კერძო პირების, საზოგადოებრივი თუ კერძო საზოგადოებების, ფირმების ან კომპანიების მიერ ემბლემით ან „წითელი ჯვრის“ ან „ჟენევის ჯვრის“ დასახელებით სარგებლობა, რომელთაც კონვენციის მიხედვით საამისო უფლებამოსილება არ გააჩნიათ, აგერთვე მათდამი მიმსგავსებული ყოველგვარი ნიშნით ან ემბლემით სარგებლობა ეკრძალებათ ნებისმიერ დროს, როგორი მიზნითაც და როგორი ხანგრძლივობითაც არ უნდა ხდებოდეს ეს.

ფედერალურ ფერთა პირიქითა განლაგების მიღებით შვეიცარიისადმი გამოხატული პატივისცემის ნიშნად და შვეიცარიის გერბის კონვენციის განმასხვავებელ ნიშანთან აღრევის თავიდან ასაცილებლად, კერძო პირების, საზოგადოებების ან ფირმების მიერ შვეიცარიის კონფედერაციის გერბით ან მისდამი მიმსგავსებული ნიშნებით სარგებლობა საფაბრიკო ან სავაჭრო ნიშნებად, ან ამ ნიშანთა შემადგენელ ნაწილებად, ასევე კომერციული კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო მიზნებით, ან იმგვარ პირობებში სარგებლობა, რომლებმაც შეიძლება შელახოს შვეიცარიელთა ეროვნული გრძნობები, იკრძალება ნებისმიერ დროს.

მიუხედავად ამისა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც არ იყვნენ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის მონაწილენი, შეუძლიათ მათ, ვინც ადრე სარგებლობდა პირველ პარაგრაფში აღნიშნული ემბლემებით, დასახელებებით და მარკებით, დაუწესონ მაქსიმალური ვადა მათი გამოყენების შეწყვეტისათვის სამი წლის განმავლობაში; დაწყებული ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან, იმ პირობით, რომ ამ ემბლემებით სარგებლობამ არ უნდა შექმნას იმის შთაბეჭდილება, თითქოს იგი ომის დროს კონვენციის დაცვის მინიჭებას ითვალისწინებდეს.

პირველ პარაგრაფში გათვალისწინებული აკრძალვა, წინანდელი სარგებლობით მოპოვებულ უფლებებზე რაიმე ზეგავლენის მოხდენის გარეშე, მოქმედებს 38-ე მუხლის მეორე აბზაცში აღნიშნული ემბლემებისა და დასახელებების მიმართა