შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

მიღების თარიღი 20.03.1996
ძალაში შესვლა 01.01.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480260000.02.002.000403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 13/12/2000
matsne.gov.ge 1,507 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.1996 მიღება
01.01.2000 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“, ადასტურებენ თავის მისწრაფებას ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის თავისუფალი განვითარებისაკენ, ითვალისწინებე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ინტეგრაციულ ეკონომიკურ კავშირებს, ისწრაფვიან თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე სავაჭო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისაკენ საქართველოსა და თურქმენეთს, აღიარებენ, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას, გამომდინარე თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლებებიდან გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო–ეკონომიკური პოლიტიკა, განზრახული აქვთ ხელი შეუწყონ ეკონომიკური აქტიურობის ზრდას, სრული დასაქმების უზრუნველყოფას, მწარმოებლურობის ზრდასა და რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ისწრაფვიან ხელი შეუწყონ მსოფლიო ვაჭრობის ჰარმონიულ განვითარებასა და ზრდას, მისი განვითარების გზაზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრას. შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. ხელშეკვრელი მხარეები არ გამოიყენებენ საბაჟო გადასახადებს, ბეგარას და ექვივალენტური ქმედების მქონე ასაკრებლებს იმ საქონლის ექსპორტსა და/ან იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის. გამონაკლისი ამ სავაჭრო რეჟიმიდან საქონლის შეთანხმებულ ნომენკლატურაზე ფორმდება ყოველწლიური დოკუმენტებით,რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდში ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან წარმოშობილ საქონელში იგულისხმება საქონელი: ა) სრულად წარმოებული ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის ნედლეულის, მასალების, სათადარიგო ნაწილების გამოყენებით და ამასთან დაკავშირებით შეეცვალა კუთვნილება საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) რომელიც წარმოებულია ამ პუნქტის „b“ ქვეპუნქტში მითითებული ნედლეულის, მასალებისა და სათადარიგო ნაწილების გამოყენებით, იმ პირობით, რომ მათი საერთო ღირებულებაარ აღემატება რეალიზებული საქონლის საექსპორტო ნაწილის ფიქსირებულ წილს. საქონლის წარმოშობის ამგვარი წესები შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ ცალკე დოკუმენტში, რომელიც იქნება ამ შეთანმხების განუყოფელი ნაწილი.     მუხლი 2🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარე არ განახორციელებს: - მეორე ხელშემკვრელი მხარის საქონლის, რომელზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაბეგვრას შიდა გადასახადებით ან მოსაკრებლებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან მოსაკრებლებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოებისლ ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყნებში წარმოებული საქონელი; - იმ საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეთანხმება, რაიმე სპეციალური შეზღუდვებისა და მოთხოვნების შემოღებას, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში არ გამოიყენება შიდა წარმოების ანალოგიური საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილ საქონლის მიმართ; - მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის საწყობებში მოთავსების, გადატვირთვის, შენახვის, გადაზიდვის, აგრეთვე, ანგარიშსწორებისა და გადარიცხვის მიმართ განსხვავებული წესების გამოყენებას, ვიდრე ისინი, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევაში გამოიყენება მესამე ქვეყნიდან წარმოშობილი საქონლის მიმართ. - დაუშვას იმ საქონლის არასანქციონირებული რეექსპორტი, რომლის ექსპორტთან მიმართებაშიც, ხელშემკვრელი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშობა ეს საქონელი, იყენებს სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ზომებს.     მუხლი 3🔗 ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ დისკრიმინაციული ზომების გატარებისაგან, ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტის და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან ექვივალენტური ღონისძიებებისაგან. ამ მუხლში მითითებული რაოდენობრივი შეზღუდვები შეიძლება დადგინდეს ცალმხრივად და მკაცრად განსაზღვრული ვადით, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: შიდა ბაზარზე ამ საქონლის მწვავე დეფიციტის დროს, საგადასახადო ბალანსის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე, ან თუ რომელიმე საქონელი იმპორტირებულია ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ისეთი გაზრდილი ოდენობით, ან ისეთ პირობებში, რომლებიც ზიანს აყენებენ,ან ემუქრებიან ზიანის მიყენებით მსგავსი ან უშუალოდ კონკურირებადი საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებს, ამ შეთანხმების მე–6 მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით. ხელშემკვრელი მხარე, რომელიც გამოიყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს ამ მუხლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე ხელშემკვრელ მხარეს სრულ ინფორმაციას ხსენებული შეზღუდვების შემოღების მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების სავარაუდო ვადების შესახებ, რომლის შემდეგაც ინიშნება კონსულტაციები. ამ მუხლის შესაბამისად, რაოდენობრივი შეზღუდვების შემოღება ფორმდება ცალკე ოქმით.     მუხლი 4🔗 ხელშემკვრელ მხარეთა შორის სავაჭრო–ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორებები და გადარიცხვები განხორციელდება სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკების მიერ განსაზღვრული მექანიზმების შესაბამისად. საანგარიშსწორებო და საკრედიტო ურთიერთობები განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით.     მუხლი 5🔗 ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას: - კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის ვაჭრობასთან, ინვესტიციებთან, დაბეგვრასთან, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობასთან და სხვა საფინანსო მომსახურეობასთან სატრანსპორტო და საბაჟო საკითხებთან საბაჟო სტატისტიკის ჩათვლით. - ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ამ შეთანხმების შესრულებაზე. ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები ათანხმებენ ამგვარი ინფორმაციის გაცვლის წესს.     მუხლი 6🔗 ხელშემკვრელი მხარეები ამ შეთანხმების მიზნებთან შეუთავსებლად მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკას და ვალდებულებას იღებენ არ დაუშვან მისი შემდეგი მეთოდები, კერძოდ, მაგრამ არა გამონაკლისის სახით: - ხელშეკრულებები საწარმოებს შორის, საწარმოთა გაერთიანებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საქმიანი პრაქტიკის ზოგადი მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ ან შეზღუდონ კონკურენცია, ან დაარღვიონ მისი პირობები ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე; - მოქმედებები, რომელთა მეშვეობით ერთი ან რამდენიმე საწარმო თავისი დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით ზღუდავს კონკურენციას ხელშემკვრელი მხარეების მთელ, ან ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე.     მუხლი 7🔗 ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სატარიფო და არასატარიფო რეგულირების განხორციელებისას, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისათვის, საბაჟო პროცედურების ჩატარებისათვის ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ გამოიყენონ ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი ცხრანიშნა საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა, რომელიც დაფუძნებული საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზირებულ სისტემაზე და ევროკავშირის კომბინირებულ სატარიფო–სტატისტიკურ ნომენკლატურაზე. ამასთანავე, ხელშემკვრელი მხარეები, საკუთარი საჭიროებისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებენ სასაქონლო ნომენკლატურის განვითარებას ცხრანიშნიანი განზომილების ფარგლებს გარეთაც. სასაქონლო ნომენკლატურის საეტალონო პირის შემოღება ხორციელდება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული წარმომადგენლობების მეშვეობით.     მუხლი 8🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები თანახმანი არიან მასზედ, რომ თავისუფალი ტრანზიტის პრინციპის დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმთავრეს პირობას და საერთაშორისო შრომის განაწილებისა და კოპერირების სისტემაში მათი ჩართვის არსებით ელემენტს. ამასთან დაკავშირებით, ყოველი ხელშემკვრელი მხარე, უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე იმ საქონლის შეუფერხებელ ტრანზიტს, რომელიც წარმოშობილია მეორე ხელშემკვრელი მხარის და/ან მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ან მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიისათვის და მიაწოდებს ექსპორტიორებს, იმპორტიორებს ან გადამზიდველებს ტრანზიტის უზრუნველყოფისთვის არსებულ ყველა საჭირო საშუალებასა და მომსახურეობას, რომლის შეთავაზების პირობები არ იქნება უარესი ვიდერ პირობები, ომლებსაც სთავაზობენ იგივე სახის მომსახურებისა და საშუალებებისათვის, საკუთარ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს ან ნებისმიერ მესამე ქვეყნის ექსპორტიორებს, იმპორტიორებსა და გადამზიდავებს. 2. სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ტვირთების გატარების წესი და პირობები რეგულირდება გადაზიდვების საერთაშორისო წესების შესაბამისად.     მუხლი 9🔗 ეს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის უფლებას, გაატაროს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზომები, რომლებსაც იგი თვლის აუცილებლად თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ან რომლებიც აუცილებელია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებისათვის, რომლის მონაწილეთაც იგი ითვლება ან განზრახული აქვს გახდეს, თუ ეს ზომები ეხება: - ინფორმაციას ეროვნული უშიშროების ინტერესების შესახებ; - იარაღით, საბრძოლო მასალებითა და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობას; - თავდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებულ წარმოებასა და კვლევას; - იმ მასალებისა და დანადგარების მიწოდებას, რომელთა გამოყენება ხდება ბირთვულ მრეწველობაში; - საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; - ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების დაცვას; - ოქროს, ვერცხლს ან სხვა ძვირფას ლითონებსა და ქვებს; - ადამიანთა ჯანმრთელობის, მცენარეების, ცხოველთა და გარემოს დაცვას; - ადამიანთა ჯანმრთელობის, მცენარეების, ცხოველთა და გარემოს დაცვას. - მხატვრული, არქეოლოგიური და ისტორიული ფასეულობების დაცვას, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ მონაპოვარს; - შეუვსებელი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას; - პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვას, როდესაც დახმარების სახელმწიფო პროგრამათა განხორციელების შემთხვევაში ამ პროდუქციაზე შიდა ფასი დაბალია მსოფლიო ფასთან შედარებით; - საგადასახადო ბალანსის დარღვევას.     მუხლი 10🔗 მესამე ქვეყნების მიმართ საექსპორტო კონტროლის შეთანხმებული პოლიტიკის გატარების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს და მიიღებენ ურთიერთშეთანხმებულ ზომებს საექსპორტო კონტროლის ეფექტური სისტემის შესაქმნელად.     მუხლი 11🔗 ამ შეთანხმების დებულებები ცვლიან ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადრე დადებული ორმხრივი შეთანხმების დებულებებს, იმდენად, რამდენადაც ისინი შეუთავსებელია მათთან, ან მათი იდენტურია.     მუხლი 12🔗 დავები ხელშემკვრელ მხარეთა შორის ამ შეთანხმების დებულებების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი იქნება მოლაპარაკების გზით. ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს ურთიერთვაჭრობაში. ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ, რომ ორივე ქვეყნის სამეურნეო სუბიექტებს შორის კომერციული კონტრაქტებისა და გარიგებების განმარტებისა და შესრულებისას წარმოქმნილი პრეტენზიები და დავები, თუ შეუძლებელი იქნება მათი გადაწყვეტა მეგობრული გზით კოსნულტაციებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე და, თუ არ არის შეთანხმებული სხვა რამ, წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეთა საარბიტრაჟო სასამართლოების კომპეტენციას, ან კონტრაქტის ხელმომწერი მხარეების შეთანხმებით განიხილება მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ მის ტერიტორიაზე არსებობდეს ეფექტური საშუალებები საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და განხორციელებისათვის.     მუხლი 13🔗 ამ შეთანხმების რეალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფისათვის რეკომენდაციების გამომუშავებისათვის ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ საქართველო–თურქმენეთის ერთობლივი კომისია, რომელიც ერთ–ერთი მხარის სურვილით შეიკრიბება საქართველოში ან თურქმენეთში.     მუხლი 14🔗 ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმებით და წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს.     მუხლი 15🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიადსახელმწიფოებრივი ფორმალობის შესრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების ურთიერთგაცვლის თარიღიდან და ძალაში რჩება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისადმი წერილობითი შეტყობინების დღიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ. ამ შეთანმხების დებულება, მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, გამოიყენება კონტრაქტებისათვის ორვიე ქვეყნის საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც იყო დადებული, მაგრამ შეუსრულებელი ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში. შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 20 მარტს, ორ პირად თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთანავე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულების ინტერპრეტაციისას უთანხმოების შემთხვევაში საფუძვლად აიღება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით თურქმენეთის მთავრობის სახელით