„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3/20
სარეგისტრაციო კოდი
410010020.35.111.016062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228014, 10/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №3/20

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნ ის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ (სსმ V, 24/01/2011), კერძოდ:

1. თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის N1/1 დადგენილებ ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნ ის წესების შესახებ“.

2.დადგენილებ ის დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნ ის წესები“.

3. დადგენილებ ის პირველი და მე-2 აბზაცი ამოღებულ იქნას და მესამე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად“.

4. დადგენილებ ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინოს და საქმეები განიხილ ოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) განსაზღვრულმა პირმა.“

5. დადგენილებ ით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლიდან ამოღებული იქნ ე ს სიტყვა (სადგომზე) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

მუხლი 4. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის შესაბამისად“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                   ი. საღინაძე