„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. მცხეთა
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის ა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე , მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში , კერძოდ:
1. დადგენილების პრეამბულაში ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მომართვის“ ნაცვლად მიეთითოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:
ა. ქ. მცხეთის ტერიტორიული ორგანო ქ. მცხეთა, სოფ. მუხადგვერდი, სოფ. კარსანი;
ბ. ნავდარაანთკარის ტერიტორიული ორგანო სოფ.არაშენდა, სოფ.კოტორაანთკარი,
სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. ჭილაანთკარი;
გ. ბიწმენდის ტერიტორიული ორგანო სოფ. ბიწმენდი, სოფ. ჯიღაურა;
დ. ზაქაროს ტერიტორიული ორგანო სოფ. ზაქარო, სოფ. ბურიანი;
ე. გალავნის ტერიტორიული ორგანო სოფ. გალავანი, სოფ. წინამძღვრიანთკარი;
ვ. ლისის ტერიტორიული ორგანო სოფ. ლისი, სოფ.წოდორეთი, სოფ.ბევრეთი,
სოფ. ტაბარუკი, სოფ. ლელობი,
სოფ. ძალაანთხევი;
ზ. მსხალდიდის ტერიტორიული ორგანო სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო;
თ. მისაქციელის ტერიტორიული ორგანო სოფ. მისაქციელი;
ი. აღდგომლიანთკარის ტერიტორიული ორგანო სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი,
სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა, სოფ. ნავაზი;
კ. ნატახტრის ტერიტორიული ორგანო სოფ. ნატახტარი, სოფ. ახალუბანი;
ლ. (ამოღებულია)
მ. მუხრანის ტერიტორიული ორგანო სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა სოფ. ქანდა;
ნ. ძველი ქანდის ტერიტორიული ორგანო სოფ. ძველი სოფ.ქანდა
ო. ნიჩბისის ტერიტორიული ორგანო სოფ. ქვემო სოფ. ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი,
სოფ. ზემო ნიჩბისი, სოფ. სასხორი;
პ. საგურამოს ტერიტორიული ორგანო სოფ. საგურამო, სოფ. ახალსოფელი,
სოფ. შანკევანი, სოფ. წიწამური
ჟ. ქსნის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ქსანი;
რ. ციხისძირის ტერიტორიული ორგანო სოფ.ციხისძირი;
ს. ქსოვრისის ტერიტორიული ორგანო სოფ.ქსოვრისი, სოფ.ვარდისუბანი
ტ. ვაზიანის ტერიტორიული ორგანო სოფ.ვაზიანი;
უ. ცხვარიჭამიის ტერიტორიული ორგანო სოფ.ცხვარიჭამის, სოფ. თეზამი, სოფ.კევლიანი,
სოფ. მშრალხევი, სოფ.ლელუბანი, სოფ. მამკოდა;
ფ. ძეგვის ტერიტორიული ორგანო სოფ. ძეგვი, სოფ. სათოვლე, სოფ.ხეკორძი;
ქ. წეროვნის ტერიტორიული ორგანო სოფ. წეროვანი;
ღ. ჩარდახის ტერიტორიული ორგანო სოფ. ჩარდახი, სოფ. გოროვანი, სოფ. სხალტბა;
ყ. წილკნის ტერიტორიული ორგანო სოფ. წილკანი, სოფ. ერედა;
შ. ძალისის ტერიტორიული ორგანო სოფ.ძალისი.“
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე