კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე (CMS) შეთანხმება შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე ატლანტის ოკეანეს მცირე ვეშაპისებრთა დაცვაზე
მიღების თარიღი 19.11.1996
ძალაში შესვლა 01.06.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.109.000416
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/07/2001
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| PHOCOENIDAE Phocoena phocoena | ზღვის ღორი |
| DELPHINIDAE Tursiops truncatus Delphinus delphis | აფალინა ჩვეულებრივი დელფინი |
| DELPHINIDAE Steno bredanensis | ბლაგვკბილა დელფინი |
| Grampus griseus Tursiops truncatus Stenella coeruleoalba Delphinus delphis | რისოს დელფინი აფალინა ზოლიანი დელფინი ჩვეულებრივი დელფინი |
| Pseudorca crassidens Orcinus orca Globicephala melas | მცირე კოსატკა კოსატკა მრგვალთავიანი ვეშაპი |
| ZIPHIDAE Mezoplodon densirostris Ziphius cavirostris | Blanvilis სარტყელკბილა cuviers დინგნისკარტა |
| PHYSETERIDAE Physeter macrocephalus | სპერმაცეტული ვეშაპი (კაშალოტი) |
| KOGIDAE Kogia simus | ჯუჯა სპერმაცეტული ვეშაპი (ჯუჯა კაშალოტი) |
| BALAENIDAE Eubalaena glacialis | ჩრდილოეთის ვეშაპი |
დოკუმენტის ტექსტი
კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე (CMS) შეთანხმება შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე ატლანტის ოკეანეს მცირე ვეშაპისებრთა დაცვაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
კონვენცია
ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ (CMS)
შეთანხმება
შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ
ნოემბერი
1996
UNEP\CMS სამდივნო
გაეროს რეზიდენცია ბონში
მარტინ-ლუტერ კინგი, 8
D–53175 ბონი, გერმანია
მხარეები,
ითვალისწინებენ
რა
ველურ ცხოველთა მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციას, 1979 წ., რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობას მიგრირებადი სახეობების დაცვის სფეროში;
ითვალისწინებენ რა,
რომ კონვენციის მხარეთა მესამე შეხვედრაზე, რომელიც შედგა 1991 წლის სექტემბერში (ჟენევა), კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს კონვენციის ეგიდით მრავალმხრივი შეთანხმება შავი და ხმელთაშუა ზღვის მცირე ვეშაპისებრთა დაცვაზე;
ითვალისწინებენ რა,
რომ ვეშაპისებრები წარმოადგენენ ზღვის ერთიანი ეკოსისტემის შემადგენელ ნაწილს; რომელიც უნდა იყოს დაცული ეხლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ, და რომ ეს წარმოადგენს საერთო საზრუნავს;
ითვალისწინებენ რა
ვეშაპისებრთა დაცვის სფეროში ერთობლივი მოქმედებების განხორციელების მნიშვნელობას ისეთი საქმიანობის პარალელურად, რომელიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების მონაწილე ქვეყნების სოციალურ
-ეკონომიკურ განვითარებასთან, ისეთი საზღვაო საქმიანობების ჩათვლით, როგორც არის თევზჭერა და ხომალდების საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეთანხმებული მოძრაობა;
ითვალისწინებენ რა,
რომ ვეშაპისებრთა საკონსერვაციო სტატუსზე არასასურველი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის მათი საარსებო სივრცის (ჰაბიტატის) დეგრადაცია ან დაზიანება, დაბინძურება, საკვები რესურსების შემცირება, თევზსაჭერი მოწყობილობების გამოყენება და მიტოვება და წინასწარ გამიზნული და შემთხვევითი ჭერა;
დარწმუნებულნი არიან რა,
რომ ვეშაპისებრთა ასეთი სენსიტიურობა ამ ფაქტორების მიმართ მოითხოვს განსაკუთრებული საკონსერვაციო ზომების განხორციელებას, სადაც ისინი ჯერ მიღებული არ არის, იმ ქვეყნებისა ან რეგიონალური ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ, რომელთა სუვერენიტეტი და/ან იურისდიქცია ვრცელდება სამიგრაციო არეალის რომელიმე ნაწილზე და იმ ქვეყნების მიერ, რომელთა ხომალდებიც დაცურავენ ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს გარეთ და რომელთა ქმედებებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ვეშაპისებრთა დაცვაზე;
აღნიშნავენ რა
თანამშრომლობის ხელის შეწყობისა და გაადვილების საჭიროებას სხვადასხვა ქვეყნებს, რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციებს, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორებს შორის – შავი ხმელთაშუა ზღვის, ამ ზღვების დამაკავშირებელი წყლებისა და ატლანტიკის მიმდებარე ტერიტორიის ვეშაპისებრთა დაცვისათვის;
დარწმუნებულნი არიან რა,
რომ მრავალმხრივი შეთანხმება და მისი კოორდინირებული, შეთანხმებული განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ვეშაპისებრთა და მათი ჰაბიტატის დაცვაში საუკეთესო და ეფექუტრი გზით და, გარდა ამისა, დიდ სარგებელს მოუტანს სხვა სახეობებს;
გაცნობიერებული აქვთ რა,
რომ მიუხედავად ჩატარებული ან მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისა, საკმარისად არ არის შესწავლილი ვეშაპისებრთა ბიოლოგია, ეკოლოგია და მათი პოპულაციების დინამიკა და რომ აუცილებელია ამ სახეობების კვლევისა და მონიტორინგის ერთობლივი განვითარება საკონსერვაციო ღონისძიებების სრულყოფილად განხორციელებისათვის;
გაცნობიერებული აქვთ რა,
რომ ასეთი შეთანხმების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო იქნება გარკვეული დახმარება, სოლიდარობის გაწევა არეალის ზოგიერთი ქვეყნისათვის ვეშაპისებრთა და მათი ჰაბიტატების კვლევის, მონიტორინგის და ტრენინგისათვის, აგრეთვე სამეცნიერო და ადმინისტრატიული დაწესებულებების დაფუძნებისათვის ან მათი გაუმჯობესებისათვის;
ითვალისწინებენ რა
ვეშაპისებრთა დაცვისათვის შესაბამისი სხვა გლობალური და რეგიონალური ინსტრუმენტების მნიშვნელობას, ხელმოწერილს მრავალი მხარის მიერ, ისეთებს, როგორიც არის საერთაშორისო კონვენცია ვეშაპების რეწვის რეგულირებაზე, 1946; კონვენცია ხმელთაშუა ზღვის დაბინძურებისაგან დაცვაზე, 1976, მისი შესაბამისი პროტოკოლები და მოქმედებათა გეგმა ხმელთაშუა ზღვის ვეშაპისებრთა დაცვაზე, რომელიც მიღებული იყო მისი ეგიდით 1991 წელს; კონვენცია ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვაზე, 1979; გაეროს კონვენცია საზღვაო კანონმდებლობაზე, 1982; კონვენცია ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, 1992; კონვენცია შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვაზე, 1992; გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ მიღებული ზღვის ძუძუმწოვრების მართვის, სარგებლობის, და დაცვისათვის მოქმედებათა გლობალური გეგმა, 1984 წელი აგრეთვე ინიციატივები ხმელთაშუა ზღვაში, inter alia, თევზჭერის გენერალური საბჭო ხმელთაშუა ზღვისთვის, ხმელთაშუა ზღვის სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო კომისია, და ატლანტიური თინუსის დაცვის საერთაშორისო კომისია,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი
I. მოქმედების სფერო, განმარტებები და განსაზღვრებები
1. ა) ამ შეთანხმების გეოგრაფიული სფერო, შემდგომში „შეთანხმების არეალი“, წარმოადგენს ხმელთაშუა და შავი ზღვის წყლებს, მათი ზღვებისა და ყურეების ჩათვლით, შიდა წყლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან მათთან, ან აკავშირებენ ზემოთ ნახსენებ ზღვებს და ხმელთაშუა ზღვასთან მიმდებარე წყლებს გიბრალტარის სრუტის დასავლეთით. წინამდებარე შეთანხმებაში:
– შავი ზღვა შემოიფარგლება სამხრეთ-დასავლეთით ხაზით, რომელიც გაივლება კელაგასა და დალიანის კონცხებს შორის (თურქეთი);
– ხმელთაშუა ზღვა შემოისაზღვრება აღმოსავლეთით დარდანელის სრუტის სამხრეთი საზღვრით მეჰმეტციკის და კუმკალეს შუქურებს შორის გავლებული ხაზით (თურქეთი) და დასავლეთით – მერიდიანით, რომელიც გადის კონცხ სპარტელის შუქურაზე, გიბრალტარის სრუტის დასაწყისთან; და
– ატლანტიკის მიმდებარე არე გიბრალტარის სრუტის დასავლეთით შემოისაზღვრება: აღმოსავლეთით მერიდიანით, რომელიც გადის კონც სპარტელში შუქურაზე და დასავლეთით კი ხაზით, რომელიც აერთებს შუქურებს სენტ-ვინსენტის (პორტუგალია) და კასაბლანკას კონცხებზე (მაროკო);
ბ) ამ შეთანხმების არცერთი პირობა, არც რომელიმე კანონი, მიღებული ამ შეთანხმების საფუძველზე, არ მოახდენს ზემოქმედებას რომელიმე ქვეყნის უფლებებზე ან მოვალეობებზე, ქვეყნების აწმყო და მომავალი პრეტენზიების წაყენების უფლებაზე, ან კანონმდებლობაზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კავშირშია საზღვაო კანონთან ან მონროს კონვენციასთან (Montreux Convention) (Convention concernant le regime des detroits 20 ივლისი, 1936 წელი), კერძოდ, საზღვაო ტერიტორიების ბუნებასა და ფარგლებზე, მოპირდაპირე ან მიმდებარე სანაპირო ქვეყნებს შორის საზღვაო ტერიტორიების დადგენაზე, ღია ზღვაში ნავიგაციის თავისუფლებაზე, საერთაშორისო ნავიგაციის მნიშვნელობის მქონე სრუტეებში თავისუფალ გავლაზე, აგრეთვე სანაპირო ქვეყნის იურისდიქციის ბუნებაზე და ფარგლებზე, fla
g State and port State.
2. ეს
შეთანხმება შეეხება ყველა ვეშაპისებრს, რომელთა სამიგრაციო არეალი მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს შეთანხმების არეალში, ან რომლებიც შემთხვევით ან დროდადრო შეიძლება მოხვდნენ შეთანხმების არეალში, და რომლებიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების
I დანართში.
3. ამ
შეთანხმებაში:
ა) „ვეშაპისებრი“ ნიშნავს ცხოვლებეს, ინდივიდების ჩათვლით, რომლებიც მიეკუთვნება Odon
toceti Mysticeti
-ს სახეობებს, ქვესახეობებს ან პოპულაციებს;
ბ) „კონვენცია“ ნიშნავს „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციას“, 1979;
გ) „კონვენციის სამდივნო“ ნიშნავს ორგანოს, დაარსებულს ამ კონვენციის IX მუხლის თანახმად
;
დ) „შეთანხმების სამდივნო“ ნიშნავს ორგანოს, დაფუძნებულს ამ შეთანხმების III მუხლის §7-ის თანახმად.
ე) „სამეცნიერო კომიტეტი“ ნიშნავს ორგანოს, დაფუძნებულს ამ შეთანხმების III მუხლის §7-ის თანახმად;
ვ) „სამიგრაციო არეალი“ ნიშნავს წყლის ყველა არეს, სადაც ვეშაპისებრნი ბინადრობენ, დროებით ჩერდებიან
ან
გადაკვეთენ მას ნებისმიერ დროს თავის ნორმალურ სამიგრაციო გზაზე, შეთანხმების არეალის ფარგლებში;
ზ) „სამიგრაციო არეალის ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ ქვეყანას, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ვეშაპისებრთა პოპულაციის სამიგრაციო არეალის თუნდაც ცალკეულ ნაწილზე, რომელიც შედის ამ შეთანმხების ფარგლებში, ან ქვეყანას, რომლის ხომალდებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ვეშაპისებრთა დაცვაზე;
თ) „რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაცია“ ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნა სუვერენული სახელმწიფოების მიერ და გააჩნია საერთაშორისო შეთანხმებებზე მოლაპარაკების, შეთანხმების დადების და მისი ამოქმედების კომპეტენცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეს შეთანხმება ეხება;
ი) „მხარე“ ნიშნავს სამიგრაციო არეალის ქვეყანას, ან რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომელთათვისაც ეს შეთანხმება ძალაშია;
ე) „სუბრეგიონი“ კერძო კონტექსტში ნიშნავს ან რეგიონს, რომელიც მოიცავს შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს, ან ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებს და ატლანტიკის მიმდებარე არეს, ამ შეთანხმებაში ქვეყნის კერძო სუბრეგიონის ნებისმიერი მოხსენება გულისხმობს ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიული წყლების რომელიმე ნაწილი შედის ამ სუბრეგიონის ფარგლებში, და ქვეყნებს, რომელთა ხომალდებიც ისეთ საქმიანობას ეწევიან, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ვეშაპისებრთა დაცვაზე ამ რეგიონში; და
ვ) „ჰაბიტატი“ ნიშნავს ვეშაპისებრთა სამიგრაციო არეალის ნებისმიერ ნაწილს, სადაც ვეშაპისებრები მუდმივად ან დროებით ბინადრობენ, კერძოდ, საკვებ და მშობიარობის ადგილებს და სამიგრაციო გზებს.
გარდა
ამისა, ტერმინებს, განმარტებულს კონვენციის I მუხლის ქვეპარაგრაფებში „ა“-დან „ე“-მდე და „ი“, ექნება იგივე მნიშვნელობა, mutatis mutandis (შესაბამისი ცვლილებებით).
4. ეს
შეთანხმება წარმოადგენს შეთანხმებას, რომელიც შესაბამისობაში იმყოფება კონვენციის IV მუხლის §4-ში მოცემულ განმარტებასთან.
5. ამ
შეთანხმების დანართი წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს და ნებისმიერი მოხსენება თუ შენიშვნა, გაკეთებული შეთანხმებაზე, ეხება მის დანართებსაც.
მუხლი
II. მიზანი და საკონსერვაციო ღონისძიებები
1. მხარეები
განახორციელებენ კოორდინირებულ ღონისძიებებს ვეშაპისებრთა სასურველი საკონსერვაციო სტატუსის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. ამისათვის, მხარეები აკრძალავენ ან, თუ ეს უკვე გაკეთებული არ არის, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა გამორიცხონ ვეშაპისებრთა ნებისმიერი წინასწარ გამიზნული ჭერა და ითანამშრომლებენ ვეშაპისებრთა დაცვისათვის მიზნობრივი დაცული ტერიტორიების ქსელის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.
2. ყველა
მხარეს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი აკრძალვებიდან, რომლებიც ჩამოთვლილია წინა პარაგრაფში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როგორც ეს გათვალისწინებულია დანართი 2-ის §6-ით, სამეცნიერო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, და მხოლოდ არალეტალური in situ კვლევების ჩასატარებლად, რომელთა მიზანი იქნება ვეშაპისებრთა სასურველი საკონსერვაციო სტატუსის შენარჩუნება. შესაბამისი მხარე, შეთანხმების სამდივნოს მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინებს ბიუროს და სამეცნიერო კომიტეტს ყველა დაშვებული გამონაკლისის შესახებ. შეთანხმების სამდივნო კი თავის მხრივ დაუყოვნებლივ შეატყობინებს ყველა მხარეს დაშვებული გამონაკლისების შესახებ ყველაზე მიზანშეწონილი გზით.
3. გარდა
ამისა, თავისი სუვერენიტეტის და/ან იურისდიქციის ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებებთან შეთანხმებაში, მხარეები განახორციელებენ ვეშაპისებრთა საკონსერვაციო, კვლევით და სამენეჯმენტო ღონისძიებებს, აღწერილს ამ შეთანხმების დანართ 2-ში, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) ეროვნული კანონმდებლობის მიღება და ძალაში გატარება;
ბ) ადამიანისა და ვეშაპისებრთა ურთიერთობის შეფასება და მენეჯმენტი;
გ) ჰაბიტატის დაცვა;
დ) კვლევა და მონიტორინგი;
ე) შესაძლებლობათა განვითარება, ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, ტრენინგი და განათლება; და
ვ) საგანგებო ვითარებებში საპასუხო ზომები.
თევზჭერასთან
დაკავშირებული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ყველა წყალს გარეთაც, იმ შემთხვევაში, თუ მათი ხომალდები დაცურავს ან რეგისტრირებული იქნება აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში.
4. ზემოთ
აღნიშნული ზომების განხორციელებისას, მხარეები გამოიყენებენ წინასწარი გაფრთხილების პრინციპს (precautionary principle)
მუხლი
III. მხარეთა შეხვედრა
1. მხარეთა
შეხვედრა იქნება ამ შეთახმების გადაწყვეტილების მიმღები ორგანო
2. დეპოზიტარი, კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ მოიწვევს ამ შეთანხმების მხარეთა შეხვედრის სესიას არაუგვიანეს ერთი წლისა მისი ძალაში შესვლიდან. ამის შემდეგ, შეთანხმების სამდივნო კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ მოიწვევს მხარეთა შეხვედრის რიგით სესიებს არაუმეტეს სამი წლის ინტერვალებით, თუკი მხარეთა შეხვედრა სხვაგვარად არ გადაწყვეტს.
3. შეთანხმების
სამდივნო მოიწვევს მხარეთა შეხვედრის რიგგარეშე სესიას მხარეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. გაერო,
მისი სპეციალიზებული სააგენტოები, საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტო, ქვეყნები, რომლებიც არ არიან ამ შეთანმხების მხარეები; სხვა გლობალური და რეგიონალური კონვენციების ან შეთანხმებების სამდივნოები, რომლებიც inter alia, ჩართულნი არიან ვეშაპისებრთა დაცვაში, და რეგიონალური და სუბრეგიონალური თევზჭერის მენეჯმენტის ორგანიზაციები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის შეთანხმების არეში აღმოჩენილი დროებით ან მუდმივად მობინადრე სახეობები, შესაძლოა დაესწრონ მხარეთა შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით. ვეშაპისებრთა დაცვაში ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე ნებისმიერი სხვა სააგენტო ან ორგანო, შესაძლებელია დაესწოს მხარეთა შეხვედრის სესიას, თუ კი მხარეთა ერთი მესამედი მაინც არ იქნება წინააღმდეგი, მხარეთა შეხვედრის სესიაზე ერთხელ დასწრების შემდეგ, დამკვირვებელი შემდგომაც იქნება დასახელებული სესიებში მონაწილეობის მისაღებად, თუკი მხარეთა ერთი მესამედი მაინც არ წარადგენს პროტესტს სესიის დაწყებამდე არანაკლებ 30 დღის ადრე.
5. კენჭისყრაში
მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს. ყოველ მხარეს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება, მაგრამ რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების მხარეებს, მათ კომპეტენციაში მყოფ საკითხებთან დაკავშირებით, შეუძლიათ გამოიყენონ უფლება მისცენ ხმა იმდენჯერ, რამდენ წევრ ქვეყანასაც აერთიანებენ, რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების მხარეებს. რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციები არ გამოიყენებენ ასეთ უფლებას, თუ მისი წევრი ქვეყნები გამოიყენებენ თავისას და პირიქით.
6. მხარეთა
შეხვედრის ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების X მუხლით. თუ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი გახდება ამ შეთანხმების დანართებში მოცემულ საკითხებზე, გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას დამსწრე და კენჭის ყრაში მონაწილე მხარეთა 2/3 უმრავლესობის მიერ. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეატყობინოს დეპოზიტარს ამ გადაწყვეტილების არშესრულების განზრახვის შესახებ 150 დღის განმავლობაში.
7. მხარეთა
შეხვედრა თავის პირველ სესიაზე:
ა) მიიღებს პროცედურულ წესებს;
ბ) დააფუძნებს შეთანხმების სამდივნოს ამ შეთანხმების IV მუხლში ჩამოთვლილი ფუნქციების შესასრულებლად;
გ) ყოველ სუბრეგიონში, არსებული ინსტიტუციების ჩარჩოებში, შექმნის საკოორდინაციო ერთეულს, ამ შეთანხმების დანართ 2-ში აღწერილი ზომების განხორციელების გასაადვილებლად;
დ) აირჩევს ბიუროს, როგორც ეს გათვალისწინებულია VI მუხლით; და
ე) შექმნის სამეცნიერო კომიტეტს VII მუხლის დებულების თანახმად;
ვ) მიიღებს გადაწყვეტილებას შეთანხმების განხორციელებაზე მხარეთა ანგარიშების შინაარსისა და მოცულობის (ფორმის) შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია VII მუხლით.
8. ყოველ
რიგით სესიაზე, მხარეთა შეხვედრა:
ა) განიხილავს შეთანხმების არეში ვეშაპისებრთა საკონსერვაციო სტატუსის სამეცნიერო შეფასებას შეთანხმების არეალში და ჰაბიტატებს, მნიშვნელოვანს მათი გადარჩენისათვის, აგრეთვე ფაქტორებს, რომლებმაც მათზე შეიძლება არასასურველი ზეგავლენა იქონიონ;
ბ) განიხილავს მიღწეულ შედეგებს და არსებულ სიძნელეებს ამ შეთანხმების განხორციელებაში შეთანხმების სამდივნოს და მხარეების ანგარიშების საფუძველზე;
გ) გაუწევს კონსულტაციებს მხარეებს, თუ ეს ჩაითვლება აუცილებლად ან საჭიროდ და დასახავს გარკვეულ ქმედებებს შეთანხმების ეფექტურობის გასაძლიერებლად.
დ) საჭიროების შემთხვევაში შეისწავლის და მიიღებს გადაწყვეტილებებს ამ შეთანხმებისათვის შემოთავაზებული შესწორებების თაობაზე;
ე) მიიღებს ბიუჯეტს შემდეგი საფინანსო პერიოდისათვის და გადაწყვეტილებებს ამ შეთანხმების ნებისმიერი ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად;
ვ) მიმოიხილავს შეთანხმების სამდივნოს, საკოორდინაციო ერთეულების და სამეცნიერო კომიტეტის საორგანიზაციო საკითხებს;
ზ) მიიღებს ანგარიშს შეთანხმების მხარეთათვის და კონვენციის მხარეთა კონფერენციისათვის წარსადგენად;
თ) შეათანხმებს შემდეგი შეხვედრის სავარაუდო დროსა და ადგილს; და
ი) აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა საკითხებზე ამ შეთანხმების განხორციელებისათვის.
მუხლი
IV. შეთანხმების სამდივნო
1. ვინაიდან
ამ შეთანხმების სამდივნო საჭიროებს კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე დამტკიცებას, იგი შეიქმნება კონვენციის სამდივნოს ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ კონვენციის სამდვინო ვერ შეძლებს რაიმე დროის განმავლობაში ამ ფუნქციის შესრულებას, მხარეთა შეხვედრა იზრუნებს ალტერნატიულ გამოსავალზე.
2. შეთანხმების
სამდივნოს ფუნქციები იქნება:
ა) მხარეთა შეხვედრის სესიების მოწყობა და მომსახურება;
ბ) კავშირების დამყარება და თანამშრომლობის გაადვილება სამიგრაციო არეალის ქვეყნებსა (მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ ისინი მხარეებს თუ არა) და საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომელთა საქმიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ვეშაპისებრთა დაცვას შეთანხმების არეალში.
გ) შეთანხმების განხორციელების მიზნით მხარეებისათვის დახმარების აღმოჩენა, რაც გამოიხატება სუბრეგიონებს შორის შეთანხმებულობის უზრუნველყოფაში და სხვა საერთაშორისო მოქმედი ინსტრუმენტებით დამტკიცებულ ზომებთან შეთანხმებულობის მიღწევაში;
დ) გადაწყვეტილებების განხორციელება, რომლებსაც მას დაავალებს მხარეთა შეხვედრა;
ე) მხარეთა შეხვედრის ყურადღების მიპყრობა იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ამ შეთანხმებას;
ვ) მხარეთა შეხვედრის ყველა რიგითი სესიის ანგარიშით უზრუნველყოფა შეთანხმების სამდივნოს, საკოორდინაციო ერთეულების, ბიუროს და სამეცნიერო კომიტეტის მუშაობის შესახებ, და შეთანხმების განხორციელების შესახებ, რომელიც ეფუძნება ინფორმაციას, მოწოდებულს მხარეების მიერ და მიღებულს აგრეთვე სხვა წყაროებიდან;
ზ) ამ შეთანხმების ბიუჯეტის წარმართვა;
თ) უზრუნველყოს საზოგადოება ინფორმაციით ამ შეთანხმებაზე და მისი მიზნების შესახებ; და
ი) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომლებიც მას დაევალება ამ შეთანხმების თანახმად ან მხარეთა შეხვედრის მიერ.
3. შეთანხმების
სამდივნო, სამეცნიერო კომიტეტთან და საკოორდინაციო ერთეულებთან კონსულტაციით; ხელს შეუწყობს დირექტივების (guidelines) მომზადებას, რომლებიც inter alia, მოიცავს:
ა) ადამიანი-ვეშაპისებრთა საზიანო ურთიერთქმედების მაქსიმალურად შესაძლებელ შემცირებას ან აღკვეთას;
ბ) ჰაბიტატების დაცვას და ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის მეთოდებს, რამდენადაც ეს დაკავშირებული იქნება ვეშაპისებრებთან;
გ) საგანგებო ზომებს; და
დ) პირველად დახმარებას და გადარჩენის მეთოდებს.
მუხლი
V. საკოორდინაციო ერთეულები
1. სუბრეგიონალური
საკოორდინაციო ერთეულის ფუნქციები იქნება:
ა) ხელი შეუწყოს ამ შეთანხმების დანართი 2-ით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებას შესაბამის სუბრეგიონებში, მხარეთა შეხვედრის ინსტრუქციების თანახმად;
ბ) შეაგროვოს და შეაფასოს ინფორმაცია, რომელიც შემდგომ ხელს შეუწყობს ამ შეთანმხების მიზნების განსაზღვრას და მის განხორციელებას და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის გავრცელება;
გ) მოემსახუროს სამეცნიერო კომიტეტის შეხვდრებს და მოამზადოს მოხსენება მხარეთა შეხვედრისათვის წარსადგენად შეთანხმების სამდივნოს მეშვეობით.
საკოორდინაციო
ერთეულების დანიშნულება და მათი ფუნქციები განიხილება საჭიროებისამებრ მხარეთა შეხვედრის ყოველ სესიაზე.
2. ყოველი
საკოორდინაციო ერთეული, სამეცნიერო კომიტეტთან და შეთანხმების სამდივნოსთან კონსულტაციით, ხელს შეუწყობს საერთაშორისო მიმოხილვებისა და პუბლიკაციების სერიების მომზადებას, რომლებიც რეგულარულად განახლდება, ამასთან:
ა) ანგარიშების მომზადებას პოპულაციების სტატუსისა და ტენდენციის შესახებ, აგრეთვე სამეცნიერო ინფორმაციის დეფიციტის შევსებას;
ბ) ვეშაპისებრთათვის მნიშვნელოვანი არეების სუბრეგიონალური ცნობარის მომზადებას;
გ) ვეშაპისებრთა დაცვაში ჩართული სახელმწიფო ორგანოების, კვლევითი და დაცვითი ცენტრების, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების სუბრეგიონალური ცნობარის მომზადებას.
მუხლი
VI. ბიურო
1. მხარეთა
შეხვედრა აირჩევს ბიუროს, რომელშიც შევლენ მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარეები და მიიღებს პროცედურულ წესებს ბიუროსათვის, შეთანხმების სამდივნოს შემოთავაზების თანახმად. სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე იქნება მიწვეული დამკვირვებლად ბიუროს შეხვედრებზე. საჭიროების შემთხვევაში შეთანხმების სამდივნო გასწევს სამდივნოს ფუნქციებს.
2. ბიურო:
ა) უზრუნველყოფს ზოგადი პოლიტიკის წარმართვას და სამოქმედო და ფინანსურ მიმართულებებს შეთანხმების სამდივნოსათვის და საკოორდინაციო ერთეულებისათვის ამ შეთანხმების განხორციელების და ხელშეწყობის მიზნით;
ბ) მხარეთა შეხვედრის სესიებს შორის თავისი სახელით განახორციელებს ისეთ საქმიანობას, რაც საჭიროდ ჩაითვლება ან დაევალება მას მხარეთა შეხვედრის მიერ; და
გ) იქნება მხარეთა წარმომადგენელი vis-a-vis შეთანხმების სამდივნოს და მხარეთა შეხვედრის მასპინძელი ქვეყნ(ებ)ის მთავრობასთან(ებთან), დეპოზიტართან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ამ შეთანმხებას და მის სამდივნოს.
მუხლი
VII. სამეცნიერო კომიტეტი
1. სამეცნიერო
კომიტეტი უნდა აერთიანებდეს კვალიფიციურ ექსპერტებს ვეშაპისებრთა დაცვის სამეცნიერო სფეროში და იქნეს დაფუძნებული, როგორც მხარეთა შეხვედრის საკონსულტაციო ორგანო. მხარეთა შეხვედრა დააკისრებს სამეცნიერო კომიტეტის ფუნქციებს შეთანხმების არეალში უკვე არსებულ ორგანიზაციებს, რაც უზრუნველყოფს წარმომადგენელთა გეოგრაფიულ ბალანსს.
2. სამეცნიერო
კომიტეტის შეხვედრები მოწვეულ იქნება შეთანმხების სამდივნოს მიერ მხარეთა შეხვედრის მოთხოვნის საფუძველზე.
3. სამეცნიერო
კომიტეტი:
ა) უზრუნველყოფს მხარეთა შეხვედრებს კონსულტაციებით სამეცნიერო, ტექნიკურ და საკანონმდებლო სფეროებში, შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით და აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სესიებს შორის გაუწევს კონსულტაციებს ცალკეულ მხარეებს შესაბამისი სუბრეგიონის საკოორდინაციო ერთეულის საშუალებით;
ბ) ჩაატარებს კონსულტაციებს სახელმძღვანელო პრინციპების (guidelines) ჩამოსაყალიბებლად, როგორც ეს გათვალისწინებულია
IV მუხლის §3-ით, შეაფასებს მიმოხილვებს, მომზადებულს ამ შეთანხმების დანართი 2-ის თანახმად და ჩამოაყალიბებს რეკომენდაციებს მხარეთა შეხვედრისათვის მომავალში კვლევების ჩატარების შესახებ;
გ) აწარმოებს ვეშაპისებრთა პოპულაციების საკონსერვაციო სტატუსის სამეცნიერო შეფასებას;
დ) მისცემს რჩევებს საერთაშორისო კვლევების და მონიტორინგის პროგარმების განვითარებისა და კოორდინირებისათვის, და რეკომენდაციებს მხარეთა შეხვედრისათვის მომავალში კვლევების ჩასატარებლად;
ე) ხელს შეუწყობს სამეცნიერო ინფორმაციის და კონსერვაციის სფეროში ტექნიკური საკითხების (techniques) გაცვლას;
ვ) მოამზადებს მხარეთა შეხვედრის ყოველი სესიისათვის ანგარიშს ჩატარებული საქმიანობის შესახებ, რომელიც უნდა წარედგინოს შეთანმხების სამდივნოს არანაკლებ 120 დღით ადრე მხარეთა შეხვედრის სესიის დაწყებამდე და მიეწოდოს ყველა მხარეს შეთანხმების სამდივნოს მიერ;
ზ) უზრუნველყოფს დროულ რჩევებს გამონაკლისებზე, რომლებზეც მას შეატყობინებენ II მუხლის §2-ის თანახმად; და
თ) განახორციელებს სხვა საქმიანობას, რასაც მას დაავალებს მხარეთა შეხვედრა.
4. სამეცნიერო
კომიტეტს, შესაბამის საკოორდინაციო ერთეულებთან და ბიუროსთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფები, თუკი ეს საჭირო იქნება რაიმე კერძო ამოცანის გადასაწყვეტად. მხარეთა შეხვედრამ უნდა შეათანხმოს ფიქსირებული ბიუჯეტი ამ მიზნებისათვის.
მუხლი
VIII. მოხსენებები და ანგარიშები
ყოველი
მხარე:
ა) შეარჩევს ამ შეთანხმებისათვის საკონტაქტო პირს (focal point) და დაუყოვნებლივ აცნობებს შეთანხმების სამდივნოს მის გვარს, მისამართს და ტელესაკომუნიკაციო ნომრებს, რათა შეთანხმების სამდივნომ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ეს ინფორმაცია სხვა მხარეებს და საკოორდინაციო ერთეულებს; და
ბ) მხარეთა შეხვედრის ყოველი რიგითი სესიისათვის, დაწყებული მეორე სესიიდან, მოამზადებს ანგარიშს შეთანხმების განხორციელებაზე, კერძოდ იმაზე, თუ რა ღონისძიებები იქნა ჩატარებული კოსერვაციის თვალსაზრისით, სამეცნიერო კვლევების და მონიტორინგის სფეროში. ასეთი მოხსენებების სტანდარტი დადგენილი იქნება მხარეთა შეხვედრის პირველი სესიის მიერ და გადახედილ იქნება საჭიროებისამებრ ნებისმიერ მომდევნო სესიაზე. ყოველი მოხსენება უნდა წარედგინოს შეთანხმების სამდივნოს არანაკლებ 120 დღით ადრე მხარეთა შეხვედრის სესიის გახსნამდე, რომლისთვისაც ის მომზადდა, ხოლო ასლები შეთანხმების სამდივნომ უნდა დაუგზავნოს სხვა მხარეებს.
მუხლი
IX. ფინანსური საკითხები
1. შეთანხმების
ბიუჯეტში შესატანების სკალა განისაზღვრება მხარეთა შეხვედრის პირველ სესიაზე. არცერთ რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას არ მოეთხოვება შესატანი, რომლის ოდენობაც იქნება ადმინისტრაციული ხარჯების 2,5%-ზე მეტი.
2. გადაწყვეტილებები
ბიუჯეტის თაობაზე და რაიმე ცვლილებების შესახებ შესატანების სკალაში, თუკი აუცილებლად ჩაითვლება, უნდა იქნეს მიღებული მხარეთა შეხვედრის მიერ კონსენსუსის გზით.
3. მხარეთა
შეხვედრას შეუძლია დააფუძნოს დამატებითი საკონსერვაციო ფონდი მხარეთა ნებაყოფლობითი შესატანების ხარჯზე ან გამოიყენოს რაიმე სხვა წყაროები ვეშაპისებრთა საკონსერვაციო პროექტებისათვის, ტრენინგებისთვის, კვლევისა და მონიტორინგისათვის უკვე არსებული ფონდების გასაძლიერებლად.
4. მხარეები
აგრეთვე ბილატერალურ ან მულტილატერალურ საფუძველზე გაუწევენ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას სამიგრაციო არეალის იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ განვითარებადი ქვეყნის ან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი, იმისათვის რომ მათ შეძლონ ამ შეთანხმების პირობების შესრულება.
5. ამ
შეთანხმების განსახორციელებლად შეთანხმების სამდივნო პერიოდულად განიხილავს დამატებითი წყაროებით უზრუნველყოფის სხვა პოტენციურ მექანიზმებს, ფონდების და ტექნიკური დახმარების ჩათვლით, და მოახსენებს შედეგებს მხარეთა შეხვედრას.
მუხლი
X. შესწორებები შეთანხმებაში
1. შესწორებები ამ შეთანხმებაზე შეიძლება გაკეთდეს მხარეთა შეხვედრის ნებისმიერ რიგით ან რიგგარეშე სესიაზე.
2. შესწორებების წინადადებები შეთანხმების ტექსტზე შეიძლება შეიტანოს ნებისმიერმა მხარემ. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტი და აგრეთვე მიზეზი, რამაც გამოიწვია ამ შესწორების საჭიროება, უნდა წარედგინოს შეთანხმების სამდივნოს არანაკლებ 150 დღით ადრე სესიის დაწყებამდე. შეთანხმების სამდივნო გაუგზავნის ასლებს დანარჩენ მხარეებს. მხარეების მიერ გაკეთებული კომენტარი ამ ტექსტზე უნდა გაეგზავნოს შეთანხმების სამდივნოს არანაკლებ 60 დღით ადრე სესიის გახსნამდე. სამდივნო დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ყველა კომენტარის შესახებ, რომლებიც მას ხელთ ექნება კომენტარების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ბოლო დღისათვის.
3. ნებისმიერი
დამატებითი დანართი ან შესწორება შეთანხმებაზე, განსხვავებული შესწორებებისაგან მის დანართებზე, უნდა იქნეს მიღებული დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა 2/3 უმრავლესობის მიერ და შევიდეს ძალაში იმ მხარეებისათვის, რომლებმაც მიიღეს იგი. ამასთან, ასეთი მხარეებისათვის იგი შევა ძალაში 30 დღის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც შეთანხმების მხარეთა 2/3-მა მიიღო ეს დამატებითი დანართი ან შესწორება და წარუდგინა დეპოზიტარს მიღების დამადასტურებელი ინსტრუმენტები. იმ მხარისათვის, რომელიც წარუდგენს დეპოზიტარს მიღების დამადასტურებელ ინსტრუმენტს მას შემდეგ, რაც მხარეთა 2/3-მა უკვე წარუდგინა დეპოზიტარს თავისი, დამატებითი დანართი ან შესწორება, შევა ძალაში 30 დღის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც იგი წარუდგენს დეპოზიტარს მიღების დამადასტურებელ ინსტრუმენტს.
4. ნებისმიერი
შესწორება შეთანხმების დანართზე მიღებული უნდა იყოს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა 2/3 უმრავლესობის მიერ და შევა ძალაში ყველა მხარისათვის 150 დღის შემდეგ მხარეთა შეხვედრაზე მათი მიღების თარიღიდან. გამონაკლისს წარმოადგენს ის მხარეები, რომლებმაც გააკეთეს განცხადება თავის შეკავების შესახებ ამ მუხლის §5-ის შესაბამისად.
5. 150
დღის განმავლობაში, ამ მუხლის §4-ის თანახმად, ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარუდგინოს დეპოზიტარს წერილობითი შეტყობინება თავის შეკავების შესახებ ამ შეთანხმების დანართზე შესწორების თაობაზე. ასეთი განცხადება შეიძლება გაუქმებულ იქნეს ასევე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს და ამის შედეგად ეს შესწორება ამ მხარისათვის ძალაში შევა 30 დღის შემდეგ ამ უკანასკნელის წარდგენის დღიდან.
მუხლი
XI. შეთანხმების ზეგავლენა კანონმდებლობაზე და საერთაშორისო კონვენციებზე
1. ამ
შეთანხმების პირობები არ მოახდენს ზეგავლენას მხარის უფლებაზე მიიღოს უფრო მკაცრი ზომები ვეშაპისებრთა და მათი ჰაბიტატების დაცვისათვის, არც მის უფლებებზე ან ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს არსებული ხელშეკრულებებიდან, შეთანხმებებიდან ან კონვენციებიდან, რომელთათვისაც იგი მხარეს წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უფლებები ან ვალდებულებები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საფრთხე ვეშაპისებრთა დაცვისათვის.
2. მხარეები
განახორციელებენ ამ შეთანხმებას იმ უფლებებსა და მოვალეობებთან შეთანხმებაში, რომლებიც მათ დაკისრებული აქვთ საზღვაო კანონიდან გამომდინარე.
მუხლი
XII. სადავო საკითხების მოგვარება
1. დისპუტი
ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წამოიჭრება ორ ან მეტ მხარეს შორის, ამ შეთანხმების პირობების სხვადასხვა შესაძლო ინტერპრეტაციის ან მისი დებულებების თაობაზე, იქნება დისპუტში ჩართული მხარეების მოლაპარაკების საგანი. თუ კამათში ჩართული მხარეები არ იქნებიან წინააღმდეგი, სადავო საკითხის გადაწყვეტაში მათ შეიძლება დაეხმაროს მესამე მხარე.
2. თუ
სადავო საკითხის გადაჭრა არ მოხერხდება ამ მუხლის §1-ის თანახმად, მხარებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წარუდგინოთ სადავო საკითხი არბიტრაჟს, ან სასამართლოს. მხარეები, რომლებიც წარადგენენ საკამათო საკითხს, უნდა დაემორჩილონ არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მუხლი
XIII. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიერთება
1.
ეს შეთანხმება ღია იქნება ხელმოსაწერად სამიგრაციო არეალის ყველა ქვეყნისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორია შეთანხმების არეში, ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის, რომლის ერთი წევრი მაინც წარმოადგენს სამიგრაციო არეალის ქვეყანას, ან:
ა) ხელმოსაწერად რატიფიკაციაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე თავის შეკავების შესახებ შეტყობინების გარეშე; ან
ბ)ხელმოსაწერად რატიფიკაციაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე, რომელსაც მოყვება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, თავის შეკავების შესახებ შეტყობინების გარეშე.
2. ეს შეთანხმება ღია რჩება ხელმოსაწერად მონაკოში მისი ძალაში შესვლის დღემდე.
3. ეს შეთანხმება იქნება ღია მისაერთებლად ნებისმიერი სამიგრაციო არეალის ქვეყნისათვის ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის ზემოთ მოყვანილი §1-ის თანახმად, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს და შემდგომ.
4. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან თანხმობის ინსტრუმენტები უნდა იქნეს მიწოდებული დეპოზიტარს.
მუხლი
XIV. ძალაში შესვლა
1. ეს
შეთანხმება შევა ძალაში მესამე თვის პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც შეთანხმების არეში შესული 7 სანაპირო ქვეყნისა ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციის არანაკლებ 2 წევრისა შავი ზღვის სუბრეგიონიდან და არანაკლებ 5 წევრისა ხმელთაშუა ზღვის სუბრეგიონიდან და ატლანტიკის მიმდებარე ტერიტორიიდან, მოაწერენ მას ხელს რატიფიკაციაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე დეპოზიტართან თავის შეკავების შესახებ შეტყობინების წარდგენის გარეშე, ან წარუდგენენ დეპოზიტარს რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დამადასტურებელ ინსტრუმენტებს ამ შეთანხმების XIII მუხლის თანახმად.
2. სამიგრაციო არეალის ნებისმიერი ქვეყნისათვის ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის, რომელმაც:
ა) მოაწერა ხელი რატიფიკაციაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე თავის შეკავების შეტყობინების გარეშე;
ბ) მოახდინა რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება;
გ) მიუერთდა.
ამ
შეთანხმებას იმ თარიღის შემდგომ, როდესაც ძალაში შესასვლელად საკმარისი რაოდენობის სამიგრაციო არეალის ქვეყანამ და რეგიონალურმა ეკონომიკურმა ინტეგრაციულმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას თავის შეკავების შესახებ შეტყობინების გარეშე, ან მოახდინა მისი რატიფიცირება, მიიღო იგი ან დაამტკიცა, ეს შეთანხმება შევა ძალაში მესამე თვის პირველი დღიდან მას შემდეგ, რაც ხელს მოაწერს თავის შეკავების შესახებ შეტყობინების გარეშე ან წარუდგენს დეპოზიტარს ქვეყნის ან ორგანიზაციის სახელით რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების, ან მიერთების დამადასტურებელ ინსტრუმენტებს.
მუხლი
XV. დათქმები
ამ
შეთანხმების პირობები არ ექვემდებარება ზოგად დათქმებს. თუმცა სპეციალური ხასიათის დათქმები შესაძლებელია გაკეთდეს რომელიმე ქვეყნის ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციის მიერ მისი შიდა წყლების სპეციფიკურად განსაზღვრული ნაწილის თაობაზე, ხელმოწერით რატიფიცირებაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე დათქმების გაკეთების გარეშე, ან, კერძო შემთხვევაში, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დამადასტურებელი სიგელების წარდგენით დეპოზიტართან. ასეთი დათქმა შეიძლება იქნეს გაუქმებული ნებისმიერ დროს ქვეყნის ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციის მიერ, რომელმაც იგი გააკეთა დეპოზიტართან წერილობითი შეტყობინების გზით; ასეთი ქვეყანა ან ორგანიზაცია არ იქნება ვალდებული შეასრულოს შეთანხმების პირობები იმ წყლებში, რომლებიც წარმოადგენენ თავის შეკავების შეტყობინების ობიექტს, სანამ არ გაივლის 30 დღე ამ დათქმის ანულირებიდან.
მუხლი
XVI. გაუქმება (დენონსირება)
ნებისმიერ
ქვეყანას შეუძლია დენონსაცია გაუკეთოს ამ შეთანხმებას ნებისმიერ დროს დეპოზიტართან წერილობითი შეტყობინების წარდგენით. დენონსაცია მოხდება დეპოზიტარის მიერ
, ასეთი
შეტყობინების მიღებიდან 12 თვის შემდეგ.
მუხლი
XVII. დეპოზიტარი
1. ამ
შეთანხმების ორიგინალი არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, რომლებიც თანაბრად ავთენტურია, უნდა იქნეს დეპოზიტირებული მონაკოს მთავრობასთან, რომელიც წარმოადგენს დეპოზიტარს. დეპოზიტარი წარუდგენს ამ შეთანხმების სერტიფიცირებულ ასლებს ყველა ქვეყანას და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, ამ შეთანხმების XIII მუხლის §1-ის თანახმად, და შეთანხმების სამდივნოს მისი დაფუძნების შემდეგ.
2. როგორც
კი ეს შეთანხმება ძალაში შევა, დეპოზიტარი გაუგზავნის დამოწმებულ ასლს გაეროს სამდივნოს რეგისტრაციისათვის და პუბლიკაციისათვის გაეროს წესდების 102-ე მუხლის თანახმად.
3. დეპოზიტარი შეატყობინებს შეთანხმების სამდივნოს და ყველა ქვეყანას და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომელმაც ხელი მოაწერა ან მიუერთდა შეთანხმებას, შემდეგის შესახებ:
ა) ნებისმიერი ხელმოწერის;
ბ) რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების ინსტრუმენტის ნებისმიერი დეპოზიტის შესახებ;
გ) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ და ყველა დამატებითი დანართების, აგრეთვე შეთანხმებაზე ან მის დანართებზე ყველა შესწორების შესახებ;
დ) ყველა დათქმა, რომელიც ეხება დამატებით დანართებს ან დანართების შესწორებებს;
ე) ნებისმიერი შეტყობინება დათქმის გაუქმების თაიბაზე;
ვ) ნებისმიერი შეტყობინება წინამდებარე შეთანხმების დენონსაციის თაობაზე.
დეპოზიტარი წარუდგენს შეთანხმების სამდივნოს და ყველა ქვეყანას და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომელმაც მოაწერა ხელი ან მიუერთდა ამ შეთანხმებას, თავის შეკავების შესახებ ყველა შეტყობინების, ყველა დამატებითი დანართის და შეთანხმებაზე ან მის დანართებზე შესწორებების ტექსტს.
დანართი
1
შავი
ზღვის ვეშაპისებრთა სია, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
PHOCOENIDAE
Phocoena phocoena
ზღვის
ღორი
DELPHINIDAE
Tursiops truncatus
Delphinus delphis
აფალინა
ჩვეულებრივი
დელფინი
ხმელთაშუა
ზღვის და მიმდებარე ატლანტიკის ვეშაპისებრთა სია, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
PHOCOENIDAE
Phocoena phocoena
ზღვის
ღორი
DELPHINIDAE
Steno bredanensis
ბლაგვკბილა დელფინი
Grampus griseus
Tursiops truncatus
Stenella coeruleoalba
Delphinus delphis
რისოს
დელფინი
აფალინა
ზოლიანი
დელფინი
ჩვეულებრივი
დელფინი
Pseudorca crassidens
Orcinus orca
Globicephala melas
მცირე
კოსატკა
კოსატკა
მრგვალთავიანი
ვეშაპი
ZIPHIDAE
Mezoplodon densirostris
Ziphius cavirostris
Blanvilis სარტყელკბილა
cuviers დინგნისკარტა
PHYSETERIDAE
Physeter macrocephalus
სპერმაცეტული ვეშაპი
(კაშალოტი)
KOGIDAE
Kogia simus
ჯუჯა
სპერმაცეტული ვეშაპი
(ჯუჯა
კაშალოტი)
BALAENIDAE
Eubalaena glacialis
ჩრდილოეთის ვეშაპი
BALAENOPTERIDAE
Balaenoptera acutorostrata
Balaenoptera borealis
Balaenoptera physalus
Megaptera novaeangliae
მინკვალი
სეივალი
ფინვალი
კუზიანი
ვეშაპი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წინამდებარე
შეთანხმება აგრეთვე ეხება ყველა დანარჩენ ვეშაპისებრს, რომლებიც არ არიან შეტანილი ამ დანართში, მაგრამ რომლებიც შემთხვევით ან გარკვეული სიხშირით შეიძლება გვხდებოდნენ ამ შეთანხმების არეალში.
დანართი
2
დაცვის
გეგმა
ვეშაპისებრთა დაცვის მიზნით მხარეები თავიანთი ეკონომიკური, ტექნიკური და მეცნიერული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შეეცდებიან განახორციელონ შემდეგი ზომები, ამასთან, პრიორიტეტს მიანიჭებენ იმ სახეობათა და პოპულაციების დაცვას, რომლებსაც სამეცნიერო კომიტეტი მიანიჭებს უკიდურესად არასასურველ საკონსერვაციო სტატუსს, და განახორციელებს კვლევით სამუშაოებს იმ არეში ან იმ სახეობებისათვის, რომელთათვისაც არსებული მონაცემები ჩაითვლება არასაკმარისად.
1. ეროვნული
კანონმდებლობის მიღება და ძალაში გატარება
ამ
შეთანხმების მხარეები მიიღებენ სათანადო აუცილებელ კანონმდებლობას, ყველა საჭირო სარეგულაციო ან ადმინისტრატიულ ზომას, რათა უზრუნველყონ ვეშაპისებრთა სრული დაცვა ყველა წყლებში, სადაც ვრცელდება მათი სუვერენიტეტი და/ან იურისდიქცია და მათ ფარგლებს გარეთაც, თუ მათი ხომალდები ან ხომალდები, რეგისტრირებული მათ ტერიტორიაზე, ჩართულნი არიან ისეთ საქმიანობაში, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ვეშაპისებრთა დაცვაზე. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები:
ა) შეიმუშავებენ და განახორციელებენ ზომებს ვეშაპისებრთა საკონსერვაციო სტატუსზე თევზჭერის არასასურველი ზეგავლენის შესამცირებლად. კერძოდ, არცერთ ხომალდს არ ექნება უფლება იქონიოს ან გამოიყენოს თეზჭერისათვის დრიფტული ბადეები, რომელთა ინდივიდუალური ან მთლიანი ზომა 2,5 კმ–ზე მეტია;
ბ) შეიმუშავებენ ინსტრუქციებს ან შეიტანენ შესწორებას არსებულ ინსტრუქციებში, რომლებიც აკრძალავენ თევზსაჭერი აღჭურვილობის გადაგდებას ან დატოვებას მოტივტივედ ზღვაში, და მოითხოვენ თევზსაჭერ აღჭურვილობაში შემთხვევით მოხვედრილ ვეშაპისებრთა დაუყოვნებლივ განთავისულებას ვეშაპისებრთათვის უვნებელი გზით;
გ) მოითხოვენ მავნე ზეგავლენის შეფასების ჩატარებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს საფუძველი იმ ქმედებათა მომავალი გახანგრძლივებისათვის ან აკრძალვისათვის, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ამ შეთანხმების არეში მყოფ ვეშაპისებრებზე და მათ ჰაბიტატებზე, იქნება ეს მეთევზეობა, ზღვაში ჩასატარებელი გამოკვლევები და რეწვა, საზვაოსნო სპორტი, ტურიზმი თუ ვეშაპისებრთა სანახავი ტურები, აგრეთვე იმ პირობების დასადგენად, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება ამ მოქმედებათა განსახორციელებლად;
დ) აწარმოებს ზღვაში ჩადინების რეგულაციას და მიიღებს უფრო მკაცრ სტანდარტებს, შესაბამისი იურიდიული ინსტრუმენტების ჩარჩოებში, ვეშაპისებრებზე არასასურველი ზეგავლენის მქონე დამბინძურებლებისათვის;
ე) შეეცდება გააძლიეროს ან შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტები ამ შეთანმხების განხორციელებისათვის. და
2. ადამიანისა და ვეშაპისებრთა ურთიერთქმედების შეფასება და მენეჯმენტი
მხარეები,
შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შეაგროვებენ და ანალიზს გაუკეთებენ ადამიანისა და ვეშაპისებრთა პირდაპირ და არაპირდაპირ ურთიერთქმედებას, თევზჭერის, ინდუსტრიის და ტურიზმის და სანაპიროს და ზღვის წყლის დაბინძურების ჩათვლით. თუ საჭირო იქნება, მხარეები მიიღებენ შესაბამის დამხმარე ზომებს და შეიმუშავებს ინსტრუქციებს და/ან კოდექსს, ასეთი მოქმედებების მართვისა ან რეგულირებისათვის.
3. ჰაბიტატების დაცვა
მხარეები
ეცდებიან დაარსონ და მართონ ვეშაპისებრთათვის სპეციალური დაცული ტერიტორიები, რომლებიც შეესაბამება ვეშაპისებრთა ბუნებრივ ჰაბიტატებს და/ან სადაც ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საკვები რესურსებით. ასეთი სპეციალური დაცული ტერიტორიები უნდა შეიქმნას ხმელთაშუა ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციის, 1976; და მისი შესაბამისი პროტოკოლის ფარგლებში ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების ფარგლებში.
4. კვლევა და მონიტორინგი
მხარეები
აწარმოებენ ვეშაპისებრთა კოორდინირებულ, მიზანმიმართულ კვლევას და ხელს შეუწყობენ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას მათი დაცვის გასაძლიერებლად. მხარეები, კერძოდ:
ა) აწარმოებენ ამ შეთანხმების არეში შესულ სახეობათა სტატუსის და ტენდენციების მონიტორინგს, განსაკუთრებით ნაკლებად შესწავლილ არეებში, ან იმ სახეობათა სტატუსისა და ტენდენციების მონიტორინგს, რომლებზეც მონაცემები ნაკლებადაა ცნობილი, დაცვითი ზომების შემუშავების ხელშეწყობის მიზნით;
ბ) ითანამშრომლებენ ამ შეთანხმების არეში შესული სახეობების სამიგრაციო გზების და მათი საკვები და მშობიარობის ადგილების დადგენაში, იმისათვის რომ განსაზღვრულ იქნეს არეები, სადაც შეიძლება საჭირო იყოს ადამიანის მოქმედებების რეგულირება;
გ) შეაფასებენ შეთანხმებაში შესული სახეობების კვებით საჭიროებებს და შეუთანხმებენ მათ თევზჭერის რეგულირებასა და ტექნოლოგიას;
დ) დაამუშავებენ სისტემატურ კვლევით პროგრამებს მკვდარი, გასაჭირში მყოფი, დაჭრილი და ავადმყოფი ცხოველებისათვის, იმ მიზნით რომ დაზუსტდეს ადამიანის მოქმედებათა ზეგავლენის მოცულობა და დადგენილ იქნეს აწმყო და მომავალი საშიშროება; და
ე) ხელს შეუწყობენ ვეშაპისებრთა პოპულაციების მონიტორინგისათვის პასიური აკუსტიკური ტექნიკის შემუშავებას.
5. შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, ტრენინგი და განათლება
მიიღებენ
რა მხედველობაში სამიგრაციო არეალის ქვეყნების განვითარების სხვადასხვა სტადიასა და საჭიროებებს, მხარეები პრიორიტეტს მიანიჭებენ შესაძლებლობების გაძლიერებას იმისათვის, რომ შემუშავებულ იქნეს აუცილებელი ექსპერტიზა, საჭირო ამ შეთანმხების განსახორციელებლად. მხარეები ითანამშრომლებენ ვეშაპისებრთა შესახებ ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების საერთო მეთოდების შემუშავებაში და ტრენინგების კურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებაში. ასეთი ქმედებები უნდა განხორციელდეს შეთანხმებულად სუბრეგიონალურ და თვითონ შეთანხმების დონეზე, შეთანხმების სამდივნოს, საკოორდინაციო ერთეულების და მრჩეველთა კომიტეტის მხარდაჭერით და განხორციელდეს შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მხარისათვის. კერძოდ; მხარეები ითანამშრომლებენ:
ა) ვეშაპისებრებზე დაკვირვების, მათი შემთხვევითი ჭერის, რაიმე გაჭირვების, ეპიზოოტური და სხვა მოვლენების შესახებ მონაცემების შეგროვების სისტემის შექმნის მიზნით;
ბ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების, კვლევითი და დაცვითი ცენტრების, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალის მომზადებაში, რომლებსაც ეხებათ ვეშაპისებრთა დაცვა;
გ) ცნობარის მომზადებაში, რომელშიც შევა არსებული დაცული ან მართვადი ტერიტორიები, რომლებიც, შესაძლებელია, სარგებელს მოუტანს ვეშაპისებრთა კონსერვაციას და იმ საზღვაო ტერიტორიებს, რომელთაც აქვთ პოტენციური მნიშვნელობა ვეშაპისებრთა კონსერვაციისათვის;
დ) ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცნობარის მომზადებაში, რომელშიც შევა ვეშაპისებრებთან დაკავშირებული საკითხები;
ე) საჭიროებისამებრ, რეგიონალური და სუბრეგიონალური მონაცემების ბანკის შექმნაში, სადაც შეინახება ინფორმაცია, შეგროვებული ზემოთ მოყვანილი „ა“ და „ბ“ პარაგრაფების თანახმად;
ვ) სუბრეგიონალური და რეგიონალური საინფორმაციო ბიულეტენების მომზადებაში, სადაც შევა ინფორმაცია ვეშაპისებრთა დაცვისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ, ან იმავე მიზნებისთვის გარკვეული დახმარების გაწევაში;
ზ) ინფორმაციის და სარკვევების მომზადებაში ზღვის მომხმარებელთათვის გასავრცელებლად;
თ) რეგიონალური ცოდნის საფუძველზე ვეტერინარული რეკომენდაციების შემუშავებაში ვეშაპისებრთა გადარჩენისათვის; და
ი) კონსერვაციის, კერძოდ, დაკვირვების, გათავისუფლების, ტრანსპორტირების და პირველადი დახმარების და საგანგებო ვითარებებში საჭირო ტექნიკის შემუშავებაში და დანერგვაში ტრენინგების პროგრამების საშუალებით.
6. საგანგებო სიტუაციებზე საპასუხო ქმედებები
მხარეები,
ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, და რამდენადაც საჭირო იქნება და შესაძლებელი, შეიმუშავებენ და განახორციელებენ საგანგებო ზომებს ამ შეთანხმებაში შესული ვეშაპისებრთა სახეობებისათვის, განსაკუთრებულად არასასურველი ან სახიფათო, როდესაც პირობების შექმნისას, კერძოდ, მხარეები:
ა) შეთანხმების არეში შესულ ვეშაპისებრთა დაცვისა და გადარჩენისათვის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მოამზადებენ გეგმას საგანგებო სიტუაციებისათვის, როგორიცაა მნიშვნელოვანი დაბინძურება, მნიშვნელოვანი გაჭირვება ან ეპიზოოტიები; და
ბ) შეაფასებენ ვეშაპისებრთა დაჭრილი ან ავადმყოფი ინდივიდების გადარჩენის შესაძლებლობებს;
გ) მოამზადებენ კოდექსს ამ საქმიანობაში ჩართული ლაბორატორიების და ცენტრების ფუნქციონირების მართვის განსახორციელებლად.
საგანგებო
სიტუაციების შემთხვევაში, როდესაც სასწრაფოდ იქნება მისაღები საპასუხო ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვეშაპისებრთა ერთი ან მეტი პოპულაციისათვის დაცვითი სტატუსის დაკნინება, მხარეს შეუძლია მიმართოს შესაბამის საკოორდინაციო ერთეულს მოთხოვნით, რომ საკოორდინაციო საბჭომ ურჩიოს დანარჩენ დაინტერესებულ მხარეებს, შეიმუშაონ და დანერგონ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება იმ პოპულაციების დაცვა, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნება, როგორც ასეთი, კერძო საფრთხის წინაშე მდგომი.
ამის
დასადასტურებლად, სათანადო უფლებებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა, მოაწერეს ხელი.
შესრულდა
–––––––––რიცხვი –––––––თვე 1996 წ.
ქვეყნები,
რომლებმაც მოაწერეს ხელი:
1. ალბანეთი
2. ხორვატია
3. კვიპროსი
4. ევროგაერთიანება
5. საფრანგეთი
6. საქართველო
7. საბერძნეთი
8. ისრაელი
9. იტალია
10. მონაკო
11. მაროკო
12. პორტუგალია
13. რუმინეთი
14. ესპანეთი
15. ტუნისი
16. უკრაინა.
დანართი
შავი
ზღვის ვეშაპისებრნი, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება
ზღვის
ღორი
თეთრგვერდა დელფინი
აფალინა
ხმელთაშუა
ზღვი /და ატლანტიკის მიმდებარე წყლების/ ვეშაპისებრნი, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება
ზღვის
ღორი
დიდკბილა
დელფინი
რუხი
დელფინი
აფალინა
ზოლებიანი
პროდელფინი
თეთრგვერდა დელფინი
მცირე
კოსატკა
კოსატკა
ჩვეულებრივი
გრინდა
ბლაგვცხვირა სარტყელკბილა
ნამდვილი
დინგნისკარტა
კაშალოტი
ჯუჯა
კაშალოტი
სამხრეთის
ვეშაპი
მცირე
ზოლიანი ვეშაპი
სეივალი
ფინვალი
კუზიანი
ვეშაპი
წინამდებარე
შეთანხმება აგრეთვე გავრცელდება სხვა ვეშაპისებრებზე, რომლებიც არ არიან შეტანილი ამ დანართში, მაგრამ შემთხვევით მოხვდებიან ამ არეში.