„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/21
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში (სსმ V, 10/01/2011), კერძოდ: თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებ ის დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 220-ე მუხლის 21 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განიხილოს ამავე კოდექსის 1961, 197 და 198 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეები და სამართალდამრღვევ პირს შეუფარდოს შესაბამისი სახდელი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 197, 1971, მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე