„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.000.016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 20/04/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2004 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა

მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) კონფლიქტის მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

გ) ეროვნული თანხმობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

დ) ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ე) მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ვ) რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ზ) განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი;

თ) საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ი) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ლ) იურიდიული დეპარტამენტი;

მ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

ნ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ო) კონტროლის დეპარტამენტი;

პ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

ჟ) მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი არის სახელმწიფო მინისტრისადმი დაქვემდებარებული დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის იურიდიულ, ტექნიკურ და საბუღალტრო მომსახურებას უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის აპარატი“.

2. დებულების მე-4 მუხლის „გ და „დ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწეების კანდიდატურებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და სხვა მოსამსახურეთა კანდიდატურებისა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება განეკუთვნება სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციას;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ თანამდებობის პირებისა.“

3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა, კანცელარიის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.04.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მიღებულია 13.04.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.000.10.003.000.016.
სად არის „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, №16, 13.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.016 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12220/