„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.153.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301014, 11/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 19

2011  წლის 28 თებერვალი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის ა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 8 დადგენილებაში, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ ე ს თანხა შეადგენს ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ს, ბიჯი – 10%-ს, ბილეთის ფასი – 200 ლარს. ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში ბილეთის ფასია 50 ლარი“.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში ,,მე-11 პუნქტით“ ნაცვლად ჩაიწეროს ,,მე-9 მუნქტით“.

3. დებულების მე-5 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი ,,სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.აუქციონში დამარცხებულ პირთა განცხადებების    და აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.“.

4. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,დამატებითი“.  

5. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.“.

მუხლი  2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                           ა. კალანდაძე