,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის №25.04.1186 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№04.01.132
სარეგისტრაციო კოდი
210020030.37.101.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301012, 15/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობ ის             

დადგენილება №04.01.132

2011 წლი ს  28 თებერვალი

ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის №25.04.1186 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის №25.04.1186 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დადგენილებას დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ამ დადგენილების პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მობილურ გარე ვაჭრობის ობიექტებზე, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1,1 მეტრს, სიგრძე 0,8 მეტრს და სიგანე 0,6 მეტრს. მათი განთავსება ნებადართულია ქ. თბილისის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დანართი 2 რუკით გათვალისწინებული ტერიტორიებისა.”;

ბ) დადგენილებას დაემატოს 12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. დადგენილების პირველი და 11 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება გარე ვაჭრობას დაქვემდებარებულ ლატარიის ბილეთების სარეალიზაციო მობილურ დანადგარებზე. მათი განთავსება ნებადართულია ქალაქ თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ იმ ტერიტორიებზე, რომელიც არ ჰყვება დანართი 1 და 2 რუკებზე, აგრეთვე დადგენილების 12 პუნქტით გათვალიწინებულ ობიექტეზე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შებობა-ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსება უნდა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.”;

დ) დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. დამტკიცდეს დანართი 2 რუკა, რომელიც წარმოადგენს ამ აქტის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.”.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი            გ. უგულავა