,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №9
2011 წლი ს 28 თებერვალი
ქ. დუშეთი
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში, კერძოდ:
1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”;
2. დადგენილების პირველ მუხლში სიტყვები „განსაზღვრული სასყიდლიანი” შეიცვალოს სიტყვით „გათვალისწინებული” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განისაზღვროს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:”;
3. დადგენილების პირველი მუხლის:
,,ა” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უძრავ ქონებაზე (გარდა მიწისა) – ქალაქში და დაბებში სასარგებლო ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე საპრივატიზებო საფასურის 10(ათი) პროცენტი წელიწადში”, ხოლო სოფლებში სასარგებლო ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე საპრივატიზებო საფასურის 06(ექვსი) პროცენტი წელიწადში;
4. დადგენილების პირველი მუხლის „ბ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მოძრავ ქონებაზე – საპრივატიზებო საფასურის 10(ათი) პროცენტი წელიწადში”;
5. დადგენილების პირველი მუხლის „დ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით”
,,დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე 10 (ათი) ლარი წელიწადში”;
6. დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი