შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 30.05.1997
ძალაში შესვლა 31.05.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480300000.02.002.000391
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი;
აცნობიერებენ რა საშიშროებას, რომელსაც გამოიწვევს ორივე ქვეყნისათვის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციები,
აღიარებენ რა, რომ საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ურივე ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთცოებას,
ითვალისწინებენ რა სარგებლობას, რომელიც შესაძლებელია საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით,
გამოდიან რა ორივე ქვეყნის ურთიერთდაკავშირებული ეკოლოგიური სისტემების არსებობიდან,რომელიც მოითხოვს შეთანხმებული პოლიტიკის გატარებას საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში, აფრეთვე გარემოს ურთიერთშეთანხმებული მორიტორინგის ორგანიზაციას,
ითვალისწინებენ რა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი სტიქიური უბედურებების აღმოცენების საშიშროებას,
მხედველობაში იღებენ რა საგანგებო სიტუაციათა წარმოშობის შესაძლებლობას, რომელიც არ შეიძლება იყოს ლიკვიდირებული ერთ-ერთი მხარის ძალებითა და საშუალებებით და აქედან გამომდინარე მხარეთა კოორდინირებული მოქმედების მოთხოვნებით საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით,
ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების როლს საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში,
პატივს სცემენ და აღიარებენ რა საყოველთაოდ ცნობილ ნორმებს და წესებს, რომლებიც მოქმედებენ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა წევრებიც არიან მხარეები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ამ შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
“საგანგებო სიტუაცია” - მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ავარიის, სახიფათო ბუნებრივი მოვლენის, კატასტროფის, სტიქიური ან სხა რაიმე სახის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, სიცოცხლის უნარიანობის პირობების დარღვევა, ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს ზიანი;
“მომთხოვნი მხარე” - მხარე, რომელიც თხოვნით მიმართავს მეორე მხარეს დახმარების აღმომჩენი ჯგუფების, შესაბამისი აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გამოგზავნის შესახებ;
“დახმარების გამწევი მხარე” - მხარე, რომელიც აკმაყოფილებს მეორე მხარის მოთხოვნას დახმარების აღმომჩენი ჯგუფების, შესაბამისი აღჭურვილობისა და მატერიალური უზრუნველყოფის გამოგზავნის შესახებ;
“დახმარების გამწევი ჯგუფები” - სპეციალისტთა ჯგუფები (მათ შორის სამხედრო პერსონალი), განკუთვნილი დახმაების გასაწევად და აუცილებელი აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად;
“აღჭურვილობა” - მასალები, ტექნიკური საშუალებები, სატრანსპორტო საშუალებები, დახმარების გამწევი ჯგუფის აღჭურვილობა და პირადი აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება დახმარების გასაწევად;
“უზრუნველყოფის მასალები” - მატერიალური საშუალებები, განკუთვნილი საგანგებო სიტუაციის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში, უფასო განაწილებისათვის;
„კომპეტენტური ორგანოები“ – ორგანოები, რომელიც დანიშნულია თითოეული მხარის მიერ იმ სამუშაოთა კოორდინირებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების რეალიზაციისათვის.
მუხლი 2🔗
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
1. საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის ზომებისა და მეთოდების შემუშავება და სრულყოფა;
2. ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის ორგანიზაცია:
ა) მათი ქვეყნების ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა შესახებ;
ბ) ურთიერთდახმარების სფეროში მხარეთა მოთხოვნებისა და წინადადებების შესახებ, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების შესახებ.
3) საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაციაში ურთიერთდახმარების გაწევის შესახებ.
4) საერთაშორისო ორგანიზაციების მოზიდვა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებაში მხარეთა მზადყოფნის უზრუნველსაყოფად და მათი წარმოქმნის შემთხვევაში დახმარების გასაწევად.
ზემოთ მოყვანილ სფეროებში თანამშრომლობა დამყარებული იქნება თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობა ამ შეთანხმების ფარგლებში მოიცავს:
1) საშიში ტექნოგენური და ეკოლოგიური პროცესების, აგრეთვე ბუნებრივი მოვლენების მონიტორინგის ორგანიზაციასა და განხორციელებას;
2) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებასა და მათი შედეგების შეფასებას;
3) სპეციალისტთა და მეცნიერთა გაცვლას;
4) კადრების მომზადებასა და გადამზადებას;
5) ინფორმაციისა და ტექნოლოგიების გაცვლას;
6) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო თათბირების და მაშელი ფორმირებების სწავლების ორგანიზაციას;
7) კვლევითი პროექტების ერთობლივ დაგეგმავს, შემუშავებასა და განხორციელებას და მათ დემონსტრირებას;
8) პუბლიკაციების, მოხსენებების და თემატური გამოკვლევების მომზადებას;
9) მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის კავშირის უზრუნველყოფას;
10) საგანგებო სიტუაციათა შედეგების ლიკვიდაციას;
11) ნებისმიერ სხვა საქმიანობას, დაკავშირებულს საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციასთან, რომელიც შეიძლება შეთანხმებულ იქნას კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 4🔗
მხარეებს, იქ სადაც ეს მიზანშეწონილია, შეუძლიათ წაახალისონ სამთავრობო დაწესებულების ურთიერთთანამშრომლობა, მხარეთა მიერ დანიშნულ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, აგრეთვე წაახალისონ სხვა დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკური პირების, საერთშორისო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა, რომლებიც მოღვაწეობენ საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში.
მუხლი 5🔗
საქართველოსთან კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი.
სომხეთის რესპუბლიკისათვის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამმართველო.
თითოეული მხარე დაუყოვნებლივ შეატყობინებს მეორე მხარეს კომპეტენტური ორგანოსათვის კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილების ჩამორთვმევას. შემატყობინებელი მხარე უმოკლეს ვადაში, მაგრამ შეტყობინების მომენტიდან არაუგვიანეს 30 დღისა, აცნობებს მეორე მხარეს იმ დაწესებულების სახელწოდებას, რომელიც დაინიშნება ყოფილი კომპეტენტური ორგანოს მემკვიდრედ.
მუხლი 6🔗
ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოები დაამყარებენ პირდაპირ კონტაქტებს ამ შეთანხმების შესრულების კოორდინაციის მიზნით.
ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვისა და კოორდინაცისათვის და ამ შეთანხმების რეალიზაციის მსვლელობის განსახილველად საჭიროების შემთხვევაში ტარდება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრები.
მუხლი 7🔗
მთელი საქმიანობა ამ შეთანხმების შესაბამისად, ინფორმაციის, სპეციალისტების გაცვლის, აგრეთვე ამ შეთანხმების საფუძველზე სხვა საქმიანობის განხორციელების ჩათვლით, განხორციელდება თითოეული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და განპირობეული იქნება თითოეულ მხარესთან საჭირო საშუალებების არსებობით.
მხარეს, რომელიც იღებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობაში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენლებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაიღოს მიმღები მხარის ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯები.
მგზავრობის ხარჯებს ორივე მიმართულებით გაიღებს გამგზავნი მხარე.
მუხლი 8🔗
ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია ხორციელდება იმ მხარის ძალითა და საშუალებებით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი წარმოიშვა.
თუ საგანგებო სიტუაციის მასშტაბები ისეთია, რომ დაზარალებულ მხარეს არ შეუძლია დამოუკიდებლად გაართვას თავი მის ლოკალიზაციას და ლიკვიდაციას, მაშინ ავარიულ–სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება ხორციელდება მეორე მხარის მიერ მის მიმართ დახმარებისათვის ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში.
იმ ყველა ძალის მოქმედების ხელმძღვანელობა, რომელიც ასრულებს ავარიულ–სამაშველო სამუშაოებს და სხვა გადაუდებელ სამუშაოებს საგანგებო სიტუაციით დაზარალებულ ზონაში, მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ. თუ საგანგებო სიტუაციის ზონა მოიცავს ორივე მხარის სახელმწიფოების ტერიტორიებს, მაშინ ამ მოქმედებების ხელმძღვანელობა ერთობლივად ხორციელდება ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მხარეთა ძალები და საშუალებები, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ შესაძლებლად გამოყონ, შეიძლება გამოყენებულ იქნან ავარიულ–სამაშველო, ავარიულ–აღდგენითი და სხვა სამუშაოების შესასრულებლად მომთხვონი მხარის ხარჯზე გაწეული დახმარების შემდგომი ანაზღაურების პირობით ან უსასყიდლოდ დახმარების სახით, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 9🔗
საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში დახმარება განხორციელდება საგანგებო სიტუაციის ზონაში ადამიანთა, მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის და გარემოს დაცვისათვის საჭირო აღჭურვილობითა და მასალებით უზრუნველყოფილი დახმარების გამწევის ჯგუფის დაუყოვნებლივი გაგზავნის გზით.
დახმარების გასაწევად ჩასული ჯგუფის აღჭურვილობა უნდა იყოს საკმარისი ადგილზე ავტონომიური მოქმედების განსახორციელებლად სულ ცოტა 72 საათის განმავლობაში. მარაგის დამთავრების შემდგომ პერიოდში ამ ჯგუფების უზრუნველყოფა მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელით ხორციელდება მომთხოვნი მხარის მიერ, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული მხარეთ მიერ.
დახმარების გამწევი ჯგუფი განლაგდებიან მომთხოვნი მხარის ხაჯრზე. საჭიროების შემთხვევაში მომთხოვნი მხარის მიერ მათ გაეწევათ შესაბამისი უსასყიდლო სამედიცინო დახმარება.
მუხლი 10🔗
დახმარების გაწევის ეფექტურობისა და საჭირო ოპერატიულობის მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას მინიმუმამდე დაიყვანონ დახმარების გამწევი ჯგუფების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ფორმალობები.
დახმარების გამწევი ჯგუფის ხელმძღვანელი წარადგენს მხარეთა სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელ ორგანოებში ჯგუფურ სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია დახმარების გამწევი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ და ადასტურებს დახმრების გამწევი ჯგუფის გაგზავნას, ჯგუფის წევრების სიას, ჯგუფის მუშაობისათვის განკუთვნილი ტექნიკისა და ქონების ნუსხას. სახელმწიფო საზღვარზე არსებულ გამშვებ პუნქტში ჯგუფის წევრები წარადგენენ პასპორტებს ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
განსაკუთრებული სისწრაფის დროს ჯგუფური სერთიფიკატი შეიძლება შეცვლილ იქნას დახმარების გამწევი ჯგუფის სიით, რომელიც შეიცავს ჯგუფის მუშაობისთვის განკუთვნილი ტექნიკისა და ქონების ნუსხას. აღნიშნული სია და ნუსხა დგება გამშვებ პუნქტში ჯგუფური სერთფიკატის შემდგომი გაფორმებით 48 საათის განმავლობაში.
მუხლი 11🔗
ორივე მხარის ტერიტორიაზე შესვლისა და ტეროტორიიდან გასვლისას ამ შეთანხმების თანახმად თანამშრომლობის განსახორციელებლად მხარეები ხელს უწყობენ აუცილებელ აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების საბაჟო გაფორმებების ჩატარებას, გამარტივებული სახით და პრიორიტეტული წესით, მათი სახელმწიფოების კანონმდებლობების შესაბამისად.
აღჭურვილობა და უზრუნველყოფის მასალები თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადებისგან და უნდა იქნან გამოყენებული და განაწილებული დახმარების აღმოჩენის ოპერაციებისას ან მათი დამთავრებისთანავე გატანილ უნდა იქნან მომთხოვნი მხარის ტერიტორიიდან.
თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო შეუძლებელია გაიტანონ აღჭურვილობა და უზრუნველყოფის მასალები, მაშინ დახმარების გამწევი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შეატყობინონ მომთხოვნი მხარის საბაჟო სამსახურებს, ასეთი აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების წარმოშობის, გამოყენებისა და შენახვის ხარისხის, რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
სასწრაფო დახმარების აღმოჩენის საჭიროების შემთხვევაში მომთხოვნი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართულია მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი სამედიცინო პრეპარატების საჭირო რაოდენობით შეტანა. ასეთი სამედიცინო პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ თითოეული მხარის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 12🔗
დახმარების გამწევი ჯგუფების მიერ გაწეული ხარჯების, მათ შორის შეტანილი აღჭურვილობის დაკარგვასთან ან მთლიან ან ნაწილობრივ განადგურებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურების წესი რეგულირდება მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 13🔗
დახმარების გაწევის სამუშაოების დასრულებისთანავე, დახმარების გამწევი მხარის კომპეტენტური ორგანო მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობით უგზავნის მოხსენებას ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანო დახმარების გამწევი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის შემაჯამებელ მოხსენებას დახმარების გამწევი ჯგუფების საქმიანობის შესახებ, სადაც მოყვანილია საგანგებო სიტუაციის დახასიათება, მიღებული დახმარების სახეობა და მოცულობა, ჩატარებული სამუშაოების შედეგები.
მუხლი 14🔗
ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით თითოეული მხარე თავისი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მეორე მხარის წარმომადგენლების თავის ტერიტორიაზე შემოსვლას და გასვლას, მიუხედავად არიან თუ არა ისინი დაკავშირებული კომპეტენტურ ორგანოებთან და აგრეთვე უზრუნველყოფენ აუცილებელ დაშვებას შესაბამის დაწესებულებებში, ორგანიზაციებში და ინფორმაციის წყაროებთან.
მუხლი 15🔗
ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია, იმ ინფორმაციის გამოკლებით, რომელიც მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება გავრცელებას, ქვეყნდება მხარეთა ჩვეული პრაქტიკისა და წესების საფუძველზე, თუ სხვა რამ არი არის შეთანხმებული წერილობით კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 16🔗
ეს შეთანხმება არ ეხება არც ერთი მხარის თანამშრომლობას მესამე სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 17🔗
საჭიროების შემთხვევაში მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ შეთანხმების ტექსტში შეიტანონ ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შევა ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 18🔗
ამ შეთანხმების შესრულებასა და განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოებები და დავები გადაწყდება მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დონეზე ჩატარებული ურთიერთკონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 19🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო შეტყობინების დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში. ამ შეთანხმების მოქმედება გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლით, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს წერილობით თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება არაუგვიანეს ექვსი თვისა მორიგი ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე.
ამ შეთანხმების მოქმდების შეწყვეტა არ გავრცელდება არავითარ საქმიანობაზე, რომელიც დაიწყო მისი მოქმედების შეწყვეტამდე, მაგრამ არ დამთავრებულა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტისათვის.
შესრულებულია ქ. ერევანში 1997 წ. _30_ მაისს, ორ ეგზემპლიარად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა. ამ შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით