აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 21 მარტს 12.00 საათზე ჩატარდება სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 2 (ეროვნული სტადიონის ადმინისტრაციის ოფისი).
საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2010 წლის შედეგების მიმოხილვა.
2. საზოგადოების ზოგი ვალდებულების კაპიტალიზაციის საკითხის განხილვა.
3. კაპიტალიზაციის განხორციელებისთვის კაპიტალში შესატანი მოთხოვნების შესაბამისი თანხის ოდენობის 1 ლარის ნომინალის მქონე ჩვეულებრივი აქციების გამოშვება.
4. აქციონერების უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 7 მარტი.სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს „კავკასრეესტრში”, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელეფონი: 220718.
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2011 წლის 21 მარტს 11.00 საათიდან საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა.
გთხოვთ უზრუნველყოთ უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება.
სს „ბორის პაიჭაძის სახელობის
ეროვნული სტადიონის”
გენ. დირექტორი ა. შახოვი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2011.
- როდის იქნა მიღებული „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“?
- „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“ მიღებულია 25.02.2011. მიმღები ორგანო — ს.ს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“, №0, 25.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1221131/