კონვენცია პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშნადების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით
მიღების თარიღი 08.03.1991
ძალაში შესვლა 24.06.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480010000.02.002.000409
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 08/03/2001
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარკირებული ნივთიერების დასახელება | მოლეკულური ფორმულა |
დოკუმენტის ტექსტი
კონვენცია პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშნადების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 37.3pt 56.7pt .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
კონვენცია
პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფო,
აღიარებენ რა ტერორიზმის აქტების შედეგებს საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის,
გამოხატავენ რა უდიდეს შეშფოთებას ტერორიზმის აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს საჰაერო ხომალდების, სხვა სატრანსპორტო საშუალებისა და ობიექტების განადგურებას,
გამოხატავენ რა შეშფოთებას იმის გამო, რომ ამგვარი ტერორისტული აქტების განსახორციელებლად გამოყენებულია პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებები,
აღნიშნავენ რა, რომ ასეთი ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდება მათი გამოვლენის მიზნით მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს მსგავსი უკანონო აქტების თავიდან აცილებას, აღიარებენ რა, რომ ამგვარი უკანონო აქტების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია არსებობდეს საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც დააკისრებს სახელმწიფოებს მოვალეობას შესაბამისი ზომების მიღებით უზრუნველყონ პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდება სათანადო წესით,
მხედველობაში იღებენ, რა რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის 635 რეზოლუცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1989 წლის 4 დეკემბრის 44/29 რეზოლუცია დაბეჯითებით მოუწოდებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას გააქტიურონ მუშაობა პლასტიკური ან ფურცლოვანი ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების საერთაშორისო რეჟიმის შესაქმნელად მათი გამოვლენის მიზნით. მხედველობაში იღებენ რა A-27-8 რეზოლუციას, მიღებულს ერთხმად სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეის 27-ე სესიაზე, რომელშიც ასამბლეამ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ, პირველ რიგში მიღებულ იქნეს საერთაშორისო დოკუმენტი პლასტიკური ან ფურცლოვანი ფეთქებადი ნივთიერებების ნიშნადების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით.
კმაყოფილებით აღნიშნავენ რა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს როლს კონვენციის მომზადებაში, აგრეთვე მზადყოფნას, იკისროს მის განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციები, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
1.„ფეთქებადი ნივთიერებები“ აღნიშნავს ფეთქებად პროდუქტებს, რომლებიც ფართოდ ცნობილია როგორც „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებები“, მათ შორის, ფეთქებადი ნივთიერებები დრეკადი ან ელასტიური ფურცლოვანი ფორმით, როგორც აღნიშნულია წინამდებარე კონვენციის ტექნიკურ დანართში.
2.„ნიშნადების ნივთიერება“ აღნიშნავს ნივთიერებას, რომელიც აღწერილია წინამდებარე კონვენციის ტექნიკურ დანართში და ჩართულია ფეთქებად ნივთიერებაში მისი გამოვლენის მიზნით.
3.„ნიშანდება“ აღნიშნავს ფეთქებად ნივთიერებაში ნიშანდების ნივთიერების ჩართვას წინამდებარე კონვენციის ტექნიკური დანართის შესაბამისად.
4.„დამზადება“ აღნიშნავს ნებისმიერ პროცესს, მათ შორის, გადამუშავებას, რომლის შედეგად იწარმოება ფეთქებადი ნივთიერებები.
5.„შესაბამისი წესით სანქცირებული სამხედრო მოწყობილობა“ შეიცავს; კერძოდ, მასრებს, სავიაციო ყუმბარებს, ჭურვებს, ნაღმებს, რეაქტიულ ჭურვებს, რაკეტებს, დამზადებისას ფორმირებულ მუხლებს, ყუმბარებსა და პერფორატორებს, რომლებიც დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო და საპოლიციო მიზნებისათვის შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონებისა და წესების თანახმად.
6.„დამამზადებელი სახელმწიფო“ აღნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც მზადდება ფეთქებადი ნივთიერებები.
მუხლი II
ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს აუცილებელ და ეფექტიან ზომებს მის ტერიტორიაზე არანიშანდებული ფეთქებადი ნივთიერებების დამზადების აკრძალვისა და თავიდან აცილებისათვის.
მუხლი III
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს აუცილებელ და ეფექტიან ზომებს მის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიიდან არანიშანდებული ფეთქებადი ნივთიერებების შეზიდვისა და გამოზიდვის აკრძალვისა და თავიდან აცილებისათვის.
2. წინა პუნქტის დებულებები არ შეეხება მონაწილე სახელმწიფოს სამხედრო ან პოლიციური ფუნქციების შემსრულებელი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აღნიშნული მონაწილე სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული არანიშანდებული ფეთქებადი ნივთიერებების შეზიდვა-გამოზიდვას IV მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის დებულებებს.
მუხლი IV
1.ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს საჭირო ზომებს მკაცრი და ეფექტიანი კონტროლის განსახორციელებლად ამ სახელმწიფოს მიმართ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე მის ტერიტორიაზე დამზადებული ან შეზიდული არანიშანდებული ფეთქებადი ნივთიერებების მფლობელობისა და მფლობელობაში გადაცემისადმი, ისეთი წესით გამოყენების აღკვეთისათვის, რმოელიც არ შეესაბამება ამ კონვენციის მიზნებს.
2.ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს საჭირო ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერებების მთელი მარაგი, რომელიც არ არის სამხედრო ან პოლიციური ფუნქციების შემსრულებელი მისი უფლებამოსილი ორგანოების მფლობელობაში, განადგურდეს ან გამოყენებული იქნეს იმ წესით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის მიზნებს, ან იქნეს ნიშანდებული, ან გათავისუფლებული ფეთქებადი თვისებებისაგან სამი წლის განმავლობაში კონვენციის ძალაში შესვლამდე ამ სახელმწიფოს მიმართ.
3. ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს საჭირო ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამხედრო ან პოლიციური ფუნქციების შემსრულებელი მისი უფლებამოსილი ორგანოების მფლობელობაში არსებული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერებების მთელი მარაგი, რმოელიც არ შედის ჯეროვნად სანქცირებული სამხედრო მოწყობილობის შემადგენლობაში განადგურდეს ან გამოყენებულ იქნეს ისეთი წესით, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციის მიზნებს, ან იქნეს ნიშანდებული ან გათავისუფლებული ფეთქებადი თვისებებისაგან თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ამ სახელმწიფოს მიმართ.
4.ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს საჭირო ზომებს მის ტერიტორიაზე გამოვლენილი არანიშანდებული ფეთქებადი ნივთიერებების შეძლებისდაგვარად სწრაფი განადგურებისათვის, რომელიც არ არის აღნიშნული ამ მუხლის წინა პუნქტებში, გარდა იმ არანიშანდებული ფეთქებადი ნივთიერებებისა, რომელიც სამხედრო ან პოლიციური ფუნქციების შემსრულებელი მისი უფლებამოსილი ორგანოების მფლობელობაშია და შეადგენს სათანადოდ სანქცირებული სამხედრო მოწყობილობის შემადგენელ ნაწილს ამ კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის მოცემული მონაწილე სახელმწიფოს მიმართ.
5.ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს საჭირო ზომებს მკაცრი და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისთვის წინამდებარე კონვენციის ტექნიკური დანართის 1-ლი ნაწილის მე–2 პუნქტში აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერებების მფლობელობასა და მფლობელობაში გადაცემისადმი, რათა თავიდან აიცილოს მისი გამოყენება წინამდებარე კონვენციის მიზნებთან შეუთავსებელი წესით.
6.ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს საჭირო ზომებს; რათა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მოცემული სახელმწიფოს მიმართ ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ დამზადებული არანიშანდებული ფეთქებადი ნივთიერებების შეძლებისდაგვარად სწრაფი განადგურება, რომელიც არ შედის სამხედრო მოწყობილობის შემადგენლობაში ამ კონვენციის ტექნიკური დანართის 1 ნაწილის მე–2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე არანიშანდებული ფეთქებადი ნივთიერებების განადგურება, რომლებზეც არ ვრცელდება II პუნქტის არცერთი ქვეპუნქტი.
მუხლი V
1. წინამდებარე კონვენცია აფუძნებს ფეთქებადი ნივთიერებების საერთაშორისო ტექნიკურ კომისიას (შემდგომში „კომისია“), არანაკლებ თხუთმეტი და არაუმეტეს ცხრამეტი წევრის შემადგენლობით, რომლებსაც ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭო (შემდგომში –„საბჭო“) იმ პირთა რიცხვიდან, რომელთა კანდიდატურები წარმოდგენილია წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ.
2.კომისიის წევრები არიან ექსპერტები, რომლებსაც გაჩნიათ უშუალო და მნიშვნელოვანი გამოცდილება ფეთქებადი ნივთიერებების დამზადებისა და გამოვლენის ან შესაბამისი კვლევითი მუშაობის სფეროში.
3.კომისიის წევრები მუშაობენ სამი წლის განმავლობაში და შეიძლება დაინიშნონ განმეორებით.
4.კომისიის სესიები იმართება წელიწადში ერთხელ მაინც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ან საბჭოს მიერ მითითებულ ადგილას და დროს.
5.კომისია ადგენს მისი მუშაობის პროცედურის წესებს, რომელსაც ამტკიცებს საბჭო.
მუხლი VI
1.კომისია ახდენს ტექნიკური პროგრესის შეფასებას ფეთქებადი ნივთიერებების დამზადების, ნიშანდებსია და გამოვლენის სფეროში.
2.კომისია საბჭოს მეშვეობით მოახსენებს თავისი მუშაობის შედეგების შესახებ მონაწილე სახელმწიფოებს და დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
3.კომისია საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციას აძლევს საბჭოს წინამდებარე კონვენციის ტექნიკურ დანართში ჩასწორებების შესახებ. კომისია ისწრაფვის მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი რეკომენდაციების გამო კონსენსუსის გზით. კონსენსუსის მიუღწევლობლის შემთხვევაში კომისია იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს მისი წევრების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით.
4.საბჭოს შეუძლია კომისიის რეკომენდაციით შესთავაზოს მონაწილე სახელმწიფოებს წინამდებარე კონვენციის ტექნიკური დამატების შესწორებები.
მუხლი VII
1.ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის ტექნიკური დანართის შეთავაზებული შესწორების შესახებ შეტყობინების თარიღიდან ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში გაუგზავნოს საბჭოს მისი შენიშვნები. საბჭო დაუყოვნებლივ გადასცემს ამ შენიშვნებს კომისიას განსახილველად, საბჭო სთავაზობს ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც წარმოადგინა შენიშვნა ან არ ეთანხმება შემოთავაზებულ ჩასწორებას, გამართოს კონსულტაციები კომისიასთან.
2.კომისია განიხილავს მონაწილე სახელმწიფოების მოსაზრებებს, რომელიც გამოთქმულია წინა პუნქტის შესაბამისად და მოახსენებს საბჭოს, საბჭოს შეუძლია კომისიის მოხსენების განხილვისა და ჩასწორების ხასიათის და მონაწილე სახელმწიფოების, მათ შორის, მწარმოებელი სახელმწფოების, შენიშვნების გათვალისწინებით შესთავაზოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ჩასწორებების მიღება.
3.თუ შეთავაზებულ ჩასწორებას არ ეწინააღმდეგება ხუთი ან მეტი მონაწილე სახელმწიფო, რომლებმაც ამის შესახებ წერილობით აცნობეს საბჭოს, საბჭოს მიერ ამ ჩასწორების შესახებ შეტყობინების თარიღიდან ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში, იგი მიღებულად ჩაითვლება და ძალაში შევა ას ოთხმოცდაათი დღის შემდგომ ან სხვა იმ პერიოდის გასვლის შემდგომ, რომელიც შეთანხმებულია შემოთავაზებულ ჩასწორებაში მონაწილე იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც პირდაპირ არ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან ჩასწორებებს.
4.მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან შემოთავაზებულ ჩასწორებას, შემდგომში შეუძლიათ მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებსი გზით გამოხატონ თავიანთი თანხმობა ოცემული ჩასწორების მიღების შესახებ.
5.იმ შემთხვევაში, თუ ხუთი ან მეტი მონაწილე სახელმწიფო არ ეთანხმება შემოთავაზებულ ჩასწორებას, საბჭო გადასცემს მას კომისიას შემდგომი განხილვისათვის.
6. თუ შემოთავაზებული ჩასწორება არ არის მიღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს შეუძლია აგერთვე მოიწვიოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს კონფერენცია.
მუხლი VIII
1.მონაწილე სახელმწიფოები შეძლებისდაგვარად აწვდიან საბჭოს ინფორმაციას, რომელიც კომისიას ეხმარება მისი ფუნქციების განხორციელებაში VI მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
2.მონაწილე სახელმწიფოები აწვდიან საბჭოს ინფორმაციას წინამდებარე კონვენციის შესასრულებლად მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ. საბჭო ამ ინფორმაციას აწვდის ყველა მონაწილე სახელმწიფოს და დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მუხლი IX
საბჭო წინამდებარე კონვენციის შესასრულებლად მონაწილე სახელმწიფოებთან და დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით იღებს ჯეროვან ზომებს ამ კონვენციის განხორციელებისათვის, მათ შორის, ტექნიკური დახმარების აღმოჩენისა და აგრეთვე ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდებისა და გამოვლენის სფეროში არსებული ტექნიკური პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაცვლისათვის.
მუხლი X
წინამდებარე კონვენციის ტექნიკური დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი XI
1. ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტების ან გამოყენების გამო ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, ერთ-ერთის თხოვნით გადაეცემა არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ თხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდნენ არბიტრაჟის ორგანიზაციის საკითხში, ნებისმიერი მხარის მოთხოვნით დავა შეიძლება გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს, სასამართლოს სტატუტის შესაბამისად.
2. ყოველი მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცებისას ან მასთან შეერთებისას გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რომ არ არის შეზღუდული წინა პუნქტის დებულებებით. სხვა მონაწილე სახელმწიფოები არ შეიზღუდებიან წინა პუნქტის დებულებებით ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოსთან ურთიერთობისას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება.
3.ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა შენიშვნა წინა პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს მოხსნას ეს შენიშვნა დეპოზიტორთა შეტყობინების გზით.
მუხლი XII
კონვენციის მიმართ არანაირი შენიშვნების გაკეთება არ შეიძლება XI მუხლით გათვალისწინებულის გარდა.
მუხლი XIII
1. წინამდებარე კონვენცია ხელმოწერილია მონრეალში 1991 წლის 1 მარტს საჰაერო სამართლის შესახებ მონრეალის (1991 წლის 12 თებერვალი – 1 მარტი) საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ, 1991 წლის 1 მარტის შემდეგ კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის საჰაერო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მონრეალში მისი ძალაში შესვლამდე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ნებისმიერი სახელმწიფოს, რომელსაც ხელი არა აქვს მოწერილი ამ კონვენციაზე, შეუძლია შეუერთდეს მას ნებისმიერ დროს.
2. კონვენცია ექვემდებარება სახელმწიფოების რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას და ღიაა მასთან შესაერთებლად. სარატიფიკაციო სიგელები და დოკუმენტები მიღების, დადასტურების, ან შეერთების შესახებ გადაეცემა შესანახად საჰაერო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამით ინიშნება დეპოზიტორად. დეპოზიტორისათვის სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დადასტურების ან შეერთების დოკუმენტის გადაცემისას ყოველი სახელმწიფო აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, არის თუ არა იგი დამამზადებელი სახელმწიფო.
3. კონვენცია ძალაში შედის მესამოცე დღეს იმ თარიღიდან, როცა დეპოზიტორს გადაეცა შესანახად ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელი, დოკუმენტი მიღების, დადასტურების ან შეერთების შესახებ, იმ პირობით, რომ არანაკლებ ხუთმა ასეთმა სახელმწიფომ, ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, განაცხადი იმის შესახებ, რომ ისინი არიან მწარმოებელი სახელმწიფოები. თუ ოცდათხუთმეტი ასეთი დოკუმენტი ჩაბარებულია შესანახად მანამ, სანამ მიღებულია ხუთი დოკუმენტი მწარმოებელი სახელმწიფოებისაგან, ეს კონვენცია ძალაში შედის მესამოცე დღეს იმ თარიღიდან, როცა შესანახად ჩაბარდა სარატიფიკაციო სიგელი, დოკუმენტი მეხუთე მწარმოებელი სახელმწიფოს მიღების, დადასტურების ან შეერთების შესახებ.
4. სხვა სახელმწიფოებისათვის კონვენცია ძალაში შედის სამოცი დღის შემდეგ მათ მიერ სარატიფიკაციო სიგელის მიღების, დადასტურების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან.
5.ამ კონვენციის ძალაში შესვლსი შემდეგ, დეპოზიტორი რეგისტრაციაში ატარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის 83-ე მუხლის შესაბამისად (ჩიკაგო, 19-44).
მუხლი XIV
დეპოზიტორი დაუყოვნებლივ ატყობინებს კონვენციის ხელმომწერ ყველა სახელმწიფოს და ყველა მონაწილე სახელმწიფოს:
1.კონვენციის ყოველი ხელმოწერისა და ხელმოწერის თარიღის შესახებ.
2.ყოველი სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დადასტურებისა და შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შესახებ და შესანახად ჩაბარების თარიღის შესახებ, ამასთან განსაკუთრებით აღნიშნავს განაცხადა თუ არა შესაბამისმა სახელმწიფომ იმის შესახებ, რომ იგი არის დამამზადებელი სახელმწიფო.
3.ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს.
4.ამ კონვენციის ნებისმიერი ჩასწორების ან მისი ტექნიკური დანართის ძალაში შესვლის თარიღს;
5.ნებისმიერი დენონსაციის შესახებ, რომელიც გამოცხადებულია XV მუხლის შესაბამისად და
6.ნებისმიერი განაცხადების შესახებ, რომელიც გაკეთებულია XI მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი XV
1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსირება ამის შესახებ დეპოზიტორის წერილობითი შეტყობინების გზით.
2. დენონსაცია ძალაში შედის ას ოთხმოც დღეში დეპოზიტორის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან.
ამის დასადასტურებლად ქვემორე ხელის მომწერი წარმომადგენლები, სათანადოდ უფლებამოსილნი საკუთარი მთავრობების მიერ, ხელს ვაწერთ ამ კონვენციას.
შესრულებულია მონრეალში 1991 წლის 1 მარტს ერთ ეგზემპლარად რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და არაბულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი ავთენტურია.
ტექნიკური დანართი
ნაწილი 1 ფეთქებადი ნივთიერებების აღწერა
1. კონვენციის I მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერებებია:
ა) ნარევი, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ძლეირ ფეთქებად ნივთიერებას, რომელსაც სუფთა სახით აქვს ორთქლის წნევა 10-4 პან-ზე ნაკლები 250C ტემპერატურის დროს;
ბ) ნარევი შემაერთებელ მასალასთან; და
გ) ნარევი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე რბილი და ელასტიურია.
II. პროდუქტები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილის 1-ლ პუნქტში მოცემულია, როგორც ფეთქებადი ნივთიერებები, არ განიხილება როგორც ფეთქებადი ნივთიერებები მანამ, სანამ ინახება ან გამოიყენება ქვემოთ აღნიშნული მიზნებისათვის ან შედის სამხედრო მოწყობილობის შემადგენლობაში, ქვემოთ აღწერილი სახით, კერძოდ:
ა) მზადდება ან ინახება შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ და მხოლოდ ჯეროვნად სანქცირებული მეცნიერული გამოკვლევებისათვის, ახალი მოდიფიცირებული ფეთქებადი ნივთიერებების დამუშავების ან გამოცდისათვის;
ბ) მზადდება ან ინახება შეზღუდული რაოდენობით, გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ჯეროვნად სანქცირებული სწავლებისათვის ფეთქებადი ნივთიერებების გამოვლენის მიზნით და/ან ფეთქებადი ნივთიერებების გამოსაცდელი ხელსაწყოს დამუშავებისა და გამოცდისათვის;
გ) მზადდება ან ინახება შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ და მხოლოდ ჯეროვნად სანქცირებული სასამართლო-სამეცნიერო მიზნებისათვის გამოსაყენებლად; ან
დ) გათვალისწინებულია ჩასართავად ან ჩართულია როგორც განუყოფელი შემადგენელი ნაწილი ჯეროვნად სანქცირებულ სამხედრო მოწყობილობაში დამამზადებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამი წლის განმავლობაში ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ მოცემული სახელმწიფოს მიმართ. აღნიშნული სამი წლის განმავლობაში დამზადებული ამგვარი მოწყობილობა ითვლება ჯეროვნად სანქცირებულ სამხედრო მოწყობილობად და ექვემდებარება ამ კონვენციის IV მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედებას.
III. ამ ნაწილში:
„სათანადო სახით სანქცირებული“ II პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში აღნიშნავს ნებადართულს შესაბამისი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად; და
„ძლიერი ფეთქებადი ნივთიერებები“ შეიცავს, კერძოდ, ციკლოტეტრამეთილენტეტრანიტრამინს (HMX, ოქტოგენი), პენტაერიტრიტის ტეტრანიტრატს (PETN, პენტრიტი) და ციკლოტრიმეთილენტრინიტრამინს (RDZ, გეკოქსენი).
ნაწილი 2.ნიშანდებული ნივთიერებები
ნიშანდებულ ნივთიერებებს წარმოადგენს ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. ამ ცხრილში აღწერილი ნიშანდებული ნივთიერებები გათვალისწინებულია ფეთქებადი ნივთიერებების უკეთ გამოვლენის მიზნით გამოყენებისათვის ორთქლის გამოვლენის საშუალებათა დახმარებით, ყველა შემთხვევაში ნიშანდებული ნივთიერება ჩართულია ფეთქებად ნივთიერებაში ისეთი სახით, რომ იგი თანაბარწილად იყოს განაწილებული მზა პროდუქტებში. ნიშანდებული ნივთიერების, მინიმალური კოცენტრატი მზა პროდუქტში დამზადების შემდეგ შეესაბამება ზემოაღნიშნულ ცხრილში აღნიშნულს.
ცხრილი
მარკირებული ნივთიერების დასახელება
მოლეკულური ფორმულა
მოლეკულური
წონა
მინიმალური კონცენტრაცია
ეთილენგლიკოლდინიტრატი (EQDN)
2,3 დიმეთილი, 2,3- დინიტრობუტანი (DMNB)
პარა-მონონიტროტოლუოლი
(P-MNT)
ორთო-მონონიტროტოლუოლი
(O-MNT)
C2H4(NO3)2
C6H12(NO2)2
C7H7NO2
C7H7NO2
152
176
137
137
მასის 0,2 %
მასის 0,1 %
მასის 0,5 %
მასის 0,5 %
ნებისმიერი ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც მისი ჩვეულებრივი დამზადების შედეგად შეიცავს ნებისმიერ დაწესებულ ნიშანდებულ ნივთიერებას კონცენტრაციის საჭირო მინიმალური ოდენობით ან ამ ოდენობის გადაჭარბებით, განიხილება როგორც ნიშანდებული ნივთიერება.