შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მიღების თარიღი 08.03.1996
ძალაში შესვლა 10.03.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480210000.02.002.000479
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 30/01/2004
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი,
სურთ რა, ორივე სახელმწიფოს ურთიერთსარგებლიანობისათვის ხელი შეუწყონ მათ შორის ხანგრძლივ საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას,
სურთა რა, ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის სახელმწიფოს ინვესტორების ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და შენარჩუნება,
აღიარებენ რა, რომ ინვესტიციებისათვის ხელის შეწყობა და წახალისება, ამ შეთანხმების თანახმად, სტიმულს მისცემს ამ სფეროში საქმიან ინიციატივას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1. ტერმინი „ინვესტიცია“ მოიცავს აქტივების ნებისმიერ სახეს, რომელიც ინვესტირებულია ეკონომიკური საქმიანობისათვის ერთი მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და, კერძოდ, რომელშიც შედის, მაგრამ არ შემოიფარგლება:
ა) უძრავი და მოძრავი ქონება და ნებისმიერი ქონებრივი უფლება, მათ შორის იპოთეკური და საგირაო უფლება და მოვალეობა;
ბ) აქციები, ფასიანი ქაღალდები, სასესხო ვალდებულებები, რეინვესტირებული შემოსავლები, მიზნობრივი საბანკო და ფინანსური შენატანები, რომლებიც დაკავშირებულია ინვესტიციებთან;
გ) ფულადი და სხვა ნებისმიერი მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ საქმიანობასთან;
დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებები საავტორო უფლებების ჩათვლით, სავაჭრო ნიშნები, პატენტები, სამრეწველო ნიმუშები, ტექნოლოგიური პროცესები, ნოუ-ჰაუ, კომერციული საიდუმლოებები, საფირმო დასახელებები და გუდვილები, რომლებიც დაკავშირებულია ინვესტიციებთან;
ე) კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზიები და ნებართვები ბუნებრივი რესურსების დაზვერვაზე, მოპოვებაზე, გადამუშავებასა და ექსპლუატაციაზე კონცენსიების ჩათვლით.
ფორმის ნებისმიერი ცვლილება, რომელშიც ინვესტირებულია აქტივები, არ მოახდენს გავლენას მათ ხასიათზე, როგორც ინვესტიციებზე.
2. ტერმინი „ინვესტორი“ ნიშნავს:
ა) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად მოქალაქეობა, ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან
ბ) ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია თითოეული მონაწილე მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ახორციელებენ ინვესტიციებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.
3. ტერმინი „შემოსავლები“ ნიშნავს ფულად თანხებს, რომლებიც მიღებულია ინვესტიციების შედეგად და კერძოდ, შეიცავს, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, შემოსავლებს, პროცენტებს, კაპიტალის ნამატს, დივიდენდებს, როიალთის და გადასახადს მომსახურებაზე.
4. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:
საქართველოსთან მიმართებაში: საქართველოს ტერიტორიას ტერიტორიული წყლებითა და ტერიტორიული წყლების მიღმა ზღვის რაიონით, რომელიც აღნიშნულია ან მომავალში შეიძლება აღინიშნოს საქართველოს კანონმდებლობით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად როგორც ტერიტორია, რომლის ფარგლებში საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ზღვის ფსკერთან, ნიადაგისქვეშა ფენებთან, კონტინენტურ შელფთან და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით;
აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მიმართებაში: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შიდა წყლების ჩათვლით, კასპიის ზღვის (ტბის) სექტორს, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის რესპუბლიკას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს, აგრეთვე სხვა ნებისმიერ ტერიტორიას, რომელიც განსაზღვრულია ან მომავალში განისაზღვრება საერთაშორისო სამართლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანის რესპუბლიკა ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს ზღვის ფსკერთან, ნიადაგისქვეშა ფენებთან, კონტინენტურ შელფთან ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით.
მუხლი 2🔗. შეთანხმების გამოყენება
ამ შეთანხმების პირობები გამოიყენება ერთ-ერთი მონაწილე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველა ინვესტიციების მიმართ, რომელიც განხორციელებულია მეორე მონაწილე მხარის სახელმწიფოს ინვესტორის მიერ როგორც ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ისე მას შემდეგ.
მუხლი 3🔗. ინვესტიციების წახალისება და დაცვა
1. თითოეული მონაწილე მხარე წაახალისებს და შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს თავის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების მიზნით და დაუშვებს ასეთ ინვესტიციებს საკუთარი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად.
2. ნებისმიერი მონაწილე მხარის ინვესტორის ინვესტიციები სარგებლობენ სამართლიანი და თანასწორუფლებიანი დამოკიდებულებით, სრული დაცვითა და უსაფრთხოებით მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 4🔗. ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
1. თითოეული მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს, რეჟიმს, რომელიც სამართლიანი, თანასწორი და არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარი ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციებს.
2. თითოეული მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს, რეჟიმს, რომელიც საკუთარი ინვესტიციების მართვასთან, მხარდაჭერასთან, გამოყენებასა და განკარგვასთან მიმართებაში არის სამართლიანი, თანასწორი და არანაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც იგი ანიჭებს საკუთარი ან მესამე ქვეყნის ინვესტორთა ინვესტიციებს.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც ერთ-ერთი მონაწილე მხარის ვალდებულება გაავრცელოს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებზე უკანასკნელი მონაწილე მხარის მიერ გავრცელებული ნებისმიერი რეჟიმის, პრეფერენციების ან პრივილეგიების სარგებლიანობა, რომელიც გამომდინარეობს:
ა) ნებისმიერი საბაჟო კავშირიდან ან თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან ან მსგავსი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლებიც გავლენას ახდენენ თანამშრომლობის საინვესტიციო რეჟიმზე ან რეგიონალური თანამშრომლობის სხვა ფორმებზე, რომელთა მონაწილეც არის, ან შეიძლება გახდეს რომელიმე მონაწილე მხარე;
ბ) ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებიდან ან ხელშეკრულებიდან, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ეხება დაბეგვრას.
მუხლი 5🔗. დანაკარგების კომპენსაცია
1. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მონაწილე მხარის ინვესტორების ინვესტიციები განიცდის დანაკარგებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ეროვნული საგანგებო მდგომარეობის, გადატრიალების, აჯანყების, შეთქმულების, სტიქიური უბედურებების, ავარიების ან სხვა მსგავსი გარემოებების შედეგად, მეორე მონაწილე მხარის მიერ მათ მიენიჭებათ რეჟიმი, რომელიც რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციებთან ან სხვა გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაკლებ ხელსაყრელია ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ეს უკანასკნელი მიანიჭებს საკუთარი ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორების ინვესტიციებს.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირობების დაურღვევლად ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორები, რომლებმაც განიცადეს ზარალი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რომელიც გამოწვეულია:
ა) მათი საკუთრების ძალისმიერი ან ხელისუფლების მხრიდან რეკვიზიციით;
ბ) მათი საკუთრების ძალისმიერი ან ხელისუფლების მხრიდან განადგურებით, რომელიც არ იყო გამოწვეული საომარი მოქმედებებით ან სიტუაციის აუცილებლობით, მიეცემათ სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია დანაკარგებზე, რომლებიც განიცადეს ინვესტორებმა საკუთრების რეკვიზიციის დროს ან განადგურების შედეგად.
წარმოშობილი გადასახადების გადაყვანა თავისუფალ კონვერტირებად ვალუტაში მოხდება შეუფერხებლად.
მუხლი 6🔗. ექსპროპრიაცია
1. ნებისმიერი მონაწილე მხარის ინვესტორთა ინვესტიციები არ იქნება ნაციონალიზირებული, ექსპროპრიირებული ან მათ მიმართ არ იქნება მიღებული მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ნაციონალიზაციის ან ექსპროპრიაციის (შემდგომში – „ექსპროპრიაცია“) ექვივალენტური ეფექტის მქონე ზომები საზოგადოებრივი მიზნების გარდა. ექსპროპრიაცია განხორციელდება სამართალწარმოების შესაბამისად, არადისკრიმინაციულ საფუძველზე და დაუყოვნებელი ადეკვატური და ეფექტური კომპენსირებით. ასეთი კომპენსაცია გაუთანაბრდება ინვესტიციების საბაზრო ფასს იმ დროისათვის, როდესაც ექსპროპრიაცია ან ექსპროპრიაციის საშიშროება გახდება საყოველთაოდ ცნობილი, დაემატება პროცენტი ექსპროპრიაციის თარიღიდან „LIBOR“-ის განაკვეთით, რომელიც გადახდილი იქნება იმ ვალუტაში, რომელშიც განხორციელდა ინვესტიცია ან მხარეთა შეთანხმებით ინვესტორისათვის ხელსაყრელ ნებისმიერ სხვა ვალუტაში. გადახდა განხორციელდება შეფერხების გარეშე და იქნება ეფექტურად რეალიზებადი ან თავისუფლად გადაიგზავნება.
2. დაზარალებულ ინვესტორს ექნება უფლება ამ მონაწილე მხარის სასამართლო წესით მისი შემთხვევის დაუყოვნებელი გადასინჯვისა და ამ მუხლის დებულებების შესაბამისად მისი ინვესტიციების შეფასებისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები აგრეთვე გამოიყენება მაშინ, როცა მონაწილე მხარე ექსპროპრიაციას გაუწევს იმ კომპანიის აქტივებს, რომელმაც მიიღო სააქციო საზოგადოების სტატუსი ან დაფუძნებულია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მისი საკუთარი ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილზე და რომელშიც მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს აქვთ პაი.
მუხლი 7🔗. გადაგზავნები
1. მონაწილე მხარეები იძლევიან მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად იმ გადასახადების გადაგზავნის გარანტიას, რომლებიც ეხება ინვესტიციებსა და შემოსავლებს. გადაგზავნა იწარმოებს ყოველგვარი შეფერხებისა და შეზღუდვის გარეშე.
2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის გაცვლის კურსად ჩაითვლება ოფიციალური კურსი, რომელიც ძალაში იქნება გადაგზავნების თარიღიდან მიმდინარე შეთანხმებისათვის იმ შემთხვევაში, თუ არ არის შეთანხმებული სხვა კურსის შემოღება.
მუხლი 8🔗. სუბროგაცია
1. თუ მონაწილე მხარე ან მისი შუამავალი აწარმოებს გადახდას თავისი საკუთარი ინვესტორის მიმართ იმ გარანტიების შესაბამისად, რომლებიც მან გასცა ინვესტიციების მიმართ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, მაშინ ეს უკანასკნელი აღიარებს:
ა) პირველი მონაწილე მხარისადმი ან მის მიერ დანიშნული შუამავლისადმი უფლებების ან ინვესტორის მოთხოვნაზე უფლებების გადაცემას, კანონის ან ამ ქვეყნის კანონიერი შეთანხმების შესაბამისად, ისევე როგორც იმან, რომ
ბ) პირველმა მონაწილე მხარემ ან მის მიერ დანიშნულმა შუამავალმა მიიღო უფლება სუბროგაციის შედეგად ისარგებლოს უფლებებით და წარადგინოს ინვესტორის მოთხოვნები და თავის თავზე აიღოს ის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ინვესტიციებთან.
2. სუბროგაციის შედეგად მიღებული უფლებები ან მოთხოვნის უფლება არ უნდა აღემატებოდეს ინვესტორის მოთხოვნებს და უფლებებს.
მუხლი 9🔗. მონაწილე მხარეების ინვესტორებს შორის დავის მოგვარება
1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ერთი მონაწილე მხარის ინვესტორსა და მეორე მონაწილე მხარეს შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, გახდება დავაში მონაწილე მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანი.
2. თუ ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორსა და მეორე მონაწილე მხარეს შორის რაიმე დავა შეუძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ასეთი გზით წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში, მაშინ ინვესტორი იღებს უფლებას გადასცეს ეს საქმე:
ა) განსახილველად იმ მონაწილე მხარის სასამართლო ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ინვესტიცია, ან
ბ) ინვესტიციებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ კონვენციის შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, რომელიც გახსნილია ხელმოსაწერად ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, 1965 წლის 18 მარტს, იმ შემთხვევაში, როცა ორივე მონაწილე მხარე გახდა ამ კონვენციის მონაწილე, ან
გ) არბიტრს, ან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ad hoc, რომელიც ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიის საარბიტრაჟო წესების საერთაშორისო ვაჭრობის უფლებებს (UNCITRAL). მოდავე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ წესების წერილობით შეცვლის შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები საბოლოო და სავალდებულოა ორივე მოდავე მხარისთვის.
მუხლი 10🔗. დავების გადაწყვეტა მონაწილე მხარეთა შორის
1. მონაწილე მხარეებს შორის ამ შეთანხმების დებულებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები შეძლებისდაგვარად უნდა გადაწყდეს ურთიერთკონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
2. თუ ასეთი დავის ამგვარი გზით გადაწყვეტა შეუძლებელია მისი დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მაშინ ნებისმიერი მონაწილე მხარის თხოვნით, ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, იგი გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს.
3. საარბიტრაჟო სასამართლო იქმნება თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისათვის შემდეგნაირად: საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში თითოეული მონაწილე მხარე დანიშნავს ამ სასამართლოს თითო წევრს. ეს ორი წევრი შემდეგ აირჩევს მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც მონაწილე მხარეთა თანხმობის შემდეგ დაინიშნება სასამართლოს თავმჯდომარედ (შემდგომში - „თავმჯდომარე“). თავმჯდომარე დაინიშნება სამი თვის განმავლობაში დანარჩენი ორი წევრის დანიშვნის დღიდან.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პერიოდში შესაბამისი დანიშვნები არ განხორციელდება, მაშინ ნებისმიერ მონაწილე მხარეს უფლება აქვს მოიწვიოს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე, რათა მან განახორციელოს შესაბამისი დანიშვნები. თუ გაირკვევა, რომ იგი ითვლება ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქედ, ან სხვა მიზეზების გამო იგი ვერ ასრულებს აღნიშნულ ფუნქციას, მაშინ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თანამდებობით შემდეგი წევრი განახორციელებს დანიშვნებს და შესძლებს შეუფერხებლად განახორციელოს აღნიშნული ფუნქციები.
5. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით. ამგვარი გადაწყვეტილებები სავალდებულოა თითოეული მონაწილე მხარისათვის. თითოეული მონაწილე მხარე გაიღებს ხარჯებს სასამართლოში თავის წევრებთან და საარბიტრაჟო სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით; საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის შენახვის ხარჯები და დანარჩენი ხარჯები იფარება მონაწილე მხარეთა მიერ თანაბრად. საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას და საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლია განსაზღვროს, მონაწილე მხარეებს შორის რომელს უნდა ჰქონდეს მეტი წილი გასავალში.
მუხლი 11🔗. სპეციალური მოვალეობების და სხვა წესების გამოყენება
1. თუ საკითხი რეგულირდება ერთდროულად ამ შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეებადაც ითვლება ორივე მონაწილე მხარე, ამ შეთანხმებაში ხელი არ შეეშლებათ მონაწილე მხარეებს ან მათ ნებისმიერ ინვესტორებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ისარგებლონ იმ უფლებათა უპირატესობით, რომლებიც უფრო ხელსაყრელია მათ შემთხვევებთან მიმართებაში.
2. თუ რეჟიმი, რომელიც ერთი მონაწილე მხარის მიერ უნდა მიენიჭოს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს მისი კანონებისა და წესების ან კონტრაქტის სხვა სპეციალური დებულებების შესაბამისად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ამ შეთანხმებით მინიჭებული რეჟიმი, მაშინ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის უფრო ხელსაყრელით.
მუხლი 12🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები მონაწილე მხარეთა შორის წერილობითი თანხმობით. ნებისმიერი შესწორება უნდა შევიდეს ძალაში, თუ რომელიმე მონაწილე მხარე შეატყობინებს მეორე მონაწილე მხარეს, რომ მან დაარეგულირა ყველა ფორმალობა, რომელიც ხელს უშლიდა ამ შესწორების ძალაში შესვლას.
მუხლი 13🔗. შეთანხმების ძალაში შესვლა, მოქმედების ხანგრძლივობა და შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაში შევა, მას შემდეგ, როცა თითოეული მონაწილე მხარე წერილობით აცნობებს მეორე მონაწილე მხარეს იმ პროცედურათა შესრულების შესახებ, რომლებიც მათი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად. ეს შეთანხმება შევა ძალაში ბოლო შეტყობინების მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.
2. ეს შეთანხმება ძალაში რჩება ათი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ, მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მორიგი ხუთწლიანი პერიოდით, თუ არც ერთი მონაწილე მხარე, შესაბამისი ვადის გასვლამდე თორმეტი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მონაწილე მხარეს თავის სურვილს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
3. იმ ინვესტიციების მიმართ, რომლებიც განხორციელდა ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე, ამ შეთანხმების 1-11-ე მუხლების დებულებები ძალაში რჩება შემდგომი ათი წლით მისი მოქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 8 მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმებით სარგებლობისას უპირატესობა ენიჭება რუსულ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)