„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №132
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) სახმელეთო ჯარების სარდლობისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №13) და აღნიშნულ დანართში მითითებული სახმელეთო ჯარების სარდლობისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამოქალაქო შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოსამსახურე პირებს, რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად მიეცეთ დანამატი დანართი №13-ის შესაბამისად.”.
2. ბრძანების 401 პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს და მათი ოჯახის წევრებს“.
3. ბრძანებას დაემატოს 411 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„411. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირის (მათ შორის, შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის დაღუპვის/გარდაცვალების სხვა შემთხვევაში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ბრძანების 41-ე პუნქტში, მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით (მაგრამ არა უმეტეს 10000 ლარისა) შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება.”.
4. ბრძანების 42-ე პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მე-40, 41-ე და 411პუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: პირველ რიგში მეუღლე, არასრულწლოვანი (შვილ(ებ)ი და სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ი, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში მეორე რიგში მშობლები და სრულწლოვანი (შვილ(ებ)ი. თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ის დახმარებას, მათი სახელით, იღებს (შვილ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღებ პირს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, დახმარების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წილს მიიღებენ იმავე რიგში მყოფი ოჯახის სხვა წევრები თანაბარწილად, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში შემდგომ რიგში მყოფი ოჯახის წევრები.”.
5. ბრძანებით დამტკიცებული სახმელეთო ჯარების სარდლობისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №13) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 14 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 19 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ. ახალაია
დანართი №13
სახმელეთო ჯარების სარდლობისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
(ლარებში)
| № | სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება | დანამატი თვეში |
| 1 | სახმელეთო ჯარების სარდლობა | 910 |
| 2 | ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა | 312 |
შენიშვნა: პირველ პუნქტში მითითებული დანამატის გაცემის წინაპირობად შესაძლებელია განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც მოსამსახურე აიღებს დამატებით ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას სამსახურის ვადასთან დაკავშირებით.