შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ

მიღების თარიღი 28.11.1997
ძალაში შესვლა 25.02.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000252
გამოქვეყნების წყარო სსმ, -, 05/01/1999
matsne.gov.ge 1,937 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.1997 მიღება
25.02.1999 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეები“, სურთ რა გააძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ურთიერთსარგებლობის მიზნით გრძელვადიან საფუძველზე, აქვთ რა განზრახვა შექმნან და ხელი შეუწყონ ხელსაყრელ პირობებს ერთი მხარის ინვესტორისათვის მეორე მხარის ტერიტორიაზე, აღიარებენ, რომ ინვესტიციების ხელშეწყობა და ურთიერთდაცვა, ამ შეთანხმების თანახმად, სტიმულირებას გაუწევს საქმიან ინიციატივას ამ სფეროში, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. განმარტებები ამ შეთანხმების მიზნებისათვის: 1. ტერმინი „ინვესტიცია“ მოიცავს აქტივების ნებისმიერ სახეს, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ინვესტირებულნი არიან ერთი მხარის ინვესტორის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და კერზოდ, მაგრამ არასრულად, შეიცავს: a) მოძრავ და უძრავ ქონებას, როგორც ნებისმიერ სხვა უფლებებს, ისეთ უფლებებს, როგორიც არის გირაო, შენახვის უფლებები, სესხის უზრუნველყოფისა და მსგავსი უფლებები; b) აქციებს, ფასიან ქაღალდებს და იურიდიული პირების სავალო ვალდებულებებს ან ამ იურიდიული პირების ქონებას; c) სესხებს, კრედიტებს, მიზნობრივ საბანკო და საფინანსო ანაბრებს და სხვა გვარ ფულად მოთხოვნილებებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ინვესტიციების განხორციელებასთან; d) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, პატენტების, სამრეწველო ნიმუშების, ტექნოლოგიური პროცესების, ნოუ-ჰაუს, კომერციული საიდუმლობების, საფირმო სახელწოდებებისა და გუდვილის ჩათვლით, რომლებიც ინვესტიციასთან არიან დაკავშირებულნი; e) ლიცენზიებსა და ნებართვებს მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, უფლების შესაბამისად, ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიების, მოპოვების, დამუშავებისა და ექსპლუატაციის კონცესიების ჩათვლით; ფორმის ნებისმიერი შეცვლა, რომლებშიც აქტივები არიან ინვესტირებულნი, გავლენას არ იქონიებს მათ, როგორც ინვესტიციები თვისებებზე. a) ტერმინი „ფიზიკური პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ნებისმიერი მხარის მოქალაქეობა ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონების შესაბამისად; b) ტერმინი „იურიდიული პირი“ ნიშნავს ნებისმიერი მხარის მიმართ ნებისმიერ დაწესებულებას, საწარმოს ან ორგანიზაციას, რომლებიც შექმნილნი არიან თითოეული მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და, რომლებსაც აქვთ უფლება განახორციელონ ინვესციციები მეორე მხარის ტერიტორიაზე. 3. ტერმინი „შემოსავლები“ ნიშნავს ფულად თანხებს, რომლებიც ინვესტიციების შედეგად არიან მიღებულნი და შეიცავს კერზოდ, თუმცა არა სრულად, შემოსავლებს, პროცენტებს, კაპიტალის ნამატს, აქციებს, დივიდენდებს, როიალტის და გადასახადს მომსახურებაზე. 4. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს თითოეული მხარის მიმართ ტერიტორიას, რომელიც იმყოფება მის სუვერენიტეტის ქვეშ, აგრეთვე საზღვაო და წყალქვეშა რაიონებს, რომელზედაც ეს მხარე ახორციელებს სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. შეთანხმების გამოყენება ამ შეთანხმების პირობები გამოიყენება ყველა ინვესტიციების მიმართ, რომელიც განხორციელებულია ერთი მხარის ინვესტორის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე, როგორც ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ასევე მისი ძალაში შესვლის შემდეგ.     მუხლი 3🔗. ინვესტიციების წახალისება და დაცვა 1. თითოეული მხარე წაახალისებს და შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს ინვესტიციების განხორციელებისათვის თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის ინვესტორებს და დაუშვებს ასეთ ინვესტიციებს მისი კანონებისა და წესების შესებამისად. 2. ნებისმიერი მხარის ინვესტორების ინვესტიციები სარგებლობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე სამართლიანი და თანაბარი მოპყრობით, სრული დაცვითა და უშიშროებით.     მუხლი 4🔗. ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი 1. თითოეული მხარე თავის ტერიტორიაზე ანიჭებს მეორე მხარის ინვესტორებს ინვესტიციების რეჟიმს, რომელიც არის სამართლიანი და თანაბარი და არა ნაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე ის, რომელსაც იგი ანიჭებს თავისი ინვესტორების ინვესტიციებს ან ნებისმიერ მესამე სახელმწიფოს ინვესტორების ინვესტიციებს. 2. თითოეული მხარე თავის ტერიტორიაზე ანიჭებს მეორე მხარის ინვესტორებს მართვასთან, ხელშეწყობასთან, გამოყენებასთან, შემოსავლების მიღებასთან და თავიანთი ინვესტიციების განკარგვასთან დაკავშირებით რეჟიმს, რომელიც არის სამართლიანი და თანაბარი და არა ნაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე ის, რომელსაც იგი ანიჭებს საკუთრ ინვესტორებს ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს. 3. ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების დებულებები არ განიმარტება ისე, რომ დაავალდებულონ ერთი მხარე, გაავრცელოს მეორე მხარის ინვესტორებზე სარგებლობა ნებისმიერი რეჟიმიდან, პრეფერენციები ან პრივილეგიები, რომლებიც შეიძლება გავრცელებულ იქნან უკანასკნელი მხარის მიერ და რომლებიც გამომდინარე: a) ნებისმიერი საბაჟო კავშირიდან, ან თავისუფალი სავაჭრო ზონიდან, ან მსგავსი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლებიც გავლენას ახდენენ თანამშრომლობის საინვესტიციო რეჟიმზე, ან რეგიონალური თანამშრომლობის სხვა ფორმებზე, რომელთა მონაწილე არის ან შეიძლება გახდეს ნებისმიერი მხარე; b)ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებიდან ან მოლაპარაკებიდან, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეხება დაბეგვრას.     მუხლი 5🔗. კომპენსაცია დანაკარგებზე 1. როდესაც ნებისმიერი მხარის ინვესტორების ინვესტიციები ზარალს განიცდიან ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ეროვნული საგანგებო მდგომარეობის, გადატრიალების, აჯანყების, შეთქმულების, სტიქიური უბედურების, ავარიისნ ანსხვა მსგავსი ვითარებების გამო მეორე მხარის ტერიტორიაზე, სადაც იქნა განხორციელებული ინესტიცია, მათ ამ უკანასკნელ ხმარის მიერ მიენიჭება რესტიტუციებთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან და სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით რეჟიმი, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის, რომელსაც ეს უკანასკნელი მხარე ანიჭებს ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს. 2. ამ მუხლის 1 პუნქტის პირობების დაუბრკოლებლად, ერთი მხარის ინვესტორები, რომლებიც ამ პუნქტში ნახსენებ ნებისმიერი მოვლენის დროს განიცდიან ზარალს მეორე მხარის ტერიტორიაზე, რომლებიც წარმოიშობიან: a. მისი ძალების ან ხელისუფლებების მიერ მათი საკუთრების დანგრევისა და რეკვიზიციის, b. მისი ძალების ან ხელისუფლებების მიერ მათი საკუთრების დანგრევის შედეგად, რომლებიც წარმოქმნები ან არ იყო გამოწვეული საომარი მოქმედებებით, ან გამოწვეული იყო სიტუაციის აუცილებლობიდან, მიენიჭებათა თანაბარი და ადექვატური კომპენსაცია ზარალზე, რომლებიც განიცადეს ინვესტორებმა საკუთრების რეკვიზიციის ან განადგურების დროს. წარმოშობილი გადასახადების გადაგზავნა უნდა განხორციელდეს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში დაუყოვნებლივ.     მუხლი 6🔗. ექსპროპრიაცია 1. ნებისმიერი მხარის ინვესტირების ინვესტიციები არ იქნებიან ნაციონალიზირებული, ექსპროპრიირებული და მათ მიმართ არ გამოიყენება ზომები, რომლებსაც აქვთ ნაციონალიზაციისა და ექსპროპრიაციის (შემდგომში „ექსპროპრიაცია“) ექვივალენტური ეფექტი, მეორე მხარის ტერიტორიაზე, მხარეთა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ექსპროპრიაცია გატარდება სამართალწარმოების შესაბამისად, არადისკრიმინაციულ საფუძველზე და განხორციელდება ადეკვატურ და ეფექტური კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდის შესახებ პირობების თანხმებით. ასეთი კომპენსაცია გაუტოლდება ინვესტიციის საბაზრო ფასებს, იმ მომენტისათვის, როდესაც ექსპროპრიაციის ან ექსპროპრიაციაზე მუქარის შესახებ გახდა საყოველთაოდ ცნობილი, იგი შეიცავს პროცენტს ექსპროპრიაციის თარიღიდან LIBOR-ის განაკვეთით, ანაზღაურდება ვალუტაში, რომლითაც განხორციელდება ინვესტიციები ან მხარეთა შეთნხმებით ინვესტორისათვის მისაღებ ნებისმიერ ვალუტაში, ან გაკეთდება დაუყოვნებლივ, იქნება ისეთ, რომელიც ეფექტურად განხორციელდება და თავისუფლად გადაიგზავნება. 2. დაზარალებულ ინვესტორს ექნება ამ მხარის სასამართლო ხელისუფლების მიერ თავისი შემთხვევის დაუბრკოლებრივი გადახედვის და ამ მუხლში გადმოცემული პრინციპების შესაბამისად მისი ინვესტიციების შეფასების უფლება. 3. ამ მუხლის 1 პუნქტის დებულებები აგრეთვე გამოიყენება მაშინაც, როდესაც მხარე ექსპროპრიაციას უკეთებს კომპანიის აქტივებს, რომელსაც მიღებული აქვს სააქციონერო საზოგადოების სტატუსი, ან დაფუძნებულია მისი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მისი საკუთარი ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში და რომელშიც მეორე მხარის ინვესტორებს აქვთ წილი.     მუხლი 7🔗. გზავნილები 1. მხარეები, მხარეთა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ გადასახადების გადაგზავნას, რომლებიც ეხება ინვესტიციებს და შემოსავლებს. გზავნილები განხორციელდება ნებისმიერი შეზღუდვებისა და დაგვიანების გარეშე. ასეთი გზავნილები კერძოდ უნდა შეიცავდეს, მაგრამ არა გამონაკლისის სახით: a) ინვესტიციების მხარდაჭერის ან გაზრდისათვის საჭირო კაპიტალს და დამატებით ფულად თანხებს; b) შემოსავლებს, პროცენტებს, დივიდენტებს და სხვა მიმდინარე შემოსავალს; c) ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკრედიტო შეთანხმებების შესაბამისად განხორციელებულ გადასახადებს; d) როიალისტებს ან მომსახურებაზე გადასახადს; e) კაპიტალის მომატებიდან ინვესტიციების გასხვისება, სრული ან ნაწილობრივ ლიკვიდაციიდან, შემოსავლებს. f) მხარეთა კანონებისა და წესების შესაბამისად ფიზიკური პირების გასამრჯელოების, მიღებული მათ მიერ ამ მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციებიდან. 2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის გაცვლის კურსებს წარმოადგენენ ოფიციალური კურსები, რომლებიც გადაგზავნის მომენტში მოქმედებენ მიმდინარე შეთანხმებებისთვის, თუ სხვა რამეზე არ არის მოლაპარაკებული.     მუხლი 8🔗. სუბროგაცია 1. თუ მხარე ან მისი შუამავალი ახორციელებს გადასახადებს თავისი საკუთარი ინვესტორებისთვის იმ გარანტიის შესაბამისად, რომელიც მან წარუდგინა მეორე მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციასთან დაკავშირებით, უკანასკნელი მხარე აღიარებს: a) ნებისმიერი არსებული უფლების ან პირველი მხარის მიმართ ან მასთან დანიშნული შუამავლის მიმართ ინვესტორის მოთხოვნის უფლების გადაცემას, ამ ქვეყნის კანონის ან კანონიერი შეთანხმების თანახმად, ისე როგორც, b) რომ პირველმა მხარემ ან მისმა დანიშნულმა შუამავალმა მიიღო უფლება სუბროგაციის შედეგად ისარგებლოს ამ ინვესტორის უფლებებით და წამოაყენოს ამ ინვესტორის მოთხოვნები და ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით აიღებს თავის თავზე ვალდებულებებს. 2. სუბროგაციის შედეგად მიღებული უფლებები ან მოთხოვნები არ გასცდება ინვესტორის უფლებების და მოთხოვნების ფარგლებს.     მუხლი 9🔗. დავები ერთი მხარის ინვესტორსა და მეორე მხარეს შორის 1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ერთი მხარის ინვესტორებსა და მეორე მხარეს შორის ამ მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების საგანი იქნება დავაში მხარეებს შორის. 2. თუ რაიმე დავა ერთი მხარის ინვესტორებსა და მეორე მხარეს შორის ამგვარად არ გადაწყდება წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორი მიიღებს უფლებას გადასცეს ეს დავა: a) იმ მხარის სასმართლო ორგანოს განსახილველად, რომლის ტერიტორიაზე ხორციელდება ინვესტიცია, ან b) საინვესტიციო დავების გადამწყვეტ საერთაშორისო ცენტრში, რაც გულისხმობს სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ კონვენციის შესაბამის პირობებს, რომელიც ხელმოსაწერად ღიაა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, 1965 წლის 18 მარტს, იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე გახდნენ ამ კონვენციის მონაწილენი, ან c) არბიტრს ან საერთაშორისო ad hoc საარბიტრაჟო სასამართლოში, რომელიც დაარსებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის საარბიტრაჟო წესების თანახმად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დავის ორივე მხარისთვის იქნება საბოლოო და სავალდებულო.     მუხლი 10🔗. მხარეთა შორის დავების გადაწყვეტა 1. მხარეებს შორის დავა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე უნდა გადაწყდეს, თუ ეს შესაძლებელია, ერთობლივი კონსულტაციებითა და მოლაპარაკებებით. 2. თუ დავა მისი დაწყების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში არ გადაწყვდება ამ საშუალებით, მაშინ მხარეთაგან ერთ-ერთის მოთხოვნის საფუძველზე ის გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად. 3. საარბიტრაჟო სასამართლო შეიქმნება ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის შემდეგნაირად: თითოეული მხარე საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე მიღებული წერილობითი მიმართვის შემდეგ ორი თვის განმავლობაში დანიშნავს ამ სასამართლოს თითო წევრს, რომლებიც გამოირჩევენ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, დანიშნულს მხარეთა მიერ მოწონების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარედ (შემდგომში „თავმჯდომარე“). თავმჯდოარე ინიშნებ სხვა ორი წევრის დანიშვნის თარიღიდან სამი თვს განმავლობაში. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე პერიოდის განმავლობაში, არ იქნება განხორციელებული აუცილებელი დანიშვნები, ნებისმიერი მხარეს, სხვა შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში, შეუძლია მოიწვიოს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე აუცილებელი დანიშვნების გაკეთების მიზნით. თუ გაირკვევა, რომ ის არის რომელიმე მხარის მოქალაქე ან, თუ სხვა მიზეზები ხელს უშლიან მას შეასრულოს მითითებული ფუნქციები, აუცილებელი დანიშვნის გაკეთების მიზნით იქნებ მოწვეული თავმჯდომარის მოადგილე. თუ გაირკვევა, რომ თავმჯდომარის მოადგილე ასევე არის რომელიმე მხარის მოქალაქე ან არ შეუძლია შეასრულოს მითითებული ფუნქცია, აუცილებელი დანიშვნების გაკეთების მიზნით იქნება მოწვეული გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მომდევნო თანამდებობაზე მყოფი წევრი, რომელიც არ არის რომელიმე მხარის მოქალაქე და შეუძლია დაბრკოლებების გარეშე შეასრულოს მითითებული ფუნქცია. 5. საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით. ასეთი გადაწყვეტილებები სავალდებულო უნდა იყოს თითოეული მხარისათვის. თითოეული მხარე ანაზღაურებს საარბიტრაჟო საქმის წარმოებისას სასამართლოს თავისი წევრებისა და თავისი წარმომადგენელობის ხარჯებს; ხარჯები თავმჯდომარის მიმართებაში და სხვა ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ორივე მხარის მიერ თანაბრად. საარბიტრაჟო სასამართლო საკუთარ პროცედურას განსაზღვრავს თვითონ და თავისი გადაწყვეტილებით შეუძლია განსაზღვროს რომელი მხარე აანაზღაურებს ხარჯების მეტ ნაწილს.     მუხლი 11🔗. სხვა წესებისა და სპეციალური ვალდებულებების გამოყენება 1. თუ საკითხი ერთდროულად რეგულირდება ამ შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო შეთანმხებით, რომლის მონაწილეც არის ორივე მხარე, ამ შეთანხმებაში არაფერი არ შეუშლის ხელს მხარეებს ამ ნებისმიერ ინვესტორებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს მეორე მხარის ტერიტორიაზე, ისარგებლონ იმ წესების უპირატესობით, რომლებიც უფრო ხელსაყრელნი არიან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. 2. თუ რეჟიმი, რომელიც უნდა მიანიჭოს ერთმა მხარემ მეორე მხარის ინვესტორებს მისი კანონებისა და წესების ან სხვა კონტრაქტების სპეციალური დებულებების შესაბამისად, არის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის, რომელიც ენიჭება ამ შეთანხმებით, იქნება მინიჭებული უფრო ხელსაყრელი რეჟიმი.     მუხლი 12🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით. ნებისმიერი შესწორება შევა ძალაში, თუ თითოეული მხარე აცნობებს მეორე მხარეს, რომ მან დაარეგულირა ყველა შესაბამისი ფორმალობები, რომლებიც ხელს უშლიან ასეთი შესწორების ძალაში შესვლას.     მუხლი 13🔗. შეთანხმების ძალაში შესვლა, მოქმედების ხანგრძლივობა და შეწყვეტა 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზ წერილობითი შეტყობინების თარიღიდან. 2. ეს შეთანხმება ძალაში რჩება ათი წლის განამვლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდეგი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთმა მხარემ შესაბამისი პერიოდის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება. 3. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული პირობები მისი მოქმედების შეწყვეტის თარიღიდან ძალაში დარჩება ხუთი წლის განმავლობაში. შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 28 ნოემბერს, ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, მოლდავურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა. შეთანხმების დებულებათა განმარტებისას წამოჭრილი განსხვავებებისას მხარეები იხელმძღვანელებენ ტექსტით რუსული ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით