ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში

მიღების თარიღი 19.08.2003
ძალაში შესვლა 09.08.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480420020.02.001.000436
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 09/09/2003
matsne.gov.ge 2,785 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.08.2003 მიღება
09.08.2003 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საქონელი გასაყიდი რაოდენობა (მეტრულ ტონებში)
ხორბალი 50,000
ტრანსპორტირება 2.6
სულ გაანგარიშებული ექსპორტის ღირებულება 11.1
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით საქართველოს მთავრობის სახელით
სახელი, გვარი: თანამდებობა: თარიღი: ენ ვენემანი სოფლის მეურნეობის მინისტრი
სახელი, გვარი:   თანამდებობა:       თარიღი: ვ. კერკ მილერი სასაქონლო-საკრედიტო კორპორაციის რეალიზაციის განყოფილების გენერალური დირექტორი, ვიცე პრეზიდენტი
მაგარი წითელი საშემოდგომო ხორბალი ნაყარი
1. კლასი/ხარისხი: მაგარი წითელი ზამთრის
2. ხარისხი: აშშ Nო. 2 ან მაღალი
3. პროტეინი: მინიმუმ 12.5 პროცენტი
4. ტენიანობა (მაქს.): მაქსიმუმ 13.0 პროცენტი
5. ფრაქცია: მაქსიმუმ 0.6 პროცენტი
6. ნიმუშის წონა ფუნტი/ბუშელზე (მინ.): 58. 0 ფუნტი/ბუშელზე
7. ვარდნის რიცხვი მინიმუმ 300

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:normal; font-style:italic;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:normal; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 70.9pt 56.7pt 76.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} OGSM: FGR-114-2004/156-00 ქვეყანა: საქართველო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში პრეამბულა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, მოქმედი სასაქონლო-საკრედიტო კორპორაციის (შემდგომში „სსკ“) სახით და საქართველოს მთავრობა (შემდგომში „პარტნიორი-სპონსორი“); ამერიკის შეერთებული შტატების სასურსათო რესურსების გამოყენების მიზნით იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომელთაც აიღეს ვალდებულება დანერგონ ან გააფართოონ თავისუფალი მეწარმეობის ელემენტები სოფლის მეურნეობაში სასაქონლო ფასების ცვლილების, მარკეტინგის, წარმოების საშუალებათა ხელმისაწვდომობის, დისტრიბუციისა და კერძო სექტორის მონაწილეობის საკითხებში ცვლილებების საფუძველზე; აღიარებს რა პარტნიორი-სპონსორის ერთგულებას და მის მიერ ეკონომიკური თავისუფლებისკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელებას; კერძო, ადგილობრივ სასაქონლო წარმოებას შიდა მოხმარებისათვის; ამგვარი საქონლის ყიდვისა და გაყიდვის ეფექტიანი შიდა ბაზრების შექმნას და გაფართოებას; და იმ მიდგომის გააზრების სურვილით, რომლითაც ნაკარნახევია სასოფლო-სამეურნეო საქონლის პარტნიორი-სპონსორისთვის უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოში სადისტრიბუციოდ, პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის” 1985 წლის აქტის და შემდგომი ცვლილების შესაბამისად; შეთახმდნენ შემდეგზე: ნაწილი I ზოგადი დებულებანი ამ ხელშეკრულების განსახორციელებელი ვადები და პირობები ემყარება 7 C.F.R–ის 1499 ნაწილს, თუ სხვაგვარად არ იქნა დადგენილი ქვემოთ მოყვანილ პუნქტებში. სსკ თანახმაა უზრუნველყოს პარტნიორი-სპონსორი ამ ხელშეკრულების მეორე ნაწილის პირველ პუნქტში აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის რაოდენობით (შემდგომში „საქონელი“) საქართველოს დასახმარებლად და, აანაზღაუროს საქართველოსათვის საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებული საოკეანო ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯები ამ ხელშეკრულების მეორე ნაწილის მეორე და მესამე პუნქტებში აღნიშნულ ფარგლებში. პარტნიორი-სპონსორი თანახმაა განკარგოს სასოფლო-სამეურნეო საქონელი მხოლოდ ამ ხელშეკრულებისა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, რომელიც მოცემულია “A” დანართში და, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, და არ გაყიდოს ან გაცვალოს საქონელი, თუკი სხვაგვარად არ არის მითითებული “A” დანართში, ან წერილობით არ არის შეთანხმებული სსკ-თან. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს მეორე ნაწილის პირველ პუნქტში მოცემული მიწოდების გრაფიკის მიხედვით, თუკი სხვაგვარად არ არის დადგენილი სსკ-ს მიერ. სსკ-მ უნდა უზრუნველყოს პარტნიორი-სპონსორი მეორე ნაწილში განსაზღვრული საქონლის მაქსიმალური ოდენობით, მაგრამ შესაძლებელია სსკ-მ უზრუნველყოს იგი მეორე ნაწილით განსაზღვრულ მაქსიმალურ ოდენობაზე ნაკლები ოდენობით, კერძოდ, იმ მოცულობით, რომლითაც მაქსიმალური რაოდენობის მთლიანი საექსპორტო ღირებულება გადააჭარბებს მეორე ნაწილში გათვალისწინებულ რაოდენობას. სსკ-მ და პარტნიორმა-სპონსორმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ხელშეკრულების თანახმად უსასყიდლოდ გადაცემული სასოფლო-სამეურნეო საქონელი გავლენას არ მოახდენს აშშ-ში ამ საქონლით ვაჭრობაზე, სასოფლო-სამეურნეო საქონლის მსოფლიო ფასებზე, ან სხვა ქვეყნებთან კომერციული ვაჭრობის ჩვეულ რეჟიმზე. ამ დებულების განსახორციელებლად პარტნიორი-სპონსორი ვალდებულია: 1. მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ იმპორტიორ ქვეყანაში აშშ-დან ან სხვა ქვეყნებიდან განხორციელებული მთლიანი კომერციული იმპორტი, რომლის შესყიდვა იმპორტიორი ქვეყნის რესურსებით ხდება, სულ მცირე, გაუტოლდეს სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმ რაოდენობას, რომელიც მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულ ბაზრის მოთხოვნების ამსახველ ცხრილშია მოცემული და ამ ცხრილით განსაზღვრულ თითოეულ საიმპორტო პერიოდსა და ყოველ მომდევნო პერიოდს შეესაბამება, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება; 2. მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა არ მოხდეს ამ ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ გადმოცემული საქონლის სხვა ქვეყნებში გაყიდვა, ტრანზიტის მიმართულების შეცვლა, სხვა ქვეყნებში გატანა, ან სხვა მიზნებით მოხმარება, გარდა შიდა მოხმარებისა (თუ საქონლის გაყიდვა, ტრანზიტის მიმართულების შეცვლა, სხვა ქვეყნებში გატანა ან სხვა მიზნით მოხმარება ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული სსკ-ის მიერ); და 3. მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა არ მოხდეს ამ ხელშეკრულების მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტის “B” ქვეპუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი ან უცხოური წარმოების საქონლის გატანა ექსპორტის შეზღუდვის პერიოდში, რომელიც განსაზღვრულია მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტის “A” ქვეპუნქტში (თუ ხელშეკრულების მეორე ნაწილში სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, ან თუ ასეთი ექსპორტის შესახებ სსკ არ ადგენს საგანგებო პირობებს). G. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრული საქონელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი ფისკალური წლის განმავლობაში. ნაწილი II განსაკუთრებული დებულებები პუნქტი I – საქონელი ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოწოდებულ უნდა იქნას შემდეგი საქონელი: საქონელი მიწოდების ვადა (აშშ ფისკალური წელი) მაქსიმალური რაოდენობა მეტრული ტონა (მტ) გაანგარიშებული ღირებულება (მილიონი აშშ $) ხორბალი 2004 50,000 8.5 ტრანსპორტირება 2.6 სულ გაანგარიშებული ექსპორტის ღირებულება 11.1 დაუშვებელია მაქსიმალურ რაოდენობის გადაჭარბება. B. სსკ-ს მიერ მისაწოდებელი საქონლის სპეციფიკაცია მოცემულია “B” დანართში და იგი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. პუნქტი II – ხარჯების დაფარვა გადამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების, განთავსებისა და საქონლის დისტრიბუციის დროს წარმოქმნილი სხვა ხარჯების დაფარვა ხორციელდება შემდეგნაირად: A. სსკ თანახმაა, უსასყიდლოდ შემოიტანოს საქონელი და დაფაროს საოკეანო ტრანსპორტირების ხარჯები დანიშნულების პორტამდე ან პორტებამდე, ტვირთის პარტნიორი-სპონსორისთვის მიწოდების შემდეგ. B. პარტნიორი-სპონსორი თანახმაა ორგანიზება გაუწიოს: საოკეანო ტრანსპორტირებას და გადაზიდვას, საქონლის მიღება-განთავსებას, შენახვას და საქართველოს ფარგლებში დისტრიბუციას.  პუნქტი III – საოკეანო გადამზიდველის მიერ განცდილი ზარალი და ზიანი A. 7 C.F.R-ის 1499.15(დ) ნაწილის პირობები საოკეანო გადამზიდველის მიერ განცდილი ზარალი და ზიანი, არ ეხება იმ ნებისმიერი საქონლის საოკეანო ტრანსპორტირებას, რომელიც გამიზნულია გასაყიდად ამ ხელშეკრულების თანახმად, თუ პარტნიორი-სპონსორი შეატყობინებს სსკ-ს, საქონლის პარტნიორი-სპონსორისთვის მიწოდებამდე, რომ: (1) საქონელი გაიყიდა იმ პირობებით, რომელიც მოითხოვს სრულ გადახდას ფრახტის ანგარიშფაქტურაზე დაყრდნობით, ან (2) პარტნიორი-სპონსორი შეიძენს საზღვაო ტვირთის ზარალისა და ზიანის დაზღვევას (ჩვეულებრივი, საშუალო ზარალის ჩათვლით) სულ მცირე, მიღებული საქონლის ღირებულებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ 7 C.F.R-ის 1499.15(დ) ნაწილის პირობები საოკეანო გადამზიდავის ზარალი და ზიანი, ეხება ამ ხელშეკრულების თანახმად მისაწოდებელი საქონლის საოკეანო ტრანსპორტირებას, სსკ იქირავებს ტვირთის დამოუკიდებელ ინსპექტორს, რათა იგი დაესწროს ტვირთის გადმოცლას და მოამზადოს ანგარიში დაკვირვების შედეგებზე. პარტნიორმა-სპონსორმა უნდა უზრუნველყოს ტვირთების დამოუკიდებელი ინსპექტორის დაქირავება 7 C.F.R-ის 1499.15(ც)-ს შესაბამისად, თუ სსკ სხვაგვარად არ განსაზღვრავს პუნქტი IV – ჩვეულებრივი საბაზრო ცხრილი საქონელი იმპორტის პერიოდი (აშშ ფისკალური წელი) ჩვეულებრივი საბაზრო მოთხოვნა (მეტრული ტონა) ხორბალი 2004 11, 500 "ჩვეულებრივი საბაზრო მოთხოვნა" ადგენს წინა 5 წლის განმავლობაში განხორციელებული იმპორტის კონკრეტულ დონეს. პუნქტი V – ექსპორტის შეზღუდვა ექსპორტის შეზღუდვის პერიოდია 2004 აშშ ფისკალური წელი, ან ნებისმიერი მომდევნო აშშ ფისკალური წელი, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი. ამ ხელშეკრულების 1 ნაწილის F(3) ქვეპუნქტის მიხედვით არ შეიძლება შემდეგი საქონლის ექსპორტი: ხორბალი, ხორბლის ფქვილი, იგივე ან მსგავსი პროდუქტი (პროდუქტები) სხვა სახელწოდებით. პუნქტი VI – ანგარიშები პარტნიორი-სპონსორი ვალდებულია წარმოადგინოს 7 C.F.R-ის 1499.16(ც)(1) ნაწილის შესაბამისად მოთხოვნილი ნახევარი წლის მატერიალურ-ტექნიკური ანგარიში (ფორმა სსკ-620) და 7 C.F.R-ის 1499.16(ც)(2) ნაწილის შესაბამისად მონეტიზაციის ანგარიშები (ფორმა სსკ-621) შემდეგი სახით: 1 ოქტომბრიდან 31 მარტამდე ხელმოწერილი ხელშეკრულებით მოთხოვნილი პირველი ანგარიში (ანგარიშები) წარმოდგენილი უნდა იყოს 16 მაისისთვის და უნდა მოიცავდეს პერიოდს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 31 მარტამდე. 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე ხელმოწერილი ხელშეკრულებით მოთხოვნილი პირველი ანგარიში (ანგარიშები) წარმოდგენილი უნდა იყოს 16 ნოემბრისათვის და უნდა მოიცავდეს პერიოდს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 30 სექტემბრამდე. შესაბამისად, ყოველი მომდევნო ნახევარი წლის მატერიალურ-ტექნიკური ანგარიში უნდა მოიცავდეს ექვსთვიან (6) პერიოდს საქონლის მთლიანი მოცულობის დისტრიბუციის ან გაყიდვის დასრულებამდე. მონეტიზაციის ანგარიში, აგრეთვე უნდა მოიცავდეს ექვსთვიან (6) პერიოდს საქონლის გაყიდვიდან ამონაგები თანხების მთლიანი მოცულობის მოხმარების დასრულებამდე. პარტნიორმა-სპონსორმა უნდა წარადგინოს ანგარიში მეორე ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიწოდების პერიოდის შესახებ, რომელიც ასახავს: მწარმოებელი ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებს იმპორტის შესახებ მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული ზოგადი საბაზრო მოთხოვნის (მოთხოვნების) დაკმაყოფილების მიზნით; პირველი ნაწილის F(2) და F(3) ქვეპუნქტების დებულებების შესასრულებლად გატარებული ზომების ანგარიშგებას; და მიმღები ქვეყნის სტანტისტიკურ მონაცემებს ექსპორტის შესახებ ან მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული, ამ ხელშეკრულების ფარგლებში იმპორტირებული საქონლის მსგავსი ან იგივე საქონლის შესახებ.  წინამდებარე ხელშეკრულებით სავალდებულო ყველა ანგარიში სსკ-ის მიმართ უნდა გადაეგზავნოს პროგრამის დაგეგმვის განვითარებისა და შეფასების განყოფილების დირექტორს შემდეგ მისამართზე: FAS/USDA, 1400 Independence Avenue, S.w., Stop 1034, washington D.C. 20250-1034. ნაწილი III დასკვნითი დებულებები ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე. ამის დასტურად, მხარეთა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ხელშეკრულებას. ხელშეკრულება შესრულებულია სამ ეგზემპლიარად შესრულებულია ინგლისურ ენაზე. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით საქართველოს მთავრობის სახელით სახელი, გვარი: თანამდებობა: თარიღი:  ენ ვენემანი სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელი, გვარი: თანამდებობა: თარიღი: ზურაბ ჟვანია პრემიერ მინისტრი სახელი, გვარი: თანამდებობა: თარიღი:  ვ. კერკ მილერი სასაქონლო-საკრედიტო კორპორაციის რეალიზაციის განყოფილების გენერალური დირექტორი, ვიცე პრეზიდენტი დანართი “A” სამოქმედო გეგმა 1. მიმღების დასახელება და მისამართი: საქართველოს მთავრობა 2. მიმღები ქვეყანა: საქართველო 3. მოთხოვნილი საქონლის ტიპი და რაოდენობა საქონელი შეფუთვა რაოდენობა მეტრული ტონა (მტ) მაგარი წითელი საშემოდგომო ხორბალი ნაყარი 50, 000 4. მიწოდების გრაფიკი: ხორბლის მიწოდება უნდა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში. 5. პროგრამის აღწერა: (ა) საქმიანობის მიზნები საქართველოს მთავრობა მოახდენს 50, 000 მეტრული ტონა (მტ) ხორბლის მონეტიზებას სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ხელშეწყობისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით. უსასყიდლოდ გადმოცემული ეს საქონელი არ არის განკუთვნილი სახელმწიფო მარაგის შესაქმნელად. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მთავრობა გააგრძელებს მუშაობას მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს ფერმერების, მანამდე სახელმწიფო ფლობელობაში არსებული ამჟამად პრივატიზებული და ახლად შექმნილი საწარმოების (მათ შორის გადამამუშავებელი და სადისტრიბუციო), სასოფლო-სამეურნეო საწარმოო საშუალებების ფირმების, წისქვილებისა და საცხობების დახმარებას თავისუფალ საბაზრო პირობებში ბიზნესის წარმოებისათვის. (ბ)     მომხმარებლის შერჩევის მეთოდი სსკ და საქართველოს მთავრობა თანახმაა, რომ წმინდა ამონაგები თანხები, გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაყიდვის ხარჯების გამოკლებით (6(ე) პუნქტის თანახმად, იხ. ქვემოთ), გამოიყენოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის განვითარების ღონისძიებებისა და პროექტების დასაფინანსებლად. ამონაგები თანხები გამოყენებული იქნება ეკოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული პროექტებისა და ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, რომლებიც ორიენტირებულია მდგრად გავითარებაზე და აკმაყოფილებს პროექტის შემდეგ კრიტერიუმებს: ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის კერძო სექტორის მხარდაჭერის, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის, აგრარული მიკრო-საკრედიტო სესხების, სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობისა და ინვესტირების გაფართოების და ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო კვლევითი სამუშაოების მხარდაჭერის გზით; დასაქმების სტიმულირება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და სოფლად ინფრასტრუქტურების გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება. (ც) პროგრამის ადმინისტრირება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიწოდებასა და რეალიზაციას და პასუხისმგებელი იქნება საქართველოში პროგრამის საერთო კოორდინაციაზე. (დ)    პროგრამის ბიუჯეტი პროგრამით გათვალისწინებული ყველა ხარჯი, რომელიც არ ანაზღაურდება სსკ-ს მიერ, უნდა იკისროს საქართველოს მთავრობამ. (ე) მიმღები უწყება მთელი ამონაგები თანხების გამოყენება მოხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, თბილისში ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მოსკოვში სოფლის მეურნეობის ატაშეს უფლებამოსილი წარმომადგენლებისაგან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი შეეცდება, მიაღწიოს კონსენსუსს ამონაგები თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით; იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა მოკლე ვადებში, სოფლის მეურნეობის ატაშეს მოსკოვში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამონაგები თანხების შესაბამისად გამოყენებაზე ზემოთ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით. ამონაგები თანხების განაწილების პროცედურებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შეთანხმებული ღონისძიებებისა და პროექტების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფმა შესაძლოა ამონაგები თანხები გადასცეს აშშ-ის კერძო ნებაყოფლობით ორგანიზაციებს (PVO). გამოცდილებისა და ანგარიშგების უნარ-ჩვევების დემონსტრირების მიზნით საქართველოს მთავრობას დასჭირდება პოტენციური მიმღები უწყება. საქართველოს მთავრობამ აგრეთვე უნდა განახორციელოს მიმღებ უწყებასა და თანხების ბენეფიციარ კერძო ნებაყოფლობით ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებები. (ფ)    სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის ცნობილი. (გ)     მომხმარებელთა ინფორმირების მეთოდი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას შეერთებული შტატების უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის, საჩუქრისა და მონეტიზებიდან ამონაგები თანხების განკარგვის შესახებ რადიოს, ტელევიზიის და გაზეთების საშუალებით. ამონაგები თანხების ყოველგვარი განაწილების შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებს საქართველოს მთავრობა. (ჰ) პროგრესის შეფასების კრიტერიუმები უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის საქართველოში შემოტანიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა დაიწყებს ხორბლის გაყიდვას. ხორბლის რეალიზაცია განხორციელდება მაქსიმალურად მოკლე ვადებში ბაზრის შეფერხების გარეშე. 6. თანხების ან საქონლისა და მომსახურების გამოყენება: (ა) საქონლის რაოდენობა და ტიპი საქონელი სარეალიზაციო რაოდენობა (მეტრული ტონა) ხორბალი 50,000 (ბ) რეალიზაციის გავლენა ადგილობრივ წარმოებაზე ან კომერციულ ვაჭრობაზე დაახლოებით 50,000 მეტრული ტონა ხორბლის იმპორტი არ მოახდენს ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლებას ან შეფერხებას იმის გამო, რომ ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მიმდინარე წელს წარმოებული ხორბალი დაახლოებით 250,000 მეტრულ ტონას შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო გახდება 400,000-450,000 მეტრული ტონა ხორბლის იმპორტი. (ც)     გაყიდვიდან ამონაგები თანხების გათვლილი მოცულობა საქონელი გასაყიდი რაოდენობა (მეტრულ ტონებში) სავარაუდო ფასი თითოეულ მეტრულ ტონაზე გაყიდვიდან ამონაგები თანხის სავარაუდო რაოდენობა ხორბალი 50,000 $160-170* $8.0-$8.5 მილიონი * სავარაუდო ოდენობა და ფასი ეყრდნობა მოსფლიო ბაზარზე არსებულ მიმდინარე ფასებს. რეალური სარეალიზაციო ფასები საქართველოში მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით ვარირებს გაყიდვის კონკრეტულ ეტაპზე. (დ)    საქონლის რეალიზაციის პროცედურა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქონლის მიღება-დაბინავების მიზნით (გადმოტვირთვა, შიდა გადაზიდვა, შენახვა და გაყიდვა), საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო საკონკურსო ტენდერის საფუძველზე შეარჩევს მომსახურების აგენტს (აგენტებს). ამ ხელშეკრულების ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული საქონლის მთელი რაოდენობა გაიყიდება შერჩეული მომსახურების აგენტის მიერ საჯარო აუქციონზე კონკურენტუნარიან ადგილობრივი საბაზრო ფასებში, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ხარისხის მქონე იმ ხორბლის ფასს, რომელიც შეძენილია ღია ბაზარზე სავაჭრო ოპერაციების გზით და გამოგზავნილია თბილისში. გაყიდვის პირობების თანახმად, თანხის სრული გადახდა უნდა მოხდეს საქონლის მყიდველისათვის მიწოდებამდე. რეალიზაციის ყველა ტრანზაქცია წინასწარ გამოქვეყნდება საჯაროდ. მოხდება კერძო სექტორიდან მყიდველების წახალისება აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად. აუქციონის ჩატარებიდან შვიდი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების აგენტი წარუდგენს ანგარიშს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის საელჩოს თბილისში და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტმანეტის წარმომადგენელს, სოფლის მეურნეობის ატაშეს მოსკოვში რეალიზებული ხორბლის რაოდენობის, თითოეული ტრანზაქციისას ხორბლის ფასის, მთლიანად რეალიზებული ხორბლისა და სარეალიზაციოდ დარჩენილი უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რაოდენობის შესახებ. (ე) რეალიზაციიდან ამონაგები თანხების გამოყენება უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის გაყიდვით მიღებული ყველა თანხა უნდა განთავსდეს სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც ამ კონკრეტული მიზნით იქნება გახსნილი ეროვნულ ბანკში საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ. საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები უზრუნველყოფს, რომ შერჩეულმა მომსახურების აგენტმა რეგულარულად და დროულად ჩარიცხოს გაყიდვიდან ამონაგები თანხები სპეციალურ ანგარიშზე რეალიზაციიდან შვიდი საბანკო დღის განმავლობაში. სპეციალური ანგარიშიდან თანხები უშუალოდ გადაირიცხება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, თბილისში ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მოსკოვში სოფლის მეურნეობის ატაშეს მიერ დამტკიცებული პროექტებისა და ღონისძიებების დასაფინანსებლად. საქართველოს მთავრობას შეუძლია გამოიყენოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული საქონლის გაყიდვიდან ამონაგები თანხები შემდეგი სახით: უსასყიდლოდ გადმოცემული საქონლის გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების, შენახვის და გაყიდვის რაციონალური ხარჯების იმ ოდენობის დასაფარად, რომელიც არ აღემატება $25-ს (ოცდახუთი აშშ დოლარი) ტონაზე, რომელიც გადაიხდება საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული საქონლის შიდა ტრანსპორტირების, საპორტო მომსახურების, გადმოტვირთვის, შენახვის, ფუმიგაციისა და რეალიზაციის ხარჯების დაფარვის მიზნით. (ფ)    რეალიზაციიდან ამონაგები თანხების მიღება და დეპონირება ხორბლის მონეტიზაციას მოახდენს შერჩეული მომსახურების აგენტი. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ეროვნულ ვალუტაში დაანგარიშებულ ამონაგებ თანხებს განათავსებს 6(ე) პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ ანგარიშზე. თანხები გადაირიცხება დამტკიცებული პროექტებისა და ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც შერჩეულ იქნა წინამდებარე მე-5 პუნქტის (ბ) და (ე) ქვეპუნქტებში მოყვანილი პირობების თანახმად. 7. განაწილების მეთოდები: (ა) ტრანსპორტირება და შენახვა საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს და გადაიხდის უსასყიდლოდ გადაცემული საქონლის საქართველოში საწყობამდე (საწყობებამდე) ტრანსპორტირების ხარჯებს. მარცვლეული შეინახება მის საჯარო აუქციონებზე გაყიდვამდე. (ბ)     ხელმეორედ შეფუთვა ან ხელმეორედ გადამუშავება არ არის აღნიშნული (ც)     მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმა უსასყიდლოდ გადმოცემული საქონელი მოწოდებული იქნება საქართველოს პორტამდე. საქართველოს მთავრობას გააჩნია წინა ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული აშშ-ს ჰუმანიტარული ნაყარი ხორბლის ყოველგვარი დანაკარგისა და ზიანის გარეშე მიღების პრაქტიკა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში არსებობს პორტები, სადაც შესაძლებელია ხორბლის სასურველი პარტიების მიღება და გადმოტვირთვა. ბათუმისა და ფოთის პორტებს ნაყარი ხორბლის მისაღებად სათანადო ნავსადგომი გააჩნიათ, შესაბამისად, 10.5 მეტრისა და 9.5 მეტრის სიღრმის. ერთდროულად, ამ ორივე პორტს აქვს დღეში 4,000 მეტრული ტონა ნაყარი ხორბლის მიღებისა და გადმოცლის საშუალება, აგრეთვე, გააჩნია სარკინიგზო ხაზები საქონლის პირდაპირ საწყობამდე ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში არსებობს შესაბამისი რაოდენობის ხორბლის შესანახი საწყობები (დაახლოებით 400,000 მეტრული ტონა ხორბლისთვის) და მოწოდების დღისათვის მზად იქნება ხორბლის მისაღებად. 8. შემოტანა ბაჟის გარეშე საქართველოს მთავრობა ადასტურებს, რომ ამ ხელშეკრულებით იმპორტირებული საქონელი ექვემდებარება 1992 წლის 31 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობების მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, საქართველოს მთავრობა ადასტურებს, რომ მეშვიდე პუნქტში განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური გეგმის მიხედვით ასეთი სახის საქონლის იმპორტი და განთავსება (6(ე) პუნქტის თანახმად) საქართველოში თავისუფალია ყოველგვარი საბაჟო გადასახადის, საურავისა და ბეგარისგან, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული საქონლის მონეტიზაციის მიზნით, მისი გაყიდვა აუქციონზე ასევე გათავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. 9. ეკონომიკური ზეგავლენა საქართველო არის ხორბლის ნეტო-იმპორტიორი ქვეყანა, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მეზობელ ქვეყნებში ხორბლის მცირე მოსავალმა შეამცირა მათი საექსპორტო პოტენციალი, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა და გაართულა საქართველოში შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება იმპორტის გზით. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანაში არსებული ხორბლის დეფიციტის გამო უსასყიდლოდ გადმოცემული დაახლოებით 50,000 მეტრული ტონა ხორბალი კონკურენციას არ გაუწევს ქვეყნის შიდა წარმოებას. შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში მიმდინარე წელს წარმოებული ხორბალი დაახლოებით 250,000 მეტრულ ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც მთლიანი მოთხოვნა დაახლოებით 650,000-700,000 მეტრული ტონაა, რაც 400,000-450,000 მეტრული ტონის დეფიციტს ქმნის. დანართი “ბ” საქონლის მახასიათებლები მაგარი წითელი ზამთრის (ხორბალი) 1. კლასი/ხარისხი: მაგარი წითელი ზამთრის 2. ხარისხი: აშშ Nო. 2 ან მაღალი 3. პროტეინი: მინიმუმ 12.5 პროცენტი 4. ტენიანობა (მაქს.): მაქსიმუმ 13.0 პროცენტი 5. ფრაქცია: მაქსიმუმ 0.6 პროცენტი 6. ნიმუშის წონა ფუნტი/ბუშელზე (მინ.): 58. 0 ფუნტი/ბუშელზე 7. ვარდნის რიცხვი მინიმუმ 300 8. სხვა კლასის ხორბალი მაქსიმუმ 3.0% 9. დაზიანებული მარცვალი მაქსიმუმ 0.5% 10. მთლიანი დეფექტი: 1/ მაქსიმუმ 3.5% 11. ვომიტოქსინი მაქსიმუმ 2 წილი მილიონზე 1/ მოიცავს დაზიანებულ მარცვლებს, უცხო მინარევებს, ძალიან მცირე ზომისა და დამტვრეულ მარცვლებს. შეფუთვა ნაყარი გადაზიდვა წყარო: USDA:FSA:PDD:EOB 2002 წლის მარტი (საკონტაქტო ნომერი 202-690-3565)