შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრისა და დედამიწის დისტანციური ზონდირების სფეროში ურთიერთქმედების შესახებ
მიღების თარიღი 28.10.1997
ძალაში შესვლა 26.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.002.000433
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/07/2003
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრისა და დედამიწის დისტანციური ზონდირების სფეროში ურთიერთქმედების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრისა და დედამიწის დისტანციური ზონდირების სფეროში ურთიერთქმედების შესახებ
საქართველოს მთავრობა და უკრაინის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი.
ისწრაფვიან რა კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებისაკენ თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპებზე დაყრდნობით.
სურთ რა შექმნან ხელსაყრელი პირობები გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრის და დედამიწის დისტანციური ზონდირების სფეროში თანამშრომლობისათვის.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები მიიღებენ ყველა ზომას და შექმნიან ყველანაირ პირობას გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრისა და დედამიწის დისტანციური ზონდირების სფეროში ორმხრივი კავშირებისა და ასევე ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ყველა ფორმის განვითარებისათვის.
მუხლი 2🔗
მხარეები ერთობლივ სამუშაოთა კოორდინაციას, ასევე ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობას და კონტროლს აკისრებენ თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს _ სახელმწიფო გეოდეზიურ სამსახურებს:
საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს და უკრაინის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ გეოდეზიის, კარტოგრაფიის და კადასტრის მთავარ სამმართველოს.
მუხლი 3🔗
შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებული მხარეთა სახელმწიფო გეოდეზიური სამსახურები, მხარს დაუჭერენ და განავითარებენ, სახელშეკრულებო საფუძველზე, ტრადიციულად ჩამოყალიბებულ ურთიერთკავშირებს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიულ სამუშაოთა ძირითად სახეობათა შესასრულებლად, განახორციელებენ სახელმწიფოთაშორისო პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და შესრულებას, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და კარტოგრაფიული პროდუქციის ურთიერთგაცვლას, სპეციალისტების მომზადებასა და სტაჟირებას და ასევე აცნობებენ ერთმანეთს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცვლილებებისა და თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე ძირითადი გეოგრაფიული დასახელებების ცვლილებების შესახებ.
ეს შეთანხმება ზოგადი ხასიათისაა. ამ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის კონკრეტული მიზნები, დავალებები და პირობები განისაზღვრება მხარეთა სახელმწიფო გეოდეზიური სამსახურების შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ.
მუხლი 4🔗
შეთანხმების რეალიზაციის ერთობლივი კოორდინაციის მიზნით, ასევე თანამშრომლობის კონკრეტული პირობების შემუშავებისა და შეთანხმებისათვის, მხარეები ნიშნავენ ექსპერტებს მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლების უფლებამოსილებით.
მუხლი 5🔗
თანამშრომლობის პროგრამების რეალიზაციისათვის ორივე მხარე თავიანთ სახელმწიფოთა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს ყველა ზომას ერთობლივი საქმიანობის მხარდასაჭერად. მათ შორის, აუცილებელი მოწყობილობების, აღჭურვილობების, ხელსაწყოების, მზა პროდუქციის, მასალების გადაადგილებისა და მიწოდებისათვის. ამ შეთანხმების ფარგლებში ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა არ გამორიცხავს მხარეთა შორის სპეციალიზირებული კონტაქტების სხვა ფორმებს გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრისა და დედამიწის დისტანციური ზონდირების სფეროში, რომლებიც განხორციელდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, მათი შორის, კომპენსაციურ და კომერციულ საფუძველზე.
მუხლი 7🔗
მხარეები, ახორციელებენ რა თანამშრომლობას ამ შეთანხმებით განსაზღვრულ სფეროებში, ურთიერთითვალისწინებენ თავიანთ სახელმწიფოთა კანონმდებლობიდან. ამ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე ურთიერთუსაფრთხოების ინტერესებს.
მუხლი 8🔗
მხარეები ითვალისწინებენ, რომ სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას, კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტაციას, რომლებსაც ისინი ურთიერგაცვლიან ამ შეთანხმების თანახმად, ექნება ღია ხასიათი.
ხელმისაწვდომად შეზღუდული ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დაცვას, ამ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების, თავიანთ სახელმწიფოთა მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად.
მუხლი 9🔗
გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრისა და დედამიწის დისტანციური ზონდირების სფეროში თანამშრომლობის შედეგები, რომლებიც მიღებულია მხარეთა სუბიექტების მიერ, არ შეიძლება გამოქვეყნებული ან გადაცემული იქნეს მესამე მხარისათვის მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 10🔗
შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით, მხარეები თავიანთი სახელმწიფო გეოდეზიური სამსახურების მეშვეობით ორგანიზაციას გაუკეთებენ მონაცვლებით შეხვედრების გამართვას თითოეულ ქვეყანაში, სამუშაო გეგმის შეთანხმებას, თანამშრომლობის ოქმებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტების ხელმოწერას.
მხარეებს, მოლაპარაკებების დროს, ურთიერთშეთანხმებით, შეუძლიათ შეიტანონ შეთანხმებაში ცვლილებები და დამატებები, იმ პირობით, რომ ისინი პრინციპულად არ შეცვლიან მის შინაარსს.
მუხლი 11🔗
შეთანხმების დებულებათა გამოყენებისა და განმარტებისას წამოჭრილი აზრთა სხვადასხვაობის დროს, ასევე თანამშრომლობის სხვა ასპექტების შეთანხმებისას, მხარეები იღებენ ვალდებულებას გადაწყვიტონ ისინი თავიანთი ოფიციალური წარმომადგენლების მეშვეობით კონსულტაციებისა და ორმხრივი დამატებითი მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 12🔗
შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით და შეიძლება ავტომატურად გაგრძელდეს შემდგომი ორწლიანი პერიოდებით. თუ ერთ-ერთი მხარეთაგანი ამ შეთანხმების მოქმედებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას შეწყვტოს მისი მოქმედება.
შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ, მათი კანონმდებლობების შესაბამისად ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ, წერილობითი ურთიერთშეტყობინების დღიდან.
შესრულებულია ქ. თბილისში 1997 წლის 28 ოქტომბერს ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი აუთენტურია.
ამ შეთანხმების ცალკეული დებულებების განმარტებისას წარმოშობილი უთანხმოებების შემთხვევაში ტექსტს რუსულ ენაზე გააჩნია უპირატესი ძალა.
საქართველოს მთავრობის სახელით უკრაინის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)