შეთანხმება საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2002
ძალაში შესვლა 01.09.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 310140000.02.109.000438
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 22/09/2003
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ
საქართველო და ნიდერლანდების სამეფო, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,
სურთ რა ხელი შეუწყონ, ურთიერთშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინტერესებიდან გამომდინარე, სამგზავრო და სატვირთო საგზაო გადაზიდვების განვითარებას თავიანთი ქვეყნებიდან და ქვეყნებისაკენ, და ასევე ტრანზიტად მათი ტერიტორიების გავლით,
შეთანხმდენენ შემდეგზე:
ნაწილი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. სფერო
1. ამ შეთანხმების დებულებები ეხება საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საგზაო გადაზიდვებს ქირისა და ანაზღაურების საფასურად, ასევე დამოუკიდებელ გადაზიდვებს (საკუთარი სახსრებით), საქართველოსა და ნიდერლანდების ტერიტორიებს შორის და ტრანზიტად მათი ტერიტორიების გავლით, მესამე ქვეყნებიდან ან მესამე ქვეყნებისაკენ, ასევე კაბოტაჟს, რომელიც ხორციელდება გადამზიდველების მიერ სატრანსპორტო საშუალებებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ით.
2. წინამდებარე შეთანხმება არ ზემოქმედებს ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან.
3. ამ შეთანხმების გამოყენებამ არ უნდა ავნოს ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნის მიერ, ევროგაერთიანების კანონმდებლობის გამოყენებას.
მუხლი 2🔗. განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისა და მისი დანერგვისათვის:
1. ტერმინი „სატრნასპორტო ოპერატორი” ნიშნავს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ნებისმიერ ფიზიკურსა თუ იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს მგზავრობისა ან ტვირთების გადაზიდვას ქირით ან ანაზღაურების საფასურად ან დამოუკიდებელ გადაზიდვებს ეროვნული კანონმდებლობის იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო ოპერატორის პროფესიის მიღებისა და ბაზარზე შესვლის წესებს.
2. ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება” ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას:
● ცალკე აღებულს ან სატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციას;
● განკუთვნილს მგზავრებისა ან ტვირთების საგზაო გადაზიდვებისათვის, რომელიც იმყოფება სატრანსპორტო ოპერატორის განკარგვაში მისი საკუთრების სახით, ან ქირავნობისა ან ლიზინგის კონტრაქტის ძალით.
3. ტერმინი „საქალაქთაშორისო ავტობუსი” ნიშნავს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აგებულია და განკუთვნილია ცხრაზე მეტი მგზავრის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით.
4. ტერმინი „რეგისტრაცია” ნიშნავს კომპეტენტური ორგანოების მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მიკუთვნებას. სატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს ნებართვების გაცემისას ან მათგან განთავისუფლებისას.
5. ტერმინი „დაფუძნების ქვეყანა” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას, რომელზეც დაფუძნებულია სატრანსპორტო ოპერატორი და რეგისტირებულია სატრანსპორტო საშუალება.
6. ტერმინი „მასპინძელი ქვეყანა” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას, რომელზეც ეწევა საქმიანობას სატრანსპორტო საშუალება იქ რეგისტრაციისა და შესაბამისი სატრანსპორტო ოპერატორის იქ დაფუძნების გარეშე.
7. ტერმინი „გადაზიდვა” ნიშნავს დატვირთული ან დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის იმ შემთხვევის ჩათვლით, როცა სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი ან ნახევარმისაბმელი რეისის მონაკვეთზე გადაიზიდება რკინიგზით ან საწყალოსნო ტრანსპორტით.
8. ტერმინი „დამოუკიდებელი გადაზიდვა” (გადაზიდვა საკუთარი სახსრებით) ნიშნავს მგზავრებისა და/ან ტვირთების გადაზიდვას საწარმოსა და გაერთიანების მიერ, რომელიც გამომდინარეობს და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
9. ტერმინი „ინტერმოდალური გადაზიდვები” ნიშნავს ისეთ სატვირთო გადაზიდვებს, როდესაც სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი, მოსახსნელი ძარა ან კონტეინერი, საწევრით ან მის გარეშე, იყენებს საავტომობილო გზას მხოლოდ რეისის საწყის ან საბოლოო მონაკვეთზე, ხოლო რეისის დარჩენილ მონაკვეთზე გადაიტანება რკინიგზით, საწყალოსნო გზით ან ზღვით.
10. ტერმინი „რეგულარული სამგზავრო მომსახურება” ნიშნავს მომსახურებას, როდესაც მგზავრების გადაყვანა ხდება განსაზღვრული მარშრუტით, განრიგის მიხედვით და დადგენილი ტარიფებით. მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება წინასწარ განსაზღვრულ გაჩერების ადგილებზე და მომსახურება მისაწვდომია ყველასათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა წინასწარი დაჯავშნა.
იმის და მიუხედავად, თუ ვინ არის მომსახურების ორგანიზატორი, ტერმინი „რეგულარული სამგზავრო მომსახურება” მოიცავს ასევე მომსახურებას, რომლის დროსაც ხდება მგზავრთა განსაზღვრული კატეგორიის გადაყვანა, მგზავრთა სხვა კატეგორიების გამორიცხვით, თუკი ეს მომსახურება აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს. ასეთ მომსახურებას ეწოდება „სპეციალური რეგულარული მომსახურება”.
11. ტერმინი „არარეგულარული მომსახურება” ნიშნავს მომსახურებას, რომელიც არ აკმაყოფილებს რეგულარული სამგზავრო მომსახურების განმარტებას.
12. ტერმინი „კაბოტაჟი” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებულ სატრანსპორტო ოპერაციას, სატრანსპორტო ოპერატორის მიერ, რომელიც დაფუძნებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. კაბოტაჟად არ ჩაითვლება გადაზიდვები საერთაშორისო კომბინირებული სატრანსპორტო ოპერაციების საწყის და საბოლოო მონაკვეთზე.
13. ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია” ნიშნავს საქართველოს ტერიტორიასა და ნიდერლანდების სამეფო ტერიტორიის ევროპულ ნაწილს.
14. ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
საქართველოსათვის – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს
ნიდერლანდების სამეფოსათვის – ტრანსპორტის, საზოგადოებრივ სამუშაოთა და წყალთა მეურნეობის სამინისტრო.
ან ორივე შემთხვევისათვის, პიროვნება ან ორგანო, რომელიც სათანადოდ უფლებამოსილია ზემოთ ხსენებული სამინისტროების მიერ.
ნაწილი II. სამგზავრო გადაზიდვები
მუხლი 3🔗. რეგულარული სამგზავრო მომსახურებები
1. რეგულარული სამგზავრო მომსახურებები, რომლებიც წარმოებს საქალაქთაშორისო ავტობუსით, ექვემდებარება ნებართვის სისტემას, რომლებიც გაიცემა მგზავრებისა და დანიშნულების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ტრანზიტის ქვეყნების, კომპეტენტური ორგანოების მიერ.
2. განაცხადი ნებართვის მისაღებად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოებს სატრანსპორტო ოპერატორის დაფუძნების ქვეყანაში. თუკი კომპეტენტური ორგანო დააკმაყოფილებს განაცხადს, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს უნდა ეცნობოს ნებართვის შესახებ.
მუხლი 14🔗-ის ძალით ჩამოყალიბებული ერთობლივი კომიტეტი განსაზღვრავს ნებართვის მისაღებად საჭირო განაცხადის ფორმას, შეთანხმების პროცედურას და თანმხლებ სავალდებულო საბუთებს.
3. ნებართვები გაიცემა ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების ერთობლივი გადაწყვეტილებით.
ა) მიუხედავად კომპეტენტური ორგანოების მოსაზრებისა რეგულარული მომსახურების სასურველობის შესახებ, განაცხადი ნებართვის მიღებაზე შეიძლება უარყოფილ იქნეს, თუ, მათ შორის:
● არსებობს საპარტნიორო შეთანხმება;
● განმცხადებელს არ შეუძლია შეასრულოს გადაზიდვა, რომლის თაობაზეც მან შეიტანა განაცხადი ნებართვის მისაღებად, მის განკარგვაში იმჟამად არსებული სატრანსპორტო საშუალებებით;
● განმცხადებელმა წარსულში ვერ დააკმაყოფილა მგზავრთა საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ნებართვით განსაზღვრული პირობები, ან სერიოზულად დაარღვია საგზაო უსაფრთხოების წესები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების სტანდარტებსა და მძღოლთა დასვენებისა და მანქანის მართვის პერიოდებთან დაკავშირებული წესები;
● იმ შემთხვევაში, როდესაც შეტანილია განაცხადი ნებართვის გაგრძელებაზე, ხოლო ნებართვით გათვალისწინებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული.
ბ) ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომპეტენტური ორგანოების მიერ განაცხადის სრული ფორმის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში. თუკი რომელიმე კომპეტენტური ორგანო არ გასცემს პასუხს ამ პერიოდის განმავლობაში, ჩაითვლება, რომ ისინი უსიტყვოდ ეთანხმებიან ნებართვის გაცემას.
გ) ნებართვა ძალაშია არაუმეტეს ერთი წლისა და შეიძლება გაგრძელდეს მოთხოვნის საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება საქმიანობის პირობების ცვლილებებისა და მომსახურების გაუქმების თაობაზე მიღებული უნდა იქნეს პორცედურის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პარაგრაფებით 2 და 3.
თუკი აღარ არსებობს მოთხოვნა მომსახურებაზე, ოპერატორს შეუძლია მისი გაუქმება, ამის თაობაზე ნებართვის გამცემი კომპეტენტური ორგანოებისა და მომხმარებლებისათვის წინასწარი შეტყობინების სამი კვირის თავზე.
მუხლი 4🔗. არარეგულარული მომსახურება
1. საქალაქთაშორისო ავტობუსით წარმოებული არარეგულარული მომსახურებები არ ექვემდებარება ნებართვების სისტემას.
2. არარეგულარული მომსახურების განმავლობაში არ დაიშვება მგზავრობის აყვანა ბორტზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამაზე გაცემულია სპეციალური ნებართვა.
3. არარეგულარული მომსახურება უნდა წარმოებდეს საკონტროლო საბუთების თანხლებით. საკონტროლო საბუთების შინაარსი და გამოყენების პირობები განისაზღვრება მუხლი 14🔗-ით მოხსენიებული ერთობლივი კომიტეტის მიერ.
მუხლი 5🔗. საერთო დებულებები სამგზავრო მომსახურებისათვის:
1. სატრანსპორტო ნებართვები პერსონალურია და იკრძალება მათი გადაცემა სხვა სატრანსპორტო ოპერატორისა ან მესამე მხარისათვის.
2. კაბოტაჟი ნებადართულია მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის სპეციალური ნებართვის საფუძველზე. ადგილობრივი მგზავრობები, რომლებიც ორგანიზებულია მგზავრთა იმ ჯგუფისათვის, რომელიც ჩამოყვანილი იქნა ადგილზე იმავე სატრანსპორტო ოპერატორის მიერ, არ ჩაითვლება კაბოტაჟად, იმ შემთხვევაში, თუ ეს მგზავრები შეტანილია სატრანსპორტო ზედდებულში.
3. ნებართვები გაიცემა ადგილობრივ სატრანსპორტო ოპერატორზე კომპეტენტური ორგანოს, ან ამ ორგანოს მიერ დანიშნული დაწესებულების მიერ.
4. ნაწილი II-ის დებულებებიდან გამონაკლისის სახით, გადაზიდვების შემდეგი სახებობები თავისუფლდება ნებართვის მოთხოვნიდან:
- დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ასევე დახმარების გამწევი სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვები;
- სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების შესაცვლელად გაგზავნილი სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარეუბნები, ასევე მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების უკანა გარბენი შეკეთების შემდეგ;
- კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული საექსპორტო სარეგისტრაციო ნომრით აღჭურვილი ახლად შეძენილი ატრანსპორტო საშუალებების (ახალი ან მეორადი მოხმარების) პირველი გარბენი, თუ ეს გარბენი მიმართულია იმ ქვეყნისაკენ, სადაც უნდა მოხდეს ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია.
ნაწილი III. სატვირთო გადაზიდვები
მუხლი 6🔗. ნებართვების სისტემა
1. ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებულ სატრანსპორტო ოპერატორებს, ნებართვების სისტემის საფუძველზე შეუძლიათ განახორციელონ გადაზიდვები თავიანთი ქვეყნის ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტს შორის, ტრანზიტად მათი ტერიტორიების გავლით, და მესამე ქვეყნებიდან / მესამე ქვეყნებისაკენ.
2. კაბოტაჟი დაიშვება მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
მუხლი 7🔗. განთავისუფლება ნებართვის მოთხოვნისაგან
1. როგორც გამონაკლისი მუხლი 6🔗-დან, გადაზიდვების შემდეგი სახეობები თავისუფლდება ნებართვის მოთხოვნისაგან:
- გადაზიდვები იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა საერთო ნებადართული დატვირთული წონა (TPLW), მისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 6 ტონას, ან როცა ნებადართული სასარგებლო ტვირთის წონა, მისაბმელის ჩათვლით, აჭარბებს 3,5 ტონას;
- არარეგულარული გადაზიდვები აეროპორტებიდან ან აეროპორტებისაკენ, იმ შემთხვევებში, როცა ხდება საჰაერო მომსახურების გადამისამართება;
- დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვები, და ასევე დამხმარე სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვები;
- სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების შესანაცვლებლად გაგზავნილი სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენები, და ასევე, მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების უკუგარბენი შეკეთების შემდეგ;
- საოკეანო და სამდინარო გემებისა და საჰაერო ხომალდებისათვის სათადარიგო ნაწილებისა და სასურსათო მარაგების გადაზიდვები;
- სატვირთო გადაზიდვები განსაკუთრებული შემთხვევების, კერძოდ, ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარე;
- გამოფენებისა და ბაზრობებისათვის განკუთვნილი ხელოვნების საგნებისა და ნიმუშების გადაზიდვები არა-კომერციული მიზნით;
- მოწყობილობების, აქსესუარებისა და ცხოველების გადაზიდვები თეატრალური, მუსიკალური, კინო, საცირკო და სპორტული წარმოდგენების, რადიოჩანაწერების, ტელე და კინო გადაღებებისათვის არაკომერციული მიზნით;
- კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული საექსპორტო სარეგისტრაციო ნომრით აღჭურვილი ახლად შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების (ახალი ან მეორადი მოხმარების) პირველი გარბენი, თუ ეს გარბენი მიმართულია იმ ქვეყნისაკენ, სადაც უნდა მოხდეს ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია;
- სამგლოვიარო გადაზიდვები;
- საფოსტო გადაზიდვები, რომლებიც ატარებენ საზოგადოებრივი მომსახურების ხასიათს.
2. მე-14 მუხლით მოხსენიებულ ერთობლივ კომიტეტს შეუძლია განავრცოს ან შეცვალოს წინა პარაგრაფში მოხსენიებული გადაზიდვათა სახეობის ნუსხა.
მუხლი 8🔗. ნებართვის პირობები
1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან ნებართვების ბლანკების შეთანხმებულ რაოდენობას ყოველწლიურად. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოშვებული იქნეს დამატებითი ნებართვები.
ნებართვები გაიცემა ადგილობრივ სატრანსპორტო ოპერატორზე კომპეტენტური ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ დანიშნული ორგანიზაციის მიერ.
2. ნებართვები პერსონალურია და მათი გადაცემა სხვა სატრანსპორტო ოპერატორისა და მესამე მხარისათვის არ დაიშვება.
3. ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების მიერ ერთი ბრუნის შესასრულებლად. ნებართვები ძალაშია მომდევნო კალენდარული წლის 31 იანვრამდე. სატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის შემთხვევაში, ნებართვის გაცემისას ან ნებართვისაგან განთავისუფლებისას განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება.
ნაწილი IV. ზოგადი დებულებები
მუხლი 9🔗. ფისკალური საკითხები
1. სატრანსპორტო საშუალებები, მათი მარაგნაწილების ჩათვლით, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვას ამ შეთანხმების შესაბამისად, ურთიერთგაცვლილი ნებართვების საფუძველზე, ურთიერთთავისუფლდება მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა გადასახადისა და ბეგარისაგან, რომლითაც იბეგრება სატრანსპორტო საშუალებების ფლობა და მოძრაობა, ისევე როგორც ყველა სპეციალური გადასახადისა ან ბეგარისაგან სატრანსპორტო ოპერაციებზე.
2. ამ ხელშეკრულების ძალით განხორციელებული გადაზიდვები მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე ექვემდებარება ფასიანი საგზაო ინფრასტრუქტურისა და ხიდების გამოყენებაზე მოსაკრებლებითა და გადასახადებით დაბეგვრას. ადგილობრივი და არა-ადგილობრივი სატრანსპორტო ოპერატორები მოსაკრებლებითა და გადასახადებით იბეგრებიან არადისკრიმინაციულად.
3. საწვავი მოთავსებული სატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულ ავზებში, ისევე როგორც საცხები მასალები, რომლებიც იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაზე მხოლოდ და მხოლოდ ექსპლუატაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ურთიერთთავისუფლდება საიმპორტო ბეგარისა და ნებისმიერი სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან.
მუხლი 10🔗. წონები და გაბარიტები
1. სატრანსპორტო საშუალებების წონები, ღერძული დატვირთვის ჩათვლით, და გაბარიტები უნდა შეესაბამებოდეს სატრნასპორტო საშუალების ოფიციალურად რეგისტრირებულ მაჩვენებლებს და არ უნდა აჭარბებდეს მასპინძელ ქვეყანაში მოქმედ ზღვრებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების დებულებების ძალით განხორციელებული სატრანსპორტო ოპერაციისას დატვირთული ან დაუტვირთვი სატრანსპორტო საშუალების წონები და/ან გაბარიტები აჭარბებს მასპინძელ ქვეყანაში ნებადართულ ზღვრებს, აუცილებელია მასპინძელი ქვეყნის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა.
მუხლი 11🔗. შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან
1. ხელშემკვრელი მხარეების სატრანსპორტო ოპერატორები და მათი ეკიპაჟები მოვალენი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას დაიცვან მოვალეობანი, რომლებიც გამომდინარეობენ: მრავალმხრივი შეთანხმებებიდან, რომლის მონაწილე მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ; წინამდებარე შეთანხმებებიდან; სხვა ორმხრივი შეთანხმებებიდან და ეროვნული კანონმდებლობიდან.
2. კაბოტაჟის შემთხვევაში ერთობლივმა კომიტეტმა უნდა შეადგინოს კანონებისა და წესების ნუსხა, რომელიც გამოიყენება მასპინძელ ქვეყანაში.
3. ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პარაგრაფებში მოხსენიებული კანონები და წესები მოქმედებს იმავე პირობებით, როგორც მასპინძელი ქვეყნის ადგილობრივი სატრანსპორტო ოპერატორისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული დისკრიმინაცია ეროვნულობისა ან დაფუძნების ადგილის მიხედვით.
მუხლი 12🔗. შესრულება
1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებართვები და სხვა საბუთები უნდა ინახეობდეს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე რეისის განმავლობაში და წარდგენილი უნდა იქნეს მაკონტროლებელი მოხელეებისათვის მოთხოვნისთანავე.
2. მუხლი 14🔗-ით მოხსენიებული ერთობლივი კომიტეტი განსაზღვრავს საბუთს, რომელიც გაიცემა დაფუძნების ქვეყანაში იმის დასტურად, რომ სატრანსპორტო ოპერატორი ეწევა დამოუკიდებელ გადაზიდვას.
მუხლი 13🔗. დარღვევები და სანქციები
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორიაზე დაფუძნებული სატრანსპორტო ოპერატორის მიერ ამ შეთანხმების დებულების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დარღვევა, საკუთარი საკანონმდებლო პროცედურებისათვის ზიანის მიუყენებლად, უნდა აცნობოს ამის თაობაზე მეორე ქვეყანას, რომელიც მიიღებს თავისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს მიღებული სანქციების შესახებ.
მუხლი 14🔗. ერთობლივი კომიტეტი
1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები აწესრიგებენ ყველა საკითხს ამ შეთანხმების დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.
2. ამ მიზნით ხელშემკვრელი მხარეები აყალიბებენ ერთობლივ კომიტეტს.
3. ერთობლივი კომიტეტი იკრიბება რეგულარულად ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით და შედგება ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლებისაგან. ხელშემკვრელი მხარეებს ასევე შეუძლიათ მოიწვიონ დასასწრებად საგზაო გადაზიდვების დარგის წარმომადგენლები. ერთობლივი კომიტეტი ადგენს საკუთარ წესებსა და პროცედურებს. იგი იკრიბება მონაცვლეობით თითოეულ ქვეყანაში. შეხვედრას თავმჯდომარეობს მასპინძელი ქვეყანა. შეხვედრის პროგრამას, შეხვედრის დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე, წარადგენს ხელშემკვრელი მხარე, რომელიც მასპინძლობს შეხვედრას. შეხვედრის დასასრულს უნდა შედგეს ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ხელშემკვრელი მხარეების დელგაციათა ხელმძღვანელები.
4. ერთობლივი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას გასაცემი ნებართვების ტიპისა და რაოდენობის, ასევე, ბაზარზე დაშვების პირობების თაობაზე, სამუშაო ძალის ბაზრის ჩათვლით. მიუხედავად ამ ხელშეკრულების II და III ნაწილებისა, ერთობლივ კომიტეტს შეუძლია განავრცოს ან შეცვალოს იმ გადაზიდვების სახეობათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებენ ნებართვას.
5. ერთობლივი კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შემდეგ საკითხებს:
ა) ორ ქვეყანას შორის გადაზიდვების ჰარმონიულ განვითარებას, მათ შორის, გარემოს დაცვითი ასპექტების გათვალისწინებით;
ბ) საგზაო სატრანსპორტო პოლიტიკისა და სატრანსპორტო კანონმდებლობის კოორდინაციას, მის დანერგვას ხელშემკვრელი მხარეების მიერ ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე;
გ) წამოჭრილ პრობლემებზე შესაძლო გადაწყვეტილებათა შემუშავებას შესაბამისი ეროვნული ორგანოებისთვის, განსაკუთრებით ფისკალურ, სოციალურ, საბაჟოს და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოებრივი წესრიგის საკითხების ჩათვლით;
დ) შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას;
ე) წონებისა და გაბარიტების დადგენის მეთოდებს;
ვ) სატრანსპორტო საწარმოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას;
ზ) ინტერმოდალური გადაზიდვების ხელშეწყობას, ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით.
მუხლი 15🔗. ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმებაში ხელშემკვრელი მხარეების მიერ ურთიერთშეთანხმებით შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მომდევნო თვის პირველ დღეს იმ თარიღიდან, როცა ხელშემკვრელი მხარეები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მათ ქვეყანაში აუცილებელი კონსტიტუციური პროცედურების შესრულების თაობაზე.
მუხლი 16🔗. ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მომდევნო თვის პირველ დღეს იმ თარიღიდან, როცა ხელშემკვრელი მხარეები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მათ ქვეყნებში შეთანხმების ამოქმედებასთან დაკავშირებული აუცილებელი კონსტიტუციური პროცედურების შესრულების თაობაზე.
2. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება ნებისმიერ დროს, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ექვსი თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
რის დასტურადაც, ამაზე სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელის მომწერმა, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია 31ოქტომბერს, ქ. თბილისში, ორ-ორ პირად, ქართულ, ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ინგლისური ტექსტი იქნება გადამწყვეტი.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ნიდერლანდების სამეფოს სახელით
(ხელმოწერილია)