ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 02.05.2010
ძალაში შესვლა 02.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000779
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/05/2010
matsne.gov.ge 507 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.05.2010 მიღება
02.05.2010 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ესწრაფვიან რა ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას, სურთ რა, გაეროს წესდების შესაბამისად, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის, მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.     მუხლი 2🔗 ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე სამინისტროების ან სხვა დონეზე.     მუხლი 3🔗 წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მხარეები დაადგენენ, რომ არანაკლებ წელიწადში ერთხელ გაიმართოს კონსულტაციები, აგრეთვე ამ კონსულტაციების დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.     მუხლი 4🔗 კერძოდ, კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს; გ) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარეა.     მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.     მუხლი 6🔗 მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის სტაჟიორთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის გზით.     მუხლი 7🔗 მხარეებს შორის ამ ოქმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მეგობრულად, კონსულტაციების გზით.     მუხლი 8🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.     მუხლი 9🔗 ეს ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ერთ-ერთი მხარე ექვსი თვით ადრე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ოქმის შეწყვეტის განზრახვის თაობაზე. შესრულებულია ქ. ...... 2010 წლის ......., ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს საგარეო                                                      სირიის არაბთა რესპუბლიკის საქმეთა სამინისტროს სახელით                   საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით                         (ხელმოწერილია)                                                  (ხელმოწერილია)