ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2001
ძალაში შესვლა 12.03.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000489
გამოქვეყნების წყარო სსმ, -, 24/03/2004
matsne.gov.ge 2,008 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.10.2001 მიღება
12.03.2004 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს სახელით სომხეთის რესპუბლიკის სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ საქართველო და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში „მაღალ ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი; ეყრდნობიან რა მათ შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ კავშირებს, მეგობრული ურთიერთობის მაღალ დონეს, კულტურათა სიახლოვეს და ორ მოძმე ხალხს შორის არსებული სულიერი ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას; დარწმუნებულნი არიან რა, რომ მათ შორის მეგობრული ურთიერთობის, კეთილმეზობლური და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განუხრელი განვითარება და განმტკიცება პასუხობს ორივე სახელმწიფოს ხალხთა სასიცოცხლო ინტერესებს და ხელს შეუწყობს მათ ყოველმხრივ განვითარებასა და აყვავებას; ეყრდნობიან რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს; ანიჭებენ რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა უზრუნვლეყოფას საერთაშორისო სამართლის ფუნდამეტალური ნორმების შესაბამისად; თვლიან რა, რომ ორივე სახელმწიფოს ხალხთა კეთილდღეობა განუყოფლადაა დაკავშირებული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან რეგიონსა და მსოფლიოში; ადასტურებენ რა თავის ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ახალი ევროპისათვის პარიზის პარტიისა და ევროპის უსართხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ძირითადი დოკუმენტების მიზნებისა და პრინციპებისადმი; სურთ რა შექმნან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, აგრეთვე, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის ჰარმონიული განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები; აღიარებენ რა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონალურ პროგრამებში სხვადასხვა ინიციატივების რეალიზაციისას; ისწრაფვიან რა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ყოველმხრივი გაღრმავებისაკენ და პარტნიორობის ახალ დონეზე აყვანისაკენ; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, ისწრაფვიან რა გააღრმავონ პარტნიორული ურთიერთობანი, ყოველმხრივ განავითარებენ თავიანთ ურთიერთობებს როგორც მეგობრული, თანასწორუფლებიანი და სუვერენული სახელმწიფოები, ნდობისა და ყოველმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე, ორმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში. თავიანთ ურთიერთობებში მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურთიერთპატივისცემის, თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ადამიანის ძირითადი უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპით, რომლებიც დამტკიცებულია გაეროს წესდებითა და ეუთოს დასკვნითი აქტით, ასევე საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.     მუხლი 2🔗 ისეთი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობის რეგიონში, ასევე მათ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ატარებენ კონსულტაციებს ზომებისა და ქმედებების განსაზღვრის მიზნით, მშვიდობისა და ურთიერთუსაფრთხოების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.     მუხლი 3🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ უსაფრთხოების, თანამშრომლობისა და პარტნიორობის სფეროში რეგიონალური ურთიერთობებისა და ღონისძიებების გაფართოებასა და გაძლიერებას, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონში. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ითანამშრომლებენ ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების რეგიონალური ღონისძიებების, მასობრივი განადგურების იარაღის განიარაღებისა და გაუვრცელებლობის, აგრეთვე, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მასალებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლის სფეროში.     მუხლი 4🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, ხელი შეუწყონ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვრებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.     მუხლი 5🔗 თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე კისრულობს ვალდებულებას არ განახორციელოს და მხარი არ დაუჭიროს ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ, და არ დაუშვებენ თავიანთ ტერიტორიებზე ისეთი ჯგუფებისა და ორგანიზაციების შექმნას, რომლებსაც შეუძლიათ საშიშროება შეუქმნან მეორე მხარის უვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან მიაყენონ მას ეკონომიკური ზიანი.     მუხლი 6🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ თავიანთი სახელმწიფოების მოქალაქეთა თანაბარ უფლებებსა და თავისუფლებებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, სქესისა, ენისა, სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა. თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ყველა მოქალაქის სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ქონებრივი უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე იცავს მეორე მხარის ტერიტორიაზე მცხვორები თავისი მოქალაქეების უფლებებს გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, დებენ ცალკე შეთანხმებებს მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები თავიანთი მოქალაქეების უფლებების უზრუნველსაყოფად და დასაცავად.     მუხლი 7🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ისევე როგორც ამ უკანასკნელთა მიერ იმ სახელმწიფოსადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, წარმოადგენს მშვიდობის, სამართლიანობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის არსებით ფაქტორს. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ეუთოსა და ევროსაბჭოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, აგრეთვე, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, აგრეთვე, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრულ და ეფექტურ დაცვას, მათ შორის ადგილსამყოფელი ქვეყნის ენისა და ეროვნული ფასეულობებისადმი ზიარების, აგრეთვე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დაცვას, რომელიც მიმართულია თავისი ეთნიკური, ენობრივი, კულტურული და რელიგიური თვითმყოფადობის შენარჩუნებისაკენ.     მუხლი 8🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ თანასწორუფლებიან და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, კისრულობენ ვალდებულებას, განავითარონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ამ დარგებში ხელმოწერილ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე და მიიღონ შესაბამისი ზომები მათი სრული განხორციელებისათვის. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, ხელს მოაწერენ ახალ დოკუმენტებს, ზემოაღნიშნული საკითხების დასარეგულირებლად.     მუხლი 9🔗 ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მეორე მხარის ტერიტორიაზე მყოფი სახელმწიფო ქონების, იურიდიულ პირთა და მოქალაქეთა ქონების სამართლებრივი რეჟიმი რეგულირდება ქონების ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, თუკი სხვა რამეს არ ითვალისწინებს ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მონაწილენიც მაღალი ხელშემკვრელი მხარეები არიან.     მუხლი 10🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური პოტენციალის მდგრად განვითარებასა და ეფექტურ გამოყენებას, საბაზრო ურთიერთობათა საფუძელზე, ითანამშრომლებენ მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმათა განხორციელებაში და ხელს შეუწყობენ ორივე სახელმწიფოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები წაახალისებენ ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების განვითარებას და ხელს შეუწყობენ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებიდან და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეთანხმებათა და ვალდებულებათა სრულ განხორციელებას. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, რეგიონში მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით, მჭიდროდ ითანამშრომლებენ და შეათანხმებენ თავიანთ ქმედებებს საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში. ამ მიზნით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას საფინანსო, საკრედიტო-ფულადი, სავალუტო, საგადასახადო, საბაჟო და სოციალური პოლიტიკის გატარებისას, ასევე დროულად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას ეკონომიკურ საკითხებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება შეეხოს მეორე მაღალი ხელშემკვრელი მხარის უფლებებსა და ინტერესებს.     მუხლი 11🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ დარგებში ურთიერთობების განვითარებას ყველა დონეზე, თავიანთ ტერიტორიებზე მეორე მხარის საწარმოებისა და მეწარმეთა საქმიანობისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური, ფინანსური და სამართლებრივი პირობების შექმნას, მათ შორის პირდაპირი ინვესტიციებისა და მათი დაცვის სფეროში, ხელს შეუწყობენ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის სხვა პროგრესულ ფორმებს. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ სამეურნეო სუბიექტებს შორის საწარმოო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შენარჩუნებასა და განვითარებას, ურთიერთსასარგებლო საფუძველზე, უწინარეს ყოვლისა, თანამედროვე მეცნიერებათა ტევადი პროდუქციის შემუშავებასა და წარმოებისას, მათ შორის, სახელმწიფოთაშორისი და დარგთაშორისი თანამშრომლობის კომპლექსური პროგრამების ჩამოყალიბების გზით.     მუხლი 12🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, აღნიშნავენ რა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მზარდ როლს მსოფლიო ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა გლობალიზაციის საქმეში, გამოხატავენ სურვილს მჭიდროდ ითანამშრომლონ ამ ორგანიზაციის ფარგლებში.     მუხლი 13🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. განიხილავენ რა დსთს ფარგლებში თანამშრომლობას, როგორც ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარების ერთ-ერთ ფაქტორსა და რეზერვს, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ თანამეგობრობის ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების ეფექტურ განხორციელებას. ითვალისწინებენ რა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) დინამიურ განვითარებას, რომელიც გარდაიქმნა რეგიონალური ეკონომიკურ ორგანიზაციად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ამ ორგანიზაციის ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებას, BSEC-ის დებულებათა შესაბამისად.     მუხლი 14🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობას ტრანსპორტის დარგში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, კავშირგაბმულობის სისტემებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარებას. ტრანზიტის თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე, იღებენ მხარეთა მგზვრებისა და ტვირთების სარკინიგზო, საჰაერო, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით შეუფერხებელი გადაადგილებისათვის აუცილებელ ზომებს. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, იღებენ შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ მოძრაობის, მგზავრთა და გადამზიდავთა უსართხოება, თავიანთ ტერიტორიებზე სატრანზიტო გადაზიდვებისას ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებათა დაცულობა. ტვირთებისა და მგზავრთა გადაზიდვა/გადაყვანა საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო გზებით, აგრეთვე, მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე გამავალი მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზებით ენერგომატარებლების გადატანა განხორციელდება 1998 წლის 8 სექტემბრის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებისათვის ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმებისა და სხვა ცალკეული შეთანხმებების საფუძველზე.     მუხლი 15🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ითანამშრომლებენ სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ორივე სახელმწიფოს ინტელექტუალური, სამეცნიერო და ტექნიკური პოტენციალის ყველაზე უფრო რაციონალური გამოყენების მიზნით. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების დარგში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა დაცვით, ითანამშრომლებენ ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების დარგში, სამრეწველო კვლევების, თანამედროვე მეცნიერების მიღწევათა, ტექნიკისა და ტექნოლოგიების ურთიერთგამოყენების ჩათვლით. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების გაღრმავებას მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებს შორის, განავითარებენ ერთობლივ ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციურ საქმიანობას, ხელს შეუწყობენ ერთობლივი სამეცნიერო-საწარმო კოლექტივების შექმნას და საქმიანობას, უზრუნველყოფენ სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ერთობლივი საინფორმაციო ქსელის შემუშავებასა და შექმნას, წაახალისებენ საერთო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, სტუდენტებს, ასპირანტებსა და მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ასევე შექმნიან ხელსაყრელ პირობებს სამეცნიერო კადრების მომზადების საქმისათვის. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ნაცვალგების საფუძველზე ცნობენ ერთმანეთის დიპლომებს, სამეცნიერო წოდებებსა და ხარისხებს.     მუხლი 16🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, ორივე სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ მოქალაქეთა უფრო სრულად ინფორმირების მიზნით, ხელს შეუწყობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის თანამშრომლობას. მხარეები დადებენ ცალკე შეთანხმებას მოცემულ დარგში თანამშრომლობის შესახებ.     მუხლი 17🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის დარგში. მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის დარგში თანამშრომლობის განვითარებას, ორი ქვეყნის ხალხებს შორის ამ სფეროში არსებული ტრადიციული კავშირების განმტკიცების მიზნით, შემოქმედების თავისუფლების პატივისცემისა და კულტურულ ფასეულობათა ურთიერთხელმისაწვდომობის საფუძველზე.     მუხლი 18🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, ტურისტულ სააგენტოთა ურთიერთქმედების, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების ჩათვლით. მხარეები დადებენ ცალკე შეთანხმებას ამ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.     მუხლი 19🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მედიცინის სხვადასხვა დარგებში მიღწევათა შესახებ გამოცდიელების და ინფორმაციის გაცვლის გზით.     მუხლი 20🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას სეისმოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში და ხელს შეუწყობენ ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მიანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას ეკოლოგიურ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლას. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან შექმნან ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი სისტემა და აღმოუჩინონ ერთმანეთს დახმარება ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის განსაკუთრებული სიტუაციების აღმოცენებისას. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რადიაციული მდგომარეობის კონტროლს რეგიონში. აქედან გამომდინარე, მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას რეგიონში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ.     მუხლი 21🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ორგანიზებული დამნაშავეობის, მათ შორის ტერორიზმის, კონტრაბანდის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კორუფციის, უკანონო ფინანსური ოპერაციების, იარაღისა და კულტურულ ფასეულობათა უკანონო ვაჭრობისა და გატანის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლას ამ დარგებში, ჩაატარებენ ამასთან დაკავშირებულ ერთობლივ ღონსძიებებს, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.     მუხლი 22🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას თავიანთ სახელმწიფოებში ნორმატიული აქტების მიღების შესახებ. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციებს მხარეთათვის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთსაინტერესო საკითხებზე მოსაზრებათა გაცვლის მიზნით.     მუხლი 23🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სრულყოფის საქმეში. ორმხრივ შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა მოქმედების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მხარეები დაარსებენ მათ განსახორციელებლად ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, ეკონომიკური თანამშრომლობის დარგში მოქმედი ქართულ-სომხური ორმხრივი სამთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში.     მუხლი 24🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაფართოებას.     მუხლი 25🔗 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, მიმართონ ძალისხმევა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრისა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ეფექტიანად გაგრძელებისა და დასრულებისათვის.     მუხლი 26🔗 საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით და უკანონო მიგრაციის, ნარკოტიკულ და რადიოაქტიურ საშუალებათა გადაზიდვის თავიდან ასაცილებლად მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას მთელი ძალისხმევა მიმართონ თავიანთი სახელმწიფო საზღვრის სრული და ეფექტური კონტროლისაკენ.     მუხლი 27🔗 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები არ ეხება მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილეებიც ისინი არიან.     მუხლი 28🔗 წინამდებარე ხელშეკრულების განმარტებისა და გამოყენების თაობაზე წამოჭრილი დავები წყდება მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა განმახორციელებელი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციებს სხვადასხვა დონეზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შექმნიან შესაბამის კომისიებს.     მუხლი 29🔗 გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულება ექვემდებარება რეგისტრაციას გაეროს სამდივნოში.     მუხლი 30🔗 წინამდებარე ხელშეკრულება ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან.     მუხლი 31🔗 წინამდებარე ხელშეკრულება იდება ათი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუკი ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარე არ განაცხადებს სურვილს მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ, აცნობებს რა წერილობით ამის შესახებ მეორე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს მისი მოქმედების შესაბამისი პერიოდის ამოწურვამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა.     მუხლი 32🔗 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შესვლის დღიდან მოქმედებას წყვეტს 1993 წლის 19 მაისს ქ. ერევანში ხელმოწერილი „ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ“. შესრულებულია ქ. ერევანში, 2001 წ. 23 ოქტომბერს, ორ ნამდვილ პირად, ქართულ და სომხურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი აუთენტურია. საქართველოს სახელით სომხეთის რესპუბლიკის სახელით ხელმოწერილია ხელმოწერილია