“თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3/22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228016, 10/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №3/22

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

     შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში (სსმ 10/01/2011 ), კერძოდ:

     1. დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოების შესახებ სამართალდამრღვევის დაჯარიმების თაობაზე;“.

     2. დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს ,,ი’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესებისა და პირობების დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ’’.

     3. დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლს დაემატოს „81“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „81. სამსახური თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად უმზადებს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით და 22-ე-30-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციების, უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტებს, ხოლო შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე“.

     4. დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლს დაემატოს 23-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,23. უზრუნველყოფს მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას’’.

      მუხლი 2

       ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        ი. საღინაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2011.
როდის იქნა მიღებული “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
“თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.02.2011. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ფოთი. დოკუმენტის ნომერი — №3/22. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.111.016064.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3/22, 24.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016064 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1220509/