„ქ. ფოთთან, მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”

მიღების თარიღი 10.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.10.003.000.014
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 20/04/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 670 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„ქ. ფოთთან, მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .9in .9in .9in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება№14 2004 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი ქ. ფოთთან, მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ ქ. ფოთთან, მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოთა შესრულებისა და მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების თავიდან აცილების მიზნით: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ქ. ფოთის მერიამ განიხილონ ქ. ფოთის წყალგამყოფი ჰიდროკვანძის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსიდან ქ. ფოთის მერიის ბალანსზე გადაცემის საკითხი და განახორციელონ მის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებები არსებული წესის შესაბამისად. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება მსოფლიო ბანკთან, რათა მიღწეულ იქნეს შეთანხმება მსოფლიო ბანკის კრედიტების მეშვეობით განსახორციელებელი ,,მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის“ ფარგლებში გამოყოფილი სახსრებიდან 2004 წელს დაიწყოს და განხორციელდეს წყალგამყოფი ჰიდროკვანძის პირველი რიგის აღდგენა-გამაგრების სამშენებლო სამუშაოები 2.5 მლნ. ლარის რაოდენობით. 3. ჰიდროკვანძის პირველი რიგის გადაუდებელი აღდგენა-გამაგრების მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს მიმდინარე წლის მაისში, ძირითადი სამუშაოები – ივლისში, ხოლო აღდგენა-გამაგრების სამუშაოები – სექტემბერში. 4. ამ ნაგებობის ქ. ფოთის ბალანსზე გადაცემის შემდეგ დამკვეთის ფუნქციები დაეკისროს ქ. ფოთის მერიას, რომელსაც მიეცეს უფლება პირველი რიგის აღდგენა-გამაგრების სამუშაოთა ტექნიკური დოკუმენტაციის დამტკიცებამდე გადაუდებელი ავარიული სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს ცალკეული სამუშაო ნახაზებითა და ერთეული განფასებებით. 5. სააქციო საზოგადოება ,,საქწყალპროექტმა“ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს, ქ. ფოთის მერიისა და სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შერჩეული ვარიანტის საფუძველზე 2004 წლის პირველ ნახევარში წინსწრებით დაამუშაოს პირველი რიგის აღდგენა-გამაგრების გადაუდებელ სამუშაოთა ტექნიკური დოკუმენტაცია და უზრუნველყოს სამშენებლო ორგანიზაცია ცალკეული სამუშაო ნახაზებით. მშენებლობა განხორციელდეს ფორსმაჟორული სიტუაციისა და სამუშაოთა სპეციფიკის გათვალისწინებით. 6. ქ. ფოთის მერიამ, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა, შპს ,,საქართველოს რკინიგზამ“ და შპს ,,საქავტოგზამ“ ხელი შეუწყონ ავარიულ სამუშაოთა დროულად შესრულებას, სამშენებლო ტვირთების გადაზიდვას, ტერიტორიების დროებითი სარგებლობისათვის გამოყოფას, მასალების დასაწყობებას, კონსტრუქციების დამზადებას, სათანადო მცურავი მექანიზმებისა და ტექნიკის იჯარით გამოყენებას. 7. წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე შექმნილი ავარიული სიტუაციიდან გამომდინარე სს ,,საქწყალპ როექტმა“ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტმა ,,საქწყალეკოლოგიამ“ გააგრძელონ და სისტემატური დაკვირვება აწარმოონ ნაგებობის მდგრადობის პროგნოზირებისათვის. 8. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ჯ. ბაკურაძემ უხელმძღვანელოს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ასაცილებლად განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებათა შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და მუშაობას. გეგმა წარმოდგენილ იქნეს ორ კვირაში. 9. მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით გაზაფხულზე მდინარე რიონზე შესაძლო წყალდიდობის შემთხვევაში მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით გაღებულ იქნეს ჰიდროკვანძის ყველა ფარი. 10. წყალგამყოფი ჰიდროკვანძის ნგრევის პროცესების თავიდან აცილების მიზნით პირველი რიგის აღდგენა-გამაგრების სამუშაოთა დამთავრებამდე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს შემოვლითი გზით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქ. ფოთის მერიამ უზრუნველყონ აღნიშნულის შესრულება. 11. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) ქ. ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა უფლებამოსილ მხარეებთან ერთად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე შეიმუშაოს და ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს წარუდგინოს ავტოტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული პროექტი ხიდზე მოძრაობის სრული შეზღუდვის შემთხვევისათვის. 12. ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა პრესისა და ტელევიზიის საშუალებით უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება სახიდე გადასასვლელზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზის შესახებ. 13. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია