაში საფუძვლად აიღება რუსული ტექსტი.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)