კონვენცია საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მიღების თარიღი 18.02.1997
ძალაში შესვლა 01.12.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480300000.02.002.000480
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 30/01/2004
დოკუმენტის ტექსტი
კონვენცია საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
კონვენცია
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელი სახელმწიფოები“,
სურთ რა დადონ კონვენცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
პირები, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია
ეს კონვენცია გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.
მუხლი 2🔗
გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია
1. ეს კონვენცია ვრცელდება შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოებში, მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა.
2. შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, ქონების მთლიანი თანხიდან ან შემოსავლისა და ქონების ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე, ქონების ნამეტი ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
3. არსებულ გადასახადებს, რომლებზედაც ვრცელდება ეს კონვენცია, წარმოადგენენ:
a) საქართველოში:
(I) საწარმოს მოგების (შემოსავლების) გადასახადი;
(II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(III) საწარმოთა ქონების გადასახადი; და
(IV) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი.
(შემდგომში წოდებული, როგორც „საქართველოს გადასახადები“).
b) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში:
(I) საწარმოებისა და ორგანიზაციების ცალკეული სახის შემოსავლებსა და მოგებაზე გადასახადი;
(II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი; და
(III) ქონების გადასახადი.
(შემდგომში წოდებული, როგორც „აზერბაიჯანის გადასახადები“).
4. ეს კონვენცია ვრცელდება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელის მოწერის თარიღის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონებში შეტანილი ნებისმიერი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3🔗
ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავს საქართველოს ან აზერბაიჯანის რესპუბლიკას;
b) ტერმინი „საქართველო“ გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის და კონტინენტური შელფის ჩათვლით, რომლებზეც საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საგადასახადო კანონმდებლობა;
g) ტერმინი „აზერბაიჯანი“ ნიშნავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შიდა წყლების ჩათვლით, კასპიის ზღვის (ტბის) სექტორს, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს, აგრეთვე სხვა ნებისმიერ ტერიტორიას, რომელიც განსაზღვრულია ან მომავალში განისაზღვრება საერთაშორისო სამართლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანის რესპუბლიკა ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს წიაღისეულთან, ზღვის ფსკერთან, კონტინენტურ შელფთან და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით;
d) ტერმინი „პირი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან პირთა ნებისმიერ გაერთიანებას;
e) ტერმინი „ეროვნული პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა და ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
f) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“, შესაბამისად, ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, ექსპლუატირებული ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ერთსა და იმავე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის.
h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(I) საქართველოსთან მიმართებაში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს.
(II) აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მიმართებაში – ფინანსთა სამინისტროს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება სახელმწიფოს კანონმდებლობით, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მუხლი 4🔗
რეზიდენტი
1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება მასში დაბეგვრას, საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილსამყოფლის, იურიდიული პირის რეგისტრაციის (წარმოქმნის) ადგილის მიხედვით ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე. ამასთან ერთად ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება ამ ქვეყანაში დაბეგვრას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ეს პირი შემოსავლებს იღებს ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს, იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არც ერთ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
g) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, მაშინ იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ეროვნულ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ იგი არ არის არც ერთი მათგანის ეროვნული პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ასეთი პირის დაბეგვრის შესახებ საკითხებს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი რეგისტრირებულია (წარმოქმნილია).
მუხლი 5🔗
მუდმივი წარმომადგენლობა
1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი წარმომადგენლობა“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ტერმინი „მუდმივი წარმომადგენლობა“, კერძოდ, მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს (განყოფილება);
c) კანტორას (ოფისი);
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს;
f) მაღაროს, საბადოს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს, დანადგარს, ნაგებობას ან ბუნებრივი რესურსების ძიების, მოპოვების და დამუშავების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი ქმნიან მუდმივ წარმომადგენლობას, თუ ისინი არსებობენ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აღემატება 6 თვეს.
4. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი წარმომადგენლობა“ არ მოიცავს:
a) ნაგებობების გამოყენებას და საწარმოოს კუთვნილი საქონლისა და ნაკეთობათა მარაგის ფლობას, მათი მხოლოდ შენახვისა და დემონსტრირების ან შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით;
b) ამ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის ფლობას, მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
c) საქმიანობის მუდმივი ადგილის ფლობას მხოლოდ და მხოლოდ ამ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობათა შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
d) საქმიანობისათვის მუდმივი ადგილის ფლობას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
e) საქმიანობის მუდმივი ადგილის ფლობას მხოლოდ და მხოლოდ a)-d) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ასეთი კომბინაციის შედეგად საქმიანობის მუდმივ ადგილზე წარმოქმნილ ერთობლივ საქმიანობას აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია ამ მუხლის მე-6 პუნქტში, ახორციელებს საქმიანობას ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს პირველ ხელშემკვრელ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტები საწარმოს სახელით ან ინახავს საწარმოს კუთვნილ საქონელსა და ნაკეთობებს, რომლიდანაც ხორციელდება ამ საქონლისა და ნაკეთობების რეგულარული მიწოდება საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობის მქონედ ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რომელსაც ეს პირი ახორციელებს საწარმოსათვის, იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საქმიანობით.
6. საწარმო არ განიხილება, როგორც მუდმივი წარმომადგენლობის მქონედ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუკი ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იგი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ–ერთს ამ საწარმოებიდან მეორის მუდმივ წარმომადგენლობად.
მუხლი 6🔗
შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლების ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება“ აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს აღნიშნული ქონება. ეს ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცავს ქონებას, რომელთაც გააჩნიათ დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, სოფლისა და ტყის მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებას ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური წიაღისეულის მარაგის, წყაროების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის. ამ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.
4. ამ მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე შემოსავლებზე საწარმოს უძრავი ქონებიდან და შემოსავლებზე უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად.
მუხლი 7🔗
მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან
1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იქ განლაგებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ წარმომადგენლობას.
2. ამ მუხლის მე–3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ წარმომადგენლობას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, რომ ყოფილიყო განკერძოებული საწარმო იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული, იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ წარმომადგენლობასაც ის წარმოადგენს.
3. მუდმივი წარმომადგენლობის მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია ასეთი მუდმივი წარმომადგენლობების მიზნებისათვის მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისგან დამოუკიდებლად, რომ ეს ხარჯები გაწეულია იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იმყოფება მუდმივი წარმომადგენლობა ან მის ფარგლებს გარეთ, ამ სახელმწიფოს შიდა საკანონმდებლო ნორმების ფარგლებში.
4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობის კუთვნილი მოგების განსაზღვრა ჩვეულებრივ ხორციელდება საწარმოს მოგების მთლიანი თანხის ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის გადანაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მეორე პუნქტში არაფერი არ უშლის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი გადანაწილების მეშვეობით.
5. მუდმივ წარმომადგენლობას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი თავისი საწარმოსათვის.
6. თუ მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ კონვენციის სხვა მუხლებში, მაშინ ამ მუხლის დებულება არ შეეხება იმ მუხლების დებულებებს.
მუხლი 8🔗
საერთაშორისო გადაზიდვები
1. მოგება, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნული საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნულ საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეიცავს შემოსავალს, რომელსაც მიიღებს პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ასეთ სატრანსპორტო საშუალებას მათი პირდაპირი გამოყენების, იჯარით გაცემის ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან და რომელიც აგრეთვე შეიცავს კონტეინერების, ტრაილერების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების გამოყენებას, შენახვას ან იჯარით გაცემას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე პულში, ერთობლივ საწარმოებში ან სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავლების მიმართ.
მუხლი 9🔗
ასოცირებული საწარმოები
1. თუ
a) ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლსა ან კაპიტალში; ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლსა ან კაპიტალში,
და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობისას, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და, შესაბამისად, დაიბეგროს გადასახადით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს გადასახადით იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი ქვეყნის საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხულიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოზე, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ აწარმოონ კონსულტაციები ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოგების დარიცხვის წესის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით.
მუხლი 10🔗
დივიდენდები
1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო გადაუხდის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი საწარმო, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს.
ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება საწარმოს დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან მოგებაში მონაწილეობის სხვა უფლებებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალო ვალდებულებებს, მაგრამ იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას.
4. ამ მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი საწარმო, იქ არსებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებათა გაწევას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და საქმიანობა, რომელთა მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება ამ კონვენციის მე–7 ან მე–14 მუხლების დებულებები.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საწარმო იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან, ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია გაათავისუფლოს აღნიშნული საწარმოს მიერ გაცემული დივიდენდები გადასახადისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დივიდენდები გადაიხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტზე, ან თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება მეორე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ წარმომადგენლობას ან მუდმივ ბაზას და არ შეუძლია დაბეგვრას დაუქვემდებაროს საწარმოს გაუნაწილებელი მოგება, მაშინაც კი, თუ დივიდენდები გაიცემა და გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოქმნილი მოგებისაგან ან შემოსავლებისაგან.
მუხლი 11🔗
პროცენტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს პროცენტების ფაქტობრივ მფლობელს ასეთ შემთხვევაში გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტების მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, არ იბეგრება პროცენტები, რომელიც წარმოიქმნება ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და გადაეხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობას ან მის წარმომადგენლობით ორგანოს.
ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგენენ ასეთი ორგანოების ჩამონათვალს.
4. ტერმინი „პროცენტი“ ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, დამოუკიდებლად იმისა, უზრუნველყოფილია თუ არ არის უზრუნველყოფილი გირაოთი და გადაეცემა თუ არ გადაეცემა დებიტორების მოგებაში მონაწილეობის უფლება და, კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და შემოსავალს ობლიგაციების ან სავალო ვალდებულებებზე პრემიებისა და მოგებათა ჩათვლით, რომლებიც გადაიხდებიან ამ ფასიან ქაღალდებზე, ობლიგაციებსა და სავალო ვალდებულებებზე. ამ მუხლის მიზნებისათვის, ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტები.
5. ამ მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც პროცენტების ფაქტობრივი მფლობელი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიშობა პროცენტებოი იქ არსებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას აქ მდებარე მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტები, ნამდვილად დაკავშირებულია ასეთ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება ამ კონვენციის მე–7 და მე–14 მუხლების დებულებები.
6. ითვლება, რომ პროცენტები წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვითონ ეს სახელმწიფო, მისი ორგანოები ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, პროცენტების გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, რომლებთანაც დაკავშირებით წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტები და ამ პროცენტების გადახდის ხარჯებს ეწევა მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტები წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა.
7. თუ პროცენტების გადამხდელსა და ფაქტობრივი მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო სავალო მოთხოვნაზე განკუთვნილი პროცენტული თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, ნებისმიერი მიზეზით აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა პროცენტის გადამხდელსა და ფაქტიურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული პროცენტული თანხების მიმართ. ამ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი სახსრები ექვემდებარება დაბეგვრას ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗
როიალტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც იგი წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები წარმოადგენს ასეთი შემოსავლების ფაქტობრივ მფლობელს, ასეთ შემთხვევაში გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების საერთო თანხის 10 პროცენტს.
3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების გაცემისათვის (რადიო ან ტელემაუწყებლობისათვის გამოყენებული კინემატოგრაფიული ფილმების, ნებისმიერი ფილმების ან ჩანაწერების ჩათვლით), პატენტის, ნოუ–ჰაუს, სავაჭრო მარკის, ნახაზის ან მოდელის, სქემის, კომპიუტერული პროგრამის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ინფორმაციით სარგებლობაზე ან სარგებლობისათვის უფლების გაცემაზე.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი, იქ არსებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლის მიმართაც გადაიხდება როიალტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად გამოიყენება ამ კონვენციის მე–7 ან მე–14 მუხლის დებულებები.
5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვითონ ეს სახელმწიფო, მისი ორგანოები ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც გადაიხდება როიალტი, და ამ შემოსავლების გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა.
6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივი მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის თანხა, ნებისმიერი მიზეზების გამო, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივი მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
შემოსავლები ქონების გასხვისებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე–6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს გადასახადებით ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შექმნილი მუდმივი წარმომადგენლობის ქონების ნაწილს ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს განკარგულებაში მყოფი მუდმივი ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმყოფება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი წარმომადგენლობის (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ამ კონვენციის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნული საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული სატრანსპორტო საშუალებებიდან და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
მუხლი 14🔗
შემოსავლები დამოუკიდებელი პირადი მომსახურებიდან
1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა მას გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი ბაზა, რომელსაც იგი იყენებს ასეთი საქმიანობისათვის. თუ მას გააჩნია ასეთი მუდმივი ბაზა, მაშინ აღნიშნულ ბაზასთან დაკავშირებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ სხვა სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც განეკუთვნება ამ მუდმივ ბაზას.
2. ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“ შეიცავს, კერძოდ, დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო ან სასწავლო საქმიანობას, აგრეთვე, ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, შემოსავალი მიღებული ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ გაწეული პროფესიული მომსახურებისათვის ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობისათვის იბეგრება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომლებიც საერთო ჯამში აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში, მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა იგი მუდმივ ბაზას ასეთი მომსახურების გასაწევად ან საქმიანობისათვის.
მუხლი 15🔗
დაქირავებული შრომით მიღებული შემოსავალი
1. ამ კონვენციის მე-16, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ ხორციელდება მეორე სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა ხორციელდება ასეთი სახით, მაშინ მიღებული ანაზღაურებანი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომიდან მიღებული გასამრჯელო, იბეგრება გადასახადით მხოლოდ პირველ სახელმწიფოში, თუ:
a) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში 183 დღეზე ნაკლებ ხანს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში; და
b) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და
g) გასამრჯელოს გაცემაზე ხარჯებს ეწევა მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, რომლებიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც მიიღება ამ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნულ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ექსპლუატირებული სატრანსპორტო საშუალებების საწარმო.
მუხლი 16🔗
დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი შემოსავლები, რომლებსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საწარმოს დირექტორთა საბჭოს ან საწარმოს ანალოგიური ორგანოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 17🔗
მსახიობები და სპორტსმენები
1. ამ კონვენციის მე–14 და მე–15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. თუ შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს მსახიობი ან სპორტსმენი, როგორც ასეთი, დაერიცხება არა თვით მას, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მიუხედავად ამ კონვენციის მე–7, მე–14 და მე–15 მუხლების დებულებისა, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდებოდა აღნიშნული მსახიობებისა და სპორტსმენების საქმიანობა.
მუხლი 18🔗
პენსიები
პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომლებიც გადაიხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს წყაროებიდან შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 19🔗
სახელმწიფო სამსახური
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ორგანოების მიერ ფიზიკური პირისადმი ამ სახელმწიფოსათვის გაწეული სამსახურისათვის გადახდილი გასამრჯელო, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ასეთი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ სახელმწიფოში და მიმღები წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:
a) არის ამ სახელმწიფოს ეროვნული პირი; ან
b) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით.
მუხლი 20🔗
სტუდენტები
სტუდენტის ან პრაქტიკანტის მიერ მიღებული ანაზღაურებანი, რომელიც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და აღნიშნულ პირველ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკის გასავლელად ან განათლების მიღების მიზნით, ხოლო ეს ანაზღაურებანი განკუთვნილია საცხოვრებლად, პრაქტიკის გასავლელად და განათლების მისაღებად, აღნიშნული ანაზღაურებანი არ დაიბეგრება გადასახადით ამ სახელმწიფოში, თუ ამ ანაზღაურების წყაროები ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს.
მუხლი 21🔗
სხვა შემოსავლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ კონვენციის წინა მუხლებში, ექვემდებარებიან დაბეგვრას ამ სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც ისინი წარმოიქმნებიან, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 22🔗
ქონება
1. უძრავი ქონება, რომელზეც ლაპარაკია ამ კონვენციის მე-6 მუხლში და რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. მოძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლობის ქონების ნაწილს და რომელიც ერთი ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია იმ მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული სატრანსპორტო საშუალებები და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ქონების ყველა სხვა სახეები იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 23🔗
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება
1. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს ქონებას, რომელიც ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაშინ ამ შემოსავალსა და ქონებაზე დაბეგვრის თანხა, რომელიც ექვემდებარებოდა გადახდას იმ მეორე სახელმწიფოში, ექვემდებარება გადასახადიდან გამოქვითვას, რომელიც გადაიხდება ამ რეზიდენტის მიერ პირველხსენებულ სახელმწიფოში ასეთ შემოსავალთან დაკავშირებით. ამასთან, ასეთი გამოქვითვა არ გადაამეტებს ასეთ შემოსავალსა და ქონებაზე პირველად ხსენებული სახელმწიფოს გადასახადის თანხას, რომელიც გამოთვლილია მისი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. თუ ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან ქონება განთავისუფლებულია გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, ამ რეზიდენტის შემოსავლის ან ქონების დარჩენილ ნაწილზე გადასახადის თანხის განსაზღვრისას, ამ სახელმწიფოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი ან ქონება.
მუხლი 24🔗
არადისკრიმინაცია
1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული პირი არ დაექვემდებარება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვალდებულებებს, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ეროვნული პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგრეთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოთა ეროვნული პირები იმავე პირობებში.
3. იმ მუდმივი წარმომადგენლობის დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში.
4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
5. ამ მუხლის არც ერთი დებულება არ იქნება გაგებული ისე, როგორც სავალდებულო ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის მიანიჭოს პირს, რომელიც არ წარმოადგენს მის რეზიდენტს რაიმე პერსონალური განთავისუფლებები, შეღავათები და შემცირებები გადასახადებზე, რაც მიენიჭებათ მისი რეზიდენტობის მქონე პირებს.
6. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება გადასახადებზე, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია.
მუხლი 25🔗
ურთიერთთანხმობის პროცედურა
1. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას კონვენციის დებულებების წინააღმდეგ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარადგინოს თავისი შემთხვევა განსახილველად იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას იმ სახელმწიფოში, რომლის ეროვნულ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც იწვევენ გადასახადით დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ.
2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის, და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი კონვენციასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.
3. ხელშემკვრელ სახელწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა კონვენციის განმარტების ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში წინამორბედი პუნქტების გაგებაში თანხმობის მიღწევის მიზნით.
მუხლი 26🔗
ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესრულებისა და, მათ შორის, გადასახადებისაგან თავის არიდებისათვისაც იმ გადასახადებზე, რომლებზედაც კონვენცია ვრცელდება იმ ზომით, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.
2. არც ერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის:
a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;
с) გასცენ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გახსნას რაიმე სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას.
მუხლი 27🔗
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ეხება დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლების საგადასახადო პრივილეგიებს, რაც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების საფუძველზე.
მუხლი 28🔗
ძალაში შესვლა
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს ყველა ფორმალობის შესრულების შესახებ, რაც თითოეული მათგანის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია ამ კონვენციის ძალაში შესვლისათვის.
2. ეს კონვენცია ძალაში შედის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან და მისი დებულებები გამოიყენება:
a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების მიმართ–შემოსავლებიდან, რომლებიც გადაიხდება ან დაირიცხება იმ კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს ამ კონვენციის ძალაში შესვლის წელიწადს;
b) სხვა გადასახადების მიმართ–საგადასახადო პერიოდებისათვის, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს ამ კონვენციის ძალაში შესვლის წელიწადს.
მუხლი 29🔗
მოქმედების შეწყვეტა
ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამდე, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ მოახდენს მის დენონსირებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის დენონსირება დიპლომატიური არხების საშუალებით დენონსაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით, ნებისმიერი კალენდარული წლის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა. ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების მიმართ–შემოსავლებიდან, რომლებიც გადაიხდება ან დაირიცხება იმ კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს, რომელშიც ასეთი შეტყობინება იქნა გადაცემული;
b) სხვა გადასახადების მიმართ–საგადასახადო პერიოდებისათვის, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელშიც ასეთი შეტყობინება იქნა გადაცემული.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 1997 წლის 18 თებერვალს, ორ ნამდვილ ეგზემპლარად ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
ამ კონვენციის დებულებების ახსნა-განმარტებაში წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)