7.1 საბიუჯეტო მხარდაჭერის ოპერაციის არსიდან გამომდინარე, ზოგადი პირობების შემდეგი დებულებები არ იქნება გამოყენებული იმ თანხის მიმართ, რომელიც განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლშია მითითებული (ბიუჯეტის მხარდაჭერა): მუხლები 2, 4.2-ის პირველი წინადადება, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12.2 და 13.2.
7.2 წინამდებარე განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლში (ბიუჯეტის მხარდაჭერა) მითითებული თანხისთვის, ზოგადი პირობების ქვემორე დებულებები უნდა შეიცვალოს შემდეგით:
7.2.1 3.1 მუხლთან მიმართებაში: პროექტი/პროგრამა კომისიის მიერ უნდა იყოს განხორციელებული. ეს გულისხმობს თანხის გადახდის პირობებისადმი შესაბამისობის დადგენას და თანხების გადახდას თითოეული ტრანშის იმ პირობების თანახმად, რაც დაფინანსების ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული.
7.2.2 მე-10 მუხლთან დაკავშირებით: ბენეფიციარი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საკუთარი ეროვნული ვალუტის გაცვლითი რეგულაციები არადისკრიმინაციულად გავრცელდება წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდების მიმართ. უცხოური ვალუტის ტრანსფერები უნდა განთავსდეს ცენტრალურ ბანკში ამ მიზნისათვის გახსნილ ანგარიშზე შეტყობინების მიღების დღეს. გაცვლითი კურსი იქნება თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღების დღეს ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადგენილი საშუალო კურსი.
7.3 ამ განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლში აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით (ბიუჯეტის მხარდაჭერა), ზოგადი პირობების 4.1 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი: ყოველგვარი გადახდის მოთხოვნები, რომლებსაც ბენეფიციარი ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II) გაწერილი დებულებების შესაბამისად წარადგენს, გაერთიანების მიერ გამოყოფილი დაფინანსების ადეკვატური უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოთხოვნები ბენეფიციარის მიერ განხორციელების (იმპლიმენტაციის) სამოქმედო ფაზაში იქნება წარდგენილი.
7.4 ზოგადი პირობების 14.3 მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს mutatis mutandis აქტიური ან პასიური კორუფციის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევაში, რამაც ოპერაციის იმპლიმენტაციის პროცესში შეიძლება იჩინოს თავ