შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2002–2003)

მიღების თარიღი 20.08.2003
ძალაში შესვლა 24.09.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480310000.02.002.000452
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/12/2003
matsne.gov.ge 1,284 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.08.2003 მიღება
24.09.2003 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2002–2003) p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2002–2003) საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით, ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობით, აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენაჩრუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს, მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას 2002 წლის 23-25 ივლისს, თბილისში, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებზე გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 (1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა აძლევს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ მიმღებ მხარეს შესაძლებლობას, ფრანკფურტის (მაინი) რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისაგან მიიღოს შემდეგი თანხები: 1. სესხი მაქსიმუმ 4 000 000 ევროს (სიტყვიერად: ოთხი მილიონი ევრო) ოდენობით განმავრცობელი პროექტისათვის „კადასტრისა და საჯარო რეესტრი II-ის დანერგვა (მიწის ატლასისა და საქართველოს მონაცემთა ბაზის ჩათვლით)“, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგენილია პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა. 2. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 4 000 000 ევროს (სიტყვიერად: ოთხი მილიონი ევრო) ოდენობით განმავრცობელი პროექტისათვის“ კადასტრისა და საჯარო რეესტრი II-ის დანერვგა (მიწის ატლასისა და საქარველოს მონაცემთა ბაზის ჩათვლით)“, იმ შემთხვავაში, თუ შემოწმების შედეგად დადგენილია პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა და დადასტურებულია, რომ იგი, როგორც გარემოს დაცვის პროექტი, აკმაყოფილებს ფინანსური დახმარების გზით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს. 3. სესხი მაქსიმუმ 8 000 000 ევროს (სიტყვიერად: რვა მილიონი ევრო) ოდენობით, პროექტისათვის „სარეაბილიტაციო პროგრამა ენერგოგანაწილება 1, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგენილია პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა. 4. სესხი მაქსიმუმ 7 500 000 ევროს (სიტყვიერად: შვიდი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ოდენობით, პროექტისათვის „სოციალური ინვესტიციების ფონდი – GSIF II, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგენილია პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა. 5. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 1 000 000 ევროს (სიტყვიერად: ერთი მილიონი ევრო) ოდენობით, პროექტისთვის „ზერეგიონული პროგრამა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა – საქართველო“, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგენილია პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა და დადასტურებულია, რომ იგი, როგორც სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტი, აკმაყოფილებს ფინანსური დახმარების გზით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს. 6. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 1 500 000 ევროს (სიტყვიერად: ერთი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ოდენობით, „გამოკვლევათა და ექსპერტთა ფონდი IV -ის შესაქმნელად. (2) თუ ვერ ხერხდება 1-ლი მუხლის მე -2 და მე -6 პუნქტებში აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ნახსენები დადასტურების მიღება, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისაგან მიიღოს სესხი პროექტისათვის ფინანსური დახმარებით გათვალისწინებული თანხის ოდენობით. (3) საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანხმობის საფუძველზე, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პროექტები შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით, თუ 1-ლი პუნქტის მე -2, მე -5 და მე -6 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე პროექტი შეიცვალა სხვა პროექტით, რომელიც, როგორც გარემოს დაცვის ან სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტი, ან როგორც საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო -საგარანტიო ფონდი ან ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიება, ან როგორც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის თვითდახმარებაზე ორიენტირებული ღონისძიება დაფინანსების გზით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებელია გამოყოფილ იქნას ფინანსური დახმარება, სხვა შემთხვევებში – სესხი. (4) იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოგვიანებით დამატებით მიიღოს შემდგომი სესხები ან ფინანსური დახმარებები 1 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების მომზადებისათვის ან 1 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებისა და მომსახურებისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, მაშინ გამოყენებას ჰპოვებს წინამდებარე ხელშეკრულება.     მუხლი 2🔗 (1) მუხლ 1-ში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გაცემის პირობები, ასევე განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და სესხისა და ფინანსური დახმარების მიმღებ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით, რომლებიც რეგულირდება გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით. თანხმობა 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის 1-დან მე-6 ქვეპუნქტებამდე აღნიშნულ თანხებზე უქმდება, თუ ამ თანხის გამოყოფაზე თანხმობის გაცემის წლიდან 8 წლის განმავლობაში არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები სესხებისა და ფინანსური დახმარების შესახებ. აღნიშნული თანხებისათვის ეს ვადა 2010 წლის 31 დეკემბრის გასვლით იწურება. (2) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავად არ არის სესხის მიმღები, უზრუნველყოფს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიმართ ყველა სახის ანგარიშსწორების ევროში განხორციელებას, ასრულებს რა სესხის მიმღების ვალდებულებებს პუნქტ 1-ის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე. (3) საქარვთველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, იმ შემათხვევაში, როდესაც იგი თავად არ არის ფინანსური დახმარების მიმღები, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების თაობაზე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის იმ შესაძლოლ პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას პუნქტ 1-ის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე.     მუხლი 3🔗 საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ყოველგვარი ბეგარისა და სხვა ოფიციალური გადასახადებისაგან, რომლებიც დაკავშირებული იქნება საქართველოში მუხლ 2-ში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან.     მუხლი 4🔗 საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი სახსრებით დაფინანსებული ფირმებისაგან და ექსპერტებისაგან საქონლის მოწოდებისა და სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას, ამ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტების განხორციელებისას, არ ამოიღებს პირდაპირ გადასახადებს (მეტადრე საშემოსავლო, მოგების, საკუთრების, მიწის და სხვა სახის პირდაპირ გადასახადებს) და სოციალურ მოსაკრებლებს,  გადასახადებისაგან გათავისუფლება არ ეხებათ: - ფირმებს, ადგილსამყოფელითა და ხელმძღვანელობით საქართველოში, - უცხოურ ფირმებს, რომლებიც საქართველოში დაარსებენ გადასახადებს დაქვემდებარებულ საწარმოს OECD სანიმუშო ხელშეკრულება 2000-ის (შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ) მე-5 მუხლის შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით და რომელთა საქმიანობა არ ფინანსირდება ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სახსრებით. - ადგილობრივ თანამშრომლებს, წარმოგზავნილი (გერმანელი ან შესაბამისად უცხოელი) სპეციალისტების გამოკლებით. (2) არაპირდაპირი გადასახადებისას (მეტადრე სააქციზო და ბრუნვიდან გადასახადებისას) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება გარანტიას იძლევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრები, რომლებიც ემსახურებიან ფირმებისა და ექსპერტების დაფინანსება საქონლის მოწოდებისა და სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებისათვის ამ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად, არ იქნება გამოყენებული ამ პუნქტში დასახელებული გადასახადების დასაფარავად. (3) გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სახსრები არ უნდა იქნეს გამოყენებული არაპირდაპირი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ წინასწარ უნდა გამოყოს თავისი ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრები. რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შეუძლოა მოითხოვოს შესაბამისი დასაბუთება. სხვა სახის გადასახადების გადახდა, რომლებიც შესაბამისობაში არ არიან ამ მუხლთან, ეკისრება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას. (4) იმ დანადგარების, მასალებისა და დამხმარე მასალების იმპორტისას, რომელთა შემოტანა საქართველოში შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ხდება ამ შეთანხმებით დაფინანსებული პროექტების მიზნების მისაღწევად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ათავისუფლებს მათ ყოველგვარი გადასახადების, ბაჟის, მოსაკრებლებისა თუ სხვა სახის გადასახადებისაგან, რომლებიც დაწესებულია საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 5🔗 საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, სესხებისა და ფინანსური დახმარებების გამოყოფიდან გამომდინარე, პირებისა და საქონლის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირების დროს, მგზავრებსა და მიმწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო საწარმოების არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გააძნელებენ იმ სატრანსპორტო საწარმოების თანასწორუფლებიან მონაწილეობას, რომელთა ძირითადი ადგილსამყოფელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და საჭიროების შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო საწარმოების მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვას.     მუხლი 6🔗 1998 წლის 21 დეკემბერს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული სესხი 2.300.813.47 ევროს, შესაბამისად 4500 000 გერმანული მარკის (სიტყვიერად: ოთხი მილიონ ხუთასი ათასი გერმანული მარკა) ოდენობით პროექტისათვის „საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო კერძო მრეწველობის ხელშეწყობა“ ხელახლა სრულად დაპროგრამდება და დამატებით გამოიყენება პროექტისათვის „ზერეგიონული საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – საქართველო“, თუ მისი შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა და დადასტურდა, რომ იგი, როგორც საკრედიტო -საგარანტიო ფონდი საშუალო საწარმოებისათვის, აკმაყოფილებს ფინანსური დახმარების გზით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს.     მუხლი 7🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი წინაპირობების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე. შესრულებულია თბილისში, ორ პირად, თითოეული გერმანულ და ქართულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს აღმასრულებელი                                  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების სახელით                              მთავრობის სახელით ხელმოწერილია                                             ხელმოწერილია