თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/70 დადგენილებაში “თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3/16
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.111.016058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228010, 04/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დაგდენილება №3/16

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/70 დადგენილებაში “თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების ა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს კომპეტენციაა ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

    მუხლი 1

შევიდეს შემდეგი ცვლილებები თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/70 (სსმ №72, 31.12.2010 წ.) დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”, კერძოდ:

1. შევიდეს ცვლილებ ები ბიუჯეტის დადგენილებით ნაწილში:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე და 78-ე მუხლების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცება თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს კომპეტენციაა”.

ბ) შევიდეს ცვლილება მე-7 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მკვიდრ, ასევე ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ დევნილთა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც ზრდიან 3, 4 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (16 წლამდე) ბოლო შვილზე დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:

ა) 3-შვილიან ოჯახს – 50 ლარი;

ბ) 4-შვილიან ოჯახს – 90 ლარი;

გ) 5-შვილიან ოჯახს – 120 ლარი;

დ) 6-შვილიან ოჯახს – 200 ლარი;

ე) 7-შვილიან ოჯახს – 250 ლარი;

ვ) 8-და მეტ შვილიან ოჯახს – 300 ლარი”.

გ) დაემატოს 8I მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ:

ა)  საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები (ტრანსფერი) – არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;

ბ)  მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები;

გ)  გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევისა და პროფილაქტიკის პროგრამა – შპს „მუნიციპალური ქალთა კონსულტაცია”;

დ)     ბავშვთა იმუნიზაციის ხელშეწყობის პროგრამა – ქ. ფოთის შპს “ბავშვთა პოლიკლინიკა”;

ე)  სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევის პროგრამა – შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი”;

ვ)  დაუსრულებელი ოსტეოგენეზით („შუშის ბავშვები”) დაავადებულთა მკურნალობის პროგრამა – სს „ტრავმატოლოგი”;

ზ) კოსტოზური ფიბროზით (მუკოვისციდოზი) დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის პროგრამა – შპს „კისტოზური ფიბროზის ეროვნული ცენტრი”;

თ)     საქალაქო ავტობუსების სუბსიდირების პროგრამა – შპს „ფოთიქალაქტრანსპორტი”;

2. 8I მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების კონტროლი და მონიტორინგი განახორციელოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურმა”.

2.ხ არჯები გაიზარდოს 179,1 ათ. ლარით და განისაზღვროს  10795,8 ათ. ლარით, მათ შორის (დანართი №3):

ა) გაიზარდოს „ჭიდაობის კომპლექსური სასპორტო სკოლის” ხარჯები (“სუბსიდიები”) 1,5 ათ. ლარით და განისაზღვროს 74,5 ათ. ლარით;

ბ) გაიზარდოს „სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯი” („სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება”) 4,2 ათ. ლარით და განისაზღვროს 5,2 ათ. ლარით;

გ) შემცირდეს „კეთილმოწყობის სამუშაოების” ხარჯები (სუბსიდიები) 0,2 ათ. ლარით და განისაზღვროს 213,8 ათ. ლარით;

შესაბამისად შევიდეს ცვლილებები დადგენილების №5 დანართში, კერძოდ:

– შემცირდეს „რადიო საათის მოვლა-პატრონობის” ხარჯები 0,2 ათ. ლარით და განისაზღვროს 4,8 ათ. ლარით.

დ) “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის” „შრომის ანაზღაურების” ხარჯები შემცირდეს 6,0 ათ. ლარით და “შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება” გაიზარდოს6,0 ათ. ლარით;

ე) შემცირდეს “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის” ხარჯები (შემცირდეს „შრომის ანაზღაურება” 13,9 ათ. ლარით, გაიზარდოს „ოფისის ხარჯები” 0,3 ათ. ლარით, “მივლინებები” 1,5 ათ. ლარით, „წარმომადგენლობითი ხარჯები” 1,0 ათ. ლარით) 11,1 ათ. ლარით და განისაზღვროს 418,9 ათ. ლარით;

ვ) გაიზარდოს “თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს” ხარჯები (“ოფისის ხარჯები”) 1,1 ათ. ლარით და განისაზღვროს 504,6 ათ. ლარით;

ზ) გაიზარდოს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის” ხარჯები (გაიზარდოს “შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება” 98.6 ათ. ლარით, „მივლინებები” 1,5 ათ. ლარით, “ოფისის ხარჯები” 27,1 ათ. ლარით, „წარმომადგენლობითი ხარჯები” 4,0 ათ. ლარით, “სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება” 5,0 ათ. ლარით, „სოციალური უზრუნველყოფა” 1,0 ათ. ლარით, შემცირდეს „ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯები” 5,2 ათ. ლარით, „შრომის ანაზღაურება” 98.6 ათ. ლარით) 33.4 ათ. ლარით და განისაზღვროს 2606.4 ათ. ლარით;

თ) გაიზარდოს „კულტურული ღონისძიებების დაფინანსების” ხარჯები (სუბსიდიები) 0,2 ათ. ლარით და განისაზღვროს 178,7 ათ. ლარით;

შესაბამისად შევიდეს ცვლილებები დადგენილების №7 დანართში, კერძოდ:

– გაიზარდოს ”სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებების” ხარჯები 0,2 ათ. ლარით და განისაზღვროს 30,2 ათ. ლარით.

ი) დაემატოს „საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქალაქ ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველო”(სუბსიდიები), თანხით 80,0 ათ. ლარი;

კ) დაემატოს ”საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ფოთის ჯგუფი” (სუბსიდიები), თანხით 40,0 ათ. ლარი;

ლ) დაემატოს „საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ფოთის განყოფილება” (სუბსიდიები), თანხით 30,0 ათ. ლარი.

  3. არაფინანსური აქტივების ზრდა (დანართი №3):

ა) გაიზარდოს „კეთილმოწყობის სამუშაოები” 112,2 ათ. ლარით და განისაზღვროს 1630,2 ათ. ლარით.

შესაბამისად შევიდეს ცვლილებები დადგენილების №5 დანართში, კერძოდ:

– დაემატოს “თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის პროექტირება”, თანხით 100,0 ათ. ლარი;

– დაემატოს „მე-7 კმ-ზე აბრის „ფოთი” კაპ. შეკეთება”, თანხით 8,0 ათ. ლარი;

– დაემატოს „სახელმწიფო დროშისათვის ბოძის მონტაჟი”, თანხით 4,2 ათ. ლარი;

– ექსპერტიზის ხარჯები (შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ექსპერტიზის ხარჯები (პროექტებისა და შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა).

   ბ) გაიზარდოს „პროექტების თანადაფინანსება” 5,8 ათ. ლარით და განისაზღვროს 381,8 ლარით;

    გ) გაიზარდოს ”სანიაღვრე არხების ქსელებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები” 40,0 ათ. ლარით და განისაზღვროს 560,0 ათ. ლარით.

შესაბამისად შევიდეს ცვლილებები დადგენილების №5 დანართში, კერძოდ:

– დაემატოს „მრავალსართულიან ს/სახლებში წყლის დგარებისა და მცირე სატუმბოების მოწყობის პროექტირება”, თანხით 40,0 ათ. ლარი.

სულ „არაფინანსური აქტივები” გაიზარდოს 158,0ათ. ლარით და განისაზღვროს 5973.4 ათ. ლარით.

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილებები №1, №2, №3, №4 დანართებში, კერძოდ: 2010 წლის გეგმები შეიცვალოს 2010 წლის ფაქტიური მონაცემებით.

    მუხლი 3

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ნაშთი (ფინანსური აქტივები) შეადგენს 337.1 ათ. ლარს.

    მუხლი4

დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიას.

    მუხლი 5

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და 1-ლი მუხლის „გ” ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011წლის 1იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                     ი. საღინაძე